პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მხიარული" სამართალი
"მხიარული" სამართალი

ამ­ჯე­რად, ცნო­ბილ იუ­რის­ტებს თა­ვი­ან­თი პრაქ­ტი­კი­დან სა­ხა­ლი­სო ამ­ბე­ბის მო­ყო­ლა ვთხო­ვეთ. ისი­ნი არ დაგვზარ­დნენ და ჩვე­უ­ლი ენაკ­ვი­მა­ტო­ბით, რე­ა­ლუ­რი ამ­ბე­ბი გა­იხ­სე­ნეს.

"მე დედა ვარ, დე-და"

ნანა ფრი­დო­ნაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ად­ვო­კა­ტია, ადრე აქ­ტი­უ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი გახ­ლდათ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც იუ­რის­ტო­ბა არ­ჩია და ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებს იცავს... ადრე, ტრან­სპორ­ტის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო და პრო­კუ­რო­რებ­სა და მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის კუ­რი­ო­ზულ დი­ა­ლო­გებს ხში­რად შეს­წრე­ბია. მან სწო­რედ ასე­თი ამ­ბე­ბი გა­იხ­სე­ნა.

პრო­კუ­რო­რის კა­ბი­ნეტ­ში უეც­რად ქალი შე­მო­იჭ­რა:

- მე დედა ვარ! დედა! გეს­მით, დე-და?! რო­გორ შე­ვე­გუო ამ ამ­ბავს?! ჩემი შვი­ლი... ჩემი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი...

- და­ვი­ჭი­რეთ?! - ჰკი­თხა გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა პრო­კუ­რორ­მა.

- ნე­ტავ, და­გე­ჭი­რათ... რა­ღაც იმე­დი მა­ინც მექ­ნე­ბო­და!

- უკაც­რა­ვად... და­ი­ღუ­პა?!

- რო­გორ ვი­ნატ­რო... ეგ უბე­დუ­რე­ბა... საფ­ლა­ვი მა­ინც ხომ მექ­ნე­ბო­და?! დავ­ჯდე­ბო­დი და ვი­ტი­რებ­დი... არა, ამ ჯო­ჯო­ხეთს ყვე­ლა­ფე­რი სჯობს...

- ქალ­ბა­ტო­ნო, დამ­შვიდ­დით და ისე თქვით, რა ხდე­ბა.

- დედა ვარ... უბე­დუ­რი დე-და!

- ქალ­ბა­ტო­ნო, მეს­მის... ძნე­ლია... მაგ­რამ იქ­ნებ ამიხ­სნათ, რა ხდე­ბა?! რა და­ე­მარ­თა თქვენს შვილს?

- ამა­ზე მეტი, რა უნდა და­მარ­თო­და?! მომ­ტა­ცეს! დამ­ღუ­პეს და და­მაქ­ცი­ეს!

- შეყ­ვა­რე­ბულ­მა მო­ი­ტა­ცა? არ მოგ­წონთ სა­სი­ძო? - გა­ე­ბად­რა სახე პრო­კუ­რორს.

- სა­სი­ძო?! არა, ბიჭი მომ­ტა­ცეს... ბიჭი... მერე რა, რომ ორ­მოც­და­სა­მი წლის არის... ჩემ­თვის სულ ბავ­შვი იქ­ნე­ბა...

- ეჭვი გაქვთ ვინ­მე­ზე?

- ეჭვი კი არა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ვინც არის! მთე­ლი წე­ლი­წა­დია მე­მუქ­რე­ბა, გა­გამ­წა­რე­ბო და აი, გა­მამ­წა­რა კი­დეც!

- შვი­ლის გა­ტა­ცე­ბით გე­მუქ­რე­ბო­დათ? რა­ტომ?

- ეგ რომ ვი­ცო­დე...

- ქალ­ბა­ტო­ნო, მორ­ჩით წუ­წუნს და მი­თხა­რით, რო­დის გა­ი­ტა­ცეს თქვე­ნი შვი­ლი? მშვი­დად მი­ამ­ბეთ, რომ გა­ვი­გო, რა მოხ­და.

- უკვე ცხრა­მე­ტი დღეა, არ ვიცი, რას ჭამს, რას სვამს, სად არის...

- ქალ­ბა­ტო­ნო, დამ­შვიდ­დით, - პრო­კუ­რორ­საც აევ­სო მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა.

- მძევ­ლად ჩა­იგ­დო იმ უსინ­დი­სომ!

- რა­ტომ?

- არ ვიცი, მაგ­რამ ჩემი შვი­ლი მძე­ვა­ლია! ვნა­ხე და ვიცი!

- სად ნა­ხეთ? ქალ­ბა­ტო­ნო, რა­ღა­ცას ან არ მე­უბ­ნე­ბით, ან...

- ქუ­ჩა­ში შემ­თხვე­ვით ვნა­ხე... მალე დავ­ბრუნ­დე­ბიო... ისიც იქ იყო!

- ვინ?

- ჩემი და­მაქ­ცე­ვა­რი! გამ­ტა­ცე­ბე­ლი! - სა­კუ­თარ თავ­ში გა­სარ­კვე­ვად დრო მჭირ­დე­ბაო... ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბი და დავ­ბრუნ­დე­ბიო, - მი­თხრა ჩემ­მა შვილ­მა.

- რა აქვს სა­კუ­თარ თავ­ში გა­სარ­კვე­ვი? - ვე­რა­ფერს მიხ­ვდა პრო­კუ­რო­რი.

- არ ვიცი... მგო­ნი, ცოლს ღა­ლა­ტობს... სხვა ქალი შე­უყ­ვარ­და... რა ვქნა?!

- აგა­შე­ნათ ღმერ­თმა! მად­ლო­ბა ღმერ­თს, ცო­ცხა­ლი და უვ­ნე­ბე­ლი ყო­ფი­ლა. უკაც­რა­ვად, მაგ­რამ ცოლ-ქმრის საქ­მე­ში ვერ ჩა­ვე­რე­ვით. დამ­შვიდ­დით. თა­ვად გა­არ­კვე­ვენ ყვე­ლა­ფერს. ვი­ფიქ­რე, მარ­თლა და­ნა­შა­უ­ლი ხომ არ მოხ­და-მეთ­ქი?!

- და­ნა­შა­უ­ლი არ მოხ­და?! კაცი მძევ­ლად ჰყავს იმ გა­რე­წარს. მა­ინ­ცდა­მა­ინც უნდა მოკ­ლას?! - არ ჩერ­დე­ბო­და აღ­შფო­თე­ბუ­ლი ქალი.

- ქალ­ბა­ტო­ნო, თქვე­ნი შვი­ლი კარ­გად არის, ჭამს, სვამს, ჰა­ერ­ზე და­სე­ირ­ნობს და, რო­გორც ირ­კვე­ვა, ქა­ლებ­საც არ იკ­ლებს! ეგ არის მძე­ვა­ლი?! მძე­ვა­ლი მე ვარ, თქვე­ნი მძე­ვა­ლი და თუ შე­იძ­ლე­ბა, გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეთ! საქ­მე მაქვს, თან, ძა­ლი­ან ბევ­რი!

- ვე­რა­ფე­რი გა­ი­გეთ! თქვენ ხართ პრო­კუ­რო­რი?! რომ შემ­ხვდა, ისიც იქ იყო! რო­გორ ფიქ­რობთ, გამ­ტა­ცე­ბელ­თან ერ­თად მე­ტყო­და ჩემი შვი­ლი, მი­ჭირს და მიშ­ვე­ლე რა­მეო?! მაგ­რამ, ხომ ვიცი, რაც ხდე­ბა?! ჩემს და­სამ­შვი­დებ­ლად თქვა, სა­კუ­თარ თავ­ში გარ­კვე­ვა მჭირ­დე­ბა და დავ­ბრუნ­დე­ბიო, თო­რემ... სა­ი­დუმ­ლოდ გე­ტყვით, ვალი აქვს!

- ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე! ქალ­ბა­ტო­ნო, რა გინ­დათ ჩემ­გან?!

- ჩემს შვილს გამ­ტა­ცებ­ლის ვალი აქვს. იმა­ნაც, ადგა და გა­ი­ტა­ცა! რა არის გა­უ­გე­ბა­რი?!

- იცით, სად ცხოვ­რობს თქვე­ნი შვი­ლის გამ­ტა­ცე­ბე­ლი?

- რა თქმა უნდა!

პრო­კუ­რორ­მა მისი მოყ­ვა­ნის ბრძა­ნე­ბა გას­ცა და ერთ სა­ათ­ში მის კა­ბი­ნეტ­ში დაბ­ნე­უ­ლი კაცი შე­მო­იყ­ვა­ნეს.

- რად მინ­დო­და ამ კა­ცის გა­ტა­ცე­ბა? ხომ არ გა­გიჟ­დით, ახ­ლო­ბე­ლია... კა­ცუ­რად მთხო­ვა, ცოტა ხნით სახ­ლი­დან უნდა წა­მო­ვი­დე და შე­მი­ფა­რეო... უარი მეთ­ქვა?!

- შენ დამ­ღუ­პე და და­მაქ­ციე, ახლა თავი ან­გე­ლო­ზად მო­გაქვს?! - აქა­ქან­და ისევ ქალი.

- რას ამ­ბობთ? სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეთ? ვა­ლის­თვის "მძევ­ლად ჩა­ვიგ­დებ­დი"? მე­ცი­ნე­ბა, სა­სა­ცი­ლოდ თუ მაქვს საქ­მე...

ამ დროს კა­ბი­ნეტ­ში შე­მო­ვარ­და ახალ­გაზ­რდა კაცი:

- რა გინ­და, დედა, რას მერ­ჩი?! მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, რა­ტომ უნდა ვიყო შენი "სი­ურპრი­ზე­ბის" მსხვერ­პლი?!

- და­ი­ჭე­რენ... მე­გო­ნა, გეხ­მა­რე­ბო­დი...

- ვის და­ი­ჭე­რენ? რა­ტომ?

- გეხ­მა­რე­ბო­დი... შენ თავს ვფი­ცავ...

- ვინ გთხო­ვა?! რა გინ­და?! მა­ცა­ლე ცხოვ­რე­ბა!

ბოლო ხმა­ზე ღრი­ა­ლებ­და ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი. გა­ირ­კვა, "გა­ტა­ცე­ბულს" "გამ­ტა­ცებ­ლის" ვალი მარ­თლაც ჰქონ­და, თა­ნაც საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხა უსეს­ხია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, გამ­სეს­ხე­ბელ­სა და მსეს­ხე­ბელს ერ­თმა­ნეთ­თან არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნი­ათ, დე­დამ შვი­ლის "დახ­მა­რე­ბა" გა­და­წყვი­ტა და გამ­სეს­ხე­ბელს შვი­ლის გა­ტა­ცე­ბა და­აბ­რა­ლა, - და­ი­ჭე­რენ და ჩემს შვილს ვა­ლის გა­დახ­დას აღარ მოს­თხოვ­სო. პრო­კუ­რო­რი ამ უც­ნა­უ­რი დე­დის შემ­ხედ­ვა­რე გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იდგა და ხმას ვე­ღარ იღებ­და.

ბრალ­დე­ბუ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა

ად­ვო­კა­ტი ლი­ლი­კო გე­ლაშ­ვი­ლი:

- უაქ­ცი­ზო სი­გა­რე­ტის თემა, ერთ დროს აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო. ერთი ქალ­ბა­ტო­ნი ამ ბრალ­დე­ბით გორ­ში და­ა­კა­ვეს, რო­მელ­საც აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო შე­ე­ფარ­და. გა­მო­ძი­ე­ბა დას­რულ­და და საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში წა­რი­მარ­თა. პრო­კუ­რორ­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ვა­წარ­მო­ებ­დი და ამ­ბის გა­სა­გე­ბად ბრალ­დე­ბულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა და­მი­რე­კა და ასე ვუ­თხა­რი:

- ია, ცუ­დად გვაქვს საქ­მე, პრო­კუ­რა­ტუ­რა შენ­გან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ითხოვს, საპ­რო­ცე­სო არ გა­მო­ვა; პო­ლი­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას არ ვთან­ხმდე­ბი და შენ რას ფიქ­რობ?

ისიც შე­წუხ­და და მი­თხრა, მო­ვი­ფიქ­რებ რა­მეს და შეგ­ხვდე­ბიო. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ოფის­ში ის ქალ­ბა­ტო­ნი მო­ვი­და, ხელ­ში რა­ღაც სა­ბუ­თე­ბი ეჭი­რა და შე­წუ­ხე­ბუ­ლი ხმით მე­უბ­ნე­ბო­და:

- ბევ­რი ვი­ფიქ­რე და რად­გან სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არ­სე­ბობს, გა­დავ­წყვი­ტე, დავ­თან­ხმდე, ოღონდ, იქ­ნებ ერთი თხოვ­ნა შე­მის­რუ­ლონ და ამა­ში და­მეხ­მა­რე: იმ და­ლოც­ვი­ლებს აუხ­სე­ნი, - ოჯა­ხე­ბი მა­თაც ხომ აქვთ, ბავ­შვე­ბის მი­ტო­ვე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა და იქ­ნებ გო­რის ნაც­ვლად თბი­ლის­ში და­მა­წყე­ბი­ნონ მუ­შა­ო­ბა, სა­ბუ­თე­ბიც უკვე მო­ვი­ტა­ნე...

- რა უნდა და­გა­წყე­ბი­ნონ? - ვერ მივ­ხვდი და და­ვი­ბე­ნი.

- რა გა­გიკ­ვირ­და, შენ არ მი­თხა­რი, თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ითხო­ვე­ნო? ჰოდა, მეც დავ­თან­ხმდე­ბი, აი, სა­ბუ­თე­ბიც, უბ­რა­ლოდ თბი­ლის­ში და­მა­წყე­ბი­ნონ, გორი ჩემ­თვის შო­რია.

კი­დევ ერთხელ რომ გა­ი­მე­ო­რა, მივ­ხვდი, რას ამ­ბობ­და. ისე­თი სი­ცი­ლი ამი­ტყდა, არ და­მა­ვი­წყდე­ბა მისი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი სახე. თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მან ისე გა­ი­გო, რო­გორც პო­ლი­ცი­ა­ში სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბა. თან ამ წი­ნა­და­დე­ბა­ზეც თავს იკა­ვებ­და, ამას­თან, სა­ბუ­თე­ბიც მო­ი­ტა­ნა, დრო რომ არ და­ე­კარ­გა.

ლა­მა­ზი ქა­ლის წო­ნი­ა­ნი სი­ტყვა

- არა­ნაკ­ლებ კუ­რი­ო­ზუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი მექ­მნე­ბა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბე­ბის დროს. არ გე­გო­ნოთ, რომ იქ ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მაა. სა­ერ­თოდ არ მიყ­ვარს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი, რად­გან ეს წმინ­და წყლის ვაჭ­რო­ბაა. მაგ­რამ ასე­თი მო­ლა­პა­რა­კე­ბის დროს ხში­რად გამ­მარ­თლე­ბია, რად­გან ჩემ­და­მი სიმ­პა­თი­ით გან­მსჭვა­ლუ­ლა პრო­კუ­რო­რი და ჩემს წი­ნა­და­დე­ბას საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა­ზე და­თან­ხმე­ბუ­ლა. ხში­რად ეგო­ნათ, რომ საქ­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში ძმე­ბი კუბ­ლაშ­ვი­ლე­ბი მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ...

ახალ­გაზ­რდა ქალ­მა მომ­მარ­თა. ამ­ბობ­და, რომ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს და დამ­ნა­შა­ვის დას­ჯა სურ­და, თუმ­ცა და­ში­ნე­ბუ­ლი იყო გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის მა­შინ­დე­ლი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მიერ. ქალ­მა სა­ჩი­ვა­რი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ სწო­რედ იმ რა­ი­ო­ნის პო­ლი­ცი­ა­ში შე­ი­ტა­ნა და მი­უ­თი­თა, რომ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს. ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი გვა­რად ახა­ლა­ია იყო, არ ვიცი, ბაჩო ახა­ლა­ი­ას­თან ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი ჰქონ­და თუ არა, მაგ­რამ ფაქ­ტია, პო­ლი­ცია ქალ­ბა­ტონს და­უ­პი­რის­პირ­და და საქ­მე ისე წა­რი­მარ­თა, რომ ქალს იჭერ­დნენ.

ყვე­ლა­ფე­რი ისე მო­ე­წყო, რომ ქალი ფაქტს ვერ ამ­ტკი­ცებ­და, საქ­მი­დან ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი სა­ერ­თოდ გა­აქ­რეს. ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ამ­ბობ­და, იმ ქალს დიდი ხა­ნია, ვხვდე­ბი, პრობ­ლე­მა არ ჰქონ­და, უბ­რა­ლოდ ახლა ჩემ­გან ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვა უნდა და ამი­ტომ მი­ჩივ­ლაო. ისიც გა­ირ­კვა, რომ იმ ქალს მარ­თლა ჰქონ­და ვა­ლე­ბი და პო­ლი­ცია პი­რი­ქით, აში­ნებ­და მას. პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი პირ­და­პირ და­ე­მუქ­რა, ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდე­ბიო. საქ­მე­ში ჩა­ვერ­თე და ამ სა­კი­თხზე ერთ-ერთ პრო­კუ­რორ­სა და მა­ღალ­ჩი­ნო­სანს შევ­ხვდი. იმ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს არ ვიც­ნობ­დი, მი­თხრეს, ძა­ლი­ან მკაც­რი­აო. ფაქ­ტე­ბი რომ გა­ვა­ცა­ნი, მო­მიბ­რუნ­და და მი­თხრა:

- რა ზღაპ­რებ­საც მიყ­ვე­ბი, თვი­თონ თუ გჯე­რა ამის? გჯე­რა, რომ ის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია? ქალი ფუ­ლის შოვ­ნას ცდი­ლობს, რად­გა­ნაც ბევ­რი ვალი აქ­ვსო...დიდ­ხანს ვი­ყა­ვი მის კა­ბი­ნეტ­ში, საქ­მის დე­ტა­ლებს ვი­ხი­ლავ­დით. მაგ­რამ მას და­ვუ­სა­ბუ­თე, რომ ქალი კი არა, მა­მა­კა­ცი ტყუ­ო­და.

რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ მი­ბა­რე­ბენ და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ და­ნა­შა­უ­ლი გა­იხ­სნა და მა­მა­კაც­მა აღი­ა­რა ყვე­ლა­ფე­რი. სი­მარ­თლე თქვა, მაგ­რამ გვარ­მა მა­ინც უშ­ვე­ლა, ცი­ხე­ში არ გა­უშ­ვი­ათ, ქალ­ბა­ტო­ნის­თვის ზა­რა­ლი აა­ნა­ზღა­უ­რე­ბი­ნეს, მას ფული გა­და­უ­ხა­და და საქ­მეც ასე მოგ­ვარ­და.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"მხიარული" სამართალი

"მხიარული" სამართალი

ამჯერად, ცნობილ იურისტებს თავიანთი პრაქტიკიდან სახალისო ამბების მოყოლა ვთხოვეთ. ისინი არ დაგვზარდნენ და ჩვეული ენაკვიმატობით, რეალური ამბები გაიხსენეს.

"მე დედა ვარ, დე-და"

ნანა ფრიდონაშვილი რამდენიმე წელია, რაც წარმატებული ადვოკატია, ადრე აქტიური ჟურნალისტი გახლდათ, მაგრამ საბოლოოდ მაინც იურისტობა არჩია და ადამიანების უფლებებს იცავს... ადრე, ტრანსპორტის პროკურატურაში პრესსამსახურის ხელმძღვანელი იყო და პროკურორებსა და მოქალაქეებს შორის კურიოზულ დიალოგებს ხშირად შესწრებია. მან სწორედ ასეთი ამბები გაიხსენა.

პროკურორის კაბინეტში უეცრად ქალი შემოიჭრა:

- მე დედა ვარ! დედა! გესმით, დე-და?! როგორ შევეგუო ამ ამბავს?! ჩემი შვილი... ჩემი ერთადერთი შვილი...

- დავიჭირეთ?! - ჰკითხა გაკვირვებულმა პროკურორმა.

- ნეტავ, დაგეჭირათ... რაღაც იმედი მაინც მექნებოდა!

- უკაცრავად... დაიღუპა?!

- როგორ ვინატრო... ეგ უბედურება... საფლავი მაინც ხომ მექნებოდა?! დავჯდებოდი და ვიტირებდი... არა, ამ ჯოჯოხეთს ყველაფერი სჯობს...

- ქალბატონო, დამშვიდდით და ისე თქვით, რა ხდება.

- დედა ვარ... უბედური დე-და!

- ქალბატონო, მესმის... ძნელია... მაგრამ იქნებ ამიხსნათ, რა ხდება?! რა დაემართა თქვენს შვილს?

- ამაზე მეტი, რა უნდა დამართოდა?! მომტაცეს! დამღუპეს და დამაქციეს!

- შეყვარებულმა მოიტაცა? არ მოგწონთ სასიძო? - გაებადრა სახე პროკურორს.

- სასიძო?! არა, ბიჭი მომტაცეს... ბიჭი... მერე რა, რომ ორმოცდასამი წლის არის... ჩემთვის სულ ბავშვი იქნება...

- ეჭვი გაქვთ ვინმეზე?

- ეჭვი კი არა, დარწმუნებული ვარ, ვინც არის! მთელი წელიწადია მემუქრება, გაგამწარებო და აი, გამამწარა კიდეც!

- შვილის გატაცებით გემუქრებოდათ? რატომ?

- ეგ რომ ვიცოდე...

- ქალბატონო, მორჩით წუწუნს და მითხარით, როდის გაიტაცეს თქვენი შვილი? მშვიდად მიამბეთ, რომ გავიგო, რა მოხდა.

- უკვე ცხრამეტი დღეა, არ ვიცი, რას ჭამს, რას სვამს, სად არის...

- ქალბატონო, დამშვიდდით, - პროკურორსაც აევსო მოთმინების ფიალა.

- მძევლად ჩაიგდო იმ უსინდისომ!

- რატომ?

- არ ვიცი, მაგრამ ჩემი შვილი მძევალია! ვნახე და ვიცი!

- სად ნახეთ? ქალბატონო, რაღაცას ან არ მეუბნებით, ან...

- ქუჩაში შემთხვევით ვნახე... მალე დავბრუნდებიო... ისიც იქ იყო!

- ვინ?

- ჩემი დამაქცევარი! გამტაცებელი! - საკუთარ თავში გასარკვევად დრო მჭირდებაო... ჩამოვყალიბდები და დავბრუნდებიო, - მითხრა ჩემმა შვილმა.

- რა აქვს საკუთარ თავში გასარკვევი? - ვერაფერს მიხვდა პროკურორი.

- არ ვიცი... მგონი, ცოლს ღალატობს... სხვა ქალი შეუყვარდა... რა ვქნა?!

- აგაშენათ ღმერთმა! მადლობა ღმერთს, ცოცხალი და უვნებელი ყოფილა. უკაცრავად, მაგრამ ცოლ-ქმრის საქმეში ვერ ჩავერევით. დამშვიდდით. თავად გაარკვევენ ყველაფერს. ვიფიქრე, მართლა დანაშაული ხომ არ მოხდა-მეთქი?!

- დანაშაული არ მოხდა?! კაცი მძევლად ჰყავს იმ გარეწარს. მაინცდამაინც უნდა მოკლას?! - არ ჩერდებოდა აღშფოთებული ქალი.

- ქალბატონო, თქვენი შვილი კარგად არის, ჭამს, სვამს, ჰაერზე დასეირნობს და, როგორც ირკვევა, ქალებსაც არ იკლებს! ეგ არის მძევალი?! მძევალი მე ვარ, თქვენი მძევალი და თუ შეიძლება, გამათავისუფლეთ! საქმე მაქვს, თან, ძალიან ბევრი!

- ვერაფერი გაიგეთ! თქვენ ხართ პროკურორი?! რომ შემხვდა, ისიც იქ იყო! როგორ ფიქრობთ, გამტაცებელთან ერთად მეტყოდა ჩემი შვილი, მიჭირს და მიშველე რამეო?! მაგრამ, ხომ ვიცი, რაც ხდება?! ჩემს დასამშვიდებლად თქვა, საკუთარ თავში გარკვევა მჭირდება და დავბრუნდებიო, თორემ... საიდუმლოდ გეტყვით, ვალი აქვს!

- ვერაფერი გავიგე! ქალბატონო, რა გინდათ ჩემგან?!

- ჩემს შვილს გამტაცებლის ვალი აქვს. იმანაც, ადგა და გაიტაცა! რა არის გაუგებარი?!

- იცით, სად ცხოვრობს თქვენი შვილის გამტაცებელი?

- რა თქმა უნდა!

პროკურორმა მისი მოყვანის ბრძანება გასცა და ერთ საათში მის კაბინეტში დაბნეული კაცი შემოიყვანეს.

- რად მინდოდა ამ კაცის გატაცება? ხომ არ გაგიჟდით, ახლობელია... კაცურად მთხოვა, ცოტა ხნით სახლიდან უნდა წამოვიდე და შემიფარეო... უარი მეთქვა?!

- შენ დამღუპე და დამაქციე, ახლა თავი ანგელოზად მოგაქვს?! - აქაქანდა ისევ ქალი.

- რას ამბობთ? საიდან მოიტანეთ? ვალისთვის "მძევლად ჩავიგდებდი"? მეცინება, სასაცილოდ თუ მაქვს საქმე...

ამ დროს კაბინეტში შემოვარდა ახალგაზრდა კაცი:

- რა გინდა, დედა, რას მერჩი?! მთელი ცხოვრება, რატომ უნდა ვიყო შენი "სიურპრიზების" მსხვერპლი?!

- დაიჭერენ... მეგონა, გეხმარებოდი...

- ვის დაიჭერენ? რატომ?

- გეხმარებოდი... შენ თავს ვფიცავ...

- ვინ გთხოვა?! რა გინდა?! მაცალე ცხოვრება!

ბოლო ხმაზე ღრიალებდა ახალგაზრდა მამაკაცი. გაირკვა, "გატაცებულს" "გამტაცებლის" ვალი მართლაც ჰქონდა, თანაც საკმაოდ სოლიდური თანხა უსესხია. მიუხედავად იმისა, გამსესხებელსა და მსესხებელს ერთმანეთთან არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ, დედამ შვილის "დახმარება" გადაწყვიტა და გამსესხებელს შვილის გატაცება დააბრალა, - დაიჭერენ და ჩემს შვილს ვალის გადახდას აღარ მოსთხოვსო. პროკურორი ამ უცნაური დედის შემხედვარე გაოგნებული იდგა და ხმას ვეღარ იღებდა.

ბრალდებულის გადაწყვეტილება

ადვოკატი ლილიკო გელაშვილი:

- უაქციზო სიგარეტის თემა, ერთ დროს აქტუალური იყო. ერთი ქალბატონი ამ ბრალდებით გორში დააკავეს, რომელსაც აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. გამოძიება დასრულდა და საქმე სასამართლოში წარიმართა. პროკურორთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი და ამბის გასაგებად ბრალდებულმა ქალბატონმა დამირეკა და ასე ვუთხარი:

- ია, ცუდად გვაქვს საქმე, პროკურატურა შენგან თანამშრომლობას ითხოვს, საპროცესო არ გამოვა; პოლიციასთან თანამშრომლობას არ ვთანხმდები და შენ რას ფიქრობ?

ისიც შეწუხდა და მითხრა, მოვიფიქრებ რამეს და შეგხვდებიო. რამდენიმე დღის შემდეგ ოფისში ის ქალბატონი მოვიდა, ხელში რაღაც საბუთები ეჭირა და შეწუხებული ხმით მეუბნებოდა:

- ბევრი ვიფიქრე და რადგან სხვა გამოსავალი არ არსებობს, გადავწყვიტე, დავთანხმდე, ოღონდ, იქნებ ერთი თხოვნა შემისრულონ და ამაში დამეხმარე: იმ დალოცვილებს აუხსენი, - ოჯახები მათაც ხომ აქვთ, ბავშვების მიტოვება გამიჭირდება და იქნებ გორის ნაცვლად თბილისში დამაწყებინონ მუშაობა, საბუთებიც უკვე მოვიტანე...

- რა უნდა დაგაწყებინონ? - ვერ მივხვდი და დავიბენი.

- რა გაგიკვირდა, შენ არ მითხარი, თანამშრომლობას ითხოვენო? ჰოდა, მეც დავთანხმდები, აი, საბუთებიც, უბრალოდ თბილისში დამაწყებინონ, გორი ჩემთვის შორია.

კიდევ ერთხელ რომ გაიმეორა, მივხვდი, რას ამბობდა. ისეთი სიცილი ამიტყდა, არ დამავიწყდება მისი გაკვირვებული სახე. თანამშრომლობა მან ისე გაიგო, როგორც პოლიციაში სამსახურის დაწყება. თან ამ წინადადებაზეც თავს იკავებდა, ამასთან, საბუთებიც მოიტანა, დრო რომ არ დაეკარგა.

ლამაზი ქალის წონიანი სიტყვა

- არანაკლებ კურიოზული სიტუაციები მექმნება საპროცესო შეთანხმებების დროს. არ გეგონოთ, რომ იქ ნაკლები პრობლემაა. საერთოდ არ მიყვარს საპროცესო შეთანხმებაზე ლაპარაკი, რადგან ეს წმინდა წყლის ვაჭრობაა. მაგრამ ასეთი მოლაპარაკების დროს ხშირად გამმართლებია, რადგან ჩემდამი სიმპათიით განმსჭვალულა პროკურორი და ჩემს წინადადებას საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმებულა. ხშირად ეგონათ, რომ საქმის მოგვარებაში ძმები კუბლაშვილები მეხმარებოდნენ...

ახალგაზრდა ქალმა მომმართა. ამბობდა, რომ გააუპატიურეს და დამნაშავის დასჯა სურდა, თუმცა დაშინებული იყო გლდანი-ნაძალადევის მაშინდელი პოლიციის უფროსის მიერ. ქალმა საჩივარი ახალგაზრდა მამაკაცის წინააღმდეგ სწორედ იმ რაიონის პოლიციაში შეიტანა და მიუთითა, რომ გააუპატიურეს. ბრალდებული მამაკაცი გვარად ახალაია იყო, არ ვიცი, ბაჩო ახალაიასთან ნათესაური კავშირი ჰქონდა თუ არა, მაგრამ ფაქტია, პოლიცია ქალბატონს დაუპირისპირდა და საქმე ისე წარიმართა, რომ ქალს იჭერდნენ.

ყველაფერი ისე მოეწყო, რომ ქალი ფაქტს ვერ ამტკიცებდა, საქმიდან ძალადობის კვალი საერთოდ გააქრეს. ბრალდებული მამაკაცი ამბობდა, იმ ქალს დიდი ხანია, ვხვდები, პრობლემა არ ჰქონდა, უბრალოდ ახლა ჩემგან ფულის გამოძალვა უნდა და ამიტომ მიჩივლაო. ისიც გაირკვა, რომ იმ ქალს მართლა ჰქონდა ვალები და პოლიცია პირიქით, აშინებდა მას. პოლიციის უფროსი პირდაპირ დაემუქრა, ციხეში აღმოჩნდებიო. საქმეში ჩავერთე და ამ საკითხზე ერთ-ერთ პროკურორსა და მაღალჩინოსანს შევხვდი. იმ მაღალჩინოსანს არ ვიცნობდი, მითხრეს, ძალიან მკაცრიაო. ფაქტები რომ გავაცანი, მომიბრუნდა და მითხრა:

- რა ზღაპრებსაც მიყვები, თვითონ თუ გჯერა ამის? გჯერა, რომ ის ძალადობის მსხვერპლია? ქალი ფულის შოვნას ცდილობს, რადგანაც ბევრი ვალი აქვსო...დიდხანს ვიყავი მის კაბინეტში, საქმის დეტალებს ვიხილავდით. მაგრამ მას დავუსაბუთე, რომ ქალი კი არა, მამაკაცი ტყუოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ მიბარებენ და მეუბნებიან, რომ დანაშაული გაიხსნა და მამაკაცმა აღიარა ყველაფერი. სიმართლე თქვა, მაგრამ გვარმა მაინც უშველა, ციხეში არ გაუშვიათ, ქალბატონისთვის ზარალი აანაზღაურებინეს, მას ფული გადაუხადა და საქმეც ასე მოგვარდა.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ