სო­ფო ჩიკ­ვი­ლა­ძე: სა­ა­კაშ­ვილს ვთხოვ­დი, ჩემს რო­მე­ლი­მე შვილს გა­და­ა­ბა­როს პრე­ზი­დენ­ტო­ბა

სო­ფო ჩიკ­ვი­ლა­ძე: სა­ა­კაშ­ვილს ვთხოვ­დი, ჩემს რო­მე­ლი­მე შვილს გა­და­ა­ბა­როს პრე­ზი­დენ­ტო­ბა

რუბ­რი­კა "ფსი­ქო­ში" ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. შეგიძ­ლი­ა, წარ­მო­იდ­გი­ნო, რომ პრე­ზი­დენ­ტი ხარ ან რო­მე­ლი­მე პარ­ლა­მენ­ტა­რი სე­რე­ნა­დას გიმ­ღე­რის, ან სუ­ლაც ჰო­ლი­ვუდე­ლი ვარ­სკვლა­ვი გიხ­სნის სიყ­ვა­რულს. ამ წარ­მოდ­გე­ნებ­ზე ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი ბევრს ხა­ლი­სო­ბენ და, რა­ღა თქმა უნ­და, მკითხ­ვე­ლიც. უფ­რო მხი­ა­რუ­ლი გან­წყო­ბის­თვის, 2012 წლის ბო­ლოს გთა­ვა­ზობთ "ფსი­ქოს" სტუმ­რე­ბის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და მხი­ა­რუ­ლ გა­მო­ნათ­ქვა­მებს:

სო­ფო ჩიკ­ვი­ლა­ძე, მო­დე­ლი: - სა­ა­კაშ­ვილს ვთხოვ­დი, ჩემს რო­მე­ლი­მე შვილს გა­და­ა­ბა­როს პრე­ზი­დენ­ტო­ბა. მინ­და, ბა­ბუ­ის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მსგავ­სად ჩე­მი რო­მე­ლი­მე შვი­ლი პრე­ზი­დენ­ტი გახ­დეს.

თი­კა ჯამ­ბუ­რი­ა, მომ­ღე­რა­ლი: - სა­ა­კაშ­ვილს შე­ვახ­სე­ნებ­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ ერ­თი მომ­ღე­რა­ლი არ ცხოვ­რობს.

და­თო ილუ­რი­ძე, მუ­სი­კო­სი: - ბენ­დუ­ქი­ძე ჩე­მი მას­წავ­ლე­ბე­ლი რომ იყოს და და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად მჩაგ­რავ­დეს, ვეტყ­ო­დი, შე გა­სი­ე­ბუ­ლო, რა­ტომ მი­წერ და­ბალ ნიშ­ნებ­ს-მეთ­ქი.

ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი: - გო­გა ხა­ჩი­ძის ნამ­ღერ სე­რე­ნა­დას და ფი­ა­ლებს რა თავ­ში ვიხ­ლი? ურ­ჩევ­ნი­ა, ხელ­ში ცოცხ­ით მო­ვი­დეს და თა­ვი­სი ყო­ფი­ლი ჯგუ­ფის, "სა­ხის" სიმ­ღე­რა "შენ რა სექ­სი ხარ" მიმ­ღე­როს.

ნა­თია გამ­ცემ­ლი­ძე, ჟურნალისტი: - უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტის დე­კა­ნად რომ დამ­ნიშ­ნონ, მეტყ­ვე­ლე­ბის ლექ­ცი­ას ყო­ველ­დღი­უ­რად დავ­ნიშ­ნავ­დი და თუ ლექ­ცია არის ერ­თსა­ა­თი­ა­ნი, სამ­სა­ა­თი­ანს გავ­ხდი­დი.

პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი: - სმა-­ჭა­მის მი­ნის­ტრო­ბა არ არ­სე­ბობს? აი, მაგ სა­მი­ნის­ტროს ჩა­ვუდ­გე­ბო­დი სა­თა­ვე­ში!

ლა­ლი მოროშ­კი­ნა, სას­ჯელაღ­სრუ­ლე­ბისა და პრო­ბა­ცი­ის მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი: - ვერ ვი­ტან მომ­ღე­რალ, მსა­ხი­ობ და რო­მან­ტი­კულ კა­ცებს ყვა­ვი­ლე­ბით ხელ­ში. ვინ­მეს რომ გა­ე­ბე­და სე­რე­ნა­დის ყრო­ყი­ნი ჩემს აი­ვან­თან, აუ­ცი­ლებ­ლად მდუ­ღა­რეს გა­და­ვას­ხამ­დი.

ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე, იუ­მო­რის­ტი: - ჩემს მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს სე­რე­ნა­და რომ ვუმ­ღე­რე, ბე­ბი­ამის­მა მე­ოთხე სარ­თუ­ლი­დან ცხე­ლი ბორ­შჩი გად­მო­მას­ხა. მე­რე ავუ­გე კოშ­კე­ბი, თუმ­ცა ცო­ლი რომ გახ­და, ეს კოშ­კე­ბი მა­ლე­ვე თა­მაშ "შვიდ­კენ­ჭას" და­ემ­სგავ­სა.­

და­თო ფა­ცა­ცი­ა, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი: - სა­ა­კაშ­ვი­ლიც ისე­ვე გა­იქ­ცე­ვა, რო­გორც ყვარ­ყვა­რე გა­იქ­ცა კა­ბა­ში გა­მოწყ­ო­ბი­ლი.

ლი­კა ლა­ბა­ძე, ბა­ლე­რი­ნა: - სი­ცი­ლით მოვ­კვდე­ბი, ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი ბა­ლე­რო­ნის ფორ­მა­ში გა­მოწყ­ო­ბი­ლი სცე­ნა­ზე რომ და­ვი­ნა­ხო. იცი, რა სა­სა­ცი­ლო­ა, რო­დე­საც მა­მა­კაცს ბა­ლე­რო­ნის ფორ­მა, თეთ­რი კოლ­ჰო­ტე­ბი აც­ვია და არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად მოძ­რა­ობს?

გი­ორ­გი უძი­ლა­უ­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი: - სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ჩუ­ქარს ჩემ­გან მხო­ლოდ გა­ლი­ა­ში მი­ი­ღებს. გა­ლი­ა­ში მჯდომს უსას­რუ­ლოდ ჩა­ვურ­თავ­დი "მი­შა მა­გა­რი­ას" და თუ კარ­გად მო­იქ­ცე­ო­და, შა­ბათ­-კვი­რას ამ მე­ლო­დი­ას მი­სი შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი და­პი­რე­ბე­ბის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბით შე­ვუც­ვლი­დი.

სა­ლო­მე ნი­ნუ­ა, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი: - ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძეს ნუ მიხ­სე­ნებთ, თო­რემ სხე­ულ­ზე ეკა­ლი მაყ­რის. ამ ქა­ლის და­ნახ­ვა­ზეც კი ალერ­გია მე­მარ­თე­ბა.

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"