მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერაბ სეფაშვილი ახალ წელს კონცერტების გარეშე დარჩა
მერაბ სეფაშვილი ახალ წელს კონცერტების გარეშე დარჩა

მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი "ახა­ლი ხმის" მწვრთნე­ლო­ბას არ ნა­ნობს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რინგზე საკ­მა­ოდ რთუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბამ მო­უ­წია. მომ­ღე­რალ­თან სა­უ­ბა­რი პრო­ექ­ტის ირ­გვლივ და­ვი­წყეთ და თა­ვა­დაც ვერ მივ­ხვდით, ისე გა­და­ვი­ნაც­ვლეთ ზო­გა­დად შო­უ­ბიზ­ნე­სის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. მე­რა­ბი მი­იჩ­ნევს, რომ ამ სფე­რო­ში ბევ­რი რამ არას­წო­რად გან­ვი­თარ­და და ბევ­რი ცუ­დიც ხდე­ბა, ამი­ტო­მაც ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა მი­ე­ჩი­ნოს ად­გი­ლი კარ­გსა და ცუდს, თუმ­ცა არაფ­რის აკ­რძალ­ვის მომ­ხრე არ არის.

- როცა გა­მაც­ნეს ეს პრო­ექ­ტი და შემ­დეგ ანა­ლო­გე­ბიც ვნა­ხე, მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბო­და ჩვენ­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ამ რა­ო­დე­ნო­ბის ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­დო­და ამ პრო­ექ­ტში. მე რომ მკი­თხოთ, აქ ცოტა მაკ­ლია ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა, მაგ­რამ პრო­ექ­ტის ფორ­მა­ტი უცხო­უ­რის შეს­რუ­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. თუ გახ­სოვთ, თით­ქმის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს ვე­კი­თხე­ბო­დი, ქარ­თულს თუ მღე­რით-მეთ­ქი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ახალ­გაზ­რდებს შე­ეძ­ლოთ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა. კარ­გად მღე­რი­ან ყვე­ლა­ფერს, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან, მაგ­რამ უნდა ის­წავ­ლონ ქარ­თუ­ლის სწო­რად შეს­რუ­ლე­ბა. მაქვს სურ­ვი­ლი, რომ პრო­ექ­ტის მსვლე­ლო­ბი­სას მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბიც შე­ას­რუ­ლონ და ამას ალ­ბათ შევ­თა­ვა­ზებთ კი­დეც მა­ყუ­რე­ბელს. ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­და­მა­წყვე­ტი­ნა, რომ ახალ­გაზ­რდებ­თან მქო­ნო­და ურ­თი­ერ­თო­ბა, თო­რემ სა­ერ­თოდ, კონ­კურ­სებს სულ ვე­რი­დე­ბი ხოლ­მე. სა­ყუ­რებ­ლად ალ­ბათ ად­ვი­ლია, მაგ­რამ როცა შენ ხარ მწვრთნე­ლი, ურ­თი­ერ­თობ შენი გუნ­დის წევ­რებ­თან, მერე მათ­თან გან­შო­რე­ბა გი­ჭირს. მე ადა­მი­ა­ნუ­რად ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. ვცდი­ლობთ, გა­ვაგ­რძე­ლოთ მე­გობ­რო­ბა. ამ კონ­კურ­სით არა­ფე­რი მთავ­რდე­ბა, რად­გან შე­საძ­ლოა, რო­მე­ლი­მე მო­ნა­წი­ლე სუ­ლაც არ გახ­დეს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ყვე­ლა­ზე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვოს.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად ვის­თან გან­შო­რე­ბა გა­გი­ჭირ­დათ?

- ასე კონ­კრე­ტუ­ლად ვერ გე­ტყვით, და­მერ­წმუ­ნეთ, ყვე­ლა მათ­გა­ნი ნი­ჭი­ე­რია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ზოგი მე­ტად ნი­ჭი­ე­რი იყო, ზოგი ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ მათ არ და­გი­სა­ხე­ლებთ. თავს არ ვაძ­ლევ­დი იმის უფ­ლე­ბას, რომ ეგ­რძნოთ, ვი­ღაც უფრო მე­ტად მომ­წონ­და. თა­მა­შის წე­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მგო­ნი, რა­ღაც შეც­დო­მე­ბი და­ვუშ­ვი. ბევ­რი რამ უნდა გათ­ვა­ლო, რად­გან შე­საძ­ლოა, ის უნდა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა, ვინც მეტ მე­სიჯს მი­ი­ღებ­და. სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც მი­მაჩ­ნია, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი და ტრა­გი­კუ­ლი შეც­დო­მა არ და­მიშ­ვია, არც შეგ­ნე­ბუ­ლად გა­მი­კე­თე­ბია რა­ი­მე. როცა ამ პრო­ექტს დავ­თან­მხდი, ვი­ცო­დი, რომ რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

- არ გი­ნა­ნი­ათ რა­ი­მე მო­მენ­ტში?

- რა თქმა უნდა. პირ­ველ რი­ნგზე მკვდრე­ბი ვი­ყა­ვით. რთუ­ლია შენს თავ­ზე რა­ღაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღე­ბა და ადა­მი­ა­ნის­თვის გუ­ლის და­წყვე­ტა. ახლა უკვე აღარ ვნა­ნობ. იმ­დე­ნად ან­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან ბავ­შვე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! და უნ­დათ, რომ კარ­გად გა­ა­კე­თონ, რი­თაც შე­მიძ­ლია, ვეხ­მა­რე­ბი და გვერ­დით ვუდ­გა­ვარ. ბევ­რი მომ­ღე­რა­ლია, რო­მე­ლიც პი­როვ­ნუ­ლად მიყ­ვარს და მომ­წონს, თუმ­ცა მა­ინ­ცდა­მა­ინც არ ვგიჟ­დე­ბი მათ ნიჭ­ზე. ამას, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ ვაგ­რძნო­ბი­ნებ, ამ პრო­ექ­ტში კი მარ­თლა ნი­ჭი­ე­რი მომ­ღერ­ლე­ბი არი­ან.

- მწვრთნე­ლებს შო­რის რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა?

- ბუ­ნებ­რი­ვია, გუნ­დებს შო­რის არის კონ­კუ­რენ­ცია, თუმ­ცა მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არც ჩვე­ნი შვი­ლე­ბი არი­ან და არც შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი. ყვე­ლა მათ­გა­ნი აქ გა­სა­მარ­ჯვებ­ლად არის მო­სუ­ლი და იმის საჩ­ვე­ნებ­ლად, რა შე­უძ­ლია, ამი­ტომ გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, სხვა გუნ­დის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა რომ გა­ი­მარ­ჯვოს, არ მე­წყი­ნე­ბა, პი­რი­ქით, გა­მი­ხარ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, ზოგი ამას ავად­მყო­ფუ­რად გა­ნიც­დის, მე ნამ­დვი­ლად არა. შე­იძ­ლე­ბა, ჩემ­მა გუნ­დმა გა­ი­მარ­ჯვოს და ამის­გან სხვამ ტრა­გე­დია არ უნდა შექ­მნას.

მწვრთნე­ლებს შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნორ­მა­ლუ­რია. ად­რეც სულ გვქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, თუმ­ცა არა ასე­თი მჭიდ­რო. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ძა­ლი­ან არის ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ექ­ტში და გა­და­დე­ბუ­ლი აქვთ თავი. მე ასე არ ვარ. ერთი ოჯა­ხი­ვით არი­ან თა­ვი­ან­თი გუნ­დის წევ­რებ­თან, უყ­ვართ ეს საქ­მე და ბავ­შვე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო!.

- შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ მწვრთნე­ლე­ბის "შპილ­კა­ო­ბა­ში" თქვენ არ ერე­ვით. ვერ გი­ბე­და­ვენ?

- მე არ "ვშპილ­კა­ობ" და არც მე "მეშ­პილ­კა­ვე­ბი­ან" (იცი­ნის), მაგ­რამ რა შუ­ა­შია გა­ბედ­ვა? ჩვენ ახ­ლობ­ლე­ბი ვართ, უბ­რა­ლოდ, ალ­ბათ, ისეთს არა­ფერს ვა­კე­თებ, რომ ვინ­მემ რა­ი­მე მი­თხრას. სიყ­ვა­რუ­ლი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის მეტს ვე­რა­ფერს ვგრძნობ, მეც მინ­და, იმა­ვე­თი ვუ­პა­სუ­ხო მათ. სი­ტყვით მა­ინც... არას­წო­რად მი­მაჩ­ნია რა­ი­მე და­პი­რის­პი­რე­ბა, მით უმე­ტეს, მუ­სი­კო­სებს შო­რის. კი ამ­ბო­ბენ, მსა­ხი­ო­ბე­ბი, მუ­სი­კო­სე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კას­ტა­აო, მაგ­რამ მე კას­ტის წარ­მო­მად­გენ­ლად არ მი­ვიჩ­ნევ თავს და არც მაქვს სურ­ვი­ლი, რომ ვიყო. ყვე­ლას თა­ვი­სი ხა­სი­ა­თი აქვს, მე კი ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, ლა­ვი­რე­ბა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, თო­რემ ხა­სი­ა­თი მეც მაქვს (იღი­მე­ბა).

- რო­დე­საც მწვრთნე­ლო­ბა შე­მო­გთა­ვა­ზეს, არ და­ინ­ტე­რეს­დით, კი­დევ ვინ იქ­ნე­ბო­და თქვენ­თან ერ­თად? ამ პრო­ექ­ტში მწვრთნე­ლე­ბი გა­აკ­რი­ტი­კეს კი­დეც.

- ამ გა­და­ცე­მის რე­ჟი­სორს ერ­თპი­როვ­ნუ­ლად არ გა­და­უ­წყვე­ტია, ესა და ეს უნდა იყოს მწვრთნე­ლიო. უცხო­ე­ლე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ და კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რეს, თა­ვი­ან­თი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შეგ­ვარ­ჩი­ეს. სხვა­დას­ხვა ჟან­რი­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბის ხალ­ხი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, უცხო­ურ პრო­ექ­ტებ­შიც ასეა. რაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნია, მით მეტი აზ­რია, ყვე­ლას თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბა აქვს. არ მინ­და იმის თქმა და არც მაქვს უფ­ლე­ბა, რომ ასე ვთქვა, ობი­ექ­ტუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლი­მე მწვრთნე­ლი არ მომ­წონს-მეთ­ქი. სხვა­თა შო­რის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ამ სფე­რო­ში ძა­ლი­ან ცოტა გვყავს. ქარ­თულ მუ­სი­კას, ზო­გა­დად, ომ­ბუდსმე­ნი სჭირ­დე­ბა. ამა­ზე ბევ­რი მი­ფიქ­რია და ახლა პირ­ვე­ლად თქვენ გე­უბ­ნე­ბით. კარ­გი მუ­სი­კის დამ­ცვე­ლი და ამის მთქმე­ლი არა­ვინ არის, ცუდი კი ბევ­რი რამ ხდე­ბა. ჯგუ­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც გა­და­წყვე­ტენ, სად რა გა­ვი­დეს, რა­დიო თუ ტე­ლე­ე­თერ­ში. არც იმის მომ­ხრე ვარ, რომ რა­ი­მე აიკ­რძა­ლოს, უბ­რა­ლოდ, ამ ჯგუფს შე­უძ­ლია პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გან­სა­ზღვრა. უნდა ით­ქვას, რა არის კარ­გი და რა - ცუდი.

- მე­რაბ, ერთი-ორ­ჯერ შე­გის­რუ­ლე­ბი­ათ სა­ხუ­მა­როდ ე.წ. "ფა­ნო­ღუ­რი" სიმ­ღე­რე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას ფიქ­რობთ ამ ტი­პის მუ­სი­კა­ზე?

- მომ­წონს, როცა მთვრა­ლი ვარ, მარ­თობს (იცი­ნის). არის კა­ტე­გო­რია ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლებ­საც მოს­წონთ. ვერ გე­ტყვით, რომ ამ მუ­სი­კა­ზე ვგიჟ­დე­ბი. საკ­მა­ოდ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი უს­მენს ამ­გვარ მუ­სი­კას. ვე­რა­ვის ვკი­თხავთ, რა­ტომ მოგ­წონს ესა და ეს სიმ­ღე­რაო. პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გან­სა­ზღვრა სწო­რედ ამი­ტომ არის სა­ჭი­რო, აბა, რის­თვის სწავ­ლო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში, სა­ზღვარ­გა­რეთ მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლებ­ლებ­ში? ის, რა­საც, ვთქვათ, ნინო ჩხე­ი­ძე აკე­თებს, ეს მისი ჟან­რია, მეც მიმ­ღე­რია რამ­დენ­ჯერ­მე, მაგ­რამ არ არის ჩემი ჟან­რი.

ზო­გა­დად რომ გი­თხრათ, ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის 80% არ მომ­წონს. ზო­გა­დად ეს სფე­რო არას­წო­რად გან­ვი­თარ­და. ამას ბევ­რი მი­ზე­ზი აქვს, ერთ-ერთი ის არის, რომ ქვე­ყა­ნა ვერა და ვერ და­წყნარ­და.

- წელს სა­ა­ხალ­წლოდ არა­ნა­ი­რი კონ­ცერ­ტი არ კეთ­დე­ბა...

- დაგვტო­ვეს მშივ­რე­ბი (იცი­ნის).

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გან­ვი­თარ­დეს ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა, შო­უ­ბიზ­ნე­სი ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში?

- მა­ყუ­რე­ბელს უნდა ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ა­კე­თოს არ­ჩე­ვა­ნი. თვე­ში ერთხელ მა­ინც უნდა მქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, მი­ვი­დე კარგ კონ­ცერ­ტზე და და­ვიკ­მა­ყო­ფი­ლო სუ­ლი­ე­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. ბი­ლე­თი თუ 10 და 20 ლარი ღირს, იქი­დან არა­ფე­რი ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი არ მო­დის, ეს, და­მერ­წმუ­ნეთ, ფაქ­ტობ­რი­ვად, საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტია. რად­გან კარ­გი კონ­ცერ­ტი გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი ჯდე­ბა. სხვა ბევ­რი ფაქ­ტო­რიც არის - ერთ კონ­ცერ­ტზე გა­მოხ­ვალ, მი­შას მომ­ღე­რა­ლი ხარ, მე­ო­რე­ზე გა­მოხ­ვალ - ბი­ძი­ნა­სი. ასე­თი "ქა­ჯუ­რი" და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ არის სწო­რი. რა შუ­ა­შია, იქ გა­მოხ­ვალ თუ აქ. თუ გინ­და, სა­ხუ­რავ­ზე იმ­ღე­რე, მთა­ვა­რია, კარ­გად იმ­ღე­რო. ამას მე ასე ვუ­ყუ­რებ. პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი რა შუ­ა­შია? მე ვიცი, რაც მომ­წონს და ამას არც ვმა­ლავ. ამი­ტო­მაც, როცა სი­ტუ­ა­ცია და­ბა­ლანსდე­ბა, მერე იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ სფე­როს გა­მარ­თვა. ამას­თა­ნა­ვე, ამის ლო­დინ­ში გა­ჩე­რე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა უნდა გან­ვი­თარ­დეს. რა და­ა­შა­ვეს მათ? ჩემ­მა თა­ო­ბამ ბევ­რი ცუდი რამ გა­ი­ა­რა. მე ხომ არ ვა­ხალ­გაზ­რდავ­დე­ბი, ვბერ­დე­ბი. 52 წლის გავ­ხდე­ბი და მეტი რა უნდა გა­ვა­კე­თო? სხვა პრო­ფე­სია არ მაქვს, არც კონ­ტრა­ბან­დულ სა­ქო­ნელს ვყი­დი და არც სხვა რა­მეს, მუ­სი­კი­დან უნდა ავი­ღო ანა­ზღა­უ­რე­ბა.

პრობ­ლე­მა ჩვენ­შია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. არას­წო­რი მიდ­გო­მაა, რომ რა­ი­მე თუ არ გა­მოგ­დის, მთავ­რო­ბას აგი­ნო. ეს ჩემი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი აზ­რია. უნდა და­ლაგ­დეს სი­ტუ­ა­ცია. რო­გორ უნდა გა­კეთ­დეს ეს, ამა­ზე სა­უ­ბა­რი, პო­ლი­ტი­კას ვგუ­ლის­ხმობ, ჩემ­გან ცოტა სა­სა­ცი­ლო იქ­ნე­ბა. ყვე­ლა მთავ­რო­ბას ამა­ზე სა­კუ­თა­რი წარ­მოდ­გე­ნა აქვს ხოლ­მე.

- წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ლა­პა­რა­კი ფა­ვო­რი­ტიზ­მზე კულ­ტუ­რა­ში. ეს ასე იყო თუ არა და ახლა თუ იქ­ნე­ბა?

- ყო­ველ­თვის იყო და ასე იქ­ნე­ბა. ეს ბუ­ნებ­რი­ვიც არის. ჩემს თავ­ზე მაქვს გა­მოც­დი­ლი. ძა­ლი­ან ბევრ მთავ­რო­ბას მო­ვეს­წა­რი. დიდი ბო­დი­ში მკი­თხველ­თან, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე ვამ­ბობ ამას, მაგ­რამ ყვე­ლა მთავ­რო­ბის ფა­ვო­რი­ტი გახ­ლდით და ამ ფა­ვო­რი­ტიზმს ვგრძნობ­დი შე­ვარ­დნა­ძის დრო­საც და უფრო წინ, პა­ტი­აშ­ვი­ლის დრო­საც. ყო­ველ­თვის უყ­ვარ­დათ ჩემი შეს­რუ­ლე­ბა და მიწ­ვევ­დნენ ამა თუ იმ კონ­ცერ­ტზე, ვინ­მე უცხო­ე­ლი თუ ჩა­მო­დი­ო­და, მე­ძახ­დნენ. არ ვიცი, ახლა რო­გორ იქ­ნე­ბა, არ არის ტრა­გე­დია, რომ ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა არ მოს­წონ­დე. რად­გან მე არ მოვ­წონ­ვარ ვი­ღა­ცას, ვერ ვი­ტყვი, რომ ის ცუდი ადა­მი­ა­ნია.

რა იქ­ნე­ბა ახლა? ვნა­ხოთ. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ვინც კონ­ცერ­ტებს აწყობ­და, მა­თაც ვე­უბ­ნე­ბო­დი ხოლ­მე, რა­საც ახლა თქვენ გე­ტყვით. თით­ქოს­და იმ კონ­ცერ­ტებ­ში ძი­რი­თა­დად მომ­ღერ­ლე­ბის ერთი ჯგუ­ფი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თუმ­ცა ეს იყო ძა­ლი­ან დიდი ჯგუ­ფი. ჩემი რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი კი ნაკ­ლე­ბად ჩან­და. ლიზა, მაია და სხვა­ნი... ვე­უბ­ნე­ბო­დი ხოლ­მე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, რომ მათ­თვი­საც და­ე­ძა­ხათ. ყო­ფი­ლა კონ­ცერ­ტე­ბი, გა­მო­სუ­ლან ისი­ნიც, მაგ­რამ ხში­რად - არა, რა­ზეც გული მწყდე­ბო­და. მე­ო­რე მხრივ, ალ­ბათ, ჟან­რის პრობ­ლე­მაც იყო, რად­გან ქუ­ჩის აქ­ცი­ებ­ზე, დიდ კონ­ცერ­ტებ­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, აკა­დე­მი­უ­რი სიმ­ღე­რა შე­იძ­ლე­ბა, არ მო­ეს­მი­ნა ხალ­ხს. თუკი ახ­ლაც იქ­ნე­ბა ფა­ვო­რი­ტიზ­მი, სხვა ჯგუ­ფი და­ი­წყებს წუ­წუნს და ასე გაგ­რძელ­დე­ბა (იღი­მე­ბა). მე ჩემს აზრს ყო­ველ­თვის ვუ­ზი­ა­რებ­დი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. ასეთ რა­ღა­ცებ­ზე არც უნდა ყო­ფი­ლი­ყო სა­უ­ბა­რი, რად­გან მგო­ნი, ცოტა სა­მარ­ცხვი­ნოც არის...

- თა­ვად თუ გყავთ ფა­ვო­რი­ტი პრო­ექ­ტში?

- არის რამ­დე­ნი­მე, რო­მელ­თა­ნაც სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თებ­დი დუ­ეტს და გა­ვა­კე­თებ კი­დეც, მაგ­რამ ახლა ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ. კონ­კურ­სან­ტე­ბის კა­რი­ე­რას გაგ­რძე­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეს. ეს ბავ­შვე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! არ უნდა დავ­კარ­გოთ. ამ პრო­ექ­ტში არის პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დი, რუსა მორ­ჩი­ლა­ძე, რუსა ბახ­ტა­ძე, დათო მა­ზა­ნაშ­ვი­ლი და უამ­რა­ვი სხვა, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა, ისე აქ­ტი­უ­რად არ ჩა­ნან, მაგ­რამ ბევ­რს შრო­მო­ბენ იმის­თვის, რომ კონ­კურ­სან­ტე­ბი კვი­რი­დან კვი­რამ­დე ასე გა­ი­ზარ­დონ. ჩვენც, რა თქმა უნდა, ბევ­რს ვმუ­შა­ობთ. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი მზად ვართ, ბავ­შვებს და­ვუდ­გეთ გვერ­დში და მერე, როცა დავ­ბერ­დე­ბით, ისი­ნი დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან (იცი­ნის).

- 2013 წლის გეგ­მე­ბი რო­გო­რია?

- ახა­ლი წლის შემ­დეგ "რუს­თა­ვი 2"-ზე ჩემი ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის კონ­ცერ­ტი გავა, რომ­ლის მონ­ტა­ჟიც დას­რუ­ლე­ბუ­ლია. მაქვს რამ­დე­ნი­მე შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან. რაც შე­ე­ხე­ბა ახა­ლი წლის გეგ­მებს, არც ერთი კონ­ცერ­ტი არ მაქვს. სურ­ვი­ლი მქონ­და, რომ 31 დე­კემ­ბე­რი კონ­ცერ­ტე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. მგო­ნი, სე­რი­ო­ზუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ­სად არ ტარ­დე­ბა. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? მქო­ნია ახალ წელს 15-მდე კონ­ცერ­ტიც კი, დი­ლამ­დე დავ­დი­ო­დი აქეთ-იქით. არა­და, ახალ წელს გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თან­ხა, ბო­დი­ში, ამას რომ ვყვე­ბი, მაგ­რამ რა­ღაც პე­რი­ო­დი გყოფ­ნი­და, რომ შვი­ლე­ბის­თვის საჭ­მე­ლი მი­გე­ტა­ნა. გარ­კვე­ულ სფე­რო­ებ­ში არის ცვლი­ლე­ბე­ბი და იმე­დია, ეს ჩვენს სფე­რო­საც შე­ე­ხე­ბა. მა­ინც ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი და მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა...

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მერაბ სეფაშვილი ახალ წელს კონცერტების გარეშე დარჩა

მერაბ სეფაშვილი ახალ წელს კონცერტების გარეშე დარჩა

მერაბ სეფაშვილი "ახალი ხმის" მწვრთნელობას არ ნანობს მიუხედავად იმისა, რომ რინგზე საკმაოდ რთული არჩევანის გაკეთებამ მოუწია. მომღერალთან საუბარი პროექტის ირგვლივ დავიწყეთ და თავადაც ვერ მივხვდით, ისე გადავინაცვლეთ ზოგადად შოუბიზნესის მდგომარეობაზე. მერაბი მიიჩნევს, რომ ამ სფეროში ბევრი რამ არასწორად განვითარდა და ბევრი ცუდიც ხდება, ამიტომაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიეჩინოს ადგილი კარგსა და ცუდს, თუმცა არაფრის აკრძალვის მომხრე არ არის.

-  როცა გამაცნეს ეს პროექტი და შემდეგ ანალოგებიც ვნახე, მივხვდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იქნებოდა ჩვენთვის, საქართველოსთვის. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ რაოდენობის ნიჭიერი ადამიანი მოვიდოდა ამ პროექტში. მე რომ მკითხოთ, აქ ცოტა მაკლია ქართული სიმღერა, მაგრამ პროექტის ფორმატი უცხოურის შესრულებას ითვალისწინებს. თუ გახსოვთ, თითქმის ყველა მონაწილეს ვეკითხებოდი, ქართულს თუ მღერით-მეთქი. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს შეეძლოთ ქართული სიმღერის შესრულება. კარგად მღერიან ყველაფერს, ძალიან ნიჭიერები არიან, მაგრამ უნდა ისწავლონ ქართულის სწორად შესრულება. მაქვს სურვილი, რომ პროექტის მსვლელობისას მონაწილეებმა ქართული სიმღერებიც შეასრულონ და ამას ალბათ შევთავაზებთ კიდეც მაყურებელს. ამ ყველაფერმა გადამაწყვეტინა, რომ ახალგაზრდებთან მქონოდა ურთიერთობა, თორემ საერთოდ, კონკურსებს სულ ვერიდები ხოლმე. საყურებლად ალბათ ადვილია, მაგრამ როცა შენ ხარ მწვრთნელი, ურთიერთობ შენი გუნდის წევრებთან, მერე მათთან განშორება გიჭირს. მე ადამიანურად ძალიან გამიჭირდა. ვცდილობთ, გავაგრძელოთ მეგობრობა. ამ კონკურსით არაფერი მთავრდება, რადგან შესაძლოა, რომელიმე მონაწილე სულაც არ გახდეს გამარჯვებული, თუმცა მოგვიანებით ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვოს.

-  ყველაზე მეტად ვისთან განშორება გაგიჭირდათ?

-  ასე კონკრეტულად ვერ გეტყვით, დამერწმუნეთ, ყველა მათგანი ნიჭიერია. რასაკვირველია, ზოგი მეტად ნიჭიერი იყო, ზოგი ნაკლებად, მაგრამ მათ არ დაგისახელებთ. თავს არ ვაძლევდი იმის უფლებას, რომ ეგრძნოთ, ვიღაც უფრო მეტად მომწონდა. თამაშის წესების თვალსაზრისით, მგონი, რაღაც შეცდომები დავუშვი. ბევრი რამ უნდა გათვალო, რადგან შესაძლოა, ის უნდა დამეტოვებინა, ვინც მეტ მესიჯს მიიღებდა. საბოლოოდ, მაინც მიმაჩნია, რომ სერიოზული და ტრაგიკული შეცდომა არ დამიშვია, არც შეგნებულად გამიკეთებია რაიმე. როცა ამ პროექტს დავთანმხდი, ვიცოდი, რომ რთული იქნებოდა.

-  არ გინანიათ რაიმე მომენტში?

-  რა თქმა უნდა. პირველ რი­ნგზე მკვდრები ვიყავით. რთუ­ლია შენს თავზე რაღაც გადაწყვეტილების აღება და ადამიანისთვის გულის დაწყვეტა. ახლა უკვე აღარ ვნანობ. იმდენად ანთებულები არიან ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! და უნდათ, რომ კარგად გააკეთონ, რითაც შემიძლია, ვეხმარები და გვერდით ვუდგავარ. ბევრი მომღერალია, რომელიც პიროვნულად მიყვარს და მომწონს, თუმცა მაინცდამაინც არ ვგიჟდები მათ ნიჭზე. ამას, რასაკვირველია, არ ვაგრძნობინებ, ამ პროექტში კი მართლა ნიჭიერი მომღერლები არიან.

-  მწვრთნელებს შორის როგორი დამოკიდებულებაა?

-  ბუნებრივია, გუნდებს შორის არის კონკურენცია, თუმცა მონაწილეები არც ჩვენი შვილები არიან და არც შვილიშვილები. ყველა მათგანი აქ გასამარჯვებლად არის მოსული და იმის საჩვენებლად, რა შეუძლია, ამიტომ გულ­წრფელად გეუბნებით, სხვა გუნდის წარმომადგენელმა რომ გაიმარჯვოს, არ მეწყინება, პირიქით, გამიხარდება. შეიძლება, ზოგი ამას ავადმყოფურად განიცდის, მე ნამდვილად არა. შეიძლება, ჩემმა გუნდმა გაიმარჯვოს და ამისგან სხვამ ტრაგედია არ უნდა შექმნას.

მწვრთნელებს შორის დამოკიდებულება ნორმალურია. ადრეც სულ გვქონდა ურთიერთობა, თუმცა არა ასეთი მჭიდრო. თითოეული მათგანი ძალიან არის ჩართული ამ პროექტში და გადადებული აქვთ თავი. მე ასე არ ვარ. ერთი ოჯახივით არიან თავიანთი გუნდის წევრებთან, უყვართ ეს საქმე და ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!.

-  შთაბეჭდილება მრჩება, რომ მწვრთნელების "შპილკაობაში" თქვენ არ ერევით. ვერ გიბედავენ?

-  მე არ "ვშპილკაობ" და არც მე "მეშპილკავებიან" (იცინის), მაგრამ რა შუაშია გაბედვა? ჩვენ ახლობლები ვართ, უბრალოდ, ალბათ, ისეთს არაფერს ვაკეთებ, რომ ვინმემ რაიმე მითხრას. სიყვარულისა და პატივისცემის მეტს ვერაფერს ვგრძნობ, მეც მინდა, იმავეთი ვუპასუხო მათ. სიტყვით მაინც... არასწორად მიმაჩნია რაიმე დაპირისპირება, მით უმეტეს, მუსიკოსებს შორის. კი ამბობენ, მსახიობები, მუსიკოსები განსაკუთრებული კასტააო, მაგრამ მე კასტის წარმომადგენლად არ მივიჩნევ თავს და არც მაქვს სურვილი, რომ ვიყო. ყველას თავისი ხასიათი აქვს, მე კი ყოველთვის ვცდილობდი, ლავირება გამეკეთებინა, თორემ ხასიათი მეც მაქვს (იღიმება).

-  როდესაც მწვრთნელობა შე­მო­გთავაზეს, არ დაინტერესდით, კი­დევ ვინ იქნებოდა თქვენთან ერთად? ამ პროექტში მწვრთნელები გააკრიტიკეს კიდეც.

-  ამ გადაცემის რეჟისორს ერთპიროვნულად არ გადაუწყვეტია, ესა და ეს უნდა იყოს მწვრთნელიო. უცხოელები ჩამოვიდნენ და კვლევა ჩაატარეს, თავიანთი კრიტერიუმებით შეგვარჩიეს. სხვადასხვა ჟანრისა და მიმართულების ხალხი უნდა ყოფილიყო, უცხოურ პროექტებშიც ასეა. რაც ბევრი ადამიანია, მით მეტი აზრია, ყველას თავისი გემოვნება აქვს. არ მინდა იმის თქმა და არც მაქვს უფლება, რომ ასე ვთქვა, ობიექტურობიდან გამომდინარე, რომელიმე მწვრთნელი არ მომწონს-მეთქი. სხვათა შორის, პროფესიონალები ამ სფეროში ძალიან ცოტა გვყავს. ქართულ მუსიკას, ზოგადად, ომბუდსმენი სჭირდება. ამაზე ბევრი მიფიქრია და ახლა პირველად თქვენ გეუბნებით. კარგი მუსიკის დამცველი და ამის მთქმელი არავინ არის, ცუდი კი ბევრი რამ ხდება. ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც გადაწყვეტენ, სად რა გავიდეს, რადიო თუ ტელეეთერში. არც იმის მომხრე ვარ, რომ რაიმე აიკრძალოს, უბრალოდ, ამ ჯგუფს შეუძლია პრიორიტეტების განსაზღვრა. უნდა ითქვას, რა არის კარგი და რა - ცუდი.

-  მერაბ, ერთი-ორჯერ შეგისრულებიათ სახუმაროდ ე.წ. "ფანოღური" სიმღერები. საინტერესოა, რას ფიქრობთ ამ ტიპის მუსიკაზე?

-  მომწონს, როცა მთვრალი ვარ, მართობს (იცინის). არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც მოსწონთ. ვერ გეტყვით, რომ ამ მუსიკაზე ვგიჟდები. საკმაოდ ბევრი ადამიანი უსმენს ამგვარ მუსიკას. ვერავის ვკითხავთ, რატომ მოგწონს ესა და ეს სიმღერაო. პრიორიტეტების განსაზღვრა სწორედ ამიტომ არის საჭირო, აბა, რისთვის სწავლობენ ადამიანები კონსერვატორიაში, საზღვარგარეთ მუსიკალურ სასწავლებლებში? ის, რასაც, ვთქვათ, ნინო ჩხეიძე აკეთებს, ეს მისი ჟანრია, მეც მიმღერია რამდენჯერმე, მაგრამ არ არის ჩემი ჟანრი.

ზოგადად რომ გითხრათ, ქართული მუსიკის 80% არ მომწონს. ზოგადად ეს სფერო არასწორად განვითარდა. ამას ბევრი მიზეზი აქვს, ერთ-ერთი ის არის, რომ ქვეყანა ვერა და ვერ დაწყნარდა.

-  წელს საახალწლოდ არანაირი კონცერტი არ კეთდება...

-  დაგვტოვეს მშივრები (იცინის).

-  როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქართული მუსიკა, შოუბიზნესი ახალი ხელისუფლების პირობებში?

-  მაყურებელს უნდა ჰქონდეს საშუალება, გააკეთოს არჩევანი. თვეში ერთხელ მაინც უნდა მქონდეს საშუალება, მივიდე კარგ კონცერტზე და დავიკმაყოფილო სულიერი მოთხოვნილება. ბილეთი თუ 10 და 20 ლარი ღირს, იქიდან არაფერი ფინანსური შემოსავალი არ მოდის, ეს, დამერწმუნეთ, ფაქტობრივად, საქველმოქმედო კონცერტია. რადგან კარგი კონცერტი გაცილებით ძვირი ჯდება. სხვა ბევრი ფაქტორიც არის - ერთ კონცერტზე გამოხვალ, მიშას მომღერალი ხარ, მეორეზე გამოხვალ - ბიძინასი. ასეთი "ქაჯური" დამოკიდებულება არ არის სწორი. რა შუაშია, იქ გამოხვალ თუ აქ. თუ გინდა, სახურავზე იმღერე, მთავარია, კარგად იმღერო. ამას მე ასე ვუყურებ. პოლიტიკური შეხედულებები რა შუაშია? მე ვიცი, რაც მომწონს და ამას არც ვმალავ. ამიტომაც, როცა სიტუაცია დაბალანსდება, მერე იქნება შესაძლებელი ამ სფეროს გამართვა. ამასთანავე, ამის ლოდინში გაჩერებაც არ შეიძლება, რადგან ახალგაზრდა თაობა უნდა განვითარდეს. რა დააშავეს მათ? ჩემმა თაობამ ბევრი ცუდი რამ გაიარა. მე ხომ არ ვახალგაზრდავდები, ვბერდები. 52 წლის გავხდები და მეტი რა უნდა გავაკეთო? სხვა პროფესია არ მაქვს, არც კონტრაბანდულ საქონელს ვყიდი და არც სხვა რამეს, მუსიკიდან უნდა ავიღო ანაზღაურება.

პრობლემა ჩვენშია, საზოგადოებაში. არასწორი მიდგომაა, რომ რაიმე თუ არ გამოგდის, მთავრობას აგინო. ეს ჩემი მოკრძალებული აზრია. უნდა დალაგდეს სიტუაცია. როგორ უნდა გაკეთდეს ეს, ამაზე საუბარი, პოლიტიკას ვგულისხმობ, ჩემგან ცოტა სასაცილო იქნება. ყველა მთავრობას ამაზე საკუთარი წარმოდგენა აქვს ხოლმე.

-  წლების განმავლობაში იყო ლაპარაკი ფავორიტიზმზე კულტურაში. ეს ასე იყო თუ არა და ახლა თუ იქნება?

-  ყოველთვის იყო და ასე იქნება. ეს ბუნებრივიც არის. ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. ძალიან ბევრ მთავრობას მოვესწარი. დიდი ბოდიში მკითხველთან, რომ საკუთარ თავზე ვამბობ ამას, მაგრამ ყველა მთავრობის ფავორიტი გახლდით და ამ ფავორიტიზმს ვგრძნობდი შევარდნაძის დროსაც და უფრო წინ, პატიაშვილის დროსაც. ყოველთვის უყვარდათ ჩემი შესრულება და მიწვევდნენ ამა თუ იმ კონცერტზე, ვინმე უცხოელი თუ ჩამოდიოდა, მეძახდნენ. არ ვიცი, ახლა როგორ იქნება, არ არის ტრაგედია, რომ ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდე. რადგან მე არ მოვწონვარ ვიღაცას, ვერ ვიტყვი, რომ ის ცუდი ადამიანია.

რა იქნება ახლა? ვნახოთ. წინა ხელისუფლების დროს ვინც კონცერტებს აწყობდა, მათაც ვეუბნებოდი ხოლმე, რასაც ახლა თქვენ გეტყვით. თითქოსდა იმ კონცერტებში ძირითადად მომღერლების ერთი ჯგუფი მონაწილეობდა, თუმცა ეს იყო ძალიან დიდი ჯგუფი. ჩემი რამდენიმე მეგობარი კი ნაკლებად ჩანდა. ლიზა, მაია და სხვანი... ვეუბნებოდი ხოლმე ორგანიზატორებს, რომ მათთვისაც დაეძახათ. ყოფილა კონცერტები, გამოსულან ისინიც, მაგრამ ხშირად - არა, რაზეც გული მწყდებოდა. მეორე მხრივ, ალბათ, ჟანრის პრობლემაც იყო, რადგან ქუჩის აქციებზე, დიდ კონცერტებზე, სამწუხაროდ, აკადემიური სიმღერა შეიძლება, არ მოესმინა ხალხს. თუკი ახლაც იქნება ფავორიტიზმი, სხვა ჯგუფი დაიწყებს წუწუნს და ასე გაგრძელდება (იღიმება). მე ჩემს აზრს ყოველთვის ვუზიარებდი ორგანიზატორებს. ასეთ რაღაცებზე არც უნდა ყოფილიყო საუბარი, რადგან მგონი, ცოტა სამარცხვინოც არის...

-  თავად თუ გყავთ ფავორიტი პროექტში?

-  არის რამდენიმე, რომელთანაც სიამოვნებით გავაკეთებდი დუეტს და გავაკეთებ კიდეც, მაგრამ ახლა ვერ დავასახელებ. კონკურსანტების კარიერას გაგრძელება უნდა ჰქონდეს. ეს ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! არ უნდა დავკარგოთ. ამ პროექტში არის პროფესიონალთა გუნდი, რუსა მორჩილაძე, რუსა ბახტაძე, დათო მაზანაშვილი და უამრავი სხვა, რომლებიც შეიძლება, ისე აქტიურად არ ჩანან, მაგრამ ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ კონკურსანტები კვირიდან კვირამდე ასე გაიზარდონ. ჩვენც, რა თქმა უნდა, ბევრს ვმუშაობთ. თითოეული ჩვენგანი მზად ვართ, ბავშვებს დავუდგეთ გვერდში და მერე, როცა დავბერდებით, ისინი დაგვეხმარებიან (იცინის).

-  2013 წლის გეგმები როგორია?

-  ახალი წლის შემდეგ "რუსთავი 2"-ზე ჩემი ვარსკვლავის გახსნის კონცერტი გავა, რომლის მონტაჟიც დასრულებულია. მაქვს რამდენიმე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! საზღვარგარეთიდან. რაც შეეხება ახალი წლის გეგმებს, არც ერთი კონცერტი არ მაქვს. სურვილი მქონდა, რომ 31 დეკემბერი კონცერტებით დატვირთული ყოფილიყო. მგონი, სერიოზული ღონისძიება არსად არ ტარდება. წარმოგიდგენიათ? მქონია ახალ წელს 15-მდე კონცერტიც კი, დილამდე დავდიოდი აქეთ-იქით. არადა, ახალ წელს გამომუშავებული თანხა, ბოდიში, ამას რომ ვყვები, მაგრამ რაღაც პერიოდი გყოფნიდა, რომ შვილებისთვის საჭმელი მიგეტანა. გარკვეულ სფეროებში არის ცვლილებები და იმედია, ეს ჩვენს სფეროსაც შეეხება. მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება...

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება