პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ტრადიციები შემორჩათ ლაზებს საუკუნეების შემდეგ
რა ტრადიციები შემორჩათ ლაზებს საუკუნეების შემდეგ

რო­გორ ხვდე­ბი­ან ლა­ზე­ბი ახალ წელს, შო­ბა­სა და ძვე­ლით ახალ წელს, "კუ­ჩხას", რა ტრა­დი­ცი­ე­ბი შე­მორ­ჩათ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნან­დე­ლი წი­ნაპ­რე­ბის­გან, რას მო­ე­რია და რას ვერ მო­ე­რია დრო, რას ნიშ­ნავს თურ­ქე­თის მი­წა­ზე მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ეს დღე­სას­წა­უ­ლე­ბი? - ის კი­თხვე­ბია, რა­ზეც პა­სუ­ხი რწმე­ნა­შეც­ვლილ, მაგ­რამ ქარ­თვე­ლო­ბა­შე­ნარ­ჩუ­ნე­ბულ ლა­ზებს აქვთ. ისი­ნი ყვე­ლა­ზე დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ძვე­ლით ახალ წელს, "კუ­ჩხას" ანი­ჭე­ბენ და ამას გარ­კვე­უ­ლი აზრი აქვს - ჩი­ჩი­ლა­კის თავ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი ხის ჯვა­რი უბ­რა­ლოდ, მათ ეროვ­ნუ­ლო­ბას უს­ვამს ხაზს. მეკვლე­ო­ბის დღე ყუ­რძნის წვენ­ში გა­ზა­ვე­ბუ­ლი წყლის გა­რე­შე არ შე­იძ­ლე­ბა, რაც პირ­და­პირ მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ქარ­თვე­ლი კა­ცის გენ­ში ჯვრი­სა და ვა­ზის სიყ­ვა­რუ­ლი რა­ღაც ფორ­მით მა­ინც ცო­ცხლობს.

ახა­ლი წელი ყვე­ლა ქარ­თვე­ლუ­რი ტო­მი­სათ­ვის ოდით­გან­ვე ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე­სას­წა­უ­ლი იყო და ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ღვთა­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და. ბევ­რი რამ არ ვი­ცით იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ აღ­ნიშ­ნავ­დნენ ქარ­თვე­ლე­ბი ახალ წელს წარ­მარ­თო­ბის ხა­ნა­ში, მაგ­რამ შე­საძ­ლოა, და­ახ­ლო­ე­ბით მა­ინც აღ­ვად­გი­ნოთ იმ დრო­ის სუ­რა­თე­ბი, თუ და­ვუკ­ვირ­დე­ბით იმ წეს-ჩვე­უ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც ჩვენს ხალ­ხს უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან შე­მო­უ­ნა­ხავს. სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს კუ­თხე­ში - ლა­ზეთ­ში ახალ წელს იან­ვარ­ში ზე­ი­მობ­დნენ და ეს წესი მის რამ­დე­ნი­მე რა­ი­ონ­ში არც იძუ­ლე­ბი­თი გა­მუს­ლი­მე­ბის შემ­დეგ აღ­მო­ფხვრი­ლა.

ად­გი­ლობ­რივ ენა­ზე ახალ წელს "აღა­ნი წანა" ეწო­დე­ბა, იან­ვარს კი - "წა­ნა­ღა­ნი" ანუ ლა­ზე­ბი ძვე­ლად ქრის­ტი­ა­ნო­ბას აღი­ა­რებ­დნენ და ახალ წელ­საც ამ დროს და­არ­ქმევ­დნენ. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი "წა­ნა­ღანს" მარ­ტის თვეს უწო­დებნდნენ (მუს­ლი­მა­ნე­ბი ახალ წელს მარ­ტში დღე­სას­წა­უ­ლო­ბენ).

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი წმინ­და ქარ­თუ­ლი ფორ­მი­თაა შე­მო­ნა­ხუ­ლი და ის­ლა­მის გავ­ლე­ნა მათ თით­ქმის არ შე­ხე­ბია. ისი­ნი ახალ წელ­სა და შო­ბას - "ქრის­ტა­ნა" ზოგ­ჯერ ერ­თდრო­უ­ლა­დაც აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რად­გან თურ­ქე­ბი მათ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლე­ბის აღ­ნიშ­ვნას უკ­რძა­ლავ­დნენ.

თან­დილ მელუ შამ­რა-ოღლი ლა­ზეთ­ში შე­მო­ნა­ხუ­ლი ძვე­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს. ამ­ბობს, რომ მას წი­ნაპ­რებ­მა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნან­დე­ლი "აზ­ნო­ბის" (აზ­ნა­უ­რო­ბის) გვა­რი - მე­ლუა შე­მო­უ­ნა­ხეს. თან­დი­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ა­ხალ­წლოდ ჩა­მო­ვი­და, რათა დღე­სას­წა­ულს ქარ­თველ მე­გობ­რებ­თან ერ­თად შეხ­ვდეს.

- ბე­ბი­ა­ჩე­მის მამა მოლა იყო. მის გვარს ლა­ზეთ­ში უფრო ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რია აქვს, ამი­ტომ არ უნ­დო­და, ბე­ბია ახალ­ჩა­მო­სახ­ლე­ბუ­ლი ლა­ზის­თვის მი­ე­თხო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ ბა­ბუ­ა­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ბე­ბია შუ­ა­ღა­მეს მის მო­სა­ტა­ცებ­ლად ცხე­ნით მო­სულ ყა­ბა­ლა­ხი­ან "ყა­ძახს" (ლა­ზუ­რად - "მა­მა­კა­ცი") მა­ინც გაჰ­ყვა. მა­მა­მისს ისე შე­უ­ძუ­ლე­ბია შვი­ლი, რო­გორც მკვდარს, ისე გლო­ვობ­და, თურ­მე. მო­მაკ­ვდავს მა­მა­ჩე­მი - მისი პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი და­უ­ბა­რე­ბია და უთ­ქვამს, - დე­და­შენს გა­და­ე­ცი, წყევ­ლას "ვხსნიო" - ანუ ურჩი ქა­ლიშ­ვი­ლი და­წყევ­ლი­ლი ჰყო­ლია და წყევ­ლა მხო­ლოდ სიკ­ვდი­ლის წინ "ახ­სნა".

- თან­დილ, ახა­ლი წლის ტრა­დი­ცი­ებ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით...

- სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სი ლა­ზურ ოჯა­ხებ­ში პირ­ველ იან­ვრამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე იწყე­ბა: ქა­ლე­ბი "ჯან­ჯუ­ხა­ფებს", თქვე­ნე­ბუ­რად - ჩურ­ჩხე­ლებს აკე­თე­ბენ, და­მა­რი­ლე­ბულ ქაფ­ში­ას (ხამ­სას) და ე.წ. "ქაფ­ჩო­ნი ჭკი­დე­ფეს" აცხო­ბენ. ეს არის მჭა­დი, რო­მელ­საც შიგ­თავ­სის სა­ხით ჩა­დე­ბუ­ლი აქვს გა­და­ზე­ლი­ლი მა­რი­ლი­ა­ნი თევ­ზი ქაფ­შია, ლა­ზუ­რად "ქაფ­ჩა". რო­გორც ჩვე­ნე­ბუ­რი მო­ხუ­ცე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ასეთ მჭადს ჭა­მის დროს ყვე­ლის მი­ტა­ნე­ბა არ სჭირ­დე­ბა და სამ­გზავ­რო­დაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ბე­ბი­ა­ჩე­მი წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის­თვის "თერ­მონ­საც" ამ­ზა­დებ­და, რო­მელ­საც სი­მინ­დის ფქვი­ლის, თაფ­ლი­სა და სურ­ნე­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბის­გან აკე­თებ­და, ახლა კი თით­ქმის და­ვი­წყე­ბუ­ლია. "თერ­მონს" ხო­ფე­ლი, არ­ქა­ბე­ლი, სარ­ფე­ლი და ათი­ნე­ლი ლა­ზე­ბი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად აკე­თებ­დნენ; ყვე­ლა­ნა­ი­რი გემ­რი­ე­ლი იყო. დედა აცხობს ლა­ზურ ხა­ჭა­პურ­საც, რო­მე­ლიც აქ, ქარ­თულ რეს­ტორ­ნებ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ჩვე­ნე­ბუ­რი ხა­ჭა­პუ­რი უფრო მა­ღა­ლია, ზე­მო­დან გა­ხე­ხი­ლი ყვე­ლია მოყ­რი­ლი და შიგ­თავსში, ყველ­თან ერ­თად, ათ­ქვე­ფი­ლი კვერ­ცხი და ერ­ბოც აქვს. სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე ასე­ვე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს "მჟაშ მო­ჟო­ნო­მე" - ანუ არა­ჟა­ნი და "კა­ი­მა­ღი" ანუ ნა­ღე­ბი; აგ­რეთ­ვე, ქათ­მის ან ბა­ტის ხორ­ცი და თაფ­ლი, რაც ძვე­ლი წლის ტკბი­ლად გა­ცი­ლე­ბის სიმ­ბო­ლოა.

- ვიცი, რომ ბოლო დროს ლა­ზურ სუფ­რას თურ­ქუ­ლი კერ­ძე­ბი და ტკბი­ლე­უ­ლი ამ­შვე­ნებს...

- დიახ, ახლა უკვე წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლია რა­ხათ­ლუ­ჰუ­მი, ფლა­ვი და ბრინ­ჯის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა კერ­ძი. ამას­თან, დედა და ბე­ბია ამ­ზა­დებ­დნენ ძა­ლი­ან ცხა­რე სა­წე­ბელს - "ჯი­კა­პურ­პოლს". სას­მე­ლე­ბი­დან სუფ­რა­ზე მხო­ლოდ შერ­ბე­თი ანუ თაფ­ლი­ა­ნი წყა­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. სა­ნამ ლაზი ქა­ლე­ბი სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის სამ­ზა­დის­ში არი­ან, მა­მა­კა­ცე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლად კი ოჯა­ხის უფ­რო­სი, თხი­ლის ან, ქუჩ­ზუ­ღას რო­მე­ლი­მე რბი­ლი ჯი­შის ხის­გან ჩი­ჩი­ლაკს თლის, რო­მე­ლიც თხმე­ლი­სა და სუ­როს ტო­ტე­ბით ირ­თვე­ბა. მე­ზო­ბე­ლი თურ­ქე­ბი ამ სამ­ზა­დისს "გურ­ჯულ" ბა­ი­რა­მო­ბა­საც უწო­დე­ბენ. ხის ჯვარ­ზე კი ხილი, უმ­თავ­რე­სად - ვაშ­ლი და მან­და­რი­ნი მაგრდე­ბა. სხვე­ბი ბურ­ბუ­შე­ლა­ში ფულ­საც ამაგ­რებ­დნენ - ბა­რა­ქის ნიშ­ნად. ძვე­ლად ეს სა­ა­ხალ­წლო სიმ­ბო­ლი­კა ერთ მეტ­რამ­დე სი­მაღ­ლის იყო, ახლა მათი ზო­მე­ბი შემ­ცირ­და. ლა­ზე­თის რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში მას შინ­დის­ფრა­დაც კი ღე­ბავ­დნენ, მაგ­რამ ამას რა დატ­ვირ­თვა აქვს, არ ვიცი.

- ჩი­ჩი­ლა­კის ოჯა­ხის უფ­რო­სის მიერ გა­მოთ­ლას რა დატ­ვირ­თვა აქვს?

- ეს ტრა­დი­ცია ადრე იყო - ახლა მისი გა­მოთ­ლის უფ­ლე­ბა ყვე­ლას აქვს, მაგ­რამ მა­შინ, გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, ჩი­ჩი­ლა­კი თა­ვის "მა­გი­ურ ძა­ლას" - ავი სუ­ლე­ბის­გან სახ­ლის დაც­ვის უნარს და­კარ­გავ­და. ძვე­ლად თურ­ქე­ბი ჩვენს წი­ნა­პარ ლა­ზებს ჩი­ჩი­ლა­კის გა­კე­თე­ბას სას­ტი­კად უკ­რძა­ლავ­დნენ, - ვი­საც მას უპო­ვიდ­ნენ, სიკ­ვდი­ლით სჯიდ­ნენ. ამის მი­ზე­ზი კი ჯვა­რი იყო, რო­მელ­საც ლა­ზე­ბი ჩი­ჩი­ლაკს წვერ­ზე უკე­თებ­დნენ.

- ჯვა­რი ახლა აღარ უკეთ­დე­ბა?

- კი, რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში დღემ­დე შე­მორ­ჩა. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ყველ­გან ვერ მო­ე­რია მას, მაგ­რამ ჩვენ­თვის უკვე აღარ აქვს ის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, რაც მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სამ­ყა­როს­თვის. უბ­რა­ლოდ, მშობ­ლი­ურ­თან გვა­კავ­ში­რებს და მხო­ლოდ ხვა­ვი­სა და ბა­რა­ქის ნიშ­ნად ვი­ყე­ნებთ. როცა დედა პურს აცხობ­და, ცომს ზედ ჯვრის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას უკე­თებ­და. ჩემს ბავ­შვო­ბა­ში სახ­ლის შე­სას­ვლელ კარ­ზეც ჯვრე­ბი იყო გა­მო­სა­ხუ­ლი, ავი თვა­ლის­გან იცავ­სო. მე - არა, მაგ­რამ მა­მა­ჩემს ახ­სოვს, ბე­ბი­ა­ჩე­მი მარ­ჯვე­ნა მა­ჯა­ზე მომცრო ზო­მის, ხე­ლით შე­კე­რილ ტყა­ვის ნივთს უკე­თებ­და, რა­ზეც ჯვა­რი იყო ამო­ქარ­გუ­ლი... ბა­ბუ­ა­ჩე­მის მამა ჩვე­ნი სოფ­ლის მოლა იყო, მაგ­რამ ჯვრის მი­მართ რიდი და მოკ­რძა­ლე­ბა მა­ინც იყო ჩვენს ოჯახ­ში. ეს უფრო წარ­სუ­ლი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მა იყო, ვიდ­რე რწმე­ნა.

- მეკვლის ტრა­დი­ცია შე­მორ­ჩე­ნი­ლია?

- რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში - კი, მაგ­რამ იქ, სა­დაც თურ­ქუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ახ­ლოს არის, მეკვლე­ო­ბა აღარ ხდე­ბა... ადრე ახა­ლი წლის ღა­მეს მეკვლე უმე­ტე­სად, ოჯა­ხის უფ­რო­სი იყო. რო­დე­საც სა­ა­თი თორ­მეტ­ჯერ ჩა­მოჰ­კრავ­და, ის სხვე­ბის­თვის შე­უმ­ჩნევ­ლად, გა­რეთ გა­ვი­დო­და, თან სურ­სათ-სა­ნო­ვა­გით სავ­სე კა­ლ­ა­თას და ჩი­ჩი­ლაკს გა­ი­ტან­და, სა­ხე­ზე ყა­ბა­ლახს აი­ფა­რებ­და და კარ­ზე და­ა­კა­კუ­ნებ­და. "მინ ორერ?" ("ვინ ხარ?"), - შე­ე­კი­თხე­ბოდ­ნენ თურ­მე შიგ­ნით მყოფ­ნი. "აღა­ნი წანა თქვა­ნი კაი იყ­ვას, პოტე კაი ძი­რათ დო ხე­ლე­ბა დო კა­ი­ო­ბა­თე დო­ს­ქი­დათ! ირი­აშ ხვამ ყო­ფე­დას და ირი­აშ ჯგი­რო­ბუა" ("ახა­ლი წელი თქვენ­თვის კარ­გი იყოს, სულ სი­კე­თე გე­ნა­ხოთ და სი­ხა­რუ­ლი­თა და სი­კე­თით იცხოვ­რეთ! სულ და­ლოც­ვი­ლე­ბი იყა­ვით და კარ­გად იყა­ვით"), - პა­სუ­ხობ­და მეკვლე გა­რე­დან. მერე მას კარს გა­უ­ღებ­დნენ და სახ­ლში შე­მო­იყ­ვან­დნენ. მეკვლე ჩი­ჩი­ლა­კის დად­გმამ­დე იკი­თხავ­და: "ოხორ­მან­ჯე სო­რენ?" ("ოჯა­ხის პატ­რო­ნი, უფ­რო­სი კაცი სად არის?") ამ დროს მას ოჯა­ხის უფ­როს ვა­ჟიშ­ვილ­ზე მი­უ­თი­თებ­დნენ და ისიც ჩი­ჩი­ლაკს მას გა­დას­ცემ­და. თუ ოჯახ­ში ვაჟი არ ჰყავ­დათ, მეკვლეს ასე ეტყოდ­ნენ: "ოხორ­მან­ჯე ვარ მუხ­თი­მუნ, ლა­ქინ კუ­ლა­ნი ჰაქ მი­ო­ნუ­ნან" ("ოჯა­ხის უფ­რო­სი არ მო­სუ­ლა, ქა­ლიშ­ვი­ლი კი აქ გვყავს"). მეკვლე ანუ იგი­ვე ოჯა­ხის უფ­რო­სი, ქა­ლიშ­ვილს და­ლო­ცავ­და და ოჯახს ვა­ჟიშ­ვი­ლის გა­ჩე­ნას უსურ­ვებ­და. შემ­დეგ მა­მა­კა­ცე­ბი ზღვა­ში სა­ბა­ნა­ოდ მი­დი­ოდ­ნენ, რათა ახა­ლი წლის შე­მობ­რძა­ნე­ბას სუფ­თად დახ­ვედ­როდ­ნენ. ეს ტრა­დი­ცია ახ­ლაც არის, მაგ­რამ ახლა ქა­ლე­ბიც მი­დი­ან, ოღონდ სა­ბა­ნა­ოდ ცალ-ცალ­კე ად­გილს ირ­ჩე­ვენ. ძვე­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ბე­ბი­ას­გან ვიცი. ის ახა­ლი წლის წინა დღე­ებ­ში ფან­დურ­ზე ძა­ლი­ან ტკბილ, ახა­ლი წლის შე­სა­გე­ბე­ბელ სიმ­ღე­რებ­სა და "ოდა­ბა­დეშ ობი­რე­შებს" ("სიმ­ღე­რა სამ­შობ­ლო­ზე") მღე­რო­და. ბევ­რი რამ ბავ­შვო­ბი­დან შე­მორ­ჩა ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბას და ბუნ­დოვ­ნად მახ­სოვს, რად­გან ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ამ ტრა­დი­ცი­ას ბე­ბია-ბა­ბუა სა­გან­გე­ბოდ, ჩემ­თვის ას­რუ­ლებ­დნენ... სამ­წუ­ხა­როდ, იმ ლა­ზებს, რომ­ლე­ბიც თურ­ქეთ­ში ან თურ­ქებ­თან ახ­ლოს ცხოვ­რო­ბენ, ჩვე­ნე­ბუ­რი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ არც კი სმე­ნი­ათ. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდებს ეხე­ბათ. თუმ­ცა მათი ბრა­ლიც არ არის: რო­დე­საც გა­იზ­რდე­ბი­ან, სწავ­ლა­სა და თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ას დიდ ქა­ლა­ქებ­ში - ტრა­პი­ზონ­ში, სამ­სუნ­ში, სტამ­ბოლ­სა და ან­ტა­ლი­ა­ში ცდი­ლო­ბენ.

- ვიცი, რომ ლა­ზე­ბი სხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ან­თან ოჯა­ხის შექ­მნას ერი­დე­ბი­ან. რა­ტომ?

- მი­ზე­ზი ისევ და ისევ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თურ­ქე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვებ­რძო­და, ტრა­დი­ცი­ე­ბი ბო­ლომ­დე მა­ინც ვერ მოგ­ვაშ­ლე­ვი­ნა. ჩვენ­მა წი­ნა­პარ­მა სხვა­დას­ხვა დროს, სხვა­დას­ხვა ფა­შის მმარ­თვე­ლო­ბას გა­უძ­ლო და თვითმყო­ფა­დო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. ახლა კი უფ­რო­სი თა­ო­ბა იმა­ზეც წუხს, რომ გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ისი­ნი თან­და­თან აით­ქვი­ფე­ბი­ან. არა­და, მრა­ვა­ლე­რო­ვან თურ­ქეთ­ში ყვე­ლა­ზე და­ფა­სე­ბუ­ლი - გურ­ჯე­ბი და ლა­ზე­ბი არი­ან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი, სა­ქარ­თვე­ლო­დან თურ­ქეთ­ში სა­მუ­შა­ოდ გად­მო­სუ­ლი ქარ­თვე­ლი ისე იქ­ცე­ვა, რომ საკ­მა­ოდ არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გვაგ­დებს, მაგ­რამ რას ვი­ზამთ. ეს თქვენ­თვი­საც არ არის ახა­ლი და ამი­ტომ ნუ­ღარ ვი­ლა­პა­რა­კებთ მათ­ზე.

- წი­ნაპ­რე­ბი შო­რე­ულ წარ­სულ­ზე თუ გიყ­ვე­ბოდ­ნენ?

- დიახ. ამას თურ­ქუ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა უკ­რძა­ლავ­დათ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ამ რა­ღაც დო­ზით მა­ინც მო­აღ­წია ჩვე­ნამ­დე. ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც სა­უ­ბარს ერი­დე­ბოდ­ნენ, ეს რე­ლი­გია იყო... შემ­დგომ, რო­დე­საც და­მო­უ­კი­დე­ბელ ადა­მი­ა­ნად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი, თა­ვად მო­ვი­სურ­ვე სა­ქარ­თვე­ლოს დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა აქა­ურ ბუ­ნე­ბას­თან მსგავ­სე­ბა იყო. ქარ­თვე­ლე­ბი ძა­ლი­ან ჰგვა­ნან ლა­ზებს. ახლა ერთ-ერთ ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ში ვმუ­შა­ობ და ჩემი წი­ნაპ­რე­ბის სამ­შობ­ლო­ში საკ­მა­ოდ ხში­რად ჩა­მოვ­დი­ვარ, თუმ­ცა ახა­ლი წლის დღე­სას­წა­ულს პირ­ვე­ლად და­ვეს­რე­ბი.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რა ტრადიციები შემორჩათ ლაზებს საუკუნეების შემდეგ

რა ტრადიციები შემორჩათ ლაზებს საუკუნეების შემდეგ

როგორ ხვდებიან ლაზები ახალ წელს, შობასა და ძველით ახალ წელს, "კუჩხას", რა ტრადიციები შემორჩათ საუკუნეების წინანდელი წინაპრებისგან, რას მოერია და რას ვერ მოერია დრო, რას ნიშნავს თურქეთის მიწაზე მცხოვრები ქართველებისთვის ეს დღესასწაულები? - ის კითხვებია, რაზეც პასუხი რწმენაშეცვლილ, მაგრამ ქართველობაშენარჩუნებულ ლაზებს აქვთ. ისინი ყველაზე დიდ მნიშვნელობას ძველით ახალ წელს, "კუჩხას" ანიჭებენ და ამას გარკვეული აზრი აქვს - ჩიჩილაკის თავზე გაკეთებული ხის ჯვარი უბრალოდ, მათ ეროვნულობას უსვამს ხაზს. მეკვლეობის დღე ყურძნის წვენში გაზავებული წყლის გარეშე არ შეიძლება, რაც პირდაპირ მიანიშნებს, რომ ქართველი კაცის გენში ჯვრისა და ვაზის სიყვარული რაღაც ფორმით მაინც ცოცხლობს.

ახალი წელი ყველა ქართველური ტომისათვის ოდითგანვე ძალზე მნიშვნელოვანი დღესასწაული იყო და ნაყოფიერების ღვთაებას უკავშირდებოდა. ბევრი რამ არ ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ აღნიშნავდნენ ქართველები ახალ წელს წარმართობის ხანაში, მაგრამ შესაძლოა, დაახლოებით მაინც აღვადგინოთ იმ დროის სურათები, თუ დავუკვირდებით იმ წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ჩვენს ხალხს უძველესი დროიდან შემოუნახავს. საქართველოს ერთ-ერთ უძველეს კუთხეში - ლაზეთში ახალ წელს იანვარში ზეიმობდნენ და ეს წესი მის რამდენიმე რაიონში არც იძულებითი გამუსლიმების შემდეგ აღმოფხვრილა.

ადგილობრივ ენაზე ახალ წელს "აღანი წანა" ეწოდება, იანვარს კი - "წანაღანი" ანუ ლაზები ძველად ქრისტიანობას აღიარებდნენ და ახალ წელსაც ამ დროს დაარქმევდნენ. სხვა შემთხვევაში ისინი "წანაღანს" მარტის თვეს უწოდებნდნენ (მუსლიმანები ახალ წელს მარტში დღესასწაულობენ).

აღსანიშნავია, რომ ეს წეს-ჩვეულებები წმინდა ქართული ფორმითაა შემონახული და ისლამის გავლენა მათ თითქმის არ შეხებია. ისინი ახალ წელსა და შობას - "ქრისტანა" ზოგჯერ ერთდროულადაც აღნიშნავდნენ, რადგან თურქები მათ ქრისტიანული დღესასწაულების აღნიშვნას უკრძალავდნენ.

თანდილ მელუ შამრა-ოღლი ლაზეთში შემონახული ძველი ტრადიციების შესახებ მოგვითხრობს. ამბობს, რომ მას წინაპრებმა საუკუნეების წინანდელი "აზნობის" (აზნაურობის) გვარი - მელუა შემოუნახეს. თანდილა საქართველოში საახალწლოდ ჩამოვიდა, რათა დღესასწაულს ქართველ მეგობრებთან ერთად შეხვდეს.

- ბებიაჩემის მამა მოლა იყო. მის გვარს ლაზეთში უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს, ამიტომ არ უნდოდა, ბებია ახალჩამოსახლებული ლაზისთვის მიეთხოვებინა, მაგრამ ბაბუაზე უგონოდ შეყვარებული ბებია შუაღამეს მის მოსატაცებლად ცხენით მოსულ ყაბალახიან "ყაძახს" (ლაზურად - "მამაკაცი") მაინც გაჰყვა. მამამისს ისე შეუძულებია შვილი, როგორც მკვდარს, ისე გლოვობდა, თურმე. მომაკვდავს მამაჩემი - მისი პირველი შვილიშვილი დაუბარებია და უთქვამს, - დედაშენს გადაეცი, წყევლას "ვხსნიო" - ანუ ურჩი ქალიშვილი დაწყევლილი ჰყოლია და წყევლა მხოლოდ სიკვდილის წინ "ახსნა".

- თანდილ, ახალი წლის ტრადიციებზე მოგვიყევით...

- საახალწლო სამზადისი ლაზურ ოჯახებში პირველ იანვრამდე რამდენიმე დღით ადრე იწყება: ქალები "ჯანჯუხაფებს", თქვენებურად - ჩურჩხელებს აკეთებენ, დამარილებულ ქაფშიას (ხამსას) და ე.წ. "ქაფჩონი ჭკიდეფეს" აცხობენ. ეს არის მჭადი, რომელსაც შიგთავსის სახით ჩადებული აქვს გადაზელილი მარილიანი თევზი ქაფშია, ლაზურად "ქაფჩა". როგორც ჩვენებური მოხუცები აღნიშნავენ, ასეთ მჭადს ჭამის დროს ყველის მიტანება არ სჭირდება და სამგზავროდაც გამოიყენება. ბებიაჩემი წინასაახალწლო სუფრისთვის "თერმონსაც" ამზადებდა, რომელსაც სიმინდის ფქვილის, თაფლისა და სურნელოვანი მცენარეებისგან აკეთებდა, ახლა კი თითქმის დავიწყებულია. "თერმონს" ხოფელი, არქაბელი, სარფელი და ათინელი ლაზები სხვადასხვანაირად აკეთებდნენ; ყველანაირი გემრიელი იყო. დედა აცხობს ლაზურ ხაჭაპურსაც, რომელიც აქ, ქართულ რესტორნებში მომზადებულისგან სრულიად განსხვავებულია. ჩვენებური ხაჭაპური უფრო მაღალია, ზემოდან გახეხილი ყველია მოყრილი და შიგთავსში, ყველთან ერთად, ათქვეფილი კვერცხი და ერბოც აქვს. საახალწლო სუფრაზე ასევე აუცილებლად უნდა იყოს "მჟაშ მოჟონომე" - ანუ არაჟანი და "კაიმაღი" ანუ ნაღები; აგრეთვე, ქათმის ან ბატის ხორცი და თაფლი, რაც ძველი წლის ტკბილად გაცილების სიმბოლოა.

- ვიცი, რომ ბოლო დროს ლაზურ სუფრას თურქული კერძები და ტკბილეული ამშვენებს...

- დიახ, ახლა უკვე წინასაახალწლო სუფრაზე აუცილებელია რახათლუჰუმი, ფლავი და ბრინჯისგან მომზადებული სხვადასხვა კერძი. ამასთან, დედა და ბებია ამზადებდნენ ძალიან ცხარე საწებელს - "ჯიკაპურპოლს". სასმელებიდან სუფრაზე მხოლოდ შერბეთი ანუ თაფლიანი წყალი უნდა ყოფილიყო. სანამ ლაზი ქალები საახალწლო სუფრის სამზადისში არიან, მამაკაცები, კონკრეტულად კი ოჯახის უფროსი, თხილის ან, ქუჩზუღას რომელიმე რბილი ჯიშის ხისგან ჩიჩილაკს თლის, რომელიც თხმელისა და სუროს ტოტებით ირთვება. მეზობელი თურქები ამ სამზადისს "გურჯულ" ბაირამობასაც უწოდებენ. ხის ჯვარზე კი ხილი, უმთავრესად - ვაშლი და მანდარინი მაგრდება. სხვები ბურბუშელაში ფულსაც ამაგრებდნენ - ბარაქის ნიშნად. ძველად ეს საახალწლო სიმბოლიკა ერთ მეტრამდე სიმაღლის იყო, ახლა მათი ზომები შემცირდა. ლაზეთის რამდენიმე სოფელში მას შინდისფრადაც კი ღებავდნენ, მაგრამ ამას რა დატვირთვა აქვს, არ ვიცი.

- ჩიჩილაკის ოჯახის უფროსის მიერ გამოთლას რა დატვირთვა აქვს?

- ეს ტრადიცია ადრე იყო - ახლა მისი გამოთლის უფლება ყველას აქვს, მაგრამ მაშინ, გადმოცემის მიხედვით, ჩიჩილაკი თავის "მაგიურ ძალას" - ავი სულებისგან სახლის დაცვის უნარს დაკარგავდა. ძველად თურქები ჩვენს წინაპარ ლაზებს ჩიჩილაკის გაკეთებას სასტიკად უკრძალავდნენ, - ვისაც მას უპოვიდნენ, სიკვდილით სჯიდნენ. ამის მიზეზი კი ჯვარი იყო, რომელსაც ლაზები ჩიჩილაკს წვერზე უკეთებდნენ.

- ჯვარი ახლა აღარ უკეთდება?

- კი, რამდენიმე სოფელში დღემდე შემორჩა. ხელმძღვანელობა ყველგან ვერ მოერია მას, მაგრამ ჩვენთვის უკვე აღარ აქვს ის დანიშნულება, რაც მართლმადიდებლური სამყაროსთვის. უბრალოდ, მშობლიურთან გვაკავშირებს და მხოლოდ ხვავისა და ბარაქის ნიშნად ვიყენებთ. როცა დედა პურს აცხობდა, ცომს ზედ ჯვრის გამოსახულებას უკეთებდა. ჩემს ბავშვობაში სახლის შესასვლელ კარზეც ჯვრები იყო გამოსახული, ავი თვალისგან იცავსო. მე - არა, მაგრამ მამაჩემს ახსოვს, ბებიაჩემი მარჯვენა მაჯაზე მომცრო ზომის, ხელით შეკერილ ტყავის ნივთს უკეთებდა, რაზეც ჯვარი იყო ამოქარგული... ბაბუაჩემის მამა ჩვენი სოფლის მოლა იყო, მაგრამ ჯვრის მიმართ რიდი და მოკრძალება მაინც იყო ჩვენს ოჯახში. ეს უფრო წარსულისადმი პატივისცემა იყო, ვიდრე რწმენა.

- მეკვლის ტრადიცია შემორჩენილია?

- რამდენიმე სოფელში - კი, მაგრამ იქ, სადაც თურქული მოსახლეობა ახლოს არის, მეკვლეობა აღარ ხდება... ადრე ახალი წლის ღამეს მეკვლე უმეტესად, ოჯახის უფროსი იყო. როდესაც საათი თორმეტჯერ ჩამოჰკრავდა, ის სხვებისთვის შეუმჩნევლად, გარეთ გავიდოდა, თან სურსათ-სანოვაგით სავსე კალათას და ჩიჩილაკს გაიტანდა, სახეზე ყაბალახს აიფარებდა და კარზე დააკაკუნებდა. "მინ ორერ?" ("ვინ ხარ?"), - შეეკითხებოდნენ თურმე შიგნით მყოფნი. "აღანი წანა თქვანი კაი იყვას, პოტე კაი ძირათ დო ხელება დო კაიობათე დოსქიდათ! ირიაშ ხვამ ყოფედას და ირიაშ ჯგირობუა" ("ახალი წელი თქვენთვის კარგი იყოს, სულ სიკეთე გენახოთ და სიხარულითა და სიკეთით იცხოვრეთ! სულ დალოცვილები იყავით და კარგად იყავით"), - პასუხობდა მეკვლე გარედან. მერე მას კარს გაუღებდნენ და სახლში შემოიყვანდნენ. მეკვლე ჩიჩილაკის დადგმამდე იკითხავდა: "ოხორმანჯე სორენ?" ("ოჯახის პატრონი, უფროსი კაცი სად არის?") ამ დროს მას ოჯახის უფროს ვაჟიშვილზე მიუთითებდნენ და ისიც ჩიჩილაკს მას გადასცემდა. თუ ოჯახში ვაჟი არ ჰყავდათ, მეკვლეს ასე ეტყოდნენ: "ოხორმანჯე ვარ მუხთიმუნ, ლაქინ კულანი ჰაქ მიონუნან" ("ოჯახის უფროსი არ მოსულა, ქალიშვილი კი აქ გვყავს"). მეკვლე ანუ იგივე ოჯახის უფროსი, ქალიშვილს დალოცავდა და ოჯახს ვაჟიშვილის გაჩენას უსურვებდა. შემდეგ მამაკაცები ზღვაში საბანაოდ მიდიოდნენ, რათა ახალი წლის შემობრძანებას სუფთად დახვედროდნენ. ეს ტრადიცია ახლაც არის, მაგრამ ახლა ქალებიც მიდიან, ოღონდ საბანაოდ ცალ-ცალკე ადგილს ირჩევენ. ძველი ტრადიციების შესახებ ბებიასგან ვიცი. ის ახალი წლის წინა დღეებში ფანდურზე ძალიან ტკბილ, ახალი წლის შესაგებებელ სიმღერებსა და "ოდაბადეშ ობირეშებს" ("სიმღერა სამშობლოზე") მღეროდა. ბევრი რამ ბავშვობიდან შემორჩა ჩემს მეხსიერებას და ბუნდოვნად მახსოვს, რადგან ჩემს ბავშვობაში ამ ტრადიციას ბებია-ბაბუა საგანგებოდ, ჩემთვის ასრულებდნენ... სამწუხაროდ, იმ ლაზებს, რომლებიც თურქეთში ან თურქებთან ახლოს ცხოვრობენ, ჩვენებური წეს-ჩვეულებების შესახებ არც კი სმენიათ. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებს ეხებათ. თუმცა მათი ბრალიც არ არის: როდესაც გაიზრდებიან, სწავლასა და თვითრეალიზაციას დიდ ქალაქებში - ტრაპიზონში, სამსუნში, სტამბოლსა და ანტალიაში ცდილობენ.

- ვიცი, რომ ლაზები სხვა ეროვნების ადამიანთან ოჯახის შექმნას ერიდებიან. რატომ?

- მიზეზი ისევ და ისევ, განსხვავებული ტრადიციებია. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ხელმძღვანელობა საუკუნეების განმავლობაში გვებრძოდა, ტრადიციები ბოლომდე მაინც ვერ მოგვაშლევინა. ჩვენმა წინაპარმა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფაშის მმართველობას გაუძლო და თვითმყოფადობა შეინარჩუნა. ახლა კი უფროსი თაობა იმაზეც წუხს, რომ გლობალიზაციის პირობებში ისინი თანდათან აითქვიფებიან. არადა, მრავალეროვან თურქეთში ყველაზე დაფასებული - გურჯები და ლაზები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი, საქართველოდან თურქეთში სამუშაოდ გადმოსული ქართველი ისე იქცევა, რომ საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში გვაგდებს, მაგრამ რას ვიზამთ. ეს თქვენთვისაც არ არის ახალი და ამიტომ ნუღარ ვილაპარაკებთ მათზე.

- წინაპრები შორეულ წარსულზე თუ გიყვებოდნენ?

- დიახ. ამას თურქული ხელმძღვანელობა უკრძალავდათ, მაგრამ საქართველოს შესახებ ინფორმაციამ რაღაც დოზით მაინც მოაღწია ჩვენამდე. ერთადერთი, რაზეც საუბარს ერიდებოდნენ, ეს რელიგია იყო... შემდგომ, როდესაც დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოვყალიბდი, თავად მოვისურვე საქართველოს დათვალიერება. პირველი შთაბეჭდილება აქაურ ბუნებასთან მსგავსება იყო. ქართველები ძალიან ჰგვანან ლაზებს. ახლა ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში ვმუშაობ და ჩემი წინაპრების სამშობლოში საკმაოდ ხშირად ჩამოვდივარ, თუმცა ახალი წლის დღესასწაულს პირველად დავესრები.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"