მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა ხუციშვილი საკუთარ პროტესტსა და შოუბიზნესის მონოპოლიაზე
ზაზა ხუციშვილი საკუთარ პროტესტსა და შოუბიზნესის მონოპოლიაზე

"ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ტე­ლე­წამ­ყვა­ნი უფრო მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლია, ვიდ­რე მუ­სი­კო­სი. ამ­დენ კომ­პლი­მენ­ტსა და "გა­მარ­ჯო­ბას" მუ­სი­კო­სო­ბის პე­რი­ოდ­ში ნამ­დვი­ლად არ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ", - ამ­ბობს ზაზა ხუ­ციშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ამ­პლუა წარ­მა­ტე­ბით მო­ირ­გო.

- რო­გორ გახ­და მუ­სი­კო­სი ზაზა ხუ­ციშ­ვი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი?

- 7 წლის წინ მე­გო­ბარს რა­დიო "უც­ნობ­ში" გა­და­ცე­მის გა­კე­თე­ბა შევ­თა­ვა­ზე, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნა­დი­რო­ბის კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა. ორ­წლი­ა­ნი გა­და­ცე­მა­თა ციკ­ლი შედ­გა. ამას მოჰ­ყვა მა­მუ­კა ღლონ­ტის წი­ნა­და­დე­ბა, რომ რა­დიო "მა­ესტრო­ში" პო­ლი­ტი­კუ­რი ტოქ­შოუ წა­მეყ­ვა­ნა. ჩემი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი და აქ­ტი­უ­რო­ბა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩა და მალე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს.

- წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ ყო­ველ­თვის რა­დი­კა­ლუ­რი პო­ზი­ცი­ით გა­მო­ირ­ჩე­ო­დით. ობი­ექ­ტუ­რი წამ­ყვა­ნის რო­ლის მორ­გე­ბი­სას ეს დაბ­რკო­ლე­ბა არ იყო?

- რო­გორც ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, ჩემს პო­ზი­ცი­ას არას­დროს ვა­ფიქ­სი­რებ, მუ­სი­კა­ში კი გა­მო­ხატ­ვის მხრივ, სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ. აქვე მინ­და გი­თხრათ, რომ ვერც ერთი ჟურ­ნა­ლის­ტი ვერ იტყვის, - სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია არ გა­მაჩ­ნი­აო. მთა­ვა­რია, ეს ეთერ­ში ნაკ­ლე­ბად ჩან­დეს. უნდა დას­ვა კრი­ტი­კუ­ლი შე­კი­თხვა და რეს­პონ­დენ­ტსაც მის­ცე სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა და­ა­ფიქ­სი­როს. თუმ­ცა, გა­და­ცე­მის სტუ­მარ­მა ვერ უნდა შეძ­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა... არ მე­გუ­ლე­ბა პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში და პო­ლი­ტი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი არ არის. ჩემ­თვის ხში­რად უთ­ქვამთ, - მუ­სი­კო­სი ხარ და შენი საქ­მე აკე­თეო! რას ნიშ­ნავს, ჩემი საქ­მე ვა­კე­თო?! ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე პო­ზი­ცი­ის ქონა, არა მგო­ნია, პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვას ნიშ­ნავ­დეს. ყო­ველ­თვის ვამ­ბობ იმა­საც, რა­საც სწო­რად მი­ვიჩ­ნევ და იმა­საც, რაც ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. ჟურ­ნა­ლის­ტო­ბას არ ვი­ჩე­მებ, მე მხო­ლოდ გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ვარ.

- ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბა არა - "მა­ესტრო­ზე", არა­მედ რო­მე­ლი­მე სხვა არხზე რომ შე­მო­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნათ, რო­გორ მო­იქ­ცე­ო­დით?

- ერთ მა­გა­ლითს გე­ტყვით: მას შემ­დეგ, რაც ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი შე­ვი­და, იქა­უ­რო­ბა და­არ­ბია და ბო­ლოს, გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნის ოჯახს ეს ქო­ნე­ბა წა­არ­თვეს, და­ახ­ლო­ე­ბით ოთხჯერ მა­ინც და­მი­რე­კეს "იმე­დი­დან" და სხვა­დას­ხვა გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ არ მი­ვე­დი; ეს იყო ჩემი პრო­ტეს­ტი იმ ყვე­ლაფ­რის მი­მართ, რაც იქ მოხ­და. ასე­თი სწო­რი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცია სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც რომ შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ, შე­დე­გიც სხვა გვექ­ნე­ბო­და...

- ტე­ლე­წამ­ყვა­ნის პრო­ფე­სია მხო­ლოდ იმის გამო ხომ არ მო­ირ­გეთ, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მუ­სი­კო­სის შე­მო­სავ­ლით ოჯა­ხის რჩე­ნა რთუ­ლია?

- სა­ქარ­თვე­ლო ისე­თი ქვე­ყა­ნა რომ იყოს, რო­გო­რიც მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კა ან რუ­სე­თია, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სხვა პრო­ფე­სი­ის მორ­გე­ბის დრო და სა­შუ­ა­ლე­ბა უბ­რა­ლოდ, არ მექ­ნე­ბო­და. თუმ­ცა გარ­წმუ­ნებთ, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მხო­ლოდ ხელ­ფა­სის გამო არ და­მი­წყია მუ­შა­ო­ბა - ამ საქ­მი­სად­მი უდი­დე­სი ინ­ტე­რე­სი მაქვს.

- თქვენ ხში­რად ლა­პა­რა­კობ­დით შო­უ­ბიზ­ნე­სის მო­ნო­პო­ლი­ა­ზე. კონ­კრე­ტუ­ლად, რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და ეს?

- წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, შო­უ­ბიზ­ნე­სი მთლი­ა­ნად ბი­უ­ჯეტ­ზე იყო "ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი": ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტე­ბი პირ­და­პირ ბი­უ­ჯე­ტი­დან ფი­ნანსდე­ბო­და და მას­ში მხო­ლოდ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს შე­ეძ­ლოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე რა თან­ხე­ბიც და­ი­ხარ­ჯა, ამას ნელ-ნელა გა­ი­გებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მაგ­რამ პი­რა­დად მე, ერთ-ერთი რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბელ­მა მი­თხრა, - ხელი მი­კან­კა­ლებ­და, როცა იმ დო­კუ­მენტს ვა­წერ­დი ხელს, რომ­ლი­თაც კონ­ცერ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­სა და რე­ჟი­სო­რის­თვის უზარ­მა­ზა­რი თან­ხა გა­მო­ი­ყოო... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბევ­რი მომ­ღე­რა­ლი და მათ შო­რის - ჩვე­ნი ჯგუ­ფიც "დაბ­ლო­კი­ლი" იყო. არა­და, ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის (შო­უ­ბიზ­ნე­სი თა­ვის­თა­ვად, ბიზ­ნე­სია) მთა­ვა­რი და გა­დამ­წყვე­ტია, რომ ყვე­ლა მო­თა­მა­შე თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში იყოს. მუ­სი­კო­სი დღე და ღამე იმა­ზე კი არ უნდა ფიქ­რობ­დეს, და­პა­ტი­ჟებს თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კონ­ცერ­ტზე, არა­მედ იმა­ზე, რომ რა­ღაც ღი­რე­ბუ­ლი შექ­მნას და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­დგეს.

- მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი­კამ მთლი­ა­ნად გა­და­წო­ნოს მუ­სი­კი­სად­მი თქვე­ნი ინ­ტე­რე­სი?

- სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერა და ვერ შე­იქ­მნა სა­შუ­ა­ლო ფენა, მწი­რია ბა­ზა­რიც. ჰოდა, ამ ფონ­ზე, მხო­ლოდ მუ­სი­კა­ზე ვერ ვიქ­ნე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ამ პრო­ფე­სი­ა­ზე ხელს არ ავი­ღებ. ჯერ­ჯე­რო­ბით, ორ საქ­მეს ერ­თმა­ნეთს მშვე­ნივ­რად ვუ­თავ­სებ და მო­მა­ვალ­ში რა მოხ­დე­ბა, ამას ვერ გე­ტყვით.

- ზა­ფხულ­ში ალ­ბო­მი ჩა­წე­რეთ, სა­ხელ­წო­დე­ბით - "ან­დერგრა­უნ­დი"...

- შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ეს ალ­ბო­მი მე­ა­მა­ყე­ბა. ეს არის დღე­ვან­დე­ლი დღის­თვის შე­სა­ფე­რი­სი ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი როკ-მუ­სი­კა. გული მწყდე­ბა, რომ მისი უკე­თე­სად წარ­მო­ჩე­ნა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ - ვერც კონ­ცერ­ტზე გა­ვი­ტა­ნეთ და ერთი კლი­პიც ვერ გა­და­ვი­ღეთ. უბ­რა­ლოდ, ინ­ტერ­ნეტ­ში დავ­დეთ და მსმე­ნელს მისი თა­ვი­სუფ­ლად მოს­მე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ვე­ცით. ალ­ბომ­ში სულ 12 სიმ­ღე­რა შე­ვი­და, რო­მელ­თა­გან 9 ახა­ლია. ყვე­ლა სიმ­ღე­რა საპ­რო­ტეს­ტო გან­წყო­ბი­საა...

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ზაზა ხუციშვილი საკუთარ პროტესტსა და შოუბიზნესის მონოპოლიაზე

ზაზა ხუციშვილი საკუთარ პროტესტსა და შოუბიზნესის მონოპოლიაზე

"ჩვენს ქვეყანაში ტელეწამყვანი უფრო მეტად პოპულარულია, ვიდრე მუსიკოსი. ამდენ კომპლიმენტსა და "გამარჯობას" მუსიკოსობის პერიოდში ნამდვილად არ მეუბნებოდნენ", - ამბობს ზაზა ხუციშვილი, რომელმაც ტელეწამყვანის ამპლუა წარმატებით მოირგო.

- როგორ გახდა მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი ტელეწამყვანი?

- 7 წლის წინ მეგობარს რადიო "უცნობში" გადაცემის გაკეთება შევთავაზე, რომლის მეშვეობითაც მაქსიმალურად ვცდილობდით, საზოგადოებისთვის ნადირობის კულტურის შესახებ სწორი ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ორწლიანი გადაცემათა ციკლი შედგა. ამას მოჰყვა მამუკა ღლონტის წინადადება, რომ რადიო "მაესტროში" პოლიტიკური ტოქშოუ წამეყვანა. ჩემი ბოლოდროინდელი განცხადებები და აქტიურობა შეუმჩნეველი არ დარჩა და მალე ტელევიზიაში მუშაობა შემომთავაზეს.

- წინა ხელისუფლების მიმართ ყოველთვის რადიკალური პოზიციით გამოირჩეოდით. ობიექტური წამყვანის როლის მორგებისას ეს დაბრკოლება არ იყო?

- როგორც ტელეწამყვანი, ჩემს პოზიციას არასდროს ვაფიქსირებ, მუსიკაში კი გამოხატვის მხრივ, სრულიად თავისუფალი ვარ. აქვე მინდა გითხრათ, რომ ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იტყვის, - საკუთარი პოზიცია არ გამაჩნიაო. მთავარია, ეს ეთერში ნაკლებად ჩანდეს. უნდა დასვა კრიტიკული შეკითხვა და რესპონდენტსაც მისცე საშუალება, საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს. თუმცა, გადაცემის სტუმარმა ვერ უნდა შეძლოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა... არ მეგულება პიროვნება, რომელიც ცხოვრობს საქართველოში და პოლიტიკურად აქტიური არ არის. ჩემთვის ხშირად უთქვამთ, - მუსიკოსი ხარ და შენი საქმე აკეთეო! რას ნიშნავს, ჩემი საქმე ვაკეთო?! ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოზიციის ქონა, არა მგონია, პოლიტიკაში ჩართვას ნიშნავდეს. ყოველთვის ვამბობ იმასაც, რასაც სწორად მივიჩნევ და იმასაც, რაც ჩემთვის მიუღებელია. ჟურნალისტობას არ ვიჩემებ, მე მხოლოდ გადაცემის წამყვანი ვარ.

- ტელეწამყვანობა არა - "მაესტროზე", არამედ რომელიმე სხვა არხზე რომ შემოეთავაზებინათ, როგორ მოიქცეოდით?

- ერთ მაგალითს გეტყვით: მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "იმედში" სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა, იქაურობა დაარბია და ბოლოს, გარდაცვლილი ადამიანის ოჯახს ეს ქონება წაართვეს, დაახლოებით ოთხჯერ მაინც დამირეკეს "იმედიდან" და სხვადასხვა გადაცემაში მონაწილეობა შემომთავაზეს, მაგრამ არ მივედი; ეს იყო ჩემი პროტესტი იმ ყველაფრის მიმართ, რაც იქ მოხდა. ასეთი სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია სხვა ადამიანებსაც რომ შეენარჩუნებინათ, შედეგიც სხვა გვექნებოდა...

- ტელეწამყვანის პროფესია მხოლოდ იმის გამო ხომ არ მოირგეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მუსიკოსის შემოსავლით ოჯახის რჩენა რთულია?

- საქართველო ისეთი ქვეყანა რომ იყოს, როგორიც მაგალითად, ამერიკა ან რუსეთია, დარწმუნებული ვარ, სხვა პროფესიის მორგების დრო და საშუალება უბრალოდ, არ მექნებოდა. თუმცა გარწმუნებთ, ტელევიზიაში მხოლოდ ხელფასის გამო არ დამიწყია მუშაობა - ამ საქმისადმი უდიდესი ინტერესი მაქვს.

- თქვენ ხშირად ლაპარაკობდით შოუბიზნესის მონოპოლიაზე. კონკრეტულად, რაში გამოიხატებოდა ეს?

- წლების განმავლობაში, შოუბიზნესი მთლიანად ბიუჯეტზე იყო "ჩამოკიდებული": ხელისუფლების მიერ დაგეგმილი კონცერტები პირდაპირ ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა და მასში მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს შეეძლოთ მონაწილეობა. მსგავს ღონისძიებებზე რა თანხებიც დაიხარჯა, ამას ნელ-ნელა გაიგებს საზოგადოება, მაგრამ პირადად მე, ერთ-ერთი რაიონის გამგებელმა მითხრა, - ხელი მიკანკალებდა, როცა იმ დოკუმენტს ვაწერდი ხელს, რომლითაც კონცერტის მონაწილეებისა და რეჟისორისთვის უზარმაზარი თანხა გამოიყოო... მოგეხსენებათ, ბევრი მომღერალი და მათ შორის - ჩვენი ჯგუფიც "დაბლოკილი" იყო. არადა, ბიზნესის განვითარებისთვის (შოუბიზნესი თავისთავად, ბიზნესია) მთავარი და გადამწყვეტია, რომ ყველა მოთამაშე თანაბარ პირობებში იყოს. მუსიკოსი დღე და ღამე იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, დაპატიჟებს თუ არა ხელისუფლება კონცერტზე, არამედ იმაზე, რომ რაღაც ღირებული შექმნას და საზოგადოების წინაშე წარდგეს.

- მოსალოდნელია თუ არა, რომ ჟურნალისტიკამ მთლიანად გადაწონოს მუსიკისადმი თქვენი ინტერესი?

- სამწუხაროდ, საქართველოში ვერა და ვერ შეიქმნა საშუალო ფენა, მწირია ბაზარიც. ჰოდა, ამ ფონზე, მხოლოდ მუსიკაზე ვერ ვიქნები ორიენტირებული. თუმცა, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ პროფესიაზე ხელს არ ავიღებ. ჯერჯერობით, ორ საქმეს ერთმანეთს მშვენივრად ვუთავსებ და მომავალში რა მოხდება, ამას ვერ გეტყვით.

- ზაფხულში ალბომი ჩაწერეთ, სახელწოდებით - "ანდერგრაუნდი"...

- შემიძლია გითხრათ, რომ ეს ალბომი მეამაყება. ეს არის დღევანდელი დღისთვის შესაფერისი ნამდვილი ქართული როკ-მუსიკა. გული მწყდება, რომ მისი უკეთესად წარმოჩენა ვერ მოვახერხეთ - ვერც კონცერტზე გავიტანეთ და ერთი კლიპიც ვერ გადავიღეთ. უბრალოდ, ინტერნეტში დავდეთ და მსმენელს მისი თავისუფლად მოსმენის საშუალება მივეცით. ალბომში სულ 12 სიმღერა შევიდა, რომელთაგან 9 ახალია. ყველა სიმღერა საპროტესტო განწყობისაა...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება