მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა, ჩემთან იყო" - ვის უმღერის ნოდიკო თავის ახალ კლიპში
"მინდა, ჩემთან იყო" - ვის უმღერის ნოდიკო თავის ახალ კლიპში

ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლის­თვის 2012 წელი ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო. თუმ­ცა მახ­სოვს, ის არც 2011 წელს უჩი­ო­და და ჰგო­ნია, რომ დამ­დე­გი 2013 წე­ლიც მის­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა... გა­სულ კვი­რას ნო­დი­კომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი­სი ახა­ლი კლი­პი წა­რუდ­გი­ნა, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცია კი­ნო­თე­ატ­რში "რუს­თა­ვე­ლი" გა­ი­მარ­თა. მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს შო­რის მისი კო­ლე­გე­ბი, რე­ჟი­სო­რე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და მომ­ღერ­ლის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი იყ­ვნენ. ვი­დე­ორ­გო­ლი რე­ჟი­სორ­მა ზაზა ორაშ­ვილ­მა კომ­პო­ზი­ტორ მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის სიმ­ღე­რა­ზე - "მინ­და, ჩემ­თან იყო" გა­და­ი­ღო. სიმ­ღე­რის ტექ­სტი დათო ფორჩხი­ძეს ეკუთ­ვნის. ნა­მუ­შე­ვარ­მა მა­ყუ­რებ­ლის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი:

- ნა­ყო­ფი­ე­რი წელი მქონ­და: წლის და­სა­წყის­ში ზაზა ორაშ­ვილ­მა ჩემი, და­თუ­ნა მგე­ლა­ძი­სა და ივა­ნა მე­ლა­ის ვი­დე­ორ­გო­ლი გა­და­ი­ღო; მქონ­და სოლო კონ­ცერ­ტიც; ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი მი­უ­ზიკლში - "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი"; სიმ­ღე­რა, რო­მელ­ზეც ახა­ლი კლი­პი შე­იქ­მნა, ჩემს ალ­ბომ­შია შე­სუ­ლი და ძა­ლი­ან მომ­წონ­და. რო­დე­საც ზა­ზამ ალ­ბომს მო­უს­მი­ნა, არ­ჩე­ვა­ნი ამ სიმ­ღე­რა­ზე შე­ვა­ჩე­რეთ და მშვე­ნი­ე­რი იდე­ე­ბიც გა­უჩ­ნდა. კლი­პის შე­მოქ­მე­დე­ბით მხა­რე­ში არ ჩავ­რე­ულ­ვარ. ზა­ზას დიდ პა­ტივს ვცემ; ვიცი, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და ბო­ლომ­დე მი­ვენ­დე.

- კლიპ­ში სამი მშვე­ნი­ე­რი მო­დე­ლი (კრის­ტი, რუს­კა ჩა­ჩუა, ნინი ფო­ცხიშ­ვი­ლი) მო­ნა­წი­ლე­ობს. გო­გო­ნე­ბი თა­ვად შე­არ­ჩიე?

- არა. თა­ვი­დან ზა­ზამ არ­ჩე­ვა­ნი კრის­ტი­ზე შე­ა­ჩე­რა, მერე კი კრის­ტიმ გვა­პოვ­ნი­ნა ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მო­დე­ლი - ნინი ფო­ცხიშ­ვი­ლი; რუს­კა ჩა­ჩუ­აც ზა­ზას ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­და­ვი­ღეთ. აღ­ვნიშ­ნე, კლი­პის მხატ­ვრულ მხა­რე­ში არ ვე­რე­ო­დი-მეთ­ქი, მაგ­რამ ზაზა ყვე­ლა დე­ტალს მა­ინც მი­თან­ხმებ­და.

- მოკ­ლედ, და­გიგ­როვ­და კლი­პე­ბი...

- კი. მომ­ღერ­ლის­თვის კლი­პი ძა­ლი­ან სა­ჭი­რო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის, მაგ­რამ კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ ვინ არის მისი რე­ჟი­სო­რი... მი­ხა­რია, რომ ამ ნა­მუ­შევ­რით ჩემს კა­რი­ე­რა­ში კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი წინ.

ეკა კა­ხი­ა­ნი:

- ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის სიმ­ღე­რა, რო­მელ­ზეც ზაზა ორაშ­ვილ­მა, რო­გორც მას სჩ­ვე­ვია, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კლი­პი გა­და­ი­ღო. გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ნა­მუ­შე­ვა­რია. რაც მთა­ვა­რია, ვი­დე­ორ­გოლ­ში ნო­დი­კო მო­მე­წო­ნა. ის ხომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რის! მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად კარ­გი სა­ნა­ხა­ვი იყო... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს ნა­მუ­შე­ვა­რი გა­ჰიტ­დე­ბა და მსმე­ნე­ლი შე­იყ­ვა­რებს.

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი:

- სიმ­ღე­რაც მო­მე­წო­ნა და კლი­პიც - სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ყუ­რე­ბე­ლია. რაც მთა­ვა­რია, სადა გახ­ლავთ. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა დღეს ის არის, რომ მომ­ღე­რა­ლი თა­ვის კლიპს თით­ქმის ვერ­სად ატ­რი­ა­ლებს. ამი­ტომ, სა­ჭი­როა, შე­იქ­მნას მუ­სი­კა­ლუ­რი არ­ხე­ბი... ნო­დი­კოს და ზა­ზას ვუ­ლო­ცავ ამ ახალ ნა­მუ­შე­ვარს და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ!

გიგა აგ­ლა­ძე:

- რა­ღაც­ნა­ი­რი თბი­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო, რაც ზა­ზას ახა­სი­ა­თებს. თი­თო­ე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟის ხა­სი­ა­თი მაქ­სი­მა­ლუ­რად იყო გად­მო­ცე­მუ­ლი. რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფე­რი გე­მოვ­ნე­ბით გახ­ლდათ გა­კე­თე­ბუ­ლი. თა­ვი­დან, ვიდ­რე ეკ­რან­ზე კლიპს გა­უშ­ვებ­დნენ, ცოტა არ იყოს, ვღე­ლავ­დი, მაგ­რამ იმი­სიც მჯე­რო­და, რომ ზა­ზას ნა­მუ­შე­ვა­რი ცუდი არ იქ­ნე­ბო­და...

ქე­თა­თო ჩარ­კვი­ა­ნი:

- მი­ხა­რია, რომ მომ­ღერ­ლებს კლი­პის გა­და­ღე­ბის სტი­მუ­ლი შე­მორ­ჩათ. სე­რი­ო­ზუ­ლად მა­წუ­ხებს ის ამ­ბა­ვი, რომ რე­ა­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­სი­კა­ლუ­რი არ­ხე­ბი არ არ­სე­ბობს და ამის გამო, პი­რა­დად მე, სიმ­ღე­რა­ზე ვი­დე­ორ­გო­ლის გა­და­ღე­ბის დიდი სურ­ვი­ლი არ მიჩ­ნდე­ბა. თეთ­რი შუ­რით მშურს ნო­დი­კო­სი და რე­ჟი­სო­რის, რომ­ლებ­საც ეს სტი­მუ­ლი არ და­უ­კარ­გავთ... ერ­თა­დერ­თი შე­ნიშ­ვნა მაქვს - კლიპ­ში ამ­დე­ნი ლა­მა­ზი გო­გოს ნაც­ვლად, მე ერთ-ერთს გა­და­ვი­ღებ­დი. მინ­და, ნო­დი­კოს კლი­პის პრე­მი­ე­რა კი­დევ ერთხელ მი­ვუ­ლო­ცო.

ნო­დი­კო:

- რა­საც ჩემი კო­ლე­გე­ბი ამ­ბო­ბენ, მარ­თლაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა გახ­ლავთ, - ისე­თი მუ­სი­კა­ლუ­რი არხი არ გვაქვს, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა, კლი­პი გა­უშ­ვან. რო­გორც გა­ვი­გე, ცოტა ხან­ში რამ­დე­ნი­მე გა­სარ­თო­ბი არხი გა­იხ­სნე­ბა და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ისი­ნი შო­უ­ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყო­ბენ ხელს. მე კი გე­ტყვით, რომ გა­მი­მარ­თლა - "რუს­თა­ვი 2"-მა ჩემი თხოვ­ნა ყუ­რად იღო და ჩემი კლი­პი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იტ­რი­ა­ლებს ამ არხზე.

ზაზა ორაშ­ვი­ლი:

- ამ ვი­დე­ო­ზე ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ვი­მუ­შა­ვე: ტრა­დი­ცი­უ­ლი გა­და­ღე­ბის, მონ­ტა­ჟის წე­სებს გვერ­დი ავუ­ა­რე და მას­ში გრა­ფი­კუ­ლი ელე­მენ­ტე­ბიც შე­ვი­ტა­ნე; მოკ­ლედ, პა­ტა­რა ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ვა­ტა­რე და მგო­ნი, გა­ა­მარ­თლა.

- ნო­დი­კოს­თან მუ­შა­ო­ბა ად­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა?

- დიდი კომ­ფორ­ტია, რო­დე­საც ნი­ჭი­ერ მომ­ღე­რალ­თან გი­წევს მუ­შა­ო­ბა. ნო­დი­კო მარ­თლაც, ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია.

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"მინდა, ჩემთან იყო" - ვის უმღერის ნოდიკო თავის ახალ კლიპში

"მინდა, ჩემთან იყო" - ვის უმღერის ნოდიკო თავის ახალ კლიპში

ნოდიკო ტატიშვილისთვის 2012 წელი ძალიან წარმატებული იყო. თუმცა მახსოვს, ის არც 2011 წელს უჩიოდა და ჰგონია, რომ დამდეგი 2013 წელიც მისთვის წარმატებული იქნება... გასულ კვირას ნოდიკომ საზოგადოებას თავისი ახალი კლიპი წარუდგინა, რომლის პრეზენტაცია კინოთეატრში "რუსთაველი" გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის მისი კოლეგები, რეჟისორები, ჟურნალისტები და მომღერლის გულშემატკივრები იყვნენ. ვიდეორგოლი რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერაზე - "მინდა, ჩემთან იყო" გადაიღო. სიმღერის ტექსტი დათო ფორჩხიძეს ეკუთვნის. ნამუშევარმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.

ნოდიკო ტატიშვილი:

- ნაყოფიერი წელი მქონდა: წლის დასაწყისში ზაზა ორაშვილმა ჩემი, დათუნა მგელაძისა და ივანა მელაის ვიდეორგოლი გადაიღო; მქონდა სოლო კონცერტიც; ვმონაწილეობდი მიუზიკლში - "ვერის უბნის მელოდიები"; სიმღერა, რომელზეც ახალი კლიპი შეიქმნა, ჩემს ალბომშია შესული და ძალიან მომწონდა. როდესაც ზაზამ ალბომს მოუსმინა, არჩევანი ამ სიმღერაზე შევაჩერეთ და მშვენიერი იდეებიც გაუჩნდა. კლიპის შემოქმედებით მხარეში არ ჩავრეულვარ. ზაზას დიდ პატივს ვცემ; ვიცი, რომ პროფესიონალია და ბოლომდე მივენდე.

- კლიპში სამი მშვენიერი მოდელი (კრისტი, რუსკა ჩაჩუა, ნინი ფოცხიშვილი) მონაწილეობს. გოგონები თავად შეარჩიე?

- არა. თავიდან ზაზამ არჩევანი კრისტიზე შეაჩერა, მერე კი კრისტიმ გვაპოვნინა ყველაზე ახალგაზრდა მოდელი - ნინი ფოცხიშვილი; რუსკა ჩაჩუაც ზაზას ინიციატივით გადავიღეთ. აღვნიშნე, კლიპის მხატვრულ მხარეში არ ვერეოდი-მეთქი, მაგრამ ზაზა ყველა დეტალს მაინც მითანხმებდა.

- მოკლედ, დაგიგროვდა კლიპები...

- კი. მომღერლისთვის კლიპი ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი რამ არის, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუ ვინ არის მისი რეჟისორი... მიხარია, რომ ამ ნამუშევრით ჩემს კარიერაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი წინ.

ეკა კახიანი:

- ძალიან მომეწონა მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა, რომელზეც ზაზა ორაშვილმა, როგორც მას სჩვევია, არაჩვეულებრივი კლიპი გადაიღო. გემოვნებიანი ნამუშევარია. რაც მთავარია, ვიდეორგოლში ნოდიკო მომეწონა. ის ხომ არაჩვეულებრივად მღერის! მოკლედ, ყველაფერი ერთად კარგი სანახავი იყო... დარწმუნებული ვარ, ეს ნამუშევარი გაჰიტდება და მსმენელი შეიყვარებს.

ნინი ბადურაშვილი:

- სიმღერაც მომეწონა და კლიპიც - სასიამოვნო საყურებელია. რაც მთავარია, სადა გახლავთ. ერთადერთი პრობლემა დღეს ის არის, რომ მომღერალი თავის კლიპს თითქმის ვერსად ატრიალებს. ამიტომ, საჭიროა, შეიქმნას მუსიკალური არხები... ნოდიკოს და ზაზას ვულოცავ ამ ახალ ნამუშევარს და წარმატებებს ვუსურვებ!

გიგა აგლაძე:

- რაღაცნაირი თბილი ნამუშევარი იყო, რაც ზაზას ახასიათებს. თითოეული პერსონაჟის ხასიათი მაქსიმალურად იყო გადმოცემული. რაც მთავარია, ყველაფერი გემოვნებით გახლდათ გაკეთებული. თავიდან, ვიდრე ეკრანზე კლიპს გაუშვებდნენ, ცოტა არ იყოს, ვღელავდი, მაგრამ იმისიც მჯეროდა, რომ ზაზას ნამუშევარი ცუდი არ იქნებოდა...

ქეთათო ჩარკვიანი:

- მიხარია, რომ მომღერლებს კლიპის გადაღების სტიმული შემორჩათ. სერიოზულად მაწუხებს ის ამბავი, რომ რეალურად, საქართველოში მუსიკალური არხები არ არსებობს და ამის გამო, პირადად მე, სიმღერაზე ვიდეორგოლის გადაღების დიდი სურვილი არ მიჩნდება. თეთრი შურით მშურს ნოდიკოსი და რეჟისორის, რომლებსაც ეს სტიმული არ დაუკარგავთ... ერთადერთი შენიშვნა მაქვს - კლიპში ამდენი ლამაზი გოგოს ნაცვლად, მე ერთ-ერთს გადავიღებდი. მინდა, ნოდიკოს კლიპის პრემიერა კიდევ ერთხელ მივულოცო.

ნოდიკო:

- რასაც ჩემი კოლეგები ამბობენ, მართლაც სერიოზული პრობლემა გახლავთ, - ისეთი მუსიკალური არხი არ გვაქვს, სადაც შეიძლება, კლიპი გაუშვან. როგორც გავიგე, ცოტა ხანში რამდენიმე გასართობი არხი გაიხსნება და კარგი იქნება, თუ ისინი შოუბიზნესის განვითარებას შეუწყობენ ხელს. მე კი გეტყვით, რომ გამიმართლა - "რუსთავი 2"-მა ჩემი თხოვნა ყურად იღო და ჩემი კლიპი რამდენიმე დღის განმავლობაში იტრიალებს ამ არხზე.

ზაზა ორაშვილი:

- ამ ვიდეოზე ცოტა განსხვავებულად ვიმუშავე: ტრადიციული გადაღების, მონტაჟის წესებს გვერდი ავუარე და მასში გრაფიკული ელემენტებიც შევიტანე; მოკლედ, პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე და მგონი, გაამართლა.

- ნოდიკოსთან მუშაობა ადვილი აღმოჩნდა?

- დიდი კომფორტია, როდესაც ნიჭიერ მომღერალთან გიწევს მუშაობა. ნოდიკო მართლაც, ნიჭიერი ადამიანია.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება