მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კუჩხი ბედნიერში" ძაღლს უფრო მეტი თანხა გადაუხადეს, ვიდრე მსახიობებს
"კუჩხი ბედნიერში" ძაღლს უფრო მეტი თანხა გადაუხადეს, ვიდრე მსახიობებს

წლე­ბის მან­ძილ­ზე საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში მცხოვ­რე­ბი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის ახა­ლი წლის ღა­მის აუ­ცი­ლე­ბე­ლი "ატ­რი­ბუ­ტი" გახ­ლდათ ფილ­მი - "ბე­დის ირო­ნია", ხოლო ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის, და­მა­ტე­ბით, რე­ჟი­სორ გუ­რამ პა­ტა­რა­ი­ას მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი - "კუ­ჩხი ბე­დი­ნე­რი", რო­მე­ლიც ეკ­რა­ნებ­ზე 1978 წელს გა­მო­ვი­და და დიდი იუ­მო­რით გად­მოს­ცემს ახა­ლი წლის შეხ­ვედ­რი­სა და მეკვლის დახ­ვედ­რის ტრა­დი­ცი­ას. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ფილ­მის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი­დან და მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან დღეს ცო­ცხა­ლი თით­ქმის აღა­რა­ვი­ნაა, ამი­ტომ რე­ჟი­სო­რის ქა­ლიშ­ვილს, სოფო პა­ტა­რა­ი­ას და­ვუ­კავ­შირ­დი და ინ­ტერ­ვიუ ვთხო­ვე.

- ქალ­ბა­ტო­ნო სოფო, ამ ფილ­მის შექ­მნის იდეა სა­ი­დან გაჩ­ნდა?

- ჩვენს ოჯახ­ში ყო­ველ­თვის იყო მეკვლის ტრა­დი­ცია. სა­ნამ მამა ცო­ცხა­ლი გახ­ლდათ, ახა­ლი წლის ღა­მეს ის იყო ჩვე­ნი მეკვლე. ერთხე­ლაც, ახა­ლი წლის დღე­ებ­ში, ჩვენ­თან სტუმ­რად იყო ოპე­რა­ტო­რი ირაკ­ლი ონოფ­რიშ­ვი­ლი. მა­მა­სა და ირაკ­ლის ძა­ლი­ან დიდი ხნის მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­დათ. იმ სა­ღა­მოს სა­უ­ბა­რი რა­ტომ­ღაც მეკვლე­ზე ჩა­მო­ვარ­და და ორი­ვემ გა­და­წყვი­ტა, რომ ახალ წელ­ზე და მეკვლის ტრა­დი­ცი­ა­ზე ფილ­მი გა­და­ე­ღოთ. მა­მამ სცე­ნა­რი ძა­ლი­ან მალე და­წე­რა. ირაკ­ლიმ რომ წა­ი­კი­თხა, მო­ე­წო­ნა, მაგ­რამ ფილ­მის გა­და­ღე­ბა რა­ტომ­ღაც გა­და­დეს. მამა უფრო დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მებს იღებ­და და თა­ვის სა­მუ­შა­ო­ზე გა­და­ერ­თო. თუმ­ცა ამ ფილ­მის შექ­მნის იდეა არ და­ვი­წყნია. ბო­ლოს, ახა­ლი წლის დამ­დე­გის­თვის გა­და­წყვი­ტეს ფილ­მის გა­და­ღე­ბა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მეკვლის ტრა­დი­ცია ყვე­ლა კუ­თხე­ში სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია. რა­ტომ შე­ჩერ­და არ­ჩე­ვა­ნი სა­მეგ­რე­ლო­ზე?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მამა თბი­ლის­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და თა­ვი­სი მშობ­ლი­უ­რი კუ­თხე - სა­მეგ­რე­ლო. კარ­გად იცო­და ამ კუ­თხის კარ­გი და ცუდი მხა­რე­ე­ბი, ადათ-წე­სე­ბი...

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, ფილმში მო­ნა­წი­ლე მსა­ხი­ობ­თა უმე­ტე­სო­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი არ არის. რე­ჟი­სორ­მა რა­ტომ შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი მათ­ზე?

- მა­მას უყ­ვარ­და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის შეკ­რე­ბა ფილმში. სულ სამი თუ ოთხი მსა­ხი­ო­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს. მსა­ხი­ო­ბე­ბი არ იყ­ვნენ: ეკა ყი­ფი­ა­ნი, ლე­ვან სო­ხაშ­ვი­ლი, კა­ხე­ლი სი­ძის რო­ლიც რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტმა შე­ას­რუ­ლა. მა­მას მი­აჩ­ნდა, რომ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი უფრო კარ­გად აკე­თებ­დნენ ყვე­ლა­ფერს, რა­საც რე­ჟი­სო­რი მო­ი­თხოვ­და, ვიდ­რე მსა­ხი­ო­ბე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა მთა­ვა­რი გმი­რის შემ­სრუ­ლე­ბელს, ჯუნა (დი­მიტ­რი) მი­ქა­ტა­ძეს, ის პრო­ფე­სი­ით არ­ქი­ტექ­ტო­რი გახ­ლდათ და მა­მას­თან მე­გობ­რობ­და. მა­მამ ძლივს და­ი­თან­ხმა ჯუნა ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. იმ პე­რი­ოდ­ში ჯუ­ნას მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უჭირ­და. მა­მამ კი­ნოს­ტუ­დი­ის დი­რექ­ტორს სთხო­ვა, ჯუ­ნას­თვის ორ­მა­გი ჰო­ნო­რა­რი გა­მო­ე­წე­რა. დი­რექ­ტორ­მა რომ ჰკი­თხა, რა­ტომ მთხოვ მის­თვის ორ­მაგ ჰო­ნო­რარ­სო, მა­მამ მი­უ­გო, მხეც­თან უწევს მუ­შა­ო­ბა და იმი­ტო­მო. ზო­გა­დად, ფილ­მის გა­და­ღე­ბის დროს ვი­საც მხეც­თან უწევ­და მუ­შა­ო­ბა, ორ­მაგ ხელ­ფასს უხ­დიდ­ნენ, მაგ­რამ ამ მხეც­ში იგუ­ლის­ხმე­ბო­და ლომი, დათ­ვი და სხვა მტა­ცებ­ლე­ბი და არა - ძაღ­ლი. მერე ჯუ­ნას აშა­ყი­რებ­დნენ, - მხეც­თან რო­გორ მიგ­დის მუ­შა­ო­ბაო?

- ფილ­მი რამ­დენ ხან­ში გა­და­ი­ღეს?

- გა­და­ღე­ბა ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში მოხ­და. ფილ­მს ენ­თოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში იღებ­დნენ, რა­ღაც ნა­წილს - მან­გლის­ში. ფილ­მის გა­და­ღე­ბის დროს თოვ­ლი არ იყო და მან­გლის­ში მა­რი­ლი აი­ტა­ნეს. გარე კად­რე­ბი რომ გა­და­ი­ღეს, თოვ­ლის მა­გივ­რად მა­რი­ლი და­ყა­რეს.

- თუ იცით, ძაღ­ლი რო­გორ შე­არ­ჩი­ეს?

- ბრო­ლია სამ­ხედ­რო­ე­ბის ძაღ­ლი იყო, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კე­ბის მო­ძებ­ნა­ში ჰყავ­დათ და­გე­ში­ლი. ისე­თი ჭკვი­ა­ნი ძაღ­ლი იყო, რა­საც მწვრთნე­ლი ეტყო­და, ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და.

- ამ­ბობ­დნენ, გა­და­ღე­ბის დროს ძაღლს კარ­ზე რომ და­ე­ფხა­ჭუ­ნე­ბი­ნა, ნარ­კო­ტი­კი და­უ­დე­სო.

- კი, ამ­ბობ­დნენ, მაგ­რამ მარ­თა­ლი არაა. ნარ­კო­ტი­კებს ვინ მის­ცემ­და?

- სიმ­ღე­რა სპე­ცი­ა­ლუ­რად ფილ­მის­თვის და­ი­წე­რა?

- კი. კომ­პო­ზი­ტორ­მა ია­კობ ბო­ბო­ხი­ძემ ეს სიმ­ღე­რა სპე­ცი­ა­ლუ­რად ფილ­მის­თვის და­წე­რა. ის გო­გო­ნა, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობ ირაკ­ლი უჩა­ნე­იშ­ვილ­თან ერ­თად მღე­რის, დღეს უკ­რა­ი­ნა­ში მოღ­ვა­წე­ობს. ფილ­მი გა­და­ღე­ბი­დან 2 წლის შემ­დეგ და­ამ­ტკი­ცეს. თა­ვი­დან ის სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი იყო. მოს­კოვ­ში თქვეს, რომ ფილ­მი შე­ე­მოკ­ლე­ბი­ნათ. ამის შემ­დეგ "კუ­ჩხი ბე­დი­ნე­რი" მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნად გა­და­კეთ­და. ჩემი აზ­რით, ფილ­მს ამით არა­ფე­რი წა­უ­გია.

ცი­ა­ლა გურ­გე­ნი­ძე:

- რაც ეს ფილ­მი გა­მო­ვი­და ეკ­რა­ნებ­ზე, მას შემ­დეგ სულ იმას მე­კი­თხე­ბი­ან, - თქვე­ნი მეკვლე ისევ ძაღ­ლი იქ­ნე­ბაო? მეც ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბი, რომ ადა­მი­ანს ძაღ­ლი მირ­ჩევ­ნია მეკვლედ. ის ძაღ­ლი ისე კარგ ფეხ­ზე შე­მო­ვი­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რომ კი­ნა­ღამ გა­მა­თხო­ვეს. თუმ­ცა ამ ფილმში რომ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, დიდი ხნის მან­ძილ­ზე არა­ვის ვე­უბ­ნე­ბო­დი, არ ვამ­ხელ­დი.

- რა­ტომ?

- მე­ში­ნო­და, არ და­ე­ცი­ნათ. თავს კი­ნომ­სა­ხი­ო­ბად არა­სო­დეს ვთვლი­დი და რა­ტომ­ღაც მე­რი­დე­ბო­და. სა­ნამ ფილ­მი ეკ­რან­ზე არ გა­მო­ვი­და, მა­ნამ­დე არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და. ერ­თმა რე­ჟი­სორ­მა (გვარს შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ხე­ლებ) ეს ფილ­მი რომ ნახა, ასე მი­თხრა, - ცი­ა­ლა, არა უშავს, კარ­გად გა­გირ­თმე­ვია თა­ვიო. მის­მა სი­ტყვებ­მა გული მატ­კი­ნა, მაგ­რამ არა­ფე­რი ვუ­პა­სუ­ხე.

- რამ­დე­ნა­დაც ცნო­ბი­ლია, ეს თქვე­ნი პირ­ვე­ლი კი­ნო­რო­ლი იყო.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თე­ატ­რში არა­ერ­თი როლი მქონ­და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი კი­ნო­რო­ლი. თა­ვი­დან გუ­რამ პა­ტა­რა­ი­ას სხვა ჰყავ­და შერ­ჩე­უ­ლი ცუ­ცას როლ­ზე, მაგ­რამ ბო­ლომ­დე გა­და­წყვე­ტი­ლი არ ჰქონ­და. სინ­ჯებ­ზე რომ მი­მიყ­ვა­ნეს და ტექ­სტი წა­მა­კი­თხეს, გუ­რამ პა­ტა­რა­ი­ამ ხმა­მაღ­ლა თქვა, ცუ­ცას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ვი­პო­ვეო.

- ამ ფილმში რომ მი­გიწ­ვი­ეს, რამ­დე­ნი წლის იყა­ვით?

- ამას ვერ გე­ტყვით: ღმერ­თი ერთ წელს მი­მა­ტებს, მე 5 წე­ლი­წადს ვიკ­ლებ. ასე რომ, ეს სა­ი­დუმ­ლოა.

- არც თქვენ და არც გო­ვენ ჭე­იშ­ვილ­მა მეგ­რუ­ლი არ იცო­დით. მეგ­რულ ტექსტს თავი რო­გორ გა­არ­თვით?

- გო­ვენ ჭე­იშ­ვი­ლი (კო­ჩი­ას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი) ნამ­დვი­ლი კო­მი­კო­სი იყო. ორი­ვე­ნი მეგ­რე­ლებ­თან დავ­დი­ო­დით და მათ სა­უ­ბარს ვუს­მენ­დით. ტექ­სტი იმ­დე­ნად კარ­გად და­ვი­ზე­პი­რე, რომ ყვე­ლას მეგ­რე­ლი ვე­გო­ნე. ფილ­მის გა­და­ღე­ბა რომ დამ­თავ­რდა, გუ­რამ პა­ტა­რა­ი­ამ მი­თხრა, შენ გა­რე­შე ფილ­მს აღარ გა­და­ვი­ღე­ბო, მაგ­რამ სხვა ფილმში ვე­ღარ გა­და­მი­ღო.

- ძაღ­ლთან შეჩ­ვე­ვა არ გა­გი­ჭირ­დათ?

- ეს იყო ძა­ლი­ან კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი ძაღ­ლი და რა­საც ვე­უბ­ნე­ბო­დით, ყვე­ლა­ფერს გვი­ჯე­რებ­და. არც გვიღ­რენ­და და არც გვი­ყეფ­და. მწვრთნელს თვა­ლებ­ში შეჰ­ყუ­რებ­და. ჩემი პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბა თოვლში მოხ­და. გა­და­ღე­ბი­სას ისე შემ­ცივ­და, რომ ფე­ხე­ბი გა­მე­ყი­ნა. რე­ჟი­სორ­მა შე­ამ­ჩნია, რომ მცი­ო­და და მი­თხრა, - ქალ­ბა­ტო­ნო ცი­ა­ლა, ერთი ნა­ბი­ჯით უკან და­ი­ხი­ეთ და აღარ შეგ­ცივ­დე­ბა­თო. გუ­ნე­ბა­ში კი გა­ვი­ფიქ­რე, აქაც თოვ­ლია, რა გან­სხვა­ვე­ბაა-მეთ­ქი? მაგ­რამ რე­ჟი­სორს მა­ინც და­ვუ­ჯე­რე და უკან და­ვი­ხიე. თურ­მე ერთი ნა­ბი­ჯით იქით ბამ­ბა იყო და­ფე­ნი­ლი... ისე მე­სი­ა­მოვ­ნა ბამ­ბა­ზე დგო­მა, რომ გან­ძრე­ვა აღარ მინ­დო­და. მე­ო­რე კუ­რი­ო­ზი ის იყო, - ფილ­მის გა­და­ღე­ბის შემ­დეგ, თან­ხა რომ გა­ნა­წილ­და, აღ­მოჩ­ნდა, რომ ძაღ­ლმა უფრო მეტი ჰო­ნო­რა­რი აიღო, ვიდ­რე ჩვენ - მსა­ხი­ო­ბებ­მა.

ლია ოსა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"კუჩხი ბედნიერში" ძაღლს უფრო მეტი თანხა გადაუხადეს, ვიდრე მსახიობებს

"კუჩხი ბედნიერში" ძაღლს უფრო მეტი თანხა გადაუხადეს, ვიდრე მსახიობებს

წლების მანძილზე საბჭოთა კავშირში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის ახალი წლის ღამის აუცილებელი "ატრიბუტი" გახლდათ ფილმი - "ბედის ირონია", ხოლო ქართველი მაყურებლისთვის, დამატებით, რეჟისორ გურამ პატარაიას მოკლემეტრაჟიანი ფილმი - "კუჩხი ბედინერი", რომელიც ეკრანებზე 1978 წელს გამოვიდა და დიდი იუმორით გადმოსცემს ახალი წლის შეხვედრისა და მეკვლის დახვედრის ტრადიციას. სამწუხაროდ, ამ ფილმის შემოქმედებითი ჯგუფიდან და მსახიობებიდან დღეს ცოცხალი თითქმის აღარავინაა, ამიტომ რეჟისორის ქალიშვილს, სოფო პატარაიას დავუკავშირდი და ინტერვიუ ვთხოვე.

- ქალბატონო სოფო, ამ ფილმის შექმნის იდეა საიდან გაჩნდა?

- ჩვენს ოჯახში ყოველთვის იყო მეკვლის ტრადიცია. სანამ მამა ცოცხალი გახლდათ, ახალი წლის ღამეს ის იყო ჩვენი მეკვლე. ერთხელაც, ახალი წლის დღეებში, ჩვენთან სტუმრად იყო ოპერატორი ირაკლი ონოფრიშვილი. მამასა და ირაკლის ძალიან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდათ. იმ საღამოს საუბარი რატომღაც მეკვლეზე ჩამოვარდა და ორივემ გადაწყვიტა, რომ ახალ წელზე და მეკვლის ტრადიციაზე ფილმი გადაეღოთ. მამამ სცენარი ძალიან მალე დაწერა. ირაკლიმ რომ წაიკითხა, მოეწონა, მაგრამ ფილმის გადაღება რატომღაც გადადეს. მამა უფრო დოკუმენტურ ფილმებს იღებდა და თავის სამუშაოზე გადაერთო. თუმცა ამ ფილმის შექმნის იდეა არ დავიწყნია. ბოლოს, ახალი წლის დამდეგისთვის გადაწყვიტეს ფილმის გადაღება.

- საქართველოში მეკვლის ტრადიცია ყველა კუთხეში სხვადასხვანაირია. რატომ შეჩერდა არჩევანი სამეგრელოზე?

- მიუხედავად იმისა, რომ მამა თბილისში დაიბადა და გაიზარდა, ძალიან უყვარდა თავისი მშობლიური კუთხე - სამეგრელო. კარგად იცოდა ამ კუთხის კარგი და ცუდი მხარეები, ადათ-წესები...

- როგორც ცნობილია, ფილმში მონაწილე მსახიობთა უმეტესობა პროფესიონალი არ არის. რეჟისორმა რატომ შეაჩერა არჩევანი მათზე?

- მამას უყვარდა არაპროფესიონალების შეკრება ფილმში. სულ სამი თუ ოთხი მსახიობი მონაწილეობს. მსახიობები არ იყვნენ: ეკა ყიფიანი, ლევან სოხაშვილი, კახელი სიძის როლიც რეჟისორის ასისტენტმა შეასრულა. მამას მიაჩნდა, რომ არაპროფესიონალები უფრო კარგად აკეთებდნენ ყველაფერს, რასაც რეჟისორი მოითხოვდა, ვიდრე მსახიობები. რაც შეეხება მთავარი გმირის შემსრულებელს, ჯუნა (დიმიტრი) მიქატაძეს, ის პროფესიით არქიტექტორი გახლდათ და მამასთან მეგობრობდა. მამამ ძლივს დაითანხმა ჯუნა ფილმში მონაწილეობაზე. იმ პერიოდში ჯუნას მატერიალურად უჭირდა. მამამ კინოსტუდიის დირექტორს სთხოვა, ჯუნასთვის ორმაგი ჰონორარი გამოეწერა. დირექტორმა რომ ჰკითხა, რატომ მთხოვ მისთვის ორმაგ ჰონორარსო, მამამ მიუგო, მხეცთან უწევს მუშაობა და იმიტომო. ზოგადად, ფილმის გადაღების დროს ვისაც მხეცთან უწევდა მუშაობა, ორმაგ ხელფასს უხდიდნენ, მაგრამ ამ მხეცში იგულისხმებოდა ლომი, დათვი და სხვა მტაცებლები და არა - ძაღლი. მერე ჯუნას აშაყირებდნენ, - მხეცთან როგორ მიგდის მუშაობაო?

- ფილმი რამდენ ხანში გადაიღეს?

- გადაღება ძალიან მოკლე დროში მოხდა. ფილმს ენთოგრაფიულ მუზეუმში იღებდნენ, რაღაც ნაწილს - მანგლისში. ფილმის გადაღების დროს თოვლი არ იყო და მანგლისში მარილი აიტანეს. გარე კადრები რომ გადაიღეს, თოვლის მაგივრად მარილი დაყარეს.

- თუ იცით, ძაღლი როგორ შეარჩიეს?

- ბროლია სამხედროების ძაღლი იყო, რომელიც ნარკოტიკების მოძებნაში ჰყავდათ დაგეშილი. ისეთი ჭკვიანი ძაღლი იყო, რასაც მწვრთნელი ეტყოდა, ყველაფერს აკეთებდა.

- ამბობდნენ, გადაღების დროს ძაღლს კარზე რომ დაეფხაჭუნებინა, ნარკოტიკი დაუდესო.

- კი, ამბობდნენ, მაგრამ მართალი არაა. ნარკოტიკებს ვინ მისცემდა?

- სიმღერა სპეციალურად ფილმისთვის დაიწერა?

- კი. კომპოზიტორმა იაკობ ბობოხიძემ ეს სიმღერა სპეციალურად ფილმისთვის დაწერა. ის გოგონა, რომელიც მსახიობ ირაკლი უჩანეიშვილთან ერთად მღერის, დღეს უკრაინაში მოღვაწეობს. ფილმი გადაღებიდან 2 წლის შემდეგ დაამტკიცეს. თავიდან ის სრულმეტრაჟიანი იყო. მოსკოვში თქვეს, რომ ფილმი შეემოკლებინათ. ამის შემდეგ "კუჩხი ბედინერი" მოკლემეტრაჟიანად გადაკეთდა. ჩემი აზრით, ფილმს ამით არაფერი წაუგია.

ციალა გურგენიძე:

- რაც ეს ფილმი გამოვიდა ეკრანებზე, მას შემდეგ სულ იმას მეკითხებიან, - თქვენი მეკვლე ისევ ძაღლი იქნებაო? მეც ყველას ვეუბნები, რომ ადამიანს ძაღლი მირჩევნია მეკვლედ. ის ძაღლი ისე კარგ ფეხზე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, რომ კინაღამ გამათხოვეს. თუმცა ამ ფილმში რომ ვმონაწილეობდი, დიდი ხნის მანძილზე არავის ვეუბნებოდი, არ ვამხელდი.

- რატომ?

- მეშინოდა, არ დაეცინათ. თავს კინომსახიობად არასოდეს ვთვლიდი და რატომღაც მერიდებოდა. სანამ ფილმი ეკრანზე არ გამოვიდა, მანამდე არავინ არაფერი იცოდა. ერთმა რეჟისორმა (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ) ეს ფილმი რომ ნახა, ასე მითხრა, - ციალა, არა უშავს, კარგად გაგირთმევია თავიო. მისმა სიტყვებმა გული მატკინა, მაგრამ არაფერი ვუპასუხე.

- რამდენადაც ცნობილია, ეს თქვენი პირველი კინოროლი იყო.

- მიუხედავად იმისა, რომ თეატრში არაერთი როლი მქონდა შესრულებული, ეს იყო ჩემი პირველი კინოროლი. თავიდან გურამ პატარაიას სხვა ჰყავდა შერჩეული ცუცას როლზე, მაგრამ ბოლომდე გადაწყვეტილი არ ჰქონდა. სინჯებზე რომ მიმიყვანეს და ტექსტი წამაკითხეს, გურამ პატარაიამ ხმამაღლა თქვა, ცუცას როლის შემსრულებელი ვიპოვეო.

- ამ ფილმში რომ მიგიწვიეს, რამდენი წლის იყავით?

- ამას ვერ გეტყვით: ღმერთი ერთ წელს მიმატებს, მე 5 წელიწადს ვიკლებ. ასე რომ, ეს საიდუმლოა.

- არც თქვენ და არც გოვენ ჭეიშვილმა მეგრული არ იცოდით. მეგრულ ტექსტს თავი როგორ გაართვით?

- გოვენ ჭეიშვილი (კოჩიას როლის შემსრულებელი) ნამდვილი კომიკოსი იყო. ორივენი მეგრელებთან დავდიოდით და მათ საუბარს ვუსმენდით. ტექსტი იმდენად კარგად დავიზეპირე, რომ ყველას მეგრელი ვეგონე. ფილმის გადაღება რომ დამთავრდა, გურამ პატარაიამ მითხრა, შენ გარეშე ფილმს აღარ გადავიღებო, მაგრამ სხვა ფილმში ვეღარ გადამიღო.

- ძაღლთან შეჩვევა არ გაგიჭირდათ?

- ეს იყო ძალიან კარგად გაწვრთნილი ძაღლი და რასაც ვეუბნებოდით, ყველაფერს გვიჯერებდა. არც გვიღრენდა და არც გვიყეფდა. მწვრთნელს თვალებში შეჰყურებდა. ჩემი პირველი გადაღება თოვლში მოხდა. გადაღებისას ისე შემცივდა, რომ ფეხები გამეყინა. რეჟისორმა შეამჩნია, რომ მციოდა და მითხრა, - ქალბატონო ციალა, ერთი ნაბიჯით უკან დაიხიეთ და აღარ შეგცივდებათო. გუნებაში კი გავიფიქრე, აქაც თოვლია, რა განსხვავებაა-მეთქი? მაგრამ რეჟისორს მაინც დავუჯერე და უკან დავიხიე. თურმე ერთი ნაბიჯით იქით ბამბა იყო დაფენილი... ისე მესიამოვნა ბამბაზე დგომა, რომ განძრევა აღარ მინდოდა. მეორე კურიოზი ის იყო, - ფილმის გადაღების შემდეგ, თანხა რომ განაწილდა, აღმოჩნდა, რომ ძაღლმა უფრო მეტი ჰონორარი აიღო, ვიდრე ჩვენ - მსახიობებმა.

ლია ოსაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება