სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლტოლვილები მალე ბინებსა და საახალწლო საჩუქრებს მიიღებენ
ლტოლვილები მალე ბინებსა და საახალწლო საჩუქრებს მიიღებენ

ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ, ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის მი­ნის­ტრი და­ვით და­რახვე­ლი­ძე გახ­და. მისი გა­მი­ნის­ტრე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე, დევ­ნი­ლე­ბი სხვა­დას­ხვა შე­ნო­ბა­ში შე­იჭრ­ნენ და მო­ი­თხოვ­დნენ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნათ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბით. რო­გორ გა­და­იჭ­რა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა, რა სა­ჩუქ­რებს უნდა ელო­დოს დევ­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ა­ხალ­წლოდ მი­ნის­ტრის­გან, ამას თა­ვად ბა­ტო­ნი და­ვი­თი მოგ­ვიყ­ვე­ბა.

- სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბა ისე­თი­ვე დამ­ხვდა, რო­გო­რიც იყო. არა­ფე­რი შეგ­ვიც­ვლია. აქაც ჩემს გა­მო­ნათ­ქვამს გა­მო­ვი­ყე­ნებ და გე­ტყვით, რომ ნდო­ბის ფაქ­ტო­რი ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტროს მი­მართ ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობ­და. ვერ გე­ტყვით, რომ ჩვენ ამ ხნის მან­ძილ­ზე რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­ვა­კე­თეთ, მაგ­რამ დევ­ნი­ლე­ბის მხრი­დან გარ­კვე­უ­ლი ნდო­ბა ნამ­დვი­ლად მო­ვი­პო­ვეთ. ამის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია თუნ­დაც ის, რომ დევ­ნი­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ერთ-ერთ შე­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ცხოვ­რობ­დნენ, ჩვე­ნი თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე და­ტო­ვეს შე­ნო­ბა. მათ მად­ლო­ბაც კი გა­დაგ­ვი­ხა­დეს. მი­მაჩ­ნია, ეს უკვე პო­ზი­ტი­უ­რი ნი­შა­ნია, რად­გან დაგ­ვი­ჯე­რეს.

- რა და­პი­რე­ბე­ბი მი­ი­ღეს თქვენ­გან, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს შე­ნო­ბის და­ტო­ვე­ბა?

- რა თქმა უნდა, ინ­ტენ­სი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და დევ­ნი­ლებ­თან, რაც თა­ვი­დან უპერ­სპექ­ტი­ვოდ გვეჩ­ვე­ნე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც მო­ვა­ხერ­ხეთ შე­თან­ხმე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლად იყ­ვნენ გან­წყო­ბი­ლი ჩვენ მი­მართ, გან­სა­კუთ­რე­ბით - ქალ­ბა­ტო­ნე­ბი. იმა­საც გე­ტყვით, რომ მო­დი­ოდ­ნენ ჩვენ­თან სა­მი­ნის­ტრო­ში და იმუქ­რე­ბოდ­ნენ შე­ნო­ბე­ბის გა­დაწ­ვით, სა­კუ­თა­რი თა­ვის დაწ­ვით. იცით, რა­შია საქ­მე? ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე იმან მი­იყ­ვა­ნა ხალ­ხი, რომ ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის იმე­დი ჰქონ­დათ, ეს იმე­დი კი გა­უც­რუვ­დათ. სი­დუ­ხ­ჭი­რემ და ცუდ­მა ცხოვ­რე­ბამ ფსი­ქი­კა შე­ურ­ყი­ათ. ამი­ტომ, მათი ამ­გვა­რი მუ­ქა­რა არ იყო გა­საკ­ვი­რი. რა­საც მო­ლა­პა­რა­კე­ბის დროს დევ­ნი­ლებს დავ­პირ­დით, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ. 18 ოჯახს, რომ­ლებ­საც სა­მი­ნის­ტროს ბა­ზა­ში არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირთ, და­ახ­ლო­ე­ბით ორ თვე­ში მი­ი­ღე­ბენ სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილს მუდ­მი­ვი სარ­გებ­ლო­ბის­თვის მოს­კო­ვის პროს­პექ­ტზე. არი­ან ისე­თე­ბიც, ვი­საც არ სურს მოს­კო­ვის პროს­პექ­ტზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი. მათ შევ­პირ­დით, რომ რო­დე­საც გლ­და­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­კეთ­დე­ბა ახა­ლი ბი­ნე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღე­ბენ. იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვი­საც არ ეკუთ­ვნო­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბი, ისი­ნი და­ვარ­წმუ­ნეთ, რომ უკა­ნო­ნოდ ითხოვ­დნენ და დაბ­რუნ­დნენ იქ, სა­დაც ადრე ცხოვ­რობ­დნენ. მათ ჩვენ არა­ფერს შევ­პი­რე­ბი­ვართ. ვი­ღებთ მხო­ლოდ სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს.

- ამ­ბობ­დნენ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი უბიძ­გებ­დნენ დევ­ნი­ლებს შე­ნო­ბებ­ში შეჭ­რი­სა და მათი და­კა­ვე­ბის­კენ.

- არ შე­მიძ­ლია რა­ი­მე და­ვა­სა­ბუ­თო, მაგ­რამ უც­ნა­უ­რად რომ ხდე­ბო­და რიგი მოვ­ლე­ნე­ბი, ეს ფაქ­ტია. მა­გა­ლი­თად, სა­ღა­მოს რომ მო­ე­ლა­პა­რა­კე­ბი დევ­ნი­ლებს, და­შორ­დე­ბი დამ­შვი­დე­ბუ­ლი და მე­ო­რე დი­ლით ისევ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აზ­რზე არი­ან, ჩნდე­ბა ეჭვი, რომ ხე­ლოვ­ნუ­რად იქ­მნე­ბო­და და­ძა­ბუ­ლო­ბა. დევ­ნი­ლე­ბი რა თქმა უნდა, არ ადას­ტუ­რებ­დნენ, რომ მათ ვინ­მე მარ­თავ­და. მხო­ლოდ იმას ამ­ბობ­დნენ, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ მი­უ­თი­თა, სად და რო­მე­ლი შე­ნო­ბა და­ე­კა­ვე­ბი­ნათ. კონ­კრე­ტუ­ლად ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ მე­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოა ასე­ვე, რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბიც.

- თქვე­ნი მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნის შემ­დგომ ხომ არ მოხ­და ძვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ახა­ლი კად­რე­ბით მათი ჩა­ნაც­ვლე­ბა?

- გე­ტყვით, რომ არ­ცთუ ისე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და. ჩემი მო­ად­გი­ლე­ე­ბი ყვე­ლა­ნი ახ­ლე­ბი არი­ან. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბი და კარ­გი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი დარ­ჩნენ თა­ვი­ანთ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე. რამ­დე­ნი­მე ახა­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლიც გვყავს.

- სა­ა­ხალ­წლოდ ხომ არ იგეგ­მე­ბა რა­ი­მე სა­ხის დახ­მა­რე­ბა დევ­ნი­ლე­ბის­თვის?

- სა­ა­ხალ­წლო დახ­მა­რე­ბა სიმ­ბო­ლუ­რი იქ­ნე­ბა. სე­რი­ო­ზუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა სამ­წუ­ხა­როდ, არ გვაქვს. 90 000 ოჯა­ხია დევ­ნი­ლი. 10 ან 20 ლა­რიც რომ და­უ­რი­გო რა­ი­მე და­ნა­მა­ტის სა­ხით, ეს დიდს არა­ფერს წარ­მო­ად­გენს დევ­ნი­ლე­ბის­თვის, ბი­უ­ჯე­ტი კი ძა­ლი­ან იზა­რა­ლებს.

- "სიმ­ბო­ლურ­ში" რას გუ­ლის­ხმობთ?

- კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე მცხოვ­რებ დევ­ნილ მო­სახ­ლე­ო­ბას უკვე გა­და­ვე­ცით ტკბი­ლე­უ­ლო­ბა. სა­ხუ­რა­ვიც გა­ვუ­რე­მონ­ტეთ. ვამ­ზა­დებთ 1000-ზე მეტი დევ­ნი­ლი ბავ­შვის­თვის ტკბი­ლე­უ­ლო­ბის ნაკ­რებს, წიგ­ნებ­სა და სა­თა­მა­შო­ებს. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, რო­გორც გი­თხა­რით, დახ­მა­რე­ბა არ იგეგ­მე­ბა. ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბით კი ყუ­რა­დღე­ბა­სა და მო­რა­ლურ მხარ­და­ჭე­რას გა­მოვ­ხა­ტავთ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ.

- 2008 წლის აგ­ვის­ტოს მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გად უსახ­ლკა­როდ დარ­ჩე­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის აშენ­და კო­ტე­ჯე­ბი, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბაც თა­ვი­დან არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი. კედ­ლე­ბი მთლი­ა­ნად და­ო­ბე­ბუ­ლია. ხომ არ იგეგ­მე­ბა მათი შე­კე­თე­ბა?

- იგეგ­მე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი რამ. მათ შო­რის ახა­ლი შე­ნო­ბე­ბის აშე­ნე­ბა და ცხა­დია, აშე­ნე­ბუ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც. გეგ­მა­ში ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი გვაქვს და ამა­ზე უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პაქ­ტუ­რად ჩა­სახ­ლე­ბულ დევ­ნი­ლებს, არ გვაქვს რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტი, მაგ­რამ სა­დაც ძა­ლი­ან რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა, რა თქმა უნდა, გა­მო­სა­ვალს ვი­პო­ვით.

- თქვენ თქვით, რომ დევ­ნილს, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში და აქვს საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა, უნდა მო­ეხ­სნას დევ­ნი­ლო­ბის დახ­მა­რე­ბა - 28 ლარი. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას მოჰ­ყვა აჟი­ო­ტა­ჟი. დღეს რა ვი­თა­რე­ბაა ამ მხრივ?

- მე ვთქვი ასე­თი რამ: მა­გა­ლი­თად, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მელ­საც თვე­ში რამ­დე­ნი­მე ათა­სი ლარი აქვს შე­მო­სა­ვა­ლი, 28-ლა­რი­ან დახ­მა­რე­ბას არ უნდა იღებ­დეს და ეს თან­ხა უნდა ნა­წილ­დე­ბო­დეს ბი­უ­ჯეტ­ში, სა­ი­და­ნაც მოხ­დე­ბა იმ დევ­ნი­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა, ვის­თვი­საც ეს ფული სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რო­დე­საც ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­ვაჟ­ღე­რე, "რუს­თა­ვი 2" გა­ვარ­და და დევ­ნი­ლებს უთხრა, თქვენ­მა მი­ნის­ტრმა თქვა, ვინც მუ­შა­ობს, იმათ დახ­მა­რე­ბა მო­ეხ­სნე­ბაო. ატყდა ერთი ამ­ბა­ვი. ამან გა­მო­იწ­ვია უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია. შემ­დეგ მოვხსე­ნით ეს თემა დღის წეს­რი­გი­დან. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა თქვა, რომ დევ­ნილ­თა შემ­წე­ო­ბე­ბი გა­ორ­მაგ­დე­ბა. მე კი ვრჩე­ბი ჩემს აზ­რზე, მაგ­რამ ამას სჭირ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა. ეს იდეა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მრა­ვალ ნორ­მას, მათ შო­რის - სტა­ტუ­სის თე­მას. რა­ღაც­ნა­ი­რად უნდა მოხ­დეს სტა­ტუ­სი­სა და დახ­მა­რე­ბის გა­მი­ჯვნა. არც იმას გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ძნე­ლი იქ­ნე­ბა აღ­რი­ცხო ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი, რო­მელ­საც ერთ თვეს შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი აქვს შე­მო­სა­ვა­ლი, თუმ­ცა მე­ო­რე თვეს შე­საძ­ლე­ბე­ლია უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩეს. თუმ­ცა იდე­ა­ში მგო­ნი, რომ სწო­რია ჩემი მო­საზ­რე­ბა ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. შე­საძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა აქვს, არ აი­ღოს 28 ლარი და სხვას გა­და­უ­რი­ცხოს ეს თან­ხა. თუმ­ცა იმა­საც არ ვამ­ბობ, რომ ზედ­მე­ტია ვინ­მეს­თვის ეს ფული. ჩემ­თვი­საც არას­დროს ყო­ფი­ლა ეს 28 ლარი უმ­ნიშ­ვნე­ლო და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არც დღეს არის ზედ­მე­ტი, რად­გან თუნ­დაც მი­ნის­ტრის ხელ­ფა­სი ვერ სწვდე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბას. ოთხი სული ვართ ოჯახ­ში და ჩემი მე­უღ­ლე ძა­ლი­ან ეფექ­ტი­ა­ნად იყე­ნებს ამ თან­ხას, მაგ­რამ ახლა ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას თუ შე­ვა­და­რებ კომ­პაქ­ტუ­რად ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი დევ­ნი­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, ეს არ იქ­ნე­ბა სწო­რი. ისი­ნი ჰა­ე­რი­ვით ელო­დე­ბი­ან 28 ლარს, მათ­თვის ამ თან­ხის გა­ორ­მა­გე­ბა ან გა­სამ­მა­გე­ბა უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი მხარ­და­ჭე­რაა. ამი­ტომ ჩვენ უნდა და­ვეხ­მა­როთ მათ.

- წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გორ­ში ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თვის ახა­ლი შე­ნო­ბა აა­შე­ნა. ხომ არ აპი­რებთ გა­დას­ვლას?

- მო­გახ­სე­ნებთ, რომ ეს შე­ნო­ბა უკვე გა­და­ე­ცა ქურ­თის, ერედ­ვი­სა და ქირ­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს. ჩვე­ნი სა­კუთ­რე­ბა აღარ არის.

P.S. მინ­და, რომ თქვენ და ყვე­ლა ჟურ­ნა­ლისტს მი­ვუ­ლო­ცო დამ­დე­გი შობა-ახა­ლი წელი, მინ­და ვუ­სურ­ვო წარ­მა­ტე­ბე­ბი კა­რი­ე­რა­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. კი­დევ ერთხელ მინ­და, ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტი და­ვარ­წმუ­ნო იმა­ში, რომ მათ­თან არც არას­დროს მქო­ნია ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა და არც ახლა შე­ვიქ­მნი ცუდ იმიჯს. ძა­ლი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლი რეს­პონ­დენ­ტი ვარ. ერთი შემ­თხვე­ვა მქონ­და, ალ­ბათ გახ­სოვთ, ჟურ­ნა­ლისტ (თუმ­ცა მას ჟურ­ნა­ლისტსაც არ ვუ­წო­დებ) ნინო ობ­გა­ი­ძეს­თან. ძა­ლი­ან ბევ­რმა დამ­ნა­შა­ვედ ჩამ­თვა­ლა. გა­მო­იყ­ვა­ნეს ისე, რომ მე ვარ ვი­ღაც უჟ­მუ­რი და სა­ში­ნე­ლე­ბა და არა­ვის­თან ვურ­თი­ერ­თობ. ალ­ბათ და­გარ­წმუ­ნეთ, რომ ეს ასე არ არის.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ლტოლვილები მალე ბინებსა და საახალწლო საჩუქრებს მიიღებენ

ლტოლვილები მალე ბინებსა და საახალწლო საჩუქრებს მიიღებენ

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე გახდა. მისი გამინისტრებიდან ძალიან მალე, დევნილები სხვადასხვა შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ რაც შეიძლება მალე დაეკმაყოფილებინათ საცხოვრებელი ფართობით. როგორ გადაიჭრა აღნიშნული პრობლემა, რა საჩუქრებს უნდა ელოდოს დევნილი მოსახლეობა საახალწლოდ მინისტრისგან, ამას თავად ბატონი დავითი მოგვიყვება.

- სამინისტროს შენობა ისეთივე დამხვდა, როგორიც იყო. არაფერი შეგვიცვლია. აქაც ჩემს გამონათქვამს გამოვიყენებ და გეტყვით, რომ ნდობის ფაქტორი ჩვენი სამინისტროს მიმართ ფაქტობრივად, არ არსებობდა. ვერ გეტყვით, რომ ჩვენ ამ ხნის მანძილზე რაიმე განსაკუთრებული გავაკეთეთ, მაგრამ დევნილების მხრიდან გარკვეული ნდობა ნამდვილად მოვიპოვეთ. ამის მაჩვენებელია თუნდაც ის, რომ დევნილებმა, რომლებიც ერთ-ერთ შენობაში უკანონოდ ცხოვრობდნენ, ჩვენი თხოვნის საფუძველზე დატოვეს შენობა. მათ მადლობაც კი გადაგვიხადეს. მიმაჩნია, ეს უკვე პოზიტიური ნიშანია, რადგან დაგვიჯერეს.

- რა დაპირებები მიიღეს თქვენგან, რატომ გადაწყვიტეს შენობის დატოვება?

- რა თქმა უნდა, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა დევნილებთან, რაც თავიდან უპერსპექტივოდ გვეჩვენებოდა, მაგრამ მაინც მოვახერხეთ შეთანხმება. მოგეხსენებათ, ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჩვენ მიმართ, განსაკუთრებით - ქალბატონები. იმასაც გეტყვით, რომ მოდიოდნენ ჩვენთან სამინისტროში და იმუქრებოდნენ შენობების გადაწვით, საკუთარი თავის დაწვით. იცით, რაშია საქმე? ამ მდგომარეობამდე იმან მიიყვანა ხალხი, რომ ოცი წლის განმავლობაში ცხოვრების გაუმჯობესების იმედი ჰქონდათ, ეს იმედი კი გაუცრუვდათ. სიდუხჭირემ და ცუდმა ცხოვრებამ ფსიქიკა შეურყიათ. ამიტომ, მათი ამგვარი მუქარა არ იყო გასაკვირი. რასაც მოლაპარაკების დროს დევნილებს დავპირდით, ყველაფერს გავაკეთებთ. 18 ოჯახს, რომლებსაც სამინისტროს ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტად უჭირთ, დაახლოებით ორ თვეში მიიღებენ საცხოვრებელ ადგილს მუდმივი სარგებლობისთვის მოსკოვის პროსპექტზე. არიან ისეთებიც, ვისაც არ სურს მოსკოვის პროსპექტზე საცხოვრებელი ადგილი. მათ შევპირდით, რომ როდესაც გლდანის ტერიტორიაზე გაკეთდება ახალი ბინები, აუცილებლად მიიღებენ. იყვნენ ისეთებიც, ვისაც არ ეკუთვნოდა საცხოვრებელი ფართობი, ისინი დავარწმუნეთ, რომ უკანონოდ ითხოვდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც ადრე ცხოვრობდნენ. მათ ჩვენ არაფერს შევპირებივართ. ვიღებთ მხოლოდ სამართლიან გადაწყვეტილებებს.

- ამბობდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უბიძგებდნენ დევნილებს შენობებში შეჭრისა და მათი დაკავებისკენ.

- არ შემიძლია რაიმე დავასაბუთო, მაგრამ უცნაურად რომ ხდებოდა რიგი მოვლენები, ეს ფაქტია. მაგალითად, საღამოს რომ მოელაპარაკები დევნილებს, დაშორდები დამშვიდებული და მეორე დილით ისევ საწინააღმდეგო აზრზე არიან, ჩნდება ეჭვი, რომ ხელოვნურად იქმნებოდა დაძაბულობა. დევნილები რა თქმა უნდა, არ ადასტურებდნენ, რომ მათ ვინმე მართავდა. მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მიუთითა, სად და რომელი შენობა დაეკავებინათ. კონკრეტულად ეს ადამიანები იყვნენ მერიის თანამშრომლები, რომლებიც სავარაუდოა ასევე, რომ ყოფილიყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორებიც.

- თქვენი მინისტრად დანიშვნის შემდგომ ხომ არ მოხდა ძველი თანამშრომლების გათავისუფლება და ახალი კადრებით მათი ჩანაცვლება?

- გეტყვით, რომ არცთუ ისე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ჩემი მოადგილეები ყველანი ახლები არიან. პროფესიონალი კადრები და კარგი რეპუტაციის მქონე ადამიანები დარჩნენ თავიანთ თანამდებობებზე. რამდენიმე ახალი თანამშრომელიც გვყავს.

- საახალწლოდ ხომ არ იგეგმება რაიმე სახის დახმარება დევნილებისთვის?

- საახალწლო დახმარება სიმბოლური იქნება. სერიოზული მატერიალური დახმარების საშუალება სამწუხაროდ, არ გვაქვს. 90 000 ოჯახია დევნილი. 10 ან 20 ლარიც რომ დაურიგო რაიმე დანამატის სახით, ეს დიდს არაფერს წარმოადგენს დევნილებისთვის, ბიუჯეტი კი ძალიან იზარალებს.

- "სიმბოლურში" რას გულისხმობთ?

- კახეთის გზატკეცილზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას უკვე გადავეცით ტკბილეულობა. სახურავიც გავურემონტეთ. ვამზადებთ 1000-ზე მეტი დევნილი ბავშვისთვის ტკბილეულობის ნაკრებს, წიგნებსა და სათამაშოებს. მატერიალური თვალსაზრისით, როგორც გითხარით, დახმარება არ იგეგმება. ზემოთ აღნიშნული საჩუქრებით კი ყურადღებასა და მორალურ მხარდაჭერას გამოვხატავთ ამ ადამიანების მიმართ.

- 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისთვის აშენდა კოტეჯები, რომელთა უმეტესობაც თავიდან არის გასაკეთებელი. კედლები მთლიანად დაობებულია. ხომ არ იგეგმება მათი შეკეთება?

- იგეგმება ძალიან ბევრი რამ. მათ შორის ახალი შენობების აშენება და ცხადია, აშენებულის რეაბილიტაციაც. გეგმაში ძალიან სერიოზული პროექტები გვაქვს და ამაზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა. რაც შეეხება კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს, არ გვაქვს რაიმე კონკრეტული პროექტი, მაგრამ სადაც ძალიან რთული ვითარება იქნება, რა თქმა უნდა, გამოსავალს ვიპოვით.

- თქვენ თქვით, რომ დევნილს, რომელიც მუშაობს სახელმწიფო სამსახურში და აქვს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება, უნდა მოეხსნას დევნილობის დახმარება - 28 ლარი. ამ ინიციატივას მოჰყვა აჟიოტაჟი. დღეს რა ვითარებაა ამ მხრივ?

- მე ვთქვი ასეთი რამ: მაგალითად, წარმატებული ბიზნესმენი, რომელსაც თვეში რამდენიმე ათასი ლარი აქვს შემოსავალი, 28-ლარიან დახმარებას არ უნდა იღებდეს და ეს თანხა უნდა ნაწილდებოდეს ბიუჯეტში, საიდანაც მოხდება იმ დევნილების დახმარება, ვისთვისაც ეს ფული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როდესაც ეს ინიციატივა გავაჟღერე, "რუსთავი 2" გავარდა და დევნილებს უთხრა, თქვენმა მინისტრმა თქვა, ვინც მუშაობს, იმათ დახმარება მოეხსნებაო. ატყდა ერთი ამბავი. ამან გამოიწვია უარყოფითი რეაქცია. შემდეგ მოვხსენით ეს თემა დღის წესრიგიდან. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ დევნილთა შემწეობები გაორმაგდება. მე კი ვრჩები ჩემს აზრზე, მაგრამ ამას სჭირდება სერიოზული საკანონმდებლო ცვლილება. ეს იდეა ეწინააღმდეგება მრავალ ნორმას, მათ შორის - სტატუსის თემას. რაღაცნაირად უნდა მოხდეს სტატუსისა და დახმარების გამიჯვნა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ძნელი იქნება აღრიცხო ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ერთ თვეს შეიძლება ბევრი აქვს შემოსავალი, თუმცა მეორე თვეს შესაძლებელია უმუშევარი დარჩეს. თუმცა იდეაში მგონი, რომ სწორია ჩემი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაძლებელია ადამიანმა, რომელსაც მაღალი ანაზღაურება აქვს, არ აიღოს 28 ლარი და სხვას გადაურიცხოს ეს თანხა. თუმცა იმასაც არ ვამბობ, რომ ზედმეტია ვინმესთვის ეს ფული. ჩემთვისაც არასდროს ყოფილა ეს 28 ლარი უმნიშვნელო და თქვენ წარმოიდგინეთ, არც დღეს არის ზედმეტი, რადგან თუნდაც მინისტრის ხელფასი ვერ სწვდება ყველა საჭიროებას. ოთხი სული ვართ ოჯახში და ჩემი მეუღლე ძალიან ეფექტიანად იყენებს ამ თანხას, მაგრამ ახლა ჩემს მდგომარეობას თუ შევადარებ კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების მდგომარეობას, ეს არ იქნება სწორი. ისინი ჰაერივით ელოდებიან 28 ლარს, მათთვის ამ თანხის გაორმაგება ან გასამმაგება უკვე სერიოზული მხარდაჭერაა. ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ.

- წინა ხელისუფლებამ გორში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის ახალი შენობა ააშენა. ხომ არ აპირებთ გადასვლას?

- მოგახსენებთ, რომ ეს შენობა უკვე გადაეცა ქურთის, ერედვისა და ქირვის მუნიციპალიტეტებს. ჩვენი საკუთრება აღარ არის.

P.S. მინდა, რომ თქვენ და ყველა ჟურნალისტს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი, მინდა ვუსურვო წარმატებები კარიერასა და პირად ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ მინდა, ყველა ჟურნალისტი დავარწმუნო იმაში, რომ მათთან არც არასდროს მქონია ცუდი ურთიერთობა და არც ახლა შევიქმნი ცუდ იმიჯს. ძალიან თავისუფალი რესპონდენტი ვარ. ერთი შემთხვევა მქონდა, ალბათ გახსოვთ, ჟურნალისტ (თუმცა მას ჟურნალისტსაც არ ვუწოდებ) ნინო ობგაიძესთან. ძალიან ბევრმა დამნაშავედ ჩამთვალა. გამოიყვანეს ისე, რომ მე ვარ ვიღაც უჟმური და საშინელება და არავისთან ვურთიერთობ. ალბათ დაგარწმუნეთ, რომ ეს ასე არ არის.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა