სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახი კახიშვილი: "სააკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებამდე დაითხოვს მთავრობას"
კახი კახიშვილი: "სააკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებამდე დაითხოვს მთავრობას"

სამ­ხედ­რო ტერ­მი­ნო­ლო­გია რომ გა­მო­ვი­ყე­ნოთ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სან­გრე­ბი­დან ამო­ვი­და და შე­ტე­ვის­თვის პლაც­დარმს იმ­ზა­დებს. დას­რულ­და ის მცი­რეხ­ნი­ა­ნი პე­რი­ო­დი, რო­დე­საც პრე­ზი­დენტს მხო­ლოდ უცხო­უ­რი დე­ლე­გა­ცი­ე­ბის ვი­ზი­ტი­სას თუ მოვკრავ­დით თვალს - სა­ა­კაშ­ვი­ლი ქვეყ­ნის შიგ­ნით აქ­ტი­უ­რად ხვდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ამ შეხ­ვედ­რებს, რო­გორც წესი, მო­ნო­ლო­გის ფორ­მა აქვს და მისი სა­მიზ­ნე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბაა. სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი დღი­თი დღე მწვავ­დე­ბა. მოკ­ლედ, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ცივი ომი ნელ-ნელა ცხელ­დე­ბა და ბევ­რი ექ­სპერ­ტი ვა­რა­უ­დობს, რომ კონ­ფლიქ­ტის მომ­დევ­ნო ფაზა სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ მთავ­რო­ბის და­თხოვ­ნა იქ­ნე­ბა. თუმ­ცა კონ­ტრსვლა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის ინი­ცი­რე­ბის სა­ხით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მაც გა­ა­კე­თა. ვნა­ხოთ, რამ­დე­ნად დღეგ­რძე­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა ქარ­თუ­ლი კო­ჰა­ბი­ტა­ცია. მა­ნამ­დე კი, თუ სპორ­ტულ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ას გა­მო­ვი­ყე­ნებთ, ერ­თით ნოლს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" იგებს. პარ­ლა­მენ­ტმა ამ­ნის­ტი­ის კა­ნონ­ზე პრე­ზი­დენ­ტის ვეტო დას­ძლია, შე­სა­ბა­მი­სად, ამ­ნის­ტია ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ცხად­დე­ბა. - თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი კა­ნონს ხელ­მე­ო­რე­დაც არ მო­ა­წერს ხელს, ამ მი­სი­ას და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი შე­ას­რუ­ლებს. ექ­სპერ­ტი კახი კა­ხიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნის ხელ­მო­წე­რა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს მო­უ­წევს.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვერ მო­ა­წერ­და ხელს კა­ნონს, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ქვე­ყა­ნა­ში პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი და პო­ლიტ­დევ­ნი­ლე­ბი იყ­ვნენ. სა­ა­კაშ­ვი­ლი არც ვე­ტოს დაძ­ლე­ვის შემ­დეგ მო­ა­წერს ხელს კა­ნონს და ამით ირი­ბად არ აღი­ა­რებს პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის არ­სე­ბო­ბას. გარ­და პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი­სა, სა­ა­კაშ­ვი­ლი აქ­ცენტს აკე­თებს პე­დო­ფი­ლებ­სა და ჯა­შუ­შებ­ზე. მა­გა­ლი­თად, "წუხს", რომ თურ­მე ჯა­შუ­შებს უშ­ვე­ბენ და გვე­ლე­შა­პთან მებ­რძოლ ახალ­გაზ­რდა დე­მოკ­რა­ტი­ას საფრ­თხე ემუქ­რე­ბა. ამას, პირ­ველ რიგ­ში, და­სავ­ლე­თის და­სა­ნა­ხად ამ­ბობს. სხვა­თა შო­რის, პრე­ზი­დენტს წა­მო­ა­ძა­ხეს, რომ თა­ვად შე­ი­წყა­ლა მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლე­ბი. ასე რომ, მას ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კის მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ აქვს. სა­კა­მა­თო არ არის, რომ სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე და ჯა­შუ­ში ცი­ხე­ში უნდა იყოს. ამა­ზე მსჯე­ლო­ბა მა­შინ შეგ­ვეძ­ლე­ბა, რო­დე­საც სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო გვექ­ნე­ბა, თუმ­ცა იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის საქ­მე "შე­კე­რეს", სა­სა­მარ­თლო­ზე ლა­პა­რა­კიც კი არ შე­იძ­ლე­ბა.

- ბოლო პე­რი­ოდ­ში ისევ "ძვე­ლი" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვი­ხი­ლეთ. პრე­ზი­დენ­ტი ისევ შემ­ტე­ვი გახ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა ფე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რას შეხ­ვედ­რა­ზე მარ­თავს და ახა­ლი მთავ­რო­ბის მი­მართ მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს. რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ი­მე სა­გა­რეო ან სა­ში­ნაო ფაქ­ტო­რი აღიქ­ვა სა­ა­კაშ­ვილ­მა იმის ნიშ­ნად, რომ შე­ტე­ვის დროა?

- გარ­კვე­უ­ლი ხნით პა­უ­ზის აღე­ბა, რომ­ლის დრო­საც ის თით­ქოს მშვი­დი და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი იყო, მისი პი­არ­კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლია. სა­ა­კაშ­ვილს სურ­და და­სავ­ლე­თის­თვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, თით­ქოს ის პრო­ცე­სე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად წარ­მარ­თვას, მშვი­დო­ბი­ან თა­ნა­ცხოვ­რე­ბას ცდი­ლობს, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი მხო­ლოდ რე­ვან­შით და და­პა­ტიმ­რე­ბე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. მას ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სურ­და, თუმ­ცა ნერ­ვებ­მა უმტყუ­ნა, კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ა­მაც თა­ვი­სი თავი ამო­წუ­რა და ის და­უბ­რუნ­და თა­ვის სტილს - აგ­რე­სი­ას და მუ­ქა­რას.

- ალ­ბათ, მხო­ლოდ ნერ­ვებ­თან არ გვაქვს საქ­მე. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხრი­დან შე­ტე­ვის და­წყე­ბას ბევ­რი ექ­სპერ­ტი პროგ­ნო­ზი­რებ­და, თუმ­ცა ამას უფრო მოგ­ვი­ა­ნე­ბით ელოდ­ნენ.

- მარ­თლაც, მხო­ლოდ ნერ­ვებ­თან არ გვაქვს საქ­მე. სა­ა­კაშ­ვილ­მა თავი ისევ ძლი­ერ პრე­ზი­დენ­ტად მი­იჩ­ნია. "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­დეს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად დაბ­რუნ­დე­ბი­ან. რო­გორც ჩანს, სა­ა­კაშ­ვილ­მა ეს ირ­წმუ­ნა და დაბ­რუნ­და აგ­რე­სი­უ­ლი რი­ტო­რი­კით.

გარ­და ამი­სა, პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბე­ბი გათ­ვლი­ლია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მომ­ხრე­ებ­ზე. სა­ა­კაშ­ვი­ლი ცდი­ლობს, და­არ­წმუ­ნოს ისი­ნი, რომ ყო­ფი­ლი მმარ­თვე­ლი გუნ­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად დაბ­რუნ­დე­ბა და არ არის სა­ჭი­რო სხვა პარ­ტი­ა­ში ან ფრაქ­ცი­ა­ში გა­დას­ვლა. ჩემი აზ­რით, სა­ა­კაშ­ვი­ლის გეგ­მა იყო ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მას ჰქონ­და ორი გზა - გა­ნე­ცხა­დე­ბი­ნა, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" არ მო­უ­გია არ­ჩევ­ნე­ბი და სპეც­რაზმს გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა სა­არ­ჩევ­ნო შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბა, რა­საც აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­ყვე­ბო­და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი ან უნდა ეღი­ა­რე­ბი­ნა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი, დრო მო­ე­გო და და­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყო იმის შე­სა­ხებ, რო­გორ გა­მო­სუ­ლი­ყო ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. სა­ა­კაშ­ვილ­მა მე­ო­რე გზა აირ­ჩია. მან აღი­ა­რა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი, მო­ი­გო სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გული და პა­რა­ლე­ლუ­რად გა­და­ვი­და სა­ბო­ტა­ჟის რე­ჟიმ­ში. სა­ა­კაშ­ვილს ეგო­ნა, რომ აპ­რი­ლამ­დე ამ სა­ბო­ტა­ჟით მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უქ­მნი­და პრობ­ლე­მებს ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, პი­არ­მან­ქა­ნით კი მო­სახ­ლე­ო­ბას და­არ­წმუ­ნებ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" უსუ­სუ­რო­ბა­ში.

ამა­ვე დროს მუ­შა­ობ­დნენ და­სავ­ლეთ­ში, რათა ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პუ­ტი­ნის­გან მარ­თულ ძა­ლად წარ­მო­ე­ჩი­ნათ, რო­მე­ლიც თურ­მე ახალ­გაზ­რდა დე­მოკ­რა­ტი­ას ებ­რძვის. აპ­რილ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­აღ­წევ­და პიკს და სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ი­თხოვ­და მთავ­რო­ბას, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს სა­კუ­თა­რი გუნ­დის წევ­რე­ბის­გან და­ა­კომ­პლექ­ტებ­და, და­ი­წყე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბი და ასე­თი ფო­ნით მი­ვაღ­წევ­დით საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. თუმ­ცა თუ ამ არ­ჩევ­ნებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლის გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი კვლავ და­ბა­ლი იქ­ნე­ბო­და, მო­ახ­დენ­და პრო­ვო­ცი­რე­ბას, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა და გა­ე­ხან­გრძლი­ვე­ბი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა. სა­ა­კაშ­ვილს მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პა­ცი­ის შან­სი აქვს, რად­გან მი­ნი­მუმ ხუ­თწ­ლი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ­ჩევ­ნე­ბის გზით ვერ მოვა.

- თქვე­ნი აზ­რით, სა­ა­კაშ­ვი­ლის ეს გეგ­მა ჩა­შა­ლა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვამ? პარ­ლა­მენ­ტში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის არსი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ თუ პრე­ზი­დენ­ტი მთავ­რო­ბას და­ი­თხოვს და ახალ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს პარ­ლა­მენ­ტი არ და­უმ­ტკი­ცებს, ამას რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი მოჰ­ყვე­ბა?

- დიახ, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს ამის პრე­ვენ­ცი­ას, თუმ­ცა სა­შიშ­რო­ე­ბა ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს, რად­გან ინი­ცი­რე­ბა მი­ღე­ბას არ ნიშ­ნავს. ამ სა­კი­თხის დამ­ტკი­ცე­ბას თვე და 10 დღე მა­ინც სჭირ­დე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში რო­გორ მო­იქ­ცე­ვა სა­ა­კაშ­ვი­ლი, არა­ვინ იცის, რად­გან ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­უძ­ლია, მთავ­რო­ბა და­ი­თხო­ვოს და კრი­ზი­სი გა­მო­იწ­ვი­ოს. სა­ა­კაშ­ვილ­მა კარ­გად იცის, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ მას არა­ნა­ი­რი პერ­სპექ­ტი­ვა აღარ ექ­ნე­ბა, რად­გან რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" 5%-იანი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა გა­უ­ჭირ­დე­ბა.

- ანუ თვე და 10 დღე გა­დამ­წყვე­ტი იქ­ნე­ბა. თქვე­ნი პროგ­ნო­ზით, რა ნა­ბი­ჯე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­დად­გას პრე­ზი­დენ­ტმა ამ მცი­რე ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში?

- ჩემი ვა­რა­უ­დით, სა­ა­კაშ­ვილ­მა შე­საძ­ლოა, და­ი­თხო­ვოს მთავ­რო­ბა. სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­დეგ მას მთავ­რო­ბის და­თხოვ­ნის სურ­ვი­ლიც აღარ ექ­ნე­ბა, რად­გან რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, ამას რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი მოჰ­ყვე­ბა, რო­მელ­შიც "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" პერ­სპექ­ტი­ვა არ აქვთ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

კახი კახიშვილი: "სააკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებამდე დაითხოვს მთავრობას"

კახი კახიშვილი: "სააკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებამდე დაითხოვს მთავრობას"

სამხედრო ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, მიხეილ სააკაშვილი სანგრებიდან ამოვიდა და შეტევისთვის პლაცდარმს იმზადებს. დასრულდა ის მცირეხნიანი პერიოდი, როდესაც პრეზიდენტს მხოლოდ უცხოური დელეგაციების ვიზიტისას თუ მოვკრავდით თვალს - სააკაშვილი ქვეყნის შიგნით აქტიურად ხვდება საზოგადოების წარმომადგენლებს. ამ შეხვედრებს, როგორც წესი, მონოლოგის ფორმა აქვს და მისი სამიზნე ბიძინა ივანიშვილის მთავრობაა. სააკაშვილის განცხადებები დღითი დღე მწვავდება. მოკლედ, სახელისუფლებო ცივი ომი ნელ-ნელა ცხელდება და ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ კონფლიქტის მომდევნო ფაზა სააკაშვილის მიერ მთავრობის დათხოვნა იქნება. თუმცა კონტრსვლა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების სახით ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა. ვნახოთ, რამდენად დღეგრძელი აღმოჩნდება ქართული კოჰაბიტაცია. მანამდე კი, თუ სპორტულ ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, ერთით ნოლს "ქართული ოცნება" იგებს. პარლამენტმა ამნისტიის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დასძლია, შესაბამისად, ამნისტია ნებისმიერ შემთხვევაში გამოცხადდება. - თუ სააკაშვილი კანონს ხელმეორედაც არ მოაწერს ხელს, ამ მისიას დავით უსუფაშვილი შეასრულებს. ექსპერტი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ ამნისტიის კანონის ხელმოწერა ნებისმიერ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწევს.

- მიხეილ სააკაშვილი ვერ მოაწერდა ხელს კანონს, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი ხელისუფლების დროს ქვეყანაში პოლიტპატიმრები და პოლიტდევნილები იყვნენ. სააკაშვილი არც ვეტოს დაძლევის შემდეგ მოაწერს ხელს კანონს და ამით ირიბად არ აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას. გარდა პოლიტიკური პატიმრებისა, სააკაშვილი აქცენტს აკეთებს პედოფილებსა და ჯაშუშებზე. მაგალითად, "წუხს", რომ თურმე ჯაშუშებს უშვებენ და გველეშაპთან მებრძოლ ახალგაზრდა დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. ამას, პირველ რიგში, დასავლეთის დასანახად ამბობს. სხვათა შორის, პრეზიდენტს წამოაძახეს, რომ თავად შეიწყალა მძიმე დანაშაულში მსჯავრდადებულები. ასე რომ, მას ამ თემაზე ლაპარაკის მორალური უფლება არ აქვს. საკამათო არ არის, რომ სამშობლოს მოღალატე და ჯაშუში ციხეში უნდა იყოს. ამაზე მსჯელობა მაშინ შეგვეძლება, როდესაც სამართლიანი სასამართლო გვექნება, თუმცა იმ ქვეყანაში, სადაც ფოტორეპორტიორების საქმე "შეკერეს", სასამართლოზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება.

- ბოლო პერიოდში ისევ "ძველი" მიხეილ სააკაშვილი ვიხილეთ. პრეზიდენტი ისევ შემტევი გახდა, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეხვედრაზე მართავს და ახალი მთავრობის მიმართ მწვავე განცხადებებს აკეთებს. როგორ ფიქრობთ, რაიმე საგარეო ან საშინაო ფაქტორი აღიქვა სააკაშვილმა იმის ნიშნად, რომ შეტევის დროა?

- გარკვეული ხნით პაუზის აღება, რომლის დროსაც ის თითქოს მშვიდი და კეთილგანწყობილი იყო, მისი პიარკამპანიის ნაწილია. სააკაშვილს სურდა დასავლეთისთვის ეჩვენებინა, თითქოს ის პროცესების დემოკრატიულად წარმართვას, მშვიდობიან თანაცხოვრებას ცდილობს, ახალი ხელისუფლება კი მხოლოდ რევანშით და დაპატიმრებებით არის დაკავებული. მას ცივილიზებული სახის შენარჩუნება სურდა, თუმცა ნერვებმა უმტყუნა, კოჰაბიტაციამაც თავისი თავი ამოწურა და ის დაუბრუნდა თავის სტილს - აგრესიას და მუქარას.

- ალბათ, მხოლოდ ნერვებთან არ გვაქვს საქმე. "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შეტევის დაწყებას ბევრი ექსპერტი პროგნოზირებდა, თუმცა ამას უფრო მოგვიანებით ელოდნენ.

- მართლაც, მხოლოდ ნერვებთან არ გვაქვს საქმე. სააკაშვილმა თავი ისევ ძლიერ პრეზიდენტად მიიჩნია. "ნაციონალებმა" არაერთხელ განაცხადეს, რომ აუცილებლად დაბრუნდებიან. როგორც ჩანს, სააკაშვილმა ეს ირწმუნა და დაბრუნდა აგრესიული რიტორიკით.

გარდა ამისა, პრეზიდენტის განცხადებები გათვლილია "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებზე. სააკაშვილი ცდილობს, დაარწმუნოს ისინი, რომ ყოფილი მმართველი გუნდი ხელისუფლებაში აუცილებლად დაბრუნდება და არ არის საჭირო სხვა პარტიაში ან ფრაქციაში გადასვლა. ჩემი აზრით, სააკაშვილის გეგმა იყო ძალიან მარტივი. არჩევნების შემდეგ მას ჰქონდა ორი გზა - განეცხადებინა, რომ "ქართულ ოცნებას" არ მოუგია არჩევნები და სპეცრაზმს გაეგრძელებინა საარჩევნო შედეგების შეჯამება, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა რევოლუციური პროცესები ან უნდა ეღიარებინა არჩევნების შედეგები, დრო მოეგო და დაფიქრებულიყო იმის შესახებ, როგორ გამოსულიყო ამ მდგომარეობიდან. სააკაშვილმა მეორე გზა აირჩია. მან აღიარა არჩევნების შედეგები, მოიგო საერთაშორისო ორგანიზაციების გული და პარალელურად გადავიდა საბოტაჟის რეჟიმში. სააკაშვილს ეგონა, რომ აპრილამდე ამ საბოტაჟით მაქსიმალურად შეუქმნიდა პრობლემებს ახალ ხელისუფლებას, პიარმანქანით კი მოსახლეობას დაარწმუნებდა "ქართული ოცნების" უსუსურობაში.

ამავე დროს მუშაობდნენ დასავლეთში, რათა ახალი ხელისუფლება პუტინისგან მართულ ძალად წარმოეჩინათ, რომელიც თურმე ახალგაზრდა დემოკრატიას ებრძვის. აპრილში ეს ყველაფერი მიაღწევდა პიკს და სააკაშვილი დაითხოვდა მთავრობას, მინისტრთა კაბინეტს საკუთარი გუნდის წევრებისგან დააკომპლექტებდა, დაიწყებოდა პოლიტიკური რეპრესიები და ასეთი ფონით მივაღწევდით საპრეზიდენტო არჩევნებამდე. თუმცა თუ ამ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გამარჯვების შანსი კვლავ დაბალი იქნებოდა, მოახდენდა პროვოცირებას, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა და გაეხანგრძლივებინა ხელისუფლებაში ყოფნა. სააკაშვილს მხოლოდ ხელისუფლების უზურპაციის შანსი აქვს, რადგან მინიმუმ ხუთწლიან პერსპექტივაში "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვა.

- თქვენი აზრით, სააკაშვილის ეს გეგმა ჩაშალა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივამ? პარლამენტში დარეგისტრირებული საკონსტიტუციო ცვლილებების არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუ პრეზიდენტი მთავრობას დაითხოვს და ახალ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი არ დაუმტკიცებს, ამას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოჰყვება?

- დიახ, ახალი ხელისუფლება ცდილობს ამის პრევენციას, თუმცა საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს, რადგან ინიცირება მიღებას არ ნიშნავს. ამ საკითხის დამტკიცებას თვე და 10 დღე მაინც სჭირდება. ამ პერიოდში როგორ მოიქცევა სააკაშვილი, არავინ იცის, რადგან ძალიან მარტივად შეუძლია, მთავრობა დაითხოვოს და კრიზისი გამოიწვიოს. სააკაშვილმა კარგად იცის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ მას არანაირი პერსპექტივა აღარ ექნება, რადგან რიგგარეშე არჩევნებზე "ნაციონალურ მოძრაობას" 5%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდება.

- ანუ თვე და 10 დღე გადამწყვეტი იქნება. თქვენი პროგნოზით, რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას პრეზიდენტმა ამ მცირე ხნის განმავლობაში?

- ჩემი ვარაუდით, სააკაშვილმა შესაძლოა, დაითხოვოს მთავრობა. საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ მას მთავრობის დათხოვნის სურვილიც აღარ ექნება, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოჰყვება, რომელშიც "ნაციონალებს" პერსპექტივა არ აქვთ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა