პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინათინ ხიდაშელი - "პრეზიდენტმა შეიწყალა პატრულის თანამშრომელი, რომელიც არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის იყო გასამართლებული"
 თინათინ ხიდაშელი - "პრეზიდენტმა შეიწყალა პატრულის თანამშრომელი, რომელიც არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის იყო გასამართლებული"

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რის თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლის შე­ფა­სე­ბით, ის, რაც პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და , ტყუ­ი­ლი­სა და სიც­რუ­ის დე­მონ­სტრა­ცია იყო.

რო­გორც ხი­და­შელ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, სა­ა­კაშ­ვილ­მა დღეს სა­კუ­თა­რი შე­წყა­ლე­ბის აქ­ტით ცი­ხი­დან გა­უშ­ვა პა­ტი­მა­რი, რო­მელ­საც 25 წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი. მისი თქმით, საქ­მე ეხე­ბა კო­ლუმ­ბი­ი­დან დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­მო­ტა­ნას და ამის გამო მსჯავ­რდე­ბულ პა­ტი­მარს, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბა დე­პუ­ტატ­მა სე­სი­ა­ზე არ და­ა­კონ­კრე­ტა.

ხი­და­შე­ლის გან­ცხა­დე­ბით, დღეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა შე­ი­წყა­ლა ასე­ვე პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი იყო არას­რულ­წლო­ვა­ნის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თი­სა და მისი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის გამო. "ჩვენს მიერ მი­ღე­ბულ კა­ნონპ­რო­ექ­ტში კი სა­უ­ბა­რი არ არის ასე­თი მძი­მე მუხ­ლე­ბით მსჯავ­რდე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე. მათ პარ­ლა­მენ­ტი სას­ჯე­ლის მო­ცუ­ლო­ბას უმ­სუ­ბუ­ქებს და ის, რაც პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, მხო­ლოდ ტყუ­ი­ლია, - აღ­ნიშ­ნა თინა ხი­და­შელ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცი­ას, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­პუ­ტა­ტი აცხა­დებს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან ის უფრო გა­საკ­ვი­რი იქ­ნე­ბო­და, ამი­ნის­ტი­ის ამ ნა­წილ­ში მას პარ­ლა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რომ გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა.

"ჯა­შუ­შო­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გამო თქვენ შე­გეძ­ლოთ ბევ­რი ჩვენ­გა­ნი და­გე­ჭი­რათ, მაგ­რამ ვაჟ­კა­ცო­ბა არ გე­ყოთ. თქვე­ნი ლო­გი­კით ამ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მყოფ დე­პუ­ტატ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უნდა იყოს", - მი­მარ­თა თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" მოძ­რა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

თინათინ ხიდაშელი - "პრეზიდენტმა შეიწყალა პატრულის თანამშრომელი, რომელიც არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის იყო გასამართლებული"

 თინათინ ხიდაშელი - "პრეზიდენტმა შეიწყალა პატრულის თანამშრომელი, რომელიც არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის იყო გასამართლებული"

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თინათინ ხიდაშელის შეფასებით, ის, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა , ტყუილისა და სიცრუის დემონსტრაცია იყო.

როგორც ხიდაშელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, სააკაშვილმა დღეს საკუთარი შეწყალების აქტით ციხიდან გაუშვა პატიმარი, რომელსაც 25 წლიანი სასჯელი ჰქონდა შეფარდებული. მისი თქმით, საქმე ეხება კოლუმბიიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანას და ამის გამო მსჯავრდებულ პატიმარს, რომლის ვინაობა დეპუტატმა სესიაზე არ დააკონკრეტა.

ხიდაშელის განცხადებით, დღეს მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა ასევე პატრულის თანამშრომელი, რომელიც გასამართლებული იყო არასრულწლოვანისთვის თავისუფლების აღკვეთისა და მისი გაუპატიურების გამო. "ჩვენს მიერ მიღებულ კანონპროექტში კი საუბარი არ არის ასეთი მძიმე მუხლებით მსჯავრდებული ადამიანების გათავისუფლებაზე. მათ პარლამენტი სასჯელის მოცულობას უმსუბუქებს და ის, რაც პრეზიდენტმა განაცხადა, მხოლოდ ტყუილია, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციას, ამასთან დაკავშირებით დეპუტატი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისგან ის უფრო გასაკვირი იქნებოდა, ამინისტიის ამ ნაწილში მას პარლამენტის გადაწყვეტილება რომ გაეზიარებინა.

"ჯაშუშობისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო თქვენ შეგეძლოთ ბევრი ჩვენგანი დაგეჭირათ, მაგრამ ვაჟკაცობა არ გეყოთ. თქვენი ლოგიკით ამ სხდომათა დარბაზში მყოფ დეპუტატთა უმრავლესობა საპატიმრო დაწესებულებაში უნდა იყოს", - მიმართა თინათინ ხიდაშელმა "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წარმომადგენლებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ