პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტი პოლიციაში საყოველთაო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაზე საუბრობს
პრეზიდენტი პოლიციაში საყოველთაო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაზე საუბრობს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი პო­ლი­ცი­ა­ში სა­ყო­ველ­თაო სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს, - ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა დღეს, სო­ფელ ჯან­და­რა­ში ორი დღის წინ და­ყა­ჩა­ღე­ბუ­ლი ოჯა­ხის მო­ნა­ხუ­ლე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა წლე­ბით ნაგ­რო­ვე­ბი ქო­ნე­ბის სხვის­თვის გა­ტა­ნე­ბას და ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­სა­ხიჩ­რე­ბას გა­გე­ბით ვერ მო­ე­კი­დე­ბა.

"ახლა იყო ამ­ნის­ტი­ის გა­კე­თე­ბის დრო?! ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე რო­მე­ლი ქვე­ყა­ნა აკე­თებს მსოფ­ლი­ო­ში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ამ­ნის­ტი­ას?! 1992-ში ჯა­ბას ამ­ნის­ტი­ით გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ხალ­ხი ასე შე­მოგ­ვიც­ვივ­და სახ­ლში, ბა­ბუ­ა­ჩემს ავ­ტო­მა­ტი ჩა­არ­ტყეს, ბე­ბი­ა­ჩემს ემუქ­რე­ბოდ­ნენ და­უ­თო­ე­ბით და ასე წა­ი­ღეს ფული, ოქ­რო­უ­ლო­ბა და ყვე­ლა­ფე­რი. ჩემ­თვის გა­სა­გე­ბია, რაც ხდე­ბა. ჩვენ უნდა და­ვეხ­მა­როთ ამ ოჯახს, რომ ამო­ი­ღონ ის, რაც და­კარ­გეს. პო­ლი­ცი­ა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა უნდა გა­მო­ცხად­დეს. სა­უბ­რო­ბენ - ყვე­ლა­ფერს მო­ვუვ­ლით - ვე­რა­ფერ­საც ვერ უვ­ლი­ან. რა­ტომ ვერ მო­უ­ა­რეს თუ მოვ­ლა შე­უძ­ლი­ათ?!", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, ბოლო წლებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შეძ­ლო ქო­ნე­ბის დაგ­რო­ვე­ბა, რად­გან თა­ვი­ან­თი შრო­მით მო­პო­ვე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია გზა­ზე რე­კე­ტის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გაჰ­ქონ­დათ.

"ახლა ეს ბან­დი­ტე­ბი გა­მოვ­ლენ. ბევ­რი მათ­გა­ნი ცი­ხე­ში შე­ვი­და "ჟი­გუ­ლე­ბი­ან" სა­ქარ­თვე­ლო­ში და გა­მო­დის "მერ­სე­დე­სე­ბი­ან" სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც ხალ­ხმა და­აგ­რო­ვა დოვ­ლა­თი, სა­დაც ეკო­ნო­მი­კა 4-ჯერ გა­ი­ზარ­და. მარ­ტო კი არ ქურ­დო­ბენ, მო­დი­ან და ადა­მი­ანს თითს ჭრი­ან, აუ­თო­ე­ბენ. თუმ­ცა, მთა­ვა­რია კლი­მა­ტის გავ­ლე­ნა - როცა მოგ­ვი­წო­დე­ბენ, გა­გე­ბით შევ­ხვდეთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვერ შეხ­ვდე­ბა გა­გე­ბით იმას, რომ წლე­ბის ნაგ­რო­ვებს ნა­ძი­რა­ლა მუქ­თა­ხო­რა ყა­ჩა­ღი წა­არ­თმევს და წა­ი­ღებს. ვერ შეხ­ვდე­ბი გა­გე­ბით იმას, რომ შვილს და­გი­სა­ხიჩ­რე­ბენ და მო­გიკ­ლა­ვენ. პო­ლი­ცი­ას ტე­ლე­ვი­ზორ­ში ყელ­ყე­ლა­ო­ბა კი არ სჭირ­დე­ბა, ყო­ველ კუ­თხე­ში უნდა იყოს პატ­რუ­ლი. სა­ყო­ველ­თაო სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა უნდა გა­მო­ცხად­დეს მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ კუ­თხით, რად­გან რამ­დე­ნი­მე ათა­სი სა­ში­ში დამ­ნა­შა­ვე გა­დის გა­რეთ", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტმა და­ყა­ჩა­ღე­ბუ­ლი ოჯა­ხის­გან და­ნა­შა­უ­ლის გა­რე­მო­ე­ბებ­ზეც მო­ის­მი­ნა და ინ­ფორ­მა­ცია გა­ტა­ცე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ მი­ი­ღო. მა­მე­დო­ვე­ბის ოჯა­ხის ცნო­ბით, თავ­დამ­სხმე­ლებ­მა 15 ათა­სი ლარი და ოქრო წა­ი­ღეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

პრეზიდენტი პოლიციაში საყოველთაო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაზე საუბრობს

პრეზიდენტი პოლიციაში საყოველთაო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი პოლიციაში საყოველთაო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაზე საუბრობს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს, სოფელ ჯანდარაში ორი დღის წინ დაყაჩაღებული ოჯახის მონახულებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება წლებით ნაგროვები ქონების სხვისთვის გატანებას და ოჯახის წევრების დასახიჩრებას გაგებით ვერ მოეკიდება.

"ახლა იყო ამნისტიის გაკეთების დრო?! ამ ყველაფრის ფონზე რომელი ქვეყანა აკეთებს მსოფლიოში ფართომასშტაბიან ამნისტიას?! 1992-ში ჯაბას ამნისტიით გამოშვებული ხალხი ასე შემოგვიცვივდა სახლში, ბაბუაჩემს ავტომატი ჩაარტყეს, ბებიაჩემს ემუქრებოდნენ დაუთოებით და ასე წაიღეს ფული, ოქროულობა და ყველაფერი. ჩემთვის გასაგებია, რაც ხდება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ოჯახს, რომ ამოიღონ ის, რაც დაკარგეს. პოლიციაში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს. საუბრობენ - ყველაფერს მოვუვლით - ვერაფერსაც ვერ უვლიან. რატომ ვერ მოუარეს თუ მოვლა შეუძლიათ?!", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ბოლო წლებში საზოგადოებამ შეძლო ქონების დაგროვება, რადგან თავიანთი შრომით მოპოვებული პროდუქცია გზაზე რეკეტის არარსებობის პირობებში სარეალიზაციოდ გაჰქონდათ.

"ახლა ეს ბანდიტები გამოვლენ. ბევრი მათგანი ციხეში შევიდა "ჟიგულებიან" საქართველოში და გამოდის "მერსედესებიან" საქართველოში, სადაც ხალხმა დააგროვა დოვლათი, სადაც ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა. მარტო კი არ ქურდობენ, მოდიან და ადამიანს თითს ჭრიან, აუთოებენ. თუმცა, მთავარია კლიმატის გავლენა - როცა მოგვიწოდებენ, გაგებით შევხვდეთ, საზოგადოება ვერ შეხვდება გაგებით იმას, რომ წლების ნაგროვებს ნაძირალა მუქთახორა ყაჩაღი წაართმევს და წაიღებს. ვერ შეხვდები გაგებით იმას, რომ შვილს დაგისახიჩრებენ და მოგიკლავენ. პოლიციას ტელევიზორში ყელყელაობა კი არ სჭირდება, ყოველ კუთხეში უნდა იყოს პატრული. საყოველთაო საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს მთელს საქართველოში ამ კუთხით, რადგან რამდენიმე ათასი საშიში დამნაშავე გადის გარეთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა დაყაჩაღებული ოჯახისგან დანაშაულის გარემოებებზეც მოისმინა და ინფორმაცია გატაცებული ქონების შესახებ მიიღო. მამედოვების ოჯახის ცნობით, თავდამსხმელებმა 15 ათასი ლარი და ოქრო წაიღეს.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა