სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა ბენდუქიძეს 14 სპეციალობაზე უფასო სწავლების შემოღება "ბანძობად" მიაჩნია
კახა ბენდუქიძეს 14 სპეციალობაზე უფასო სწავლების შემოღება "ბანძობად" მიაჩნია

ჟურ­ნალ "ლი­ბე­რა­ლის" რე­დაქ­ტო­რი, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვით ინ­ტე­რეს­დე­ბა. ინი­ცი­ა­ტი­ვის თა­ნახ­მად, მო­მა­ვა­ლი წლი­დან სა­ხელ­მწი­ფო უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, 14 სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე სწავ­ლა უფა­სო იქ­ნე­ბა.

"აგ­რო­ნო­მია, გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი, ენერ­გე­ტი­კა და ელექტრო­ინ­ჟი­ნე­რია, მშე­ნებ­ლო­ბა, მა­თე­მა­ტი­კა, ქი­მია, ფი­ზი­კა, ბი­ო­ლო­გია, ეკო­ნო­მი­კა, არ­ქე­ო­ლო­გია, ის­ტო­რია, ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გია, ფი­ლო­სო­ფია და არ­ქი­ტექ­ტუ­რა, - ეს არის იმ დარ­გე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც გა­ნათ­ლე­ბა უფა­სო იქ­ნე­ბა. ფი­ლო­სო­ფია ვხვდე­ბი რა ნიშ­ნი­თაც აირ­ჩი­ეს, მი­ნის­ტრია ფი­ლო­სო­ფო­სი :) მაგ­რამ და­ნარ­ჩე­ნე­ბის არ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ცნო­ბი­ლია?" - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის ამ პოსტს თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი კახა ბე­დუ­ქი­ძეც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"ეს კი­დევ ერთი სი­სუ­ლე­ლე - არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არც ხა­რისხთან, არც ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას­თან არა აქვს", - და­წე­რა კო­მენ­ტარ­ში ბენ­დუ­ქი­ძემ.

"ფე­ის­ბუქ­ზე" გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტა­რებ­ში ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი და ბენ­დუ­ქი­ძე გრან­ტე­ბის თე­მა­საც შე­ეხ­ნენ.

"ეგ ფორ­მა - ანუ გრან­ტე­ბი - რჩე­ბა, აქ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ვინც გრანტს ვერ აი­ღებს, მა­ინც რომ მეც­ნი­ე­რი გა­მო­ვი­დეს. ვინ არის ის ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­მაც ეროვ­ნულ გა­მოც­და­ზე და­ბა­ლი ქუ­ლე­ბი მი­ი­ღო, და ამი­ტომ ფი­ზი­კა უნდა უფა­სოდ ის­წავ­ლოს, არ ვიცი", - წერს კახა ბენ­დუ­ქი­ძე.

"თუ ვინ­მემ აიღო გრან­ტი და უფა­სო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა, გრან­ტი მო­უცვდე­ბა, მაგ­რამ თუ სხვა­გან გა­და­ვა, მა­შინ გა­მო­ად­გე­ბა. გა­მო­დის ბან­ძო­ბა", - დას­ძი­ნა ბენ­დუ­ქი­ძემ.

გუ­შინ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, სა­მი­ნის­ტროს ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­ახ­მა­უ­რა, რომ­ლის თა­ნახ­მად, მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან სა­ხელ­მწი­ფო უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში 14 სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე სწავ­ლის სრულ ოთხწ­ლი­ან კურსს სა­ხელ­მწი­ფო და­ა­ფი­ნან­სებს.

მო­მა­ვა­ლი წლი­დან უფა­სოდ სწავ­ლას შეძ­ლე­ბენ სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც, გა­მოც­დე­ბის გავ­ლის შე­დე­გად, შემ­დეგ სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე ჩა­ა­ბა­რე­ბენ: აგ­რა­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა, სპე­ცი­ა­ლო­ბა - აგ­რო­ნო­მია; გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა - გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი; ინ­ჟი­ნე­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა, სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი - ენერ­გე­ტი­კა და ელექტრო­ინ­ჟი­ნე­რია და მშე­ნებ­ლო­ბა; სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა, სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი -მა­თე­მა­ტი­კა, ფი­ზი­კა, ქი­მია, ბი­ო­ლო­გია; სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა - ეკო­ნო­მი­კა, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა - არ­ქე­ლო­გია, ის­ტო­რია, ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გია და ფი­ლო­სო­ფია, ასე­ვე უფა­სო იქ­ნე­ბა სწავ­ლა არ­ქი­ტექ­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

კახა ბენდუქიძეს 14 სპეციალობაზე უფასო სწავლების შემოღება "ბანძობად" მიაჩნია

კახა ბენდუქიძეს 14 სპეციალობაზე უფასო სწავლების შემოღება "ბანძობად" მიაჩნია

ჟურნალ "ლიბერალის" რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივით ინტერესდება. ინიციატივის თანახმად, მომავალი წლიდან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, 14 სპეციალობაზე სწავლა უფასო იქნება.

"აგრონომია, განათლების მეცნიერებები, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მშენებლობა, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ეკონომიკა, არქეოლოგია, ისტორია, ქართული ფილოლოგია, ფილოსოფია და არქიტექტურა, - ეს არის იმ დარგების ჩამონათვალი, სადაც განათლება უფასო იქნება. ფილოსოფია ვხვდები რა ნიშნითაც აირჩიეს, მინისტრია ფილოსოფოსი :) მაგრამ დანარჩენების არჩევის კრიტერიუმები ცნობილია?" - წერს ჩერგოლეიშვილი.

ჩერგოლეიშვილის ამ პოსტს თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი კახა ბედუქიძეც გამოეხმაურა.

"ეს კიდევ ერთი სისულელე - არავითარი კავშირი არც ხარისხთან, არც ხელმისაწვდომობასთან არა აქვს", - დაწერა კომენტარში ბენდუქიძემ.

"ფეისბუქზე" გაკეთებულ კომენტარებში ჩერგოლეიშვილი და ბენდუქიძე გრანტების თემასაც შეეხნენ.

"ეგ ფორმა - ანუ გრანტები - რჩება, აქ საუბარია იმაზე, რომ ვინც გრანტს ვერ აიღებს, მაინც რომ მეცნიერი გამოვიდეს. ვინ არის ის ახალგაზრდა, რომელმაც ეროვნულ გამოცდაზე დაბალი ქულები მიიღო, და ამიტომ ფიზიკა უნდა უფასოდ ისწავლოს, არ ვიცი", - წერს კახა ბენდუქიძე.

"თუ ვინმემ აიღო გრანტი და უფასო ფაკულტეტზე ჩააბარა, გრანტი მოუცვდება, მაგრამ თუ სხვაგან გადავა, მაშინ გამოადგება. გამოდის ბანძობა", - დასძინა ბენდუქიძემ. 

გუშინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, დავით ზურაბიშვილმა, სამინისტროს ახალი ინიციატივა გაახმაურა, რომლის თანახმად, მომავალი სასწავლო წლიდან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში 14 სპეციალობაზე სწავლის სრულ ოთხწლიან კურსს სახელმწიფო დააფინანსებს.

მომავალი წლიდან უფასოდ სწავლას შეძლებენ სტუდენტები, რომლებიც, გამოცდების გავლის შედეგად, შემდეგ სპეციალობებზე ჩააბარებენ: აგრარული მეცნიერებების მიმართულება, სპეციალობა - აგრონომია; განათლების მიმართულება - განათლების მეცნიერებები; ინჟინერიის მიმართულება, სპეციალობები - ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია და მშენებლობა; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულება, სპეციალობები -მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია; სოციალური მეცნიერებების მიმართულება - ეკონომიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება - არქელოგია, ისტორია, ქართული ფილოლოგია და ფილოსოფია, ასევე უფასო იქნება სწავლა არქიტექტურის სპეციალობაზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს