სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9 წლის გოგონა, რომელმაც სიკვდილის შემდეგ 60 ათასი ბავშვის გადარჩენა შეძლო
9 წლის გოგონა, რომელმაც სიკვდილის შემდეგ 60 ათასი ბავშვის გადარჩენა შეძლო

ეს არის ამ­ბა­ვი 9 წლის ამე­რი­კელ გო­გო­ნა­ზე, რო­მელ­მაც სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ 60 ათა­სი ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლო.

რე­ი­ჩე­ლი სა­კუ­თა­რი მე-9 და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ემ­ზა­დე­ბო­და, როცა ერთ-ერთი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლექ­ცი­ა­ზე მოხ­ვდა, სა­დაც მსოფ­ლი­ოს ღა­რი­ბი ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის პრობ­ლე­მებ­ზე - მათ შო­რის უწყლო­ბა­ზე - იყო სა­უ­ბა­რი. აქ რე­ი­ჩელ­მა პირ­ვე­ლად მო­ის­მი­ნა, რომ აფ­რი­კა­ში არ­სე­ბობს ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც ათა­სო­ბით ბავ­შვი ბინ­ძუ­რი წყლის მოხ­მა­რე­ბის გამო ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბით იტან­ჯე­ბა. რე­ი­ჩელ­მა ამ ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა.

დე­დის დახ­მა­რე­ბით რე­ი­ჩე­ლი და­რე­გის­ტრირ­და საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­იტ­ზე, სა­დაც სა­კუ­თა­რი გვერ­დი შექ­მნა. გო­გო­ნა გვერ­დის ყვე­ლა ვი­ზი­ტორს სთხოვ­და, არ ეჩუქ­ნათ მის­თვის და­ბა­დე­ბის დღის­თვის სა­ჩუ­ქა­რი, არა­მედ ფული ბავ­შვე­ბის­თვის შე­ე­წი­რათ, რომ­ლე­ბიც აფ­რი­კა­ში უწყლო­ბით და ეპი­დე­მი­ით იტან­ჯე­ბი­ან. მას 300 დო­ლა­რის შეგ­რო­ვე­ბა უნ­დო­და, რათა ამ ფა­სად 15 ბავ­შვს მა­ინც დახ­მა­რე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ 11 ბავ­შვის სამ­ყო­ფი თან­ხა შეგ­როვ­და. ამ ფაქ­ტმა რე­ი­ჩე­ლი და­ა­დარ­დი­ა­ნა.

მალე ამე­რი­კა შეძ­რა ცნო­ბამ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ: სი­ეტ­ლის ერთ-ერთ მა­გის­ტრალ­ზე ერ­თმა­ნეთს 20 ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­ე­ე­ჯა­ხა. ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში რე­ი­ჩე­ლი ოჯახ­თან ერ­თად მოყ­ვა. პა­ტა­რა გო­გო­ნა ხერ­ხემ­ლის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ამ ამ­ბის შე­ტყო­ბის შემ­დეგ სკოტ ჰა­რის­მა, რომ­ლის ლექ­ცი­აც თა­ვის დრო­ზე რე­ი­ჩელ­მა მო­ის­მი­ნა, კვლავ გახ­სნა გო­გო­ნას გვერ­დი. გვერ­დზე ფუ­ლა­დი შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი არ წყდე­ბო­და. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან რე­ი­ჩე­ლის გვერ­დზე გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბელ წე­რი­ლებს წერ­და. შეგ­რო­ვე­ბუ­ლი მი­ლი­ონ 200 ათა­სი დო­ლა­რით 60 ათა­სი ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა.

გვერ­დის წყა­ლო­ბით მსოფ­ლი­ომ გა­ი­გო ამ­ბა­ვი გო­გო­ნა­ზე, რო­მელ­მაც რამ­დენ­ჯერ­მე შე­იჭ­რა თმა იმის­თვის, რათა ის ეჩუ­ქე­ბი­ნა კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის პა­რი­კე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად. მსოფ­ლი­ომ ისიც შე­ი­ტყო, თუ რო­გორ გა­და­არ­ჩი­ნეს და­ღუ­პუ­ლი რე­ი­ჩე­ლის ორ­გა­ნო­ე­ბის გა­და­ნერგვის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე.

სი­ეტ­ლში, პა­ტა­რა რე­ი­ჩე­ლის მშობ­ლებს მთე­ლი სტა­დი­ო­ნი ფეხ­ზე ად­გო­მი­თა და ოვა­ცი­ით შე­ე­გე­ბა. ეს იყო მად­ლო­ბა იმის­თვის, რომ აფ­რი­კის 253 სო­ფელ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი უწყლო­ბი­თა და ეპი­დე­მი­ით აღარ და­ი­ტან­ჯე­ბი­ან. ასე რომ, ერთი პა­ტა­რა სი­ცო­ცხლის დას­რუ­ლე­ბამ მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბა და­ა­ფიქ­რა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან­ზე - ქველ­მოქ­მე­დე­ბა­სა და ადა­მი­ან­თა სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა­ზე. როცა გო­გო­ნას მშობ­ლე­ბი გზა­ზე აღ­მარ­თულ ჯვარ­თან გა­ივ­ლი­ან, ფიქ­რო­ბენ, რომ რე­ი­ჩე­ლი მათ­თვის იღი­მე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო: 9 წლის გო­გო­ნა, რო­მელ­მაც სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ 60 ათა­სი ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

9 წლის გოგონა, რომელმაც სიკვდილის შემდეგ 60 ათასი ბავშვის გადარჩენა შეძლო

9 წლის გოგონა, რომელმაც სიკვდილის შემდეგ 60 ათასი ბავშვის გადარჩენა შეძლო

ეს არის ამბავი 9 წლის ამერიკელ გოგონაზე, რომელმაც სიკვდილის შემდეგ 60 ათასი ბავშვის გადარჩენა შეძლო.

რეიჩელი საკუთარი მე-9 დაბადების დღის აღსანიშნავად ემზადებოდა, როცა ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის ლექციაზე მოხვდა, სადაც მსოფლიოს ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის პრობლემებზე - მათ შორის უწყლობაზე - იყო საუბარი. აქ რეიჩელმა პირველად მოისმინა, რომ აფრიკაში არსებობს ქვეყნები, სადაც ათასობით ბავშვი ბინძური წყლის მოხმარების გამო ინფექციური დაავადებით იტანჯება. რეიჩელმა ამ ბავშვების დახმარება გადაწყვიტა.

დედის დახმარებით რეიჩელი დარეგისტრირდა საქველმოქმედო ორგანიზაციის საიტზე, სადაც საკუთარი გვერდი შექმნა. გოგონა გვერდის ყველა ვიზიტორს სთხოვდა, არ ეჩუქნათ მისთვის დაბადების დღისთვის საჩუქარი, არამედ ფული ბავშვებისთვის შეეწირათ, რომლებიც აფრიკაში უწყლობით და ეპიდემიით იტანჯებიან. მას 300 დოლარის შეგროვება უნდოდა, რათა ამ ფასად 15 ბავშვს მაინც  დახმარებოდა. სამწუხაროდ, მხოლოდ 11 ბავშვის სამყოფი თანხა შეგროვდა. ამ ფაქტმა რეიჩელი დაადარდიანა.

მალე ამერიკა შეძრა ცნობამ უბედური შემთხვევის შესახებ: სიეტლის ერთ-ერთ მაგისტრალზე ერთმანეთს 20 ავტომანქანა შეეეჯახა. ავტოკატასტროფაში რეიჩელი ოჯახთან ერთად მოყვა. პატარა გოგონა ხერხემლის მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ ამბის შეტყობის შემდეგ სკოტ ჰარისმა, რომლის ლექციაც თავის დროზე რეიჩელმა მოისმინა, კვლავ გახსნა გოგონას გვერდი. გვერდზე ფულადი შემოწირულობები არ წყდებოდა. ათასობით ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რეიჩელის გვერდზე გულისამაჩუყებელ წერილებს წერდა. შეგროვებული მილიონ 200 ათასი დოლარით 60 ათასი ბავშვის გადარჩენა მოხერხდა.

გვერდის წყალობით მსოფლიომ გაიგო ამბავი გოგონაზე, რომელმაც რამდენჯერმე შეიჭრა თმა იმისთვის, რათა ის ეჩუქებინა კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვის პარიკების დასამზადებლად. მსოფლიომ ისიც შეიტყო, თუ როგორ გადაარჩინეს დაღუპული რეიჩელის ორგანოების გადანერგვის შედეგად ერთი ადამიანის სიცოცხლე.

სიეტლში, პატარა რეიჩელის მშობლებს მთელი სტადიონი ფეხზე ადგომითა და ოვაციით შეეგება. ეს იყო მადლობა იმისთვის, რომ აფრიკის 253 სოფელში ადამიანები უწყლობითა და ეპიდემიით აღარ დაიტანჯებიან. ასე რომ, ერთი პატარა სიცოცხლის დასრულებამ მთელი კაცობრიობა დააფიქრა ძალიან მნიშვნელოვანზე - ქველმოქმედებასა და ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაზე. როცა გოგონას მშობლები გზაზე აღმართულ ჯვართან გაივლიან, ფიქრობენ, რომ რეიჩელი მათთვის იღიმება.

იხილეთ ვიდეო: 9 წლის გოგონა, რომელმაც სიკვდილის შემდეგ 60 ათასი ბავშვის გადარჩენა შეძლო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა