საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახელგანთქმული ქართველი ბარიტონი, ვის მიმართაც პლასიდო დომინგო აღფრთოვანებას ვერ მალავს
სახელგანთქმული ქართველი ბარიტონი, ვის მიმართაც პლასიდო დომინგო აღფრთოვანებას ვერ მალავს

მხო­ლოდ ასე­თი რან­გის მომ­ღერ­ლე­ბი ქმნი­ან თე­ატ­რში დღე­სას­წა­ულს, - ასე ახა­სი­ა­თებს მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმულ ქარ­თველ ბა­რი­ტონს, ლადო ათა­ნელს თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის უდი­დე­სი რე­ჟი­სო­რი ფრან­კო ძე­ფი­რე­ლი. სამ­ყა­როს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ტე­ნო­რი პლა­სი­დო დო­მინ­გო კი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით ლა­პა­რა­კობს ლადო ათა­ნე­ლის ხმის მას­შტა­ბუ­რო­ბა­სა და მხო­ლოდ მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ შეს­რუ­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ მა­ნე­რა­ზე. წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ ლადო ათა­ნელს შინ ვეწ­ვი­ეთ. იგი თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბით გზა­სა და სა­ო­პე­რო ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- თუნ­დაც 20-30 წლის წინ თბი­ლის­ში სა­ო­პე­რო ცხოვ­რე­ბა, რო­გორც იტყვი­ან, დუღ­და და გად­მო­დუღ­და. რო­გორ უნდა გა­ვუღ­ვი­ძოთ ახალ­გაზ­რდო­ბას ინ­ტე­რე­სი ოპე­რი­სად­მი?

- ეს პრობ­ლე­მა მთელ მსოფ­ლი­ო­შია, ვერ ვი­ტყვი, რომ სა­ო­პე­რო ხე­ლოვ­ნე­ბის პრო­პა­გან­და არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ მო­მა­ვალ თა­ო­ბას მის­და­მი ინ­ტე­რე­სი ბავ­შვო­ბი­დან­ვე უნდა ჩა­ვუ­ნერ­გოთ. თბი­ლის­ში კონ­ცერ­ტე­ბი ხში­რად იმარ­თე­ბა, თუმ­ცა, ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­ა­რი უფრო მრა­ვალ­მხრი­ვი უნდა იყოს, სა­ბავ­შვო ოპე­რე­ბი ხში­რად უნდა იდ­გმე­ბო­დეს, მო­ზარ­დებს თა­ვი­დან­ვე დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბა რომ ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეთ. რა თქმა უნდა, სა­ო­პე­რო ხე­ლოვ­ნე­ბა ვერ იქ­ნე­ბა ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი, რო­გო­რიც პოპ-მუ­სი­კა, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად გა­სა­გე­ბი ჟან­რია. კარ­გია, როცა იმარ­თე­ბა ჯაზ-ფეს­ტი­ვა­ლი, სა­ესტრა­დო მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, მაგ­რამ ოპე­რის ვარ­სკვლა­ვე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ახალ­გაზ­რდო­ბა ამ ჟან­რის დღე­ვან­დელ ტენ­დენ­ცი­ებს უკეთ რომ გა­ეც­ნოს, თა­ნაც, ჩვენ­ში უცხოს უფრო აფა­სე­ბენ. ადრე, ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბი, დი­რი­ჟო­რე­ბი, კრი­ტი­კო­სე­ბი ყმაწ­ვი­ლებს ლექ­ცია-კონ­ცერ­ტებს უტა­რებ­დნენ, რი­თაც ინ­ტე­რესს უღ­ვი­ვებ­დნენ კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კი­სად­მი. თუ 6-7 წლის ბავ­შვი ოპე­რა­ში არ და­დის, მერე იქ აღარ წავა.

- თქვით, ჩვენ­ში უცხოს უფრო აფა­სე­ბე­ნო და თქვენ თუ გა­გი­ჭირ­დათ უცხო­ეთ­ში დამ­კვიდ­რე­ბა? არ­სე­ბობს სტე­რე­ო­ტი­პი, რომ ევ­რო­პა­ში უცხო­ე­ლებს, მით უმე­ტეს პოსტსაბ­ჭო­უ­რი სივ­რცი­დან ჩა­სულ ადა­მი­ა­ნებს, მათ შო­რის ხე­ლო­ვა­ნებს, სიფრ­თხი­ლით ეკი­დე­ბი­ან...

- გარ­კვე­უ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი მარ­თლაც არის ევ­რო­პა­ში: იტყვი­ან: იტა­ლი­ე­ლი ბა­რი­ტო­ნი! ჯერ არ იცი­ან, ვინ არის, მაგ­რამ ფიქ­რო­ბენ, რომ ეს რა­ღაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იქ­ნე­ბა. ე.წ. რკი­ნის ფარ­დის მიღ­მა ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­სულ მომ­ღერ­ლებს ეჭ­ვით გვი­ყუ­რებ­დნენ, ყოყ­მა­ნობ­დნენ, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ასე არ ყო­ფი­ლა: პირ­ვე­ლი ნო­ტის აღე­ბის­თა­ნა­ვე ავი­წყდე­ბო­დათ, რომ არც იტა­ლი­ე­ლი ვარ, არც - ამე­რი­კე­ლი. სცე­ნის ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა­ში ისიც და­მეხ­მა­რა, რომ თბი­ლის­ში სწავ­ლი­სას, პირ­ვე­ლი­ვე კურ­სი­დან­ვე ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი სა­ო­პე­რო სტუ­დი­ის სპექ­ტაკ­ლებ­ში. ამან გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა და რაც მთა­ვა­რია, შიში და­მაძ­ლე­ვი­ნა. პირ­ვე­ლად გერ­მა­ნი­ა­ში 1995 წელს ჩა­ვე­დი და 1997 წელს უკვე "ლა სკა­ლა­ში" ვმღე­რო­დი, იქამ­დე ლონ­დო­ნის "ქო­ვენთ-გარ­დენ­ში", ბერ­ლი­ნის "დო­ი­ჩე ოპე­რას" სცე­ნა­ზე დად­გმულ სპექ­ტაკ­ლებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ხე­ლოვ­ნე­ბის ამ სამ­ყა­რო­ში შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და ნიჭი ყო­ველ­თვის ფას­დე­ბა.

- მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ, ვარ­სკვლა­ვურ სცე­ნებ­ზე დად­გმულ სპექ­ტაკ­ლებ­ში, რო­გორც წესი, ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ან­სამ­ბლი მო­ნა­წი­ლე­ობს. რთუ­ლია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სამ­სა­ხი­ო­ბო სკო­ლი­სა და ტემ­პე­რა­მენ­ტის არ­ტის­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა?

- კი­დევ ერთი სტე­რე­ო­ტი­პია, რომ იტა­ლი­ე­ლებს სცე­ნა­ზე თა­მა­ში არ სჭირ­დე­ბათ; სა­ერ­თოდ კი, დიდი სამ­სა­ხი­ო­ბო ნი­ჭით გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი იშ­ვი­ა­თია. ამ მხრივ, ჩვე­ნი სკო­ლა უფრო მა­ღალ დო­ნე­ზეა. პარ­ტი­ის შეს­რუ­ლე­ბის დროს ემო­ცი­ურ მუხტს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ამას­თა­ნა­ვე, ყვე­ლა­ფე­რი რე­ჟი­სო­რის ჩა­ნა­ფიქ­რთან ჰარ­მო­ნი­ა­ში უნდა იყოს. რაც შე­ე­ხე­ბა მრა­ვა­ლე­რო­ვან სამ­სა­ხი­ო­ბო ან­სამ­ბლს, მრა­ვალ კო­ლე­გას­თან - რო­ბერ­ტო ალა­ნი­ას­თან, ან­ჟე­ლა გე­ორ­გი­უს­თან, სხვებ­თან ვახ­ლობ­ლობ, თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვაქვს, ერ­თმა­ნეთს რეს­ტო­რან­ში ვახ­შმად ვე­პა­ტი­ჟე­ბით, მაგ­რამ ევ­რო­პა­ში ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ცოტა სხვაგ­ვა­რია, ვიდ­რე ჩვენ­თან, მე­გობ­რო­ბა, ქარ­თუ­ლი გა­გე­ბით, ევ­რო­პე­ლე­ბის­თვის მა­ინც უცხოა.

- ხომ არ გა­იხ­სე­ნებთ რამე კუ­რი­ოზს, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე შე­გემ­თხვათ?

- პი­რა­დად მე, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, სცე­ნა­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვიყო, თუმ­ცა, არ არ­სე­ბობს ხე­ლოვ­ნე­ბა გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გა­რე­შე... ლონ­დო­ნის ოპე­რა "ქო­ვენტ გარ­დენ­ში" "ჯამ­ბა­ზე­ბის" პრე­მი­ე­რას ვთა­მა­შობ­დით, მას­ში მარ­თლაც ვარ­სკვლა­ვუ­რი სამ­სა­ხი­ო­ბო ნაკ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ჟის - ნე­და­სა და მისი საყ­ვარ­ლის, სილ­ვი­ოს სა­სიყ­ვა­რუ­ლო დუ­ე­ტის შეს­რუ­ლე­ბი­სას, პლა­სი­დო დო­მინ­გო (კა­ნი­ოს პარ­ტი­ას ას­რუ­ლებ­და) და მე (ტო­ნიო) კუ­ლი­სებ­ში გას­ვლას ვა­პი­რებ­დით, რომ უცებ... გა­ის­მა არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, ვი­რის ყრო­ყი­ნი! საქ­მე ის არის, რომ ბრწყინ­ვა­ლე რე­ჟი­სო­რი ფრან­კო ძე­ფი­რე­ლი სა­ო­პე­რო დად­გმებ­ში ხში­რად იყე­ნებს ცხო­ვე­ლებს, ეს სა­ხე­და­რიც, ოქსფორ­დი­დან სა­გან­გე­ბოდ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ამ­ბა­ვი ატყდე­ბო­და დარ­ბაზ­ში, სცე­ნა­ზე?! მომ­ღერ­ლებ­მა ძლივს შე­ი­კა­ვეს სი­ცი­ლი, კუ­ლი­სებ­ში პლა­სი­დო და მე ერ­თმა­ნეთს ვა­წყდე­ბო­დით, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი აჟი­ო­ტა­ჟი შე­იქ­ნა, ალ­ბათ, ვირს არ აჭა­მეს და... ასე გა­მო­ხა­ტა პრო­ტეს­ტი. მე­ო­რე დღეს ვე­ლო­დე­ბით, რა მოხ­დე­ბა, მი­ვე­დი და ვნა­ხე, რომ სა­ხე­დარს გულ­მოდ­გი­ნედ აჭ­მევ­დნენ, რომ არი­ის შეს­რუ­ლე­ბა აღარ მო­ენ­დო­მე­ბი­ნა. ამა­ზე ამ­ბო­ბენ, თუ პრობ­ლე­მე­ბი არ გინ­და, სცე­ნა­ზე ბავ­შვე­ბი და ცხო­ვე­ლე­ბი არ უნდა იყ­ვნე­ნო!

- პლა­სი­დო დო­მინ­გო აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით გა­ხა­სი­ა­თებთ; და მა­ინც, ვისი შე­ფა­სე­ბაა თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი?

- პლა­სი­დო დო­მინ­გო უნი­ჭი­ე­რე­სი და მრა­ვალ­მხრი­ვი ადა­მი­ა­ნია, ის მუ­სი­კის, თე­ატ­რის სამ­ყა­რო­ში გა­ი­ზარ­და, რა­საც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ის არის მომ­ღე­რა­ლი, პი­ა­ნის­ტი, დი­რი­ჟო­რი, მე­ნე­ჯე­რი და როცა ასე­თი დო­ნის არ­ტის­ტი, რო­გორც პარტნი­ორს, ისე გა­ხა­სი­ა­თებს, რა თქმა უნდა, ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია; თუმ­ცა, გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო მა­ინც ის არის, როცა ამ­გვარ შე­ფა­სე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ე­თან­ხმე­ბი­ან ხოლ­მე.. მთა­ვა­რია, რას ფიქ­რო­ბენ ჩემ­ზე სამ­შობ­ლო­ში, რად­გან ჩვენ­ში ეს­მით მუ­სი­კა და შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლი ძალ­ზე მომ­თხოვ­ნია... არ შე­იძ­ლე­ბა, მომ­ღე­რალს ვარ­სკვლა­ვი უწო­დო მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ უცხო­ეთ­ში მღე­რის, გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, ვარ­სკვლა­ვი გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭის და პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის ხე­ლო­ვა­ნი უნდა იყოს. ვარ­სკვლავს სულ სხვა, ვარ­სკვლა­ვუ­რი ხიბ­ლი უნდა ჰქონ­დეს.

- რა ადა­მი­ა­ნურ, ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სი­ა­მოვ­ნე­ბებ­ზე გიხ­დე­ბათ უა­რის თქმა მომ­ღერ­ლის კა­რი­ე­რის გამო? პა­ვა­რო­ტი ამ­ბობ­და: ერთი დი­ე­ტა მაქვს: ყო­ველ­თვის უარს ვამ­ბობ გემ­რი­ელ საჭ­მელ­ზეო...

- აქ­ტი­უ­რი მწე­ვე­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ როცა მივ­ხვდი, რომ ეს ჩემი პრო­ფე­სი­ის­თვის სა­ზი­ა­ნოა, ად­ვი­ლად შე­ვე­ლიე, ვთქვი და გა­და­ვაგ­დე. ნე­ბის­ყო­ფა მაქვს და ვერ ვი­ტყვი, გული რა­ი­მე­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით მწყდე­ბო­დეს. ვე­რი­დე­ბი ბევრ სა­უ­ბარს, რად­გან ეს სახ­მო აპა­რა­ტის გა­დაღ­ლას იწ­ვევს - სცე­ნის­თვის ვი­ნა­ხავ ენერ­გი­ას; ბუ­ნებ­რი­ვია, მინ­დე­ბა გემ­რი­ე­ლი ქარ­თუ­ლი ნიგვზი­ა­ნი კერ­ძე­ბი, მაგ­რამ ზოგ­ჯერ, სპექ­ტაკ­ლი ისე ახ­ლოა, ახალ წელს სა­ცივ­ზეც კი უა­რის თქმა მი­წევს. სას­მელ­ზე ხომ დიდი ხა­ნია უარი ვთქვი, თით­ქმის 30 წე­ლია ერთ-ორ ჭი­ქა­ზე მეტი არ და­მი­ლე­ვია.

- რა არის თქვე­ნი ჰობი?

- სპორ­ტუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით რბო­ლა; სა­დაც უნდა ვიყო, თუ დრო და სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს, რო­მე­ლი­მე ფირ­მი­დან მან­ქა­ნა გა­მომ­ყავს, მენ­დო­ბი­ან, ბევ­რგან უკვე მცნო­ბენ.

- რო­გორ ხვდე­ბით შობა-ახალ წელს? რო­მე­ლი ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლი და­გა­მახ­სოვ­რდათ ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- ბავ­შვო­ბა­ში ერთ ახალ წელს მეკვლედ წა­მიყ­ვა­ნეს და ჩემი მას­პინ­ძე­ლი ოჯა­ხის­თვის ის წელი იღ­ბლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. ამის შემ­დეგ, ფეხ­ბედ­ნი­ე­რი მეკვლის სა­ხე­ლი გა­მი­ვარ­და, და ყვე­ლას­თვის სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი ვი­ყა­ვი. მახ­სოვს, შეს­ვლი­სას რო­გორ მაყ­რიდ­ნენ კან­ფე­ტებს. მაგ­რამ გა­ვი­და დრო და იმ ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რი, რომ­ლის მეკვლეც ვი­ყა­ვი, გარ­და­იც­ვა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის კაცი საკ­მა­ოდ ხან­დაზ­მუ­ლი 90 (!) წლი­სა იყო, ყვე­ლა­ფე­რი მე და­მაბ­რა­ლეს და ასე წა­მიხ­და ფეხი (იცი­ნის). ეს ღი­მილ­ნა­რე­ვი ეპი­ზო­დი იმი­ტომ გა­ვიხ­სე­ნე, რომ ახა­ლი წელი მო­მავ­ლის იმე­დით სავ­სე დღე­სას­წა­უ­ლია. ჩუ­მად მა­ინც, ყვე­ლა­ნი ვოც­ნე­ბობთ, რომ ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბა ძველ წელს გა­ვა­ტა­ნოთ. არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ერთი ახა­ლი წელი: 1998 წლის დამ­დეგს "ლა სკა­ლა­ში" "მაკ­ბეტს" ვმღე­რო­დი, მი­ლან­ში სა­გან­გე­ბოდ ჩა­მო­ვიდ­ნენ ჩემი გერ­მა­ნე­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი. 30 დე­კემ­ბერს სპექ­ტაკ­ლი მქონ­და, 31 დე­კემ­ბერს კი ძალ­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სა­ღა­მო მოგ­ვი­წყვეს ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში. მი­ლან­ში ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მა­ესტრო ნო­დარ ან­დღუ­ლა­ძე იყო ჩა­მო­სუ­ლი და ახალ წელს ყვე­ლა ერ­თად შევ­ხვდით.

- რას უსურ­ვებთ დამ­დეგ 2013 წელს გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლის" მკი­თხველს?

- თქვე­ნი გა­ზე­თის მკი­თხველს, მთელ ქარ­თველ ხალ­ხს სი­კე­თეს, გამ­ძლე­ო­ბა­სა და ურ­თი­ერ­თმიმ­ტე­ვებ­ლო­ბას ვუ­სურ­ვებ. მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ვე­კი­დოთ ჩვენს საქ­მეს, სა­კუ­თარ თავ­საც და სხვა­საც, მე­ტად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ, რაც ქვეყ­ნის წინსვლი­სა და აყ­ვა­ვე­ბის სა­წინ­და­რი იქ­ნე­ბა!

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სახელგანთქმული ქართველი ბარიტონი, ვის მიმართაც პლასიდო დომინგო აღფრთოვანებას ვერ მალავს

სახელგანთქმული ქართველი ბარიტონი, ვის მიმართაც პლასიდო დომინგო აღფრთოვანებას ვერ მალავს

მხოლოდ ასეთი რანგის მომღერლები ქმნიან თეატრში დღესასწაულს, - ასე ახასიათებს მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართველ ბარიტონს, ლადო ათანელს თანამედროვეობის უდიდესი რეჟისორი ფრანკო ძეფირელი. სამყაროს ერთ-ერთი საუკეთესო ტენორი პლასიდო დომინგო კი აღფრთოვანებით ლაპარაკობს ლადო ათანელის ხმის მასშტაბურობასა და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ შესრულების განსაკუთრებულ მანერაზე. წინასაახალწლოდ ლადო ათანელს შინ ვეწვიეთ. იგი თავის შემოქმედებით გზასა და საოპერო ხელოვნებაზე გვესაუბრება.

- თუნდაც 20-30 წლის წინ თბილისში საოპერო ცხოვრება, როგორც იტყვიან, დუღდა და გადმოდუღდა. როგორ უნდა გავუღვიძოთ ახალგაზრდობას ინტერესი ოპერისადმი?

- ეს პრობლემა მთელ მსოფლიოშია, ვერ ვიტყვი, რომ საოპერო ხელოვნების პროპაგანდა არ მიმდინარეობს, მაგრამ მომავალ თაობას მისდამი ინტერესი ბავშვობიდანვე უნდა ჩავუნერგოთ. თბილისში კონცერტები ხშირად იმართება, თუმცა, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის რეპერტუარი უფრო მრავალმხრივი უნდა იყოს, საბავშვო ოპერები ხშირად უნდა იდგმებოდეს, მოზარდებს თავიდანვე დახვეწილი გემოვნება რომ ჩამოუყალიბდეთ. რა თქმა უნდა, საოპერო ხელოვნება ვერ იქნება ისეთი პოპულარული, როგორიც პოპ-მუსიკა, რომელიც ადვილად გასაგები ჟანრია. კარგია, როცა იმართება ჯაზ-ფესტივალი, საესტრადო მუსიკის ფესტივალები, მაგრამ ოპერის ვარსკვლავების ჩამოყვანაც აუცილებელია, ახალგაზრდობა ამ ჟანრის დღევანდელ ტენდენციებს უკეთ რომ გაეცნოს, თანაც, ჩვენში უცხოს უფრო აფასებენ. ადრე, ცნობილი მომღერლები, დირიჟორები, კრიტიკოსები ყმაწვილებს ლექცია-კონცერტებს უტარებდნენ, რითაც ინტერესს უღვივებდნენ კლასიკური მუსიკისადმი. თუ 6-7 წლის ბავშვი ოპერაში არ დადის, მერე იქ აღარ წავა.

- თქვით, ჩვენში უცხოს უფრო აფასებენო და თქვენ თუ გაგიჭირდათ უცხოეთში დამკვიდრება? არსებობს სტერეოტიპი, რომ ევროპაში უცხოელებს, მით უმეტეს პოსტსაბჭოური სივრციდან ჩასულ ადამიანებს, მათ შორის ხელოვანებს, სიფრთხილით ეკიდებიან...

- გარკვეული სტერეოტიპები მართლაც არის ევროპაში: იტყვიან: იტალიელი ბარიტონი! ჯერ არ იციან, ვინ არის, მაგრამ ფიქრობენ, რომ ეს რაღაც არაჩვეულებრივი იქნება. ე.წ. რკინის ფარდის მიღმა ქვეყნებიდან ჩასულ მომღერლებს ეჭვით გვიყურებდნენ, ყოყმანობდნენ, მაგრამ საბედნიეროდ, ჩემს შემთხვევაში ასე არ ყოფილა: პირველი ნოტის აღებისთანავე ავიწყდებოდათ, რომ არც იტალიელი ვარ, არც - ამერიკელი. სცენის ბარიერის გადალახვაში ისიც დამეხმარა, რომ თბილისში სწავლისას, პირველივე კურსიდანვე ვმონაწილეობდი საოპერო სტუდიის სპექტაკლებში. ამან გამოცდილება შემძინა და რაც მთავარია, შიში დამაძლევინა. პირველად გერმანიაში 1995 წელს ჩავედი და 1997 წელს უკვე "ლა სკალაში" ვმღეროდი, იქამდე ლონდონის "ქოვენთ-გარდენში", ბერლინის "დოიჩე ოპერას" სცენაზე დადგმულ სპექტაკლებში ვმონაწილეობდი. ხელოვნების ამ სამყაროში შრომისმოყვარეობა და ნიჭი ყოველთვის ფასდება.

- მსოფლიოს ყველაზე ცნობილ, ვარსკვლავურ სცენებზე დადგმულ სპექტაკლებში, როგორც წესი, ინტერნაციონალური ანსამბლი მონაწილეობს. რთულია განსხვავებული სამსახიობო სკოლისა და ტემპერამენტის არტისტებთან მუშაობა?

- კიდევ ერთი სტერეოტიპია, რომ იტალიელებს სცენაზე თამაში არ სჭირდებათ; საერთოდ კი, დიდი სამსახიობო ნიჭით გამორჩეული საოპერო მომღერალი იშვიათია. ამ მხრივ, ჩვენი სკოლა უფრო მაღალ დონეზეა. პარტიის შესრულების დროს ემოციურ მუხტს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამასთანავე, ყველაფერი რეჟისორის ჩანაფიქრთან ჰარმონიაში უნდა იყოს. რაც შეეხება მრავალეროვან სამსახიობო ანსამბლს, მრავალ კოლეგასთან - რობერტო ალანიასთან, ანჟელა გეორგიუსთან, სხვებთან ვახლობლობ, თბილი ურთიერთობები გვაქვს, ერთმანეთს რესტორანში ვახშმად ვეპატიჟებით, მაგრამ ევროპაში ურთიერთობები ცოტა სხვაგვარია, ვიდრე ჩვენთან, მეგობრობა, ქართული გაგებით, ევროპელებისთვის მაინც უცხოა.

- ხომ არ გაიხსენებთ რამე კურიოზს, რომელიც სცენაზე შეგემთხვათ?

- პირადად მე, ყოველთვის ვცდილობ, სცენაზე მაქსიმალურად მობილიზებული ვიყო, თუმცა, არ არსებობს ხელოვნება გაუთვალისწინებელი შემთხვევების გარეშე... ლონდონის ოპერა "ქოვენტ გარდენში" "ჯამბაზების" პრემიერას ვთამაშობდით, მასში მართლაც ვარსკვლავური სამსახიობო ნაკრები მონაწილეობდა. ერთ-ერთი პერსონაჟის - ნედასა და მისი საყვარლის, სილვიოს სასიყვარულო დუეტის შესრულებისას, პლასიდო დომინგო (კანიოს პარტიას ასრულებდა) და მე (ტონიო) კულისებში გასვლას ვაპირებდით, რომ უცებ... გაისმა არც მეტი, არც ნაკლები, ვირის ყროყინი! საქმე ის არის, რომ ბრწყინვალე რეჟისორი ფრანკო ძეფირელი საოპერო დადგმებში ხშირად იყენებს ცხოველებს, ეს სახედარიც, ოქსფორდიდან საგანგებოდ ჩამოიყვანეს. წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდებოდა დარბაზში, სცენაზე?! მომღერლებმა ძლივს შეიკავეს სიცილი, კულისებში პლასიდო და მე ერთმანეთს ვაწყდებოდით, წარმოუდგენელი აჟიოტაჟი შეიქნა, ალბათ, ვირს არ აჭამეს და... ასე გამოხატა პროტესტი. მეორე დღეს ველოდებით, რა მოხდება, მივედი და ვნახე, რომ სახედარს გულმოდგინედ აჭმევდნენ, რომ არიის შესრულება აღარ მოენდომებინა. ამაზე ამბობენ, თუ პრობლემები არ გინდა, სცენაზე ბავშვები და ცხოველები არ უნდა იყვნენო!

- პლასიდო დომინგო აღფრთოვანებით გახასიათებთ; და მაინც, ვისი შეფასებაა თქვენთვის ყველაზე მთავარი?

- პლასიდო დომინგო უნიჭიერესი და მრავალმხრივი ადამიანია, ის მუსიკის, თეატრის სამყაროში გაიზარდა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ის არის მომღერალი, პიანისტი, დირიჟორი, მენეჯერი და როცა ასეთი დონის არტისტი, როგორც პარტნიორს, ისე გახასიათებს, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია; თუმცა, გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო მაინც ის არის, როცა ამგვარ შეფასებას საქართველოში დაეთანხმებიან ხოლმე.. მთავარია, რას ფიქრობენ ჩემზე სამშობლოში, რადგან ჩვენში ესმით მუსიკა და შესაბამისად, ქართველი მსმენელი ძალზე მომთხოვნია... არ შეიძლება, მომღერალს ვარსკვლავი უწოდო მხოლოდ იმიტომ, რომ უცხოეთში მღერის, გარკვეულ წარმატებას მიაღწია, ვარსკვლავი გამორჩეული ნიჭის და პიროვნული თვისებების ხელოვანი უნდა იყოს. ვარსკვლავს სულ სხვა, ვარსკვლავური ხიბლი უნდა ჰქონდეს.

- რა ადამიანურ, ცხოვრებისეულ სიამოვნებებზე გიხდებათ უარის თქმა მომღერლის კარიერის გამო? პავაროტი ამბობდა: ერთი დიეტა მაქვს: ყოველთვის უარს ვამბობ გემრიელ საჭმელზეო...

- აქტიური მწეველი ვიყავი, მაგრამ როცა მივხვდი, რომ ეს ჩემი პროფესიისთვის საზიანოა, ადვილად შეველიე, ვთქვი და გადავაგდე. ნებისყოფა მაქვს და ვერ ვიტყვი, გული რაიმეზე განსაკუთრებით მწყდებოდეს. ვერიდები ბევრ საუბარს, რადგან ეს სახმო აპარატის გადაღლას იწვევს - სცენისთვის ვინახავ ენერგიას; ბუნებრივია, მინდება გემრიელი ქართული ნიგვზიანი კერძები, მაგრამ ზოგჯერ, სპექტაკლი ისე ახლოა, ახალ წელს საცივზეც კი უარის თქმა მიწევს. სასმელზე ხომ დიდი ხანია უარი ვთქვი, თითქმის 30 წელია ერთ-ორ ჭიქაზე მეტი არ დამილევია.

- რა არის თქვენი ჰობი?

- სპორტული ავტომობილებით რბოლა; სადაც უნდა ვიყო, თუ დრო და საშუალება მაქვს, რომელიმე ფირმიდან მანქანა გამომყავს, მენდობიან, ბევრგან უკვე მცნობენ.

- როგორ ხვდებით შობა-ახალ წელს? რომელი ახალი წლის დღესასწაული დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

- ბავშვობაში ერთ ახალ წელს მეკვლედ წამიყვანეს და ჩემი მასპინძელი ოჯახისთვის ის წელი იღბლიანი აღმოჩნდა. ამის შემდეგ, ფეხბედნიერი მეკვლის სახელი გამივარდა, და ყველასთვის სასურველი სტუმარი ვიყავი. მახსოვს, შესვლისას როგორ მაყრიდნენ კანფეტებს. მაგრამ გავიდა დრო და იმ ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომლის მეკვლეც ვიყავი, გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ის კაცი საკმაოდ ხანდაზმული 90 (!) წლისა იყო, ყველაფერი მე დამაბრალეს და ასე წამიხდა ფეხი (იცინის). ეს ღიმილნარევი ეპიზოდი იმიტომ გავიხსენე, რომ ახალი წელი მომავლის იმედით სავსე დღესასწაულია. ჩუმად მაინც, ყველანი ვოცნებობთ, რომ ყველა უსიამოვნება ძველ წელს გავატანოთ. არასოდეს დამავიწყდება ერთი ახალი წელი: 1998 წლის დამდეგს "ლა სკალაში" "მაკბეტს" ვმღეროდი, მილანში საგანგებოდ ჩამოვიდნენ ჩემი გერმანელი თაყვანისმცემლები. 30 დეკემბერს სპექტაკლი მქონდა, 31 დეკემბერს კი ძალზე დასამახსოვრებელი საღამო მოგვიწყვეს ერთ-ერთ სასტუმროში. მილანში ჩემი მასწავლებელი, მაესტრო ნოდარ ანდღულაძე იყო ჩამოსული და ახალ წელს ყველა ერთად შევხვდით.

- რას უსურვებთ დამდეგ 2013 წელს გაზეთ "ყველა სიახლის" მკითხველს?

- თქვენი გაზეთის მკითხველს, მთელ ქართველ ხალხს სიკეთეს, გამძლეობასა და ურთიერთმიმტევებლობას ვუსურვებ. მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს საქმეს, საკუთარ თავსაც და სხვასაც, მეტად მოწესრიგებულები ვიყოთ, რაც ქვეყნის წინსვლისა და აყვავების საწინდარი იქნება!

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება