პოლიტიკა
Faceამბები
სამართალი

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ასაკამდე ჯანმრთელი სხეულითა და საღი გონებით მოგეყაროთ"
"ჩემს ასაკამდე ჯანმრთელი სხეულითა და საღი გონებით მოგეყაროთ"

ჩემი რეს­პონ­დენ­ტი სა­უ­კუ­ნის ტოლი ქალ­ბა­ტო­ნი, სონა ცერ­ცვა­ძე გახ­ლავთ. ის ყვე­ლა­ზე "ახალ­გაზ­რდა" პარ­ტი­ის - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" უხუ­ცე­სი წევ­რია. წარ­მო­შო­ბით ზეს­ტა­ფო­ნი­დან არის, ზამ­თრის ცივ დღე­ებს კი წო­დო­რეთ­ში, ქა­ლიშ­ვილ­თან ატა­რებს. ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა სწო­რედ ამ სო­ფელ­ში მოხ­და. ოჯახ­ში შე­სულს სონა ბებო ღი­მი­ლით შე­მო­მე­გე­ბა. ისე მხნედ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ძნე­ლია და­ი­ჯე­რო, რომ უკან სა­უ­კუ­ნე მო­ი­ტო­ვა.

ბავ­შვო­ბის გახ­სე­ნე­ბა არ უყ­ვარს. თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სკან­დე­ში კერ­ძო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, მე­ო­თხე კლა­სი რომ და­ამ­თავ­რა, მი­წისძვრა მოხ­და და ყვე­ლა ბავ­შვი და მას­წავ­ლე­ბე­ლი რო­მე­ლიც შე­ნო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, და­ი­ღუ­პა. ამ სა­ცო­და­ო­ბის გახ­სე­ნე­ბა­ზე ახ­ლაც თვალ­ზე ცრემ­ლი ად­გე­ბა. სხვა­გან სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა ვერ შეძ­ლო. 20 კი­ლო­მეტ­რი ფე­ხით ვე­ღარ ვი­ა­რე და უს­წავ­ლე­ლი დავ­რჩიო, - ამ­ბობს და­ნა­ნე­ბით.

- რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, მშობ­ლებ­მა კერ­ვა მას­წავ­ლეს. მერე სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნა მი­ყი­დეს. კარ­გად ვკე­რავ­დი და ოჯახ­საც ამ საქ­მი­ა­ნო­ბით ვი­ნა­ხავ­დი.

ოჯა­ხი კი 16 წლი­სამ შექ­მნა. თერ­ჯო­ლი­დან ზეს­ტა­ფონ­ში გა­თხოვ­და.

- მე­უღ­ლემ მშობ­ლე­ბის სახ­ლი­დან რომ წა­მო­მიყ­ვა­ნა და ზეს­ტა­ფონს მო­ვუ­ახ­ლოვ­დით, "ელექტრო­ნე­ბი" (გა­ნა­თე­ბა) და­ვი­ნა­ხე, გა­მიკ­ვირ­და, ცოტა შე­მე­შინ­და კი­დეც, ხან­ძა­რი ხომ არ არის-მეთ­ქი? ამა­ზე ჩემ­მა მე­უღ­ლე­მაც და მაყ­რი­ონ­მაც ბევ­რი იცი­ნა... კარგ ოჯახ­ში შე­ვე­დი. დე­დამ­თილ­მა სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით მი­მი­ღო. ერ­თმა­ნეთს კარ­გად გა­ვუ­გეთ. გა­თხო­ვე­ბი­დან მალე ჩემი მე­უღ­ლე 2 წლით ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს. სა­ნამ ის არ დაბ­რუნ­და, დე­და­ჩე­მის სახ­ლში მარ­ტო არ წა­ვე­დი.

- რამ­დე­ნი შვი­ლი გყავთ?

- დალი, მა­თი­კო, მზია და ნი­კო­ლო­ზი. ბევ­რი შვი­ლიშ­ვი­ლი და შვილ­თაშ­ვი­ლი მყავს, ვე­ღარც კი ვით­ვლი, მე-5 თა­ო­ბას მო­ვეს­წა­რი. 2 წლის იყო ნი­კო­ლო­ზი, როცა მე­უღ­ლე სა­მა­მუ­ლო ომში წა­იყ­ვა­ნეს. მას შემ­დეგ მა­მას შვი­ლე­ბი აღარ უნა­ხავს.

სონა ბე­ბომ 4 შვი­ლი მარ­ტომ გა­ზარ­და.

- მე­უღ­ლე თქვენც აღარ გი­ნა­ხავთ?

- ახალ ათონ­ში იყო და იქ ჩა­ვა­კი­თხე. მარ­ტო წა­ვე­დი. ჩას­ვლა რო­გორ მო­ვა­ხერ­ხე, ახ­ლაც მიკ­ვირს. რუ­სუ­ლი ენაც არ ვი­ცო­დი. ღა­მის 2 სა­ათ­ზე მი­ვე­დი, სამ­ხედ­რო­ე­ბის მან­ქა­ნამ წა­მიყ­ვა­ნა. ჩე­მო­და­ნი გავ­ხსე­ნი, ჯა­რის­კა­ცებს ჩურ­ჩხე­ლე­ბი და არა­ყი მი­ვა­წო­დე. სულ არ გა­მო­მარ­თვეს, და­ნარ­ჩე­ნი ქმარს წა­უ­ღე, მას­თან ცა­რი­ე­ლი ხომ არ მიხ­ვა­ლო?

სონა ბებო მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნია. სი­ხა­რუ­ლით მე­უბ­ნე­ბა, რომ ძა­ლი­ან ბევრ ეკ­ლე­სი­ა­შია ნამ­ყო­ფი და რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც ჰქონ­და, ყველ­გან თან­ხა აქვს შე­წი­რუ­ლი. ცხოვ­რე­ბა შრო­მა­ში გა­ლია, მაგ­რამ გან­ვლი­ლი 100 წლის მან­ძილ­ზე, ერთი კვი­რა დღეც კი არ ახ­სოვს, ემუ­შა­ოს.

- კვი­რა უფ­ლის დღეა, შა­ბათს სა­ღა­მოს 5 სა­ა­თი­დან აღარ ვმუ­შა­ობ­დი. 1937 წელს ბოლ­შე­ვი­კე­ბის და­ვა­ლე­ბით ვი­ღაც კა­ცე­ბი ფურ­ცლე­ბით და­დი­ოდ­ნენ, შენი სა­ხე­ლი და გვა­რი უნდა და­გე­წე­რა და მი­გე­თი­თე­ბი­ნა, იყა­ვი თუ არა მორ­წმუ­ნე. ხალ­ხი შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო, ყვე­ლა წერ­და, არ ვარ მორ­წმუ­ნეო. მე არ შემ­ში­ნე­ბია და დავ­წე­რე, რომ ღმერ­თის, ეკ­ლე­სი­ის მწამ­და. ეს ქა­ღალ­დი უფ­რო­სო­ბამ ნახა. იქ ჩვე­ნი ოჯა­ხის ნაც­ნო­ბი იყო და მის­თვის უთ­ქვამთ, სონა ცერ­ცვა­ძეს იც­ნო­ბო? - ამ ქალს კა­ცის გული ჰქო­ნი­აო. ვი­ცო­დი, მა­შინ ამის­თვის ხვრეტ­დნენ. დამ­ხვრე­ტენ და დამ­ხვრი­ტონ-მეთ­ქი, - ვი­ფიქ­რე, მაგ­რამ გა­დავ­რჩი. ღმერ­თის მწამ­და და სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რო­გორ და­მე­წე­რა, სარ­წმუ­ნო­ე­ბას ხომ არ უარ­ვყოფ­დი? ეჰ! ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი გა­ჭირ­ვე­ბა მაქვს ნა­ნა­ხი, - იმ­დე­ნი სი­ხა­რუ­ლი რომ მე­ნა­ხა, გავ­გიჟ­დე­ბო­დი.

სონა ბებო, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მარ­ხუ­ლობს. "ვე­რა­ვინ შე­მაც­დენს, - მარ­ხვის დროს გულს არა­ფე­რი ეკა­რე­ბა", - ამ­ბობს და მო­ძღვრის­გან კურ­თხე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, რძის პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა­ზეც კი უარს აცხა­დებს. ერთ ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დელ ამ­ბავს იხ­სე­ნებს: სკო­ლის ეზო­ში ეკ­ლე­სია იყო. ბოლ­შე­ვი­კე­ბი მო­ვიდ­ნენ და სამ­რეკ­ლო მო­ან­გრი­ეს. ალი­ო­შა ლო­ლა­ძე (ვის ეზო­შიც სკო­ლა და ეკ­ლე­სია იყო) დღე და ღამე ხის ბა­რით იდგა ეკ­ლე­სი­ას­თან და იცავ­და. ასე გა­და­არ­ჩი­ნა ტა­ძა­რი დან­გრე­ვას. იმ კა­ცის ოჯახ­ში, რო­მელ­მაც სამ­რეკ­ლო ჩა­მო­ან­გრია, დიდი სა­ცო­და­ო­ბა დატ­რი­ალ­და, - ყვე­ლა­ნი და­ი­ხოც­ნენ...

ჩემი ხან­დაზ­მუ­ლი რეს­პონ­დენ­ტი წუხს, რომ ბოლო დროს ქარ­თვე­ლე­ბი ძა­ლი­ან შე­იც­ვალ­ნენ; კრი­ტი­კუ­ლად არის გან­წყო­ბი­ლი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ და მე­კი­თხე­ბა:

- სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ აირ­ჩი­ეს, მა­შინ მოგ­წონ­და მისი საქ­ცი­ე­ლი?

- მა­შინ ბევ­რს მოს­წონ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი, თქვენ - არა?

- რათი მო­მე­წო­ნე­ბო­და? ეტყო­ბო­და, რაც იქ­ნე­ბო­და... მო­ხუ­ცე­ბუ­ლი ქალი ვა­ტყობ­დი, რომ საქ­მე ცუ­დად მი­დი­ო­და. და­დი­ო­და გა­უ­თა­ვებ­ლად ბა­თუმ­სა და თბი­ლისს შო­რის. რა იყო ამ­დე­ნი საფ­რე­ნი იქ? ამ­დე­ნი "და­ჩე­ბი" რა­ის­თვის უნ­დო­და? ვინ იცის კი­დევ, რას მო­ი­მოქ­მე­დებ­და, მაგ­რამ ივა­ნიშ­ვილ­მა არ და­ა­ცა­და, მა­გას ვე­ნაც­ვა­ლე! ქარ­თვე­ლი კაცი მო­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ჩემი არც ბი­ძაშ­ვი­ლია, არც მა­მი­დაშ­ვი­ლი, მაგ­რამ ზეს­ტა­ფონ­ში ხალ­ხს რომ ხვდე­ბო­და, მეც წა­ვე­დი იმ შეხ­ვედ­რა­ზე. ტრი­ბუ­ნი­დან ჩა­მოხ­ტა და მა­კო­ცა.

- რა გი­თხრათ?

- ბე­ბია, ღმერ­თმა გა­გა­ხა­რო­სო. მად­ლო­ბა, რომ მოხ­ვე­დიო. დავ­ლო­ცე, დე­დაშ­ვი­ლო­ბის გამ­ჩენ­მა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გამ­ყო­ფოს-მეთ­ქი. ღმერ­თმა ყვე­ლა კარ­გად უმ­ყო­ფოს. ეგ რომ არ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, ახლა დაღ­მარ­თზე ვიქ­ნე­ბო­დით დაშ­ვე­ბუ­ლე­ბი, ერთი ჩას­რი­ა­ლე­ბა გვაკ­ლდა და წყა­ლი წაგ­ვი­ღებ­და...

- რას ურ­ჩევთ ივა­ნიშ­ვილს?

- მან ჩემ­ზე კარ­გად იცის, რა უნდა გა­ა­კე­თოს. ღმერ­თმა კარ­გად გვიმ­ყო­ფოს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი წაღ­მა წა­მო­ვი­დეს და გა­ი­ხა­როს!

- ბევ­რი მო­ხუ­ცე­ბუ­ლი ბრა­ზობს, პენ­სი­ის გაზ­რდას დაგვპირ­დნენ და რა­ტომ არ გვიზ­რდი­ა­ნო?

- რომ გა­ე­ზარ­დათ, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, რომ ამას მალე გა­ა­კე­თე­ბენ. გოგი ქავ­თა­რა­ძე ჩემი ნა­თე­სა­ვია. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ჩვენ­თან იყო მო­სუ­ლი და მკი­თხა: რო­გორ ფიქ­რობ, გა­ვი­მარ­ჯვებ­თო? - რას ლა­პა­რა­კობ, აბა, რას ვი­ზამთ-მეთ­ქი? მა­შინ გავ­წევ­რდი "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში".

- ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებთ?

- "კავ­კა­სი­ას" ვუ­ყუ­რებ, აქუ­ბარ­დი­ას გა­და­ცე­მა მომ­წონს, სი­მარ­თლეს ლა­პა­რა­კობს ეს კაცი. მას­თან ნაირ-ნა­ი­რი სტუ­მა­რი მი­დის და ისიც ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ ვე­რა­ვის ვე­რა­ფე­რი შე­ას­მი­ნა. აქუ­ბარ­დია კარ­გი კა­ცია!

- თქვენს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში შობა-ახალ წელს რო­გორ აღ­ნიშ­ნავ­დით?

- 6 იან­ვარს ღორს ვკლავ­დით და სა­ნამ არ გახ­სნილ­დე­ბო­და, ხორცს პირს არ ვა­კა­რებ­დით. შო­ბას, დი­ლით, ეკ­ლე­სი­ა­ში მივ­დი­ო­დით, სა­ნო­ვა­გეც მიგვქონ­და, მო­ძღვა­რი გვი­კურ­თხებ­და და მერე მი­ვირ­თმევ­დით. ღმერ­თმა გა­უ­მარ­ჯოს კა­ცის მარ­ჯვე­ნას, ხა­რის ქედს, დე­და­მი­წის მო­სა­ვალს, ცის ნამს! - ასე იტყო­და ხოლ­მე ბა­ბუ­ა­ჩე­მი. უს­წავ­ლე­ლი იყო ბა­ბუ­ა­ჩე­მი, წერა-კი­თხვა არ იცო­და, მაგ­რამ 15 წელი სოფ­ლის მა­მა­სახ­ლი­სი იყო... ადრე ჭამა-სმაც ზო­მი­ე­რი იცოდ­ნენ. "მე ხომ მღე­ბა­ვი არა ვარ,/ რომ მო­გი­ტა­ნო ლი­ლაო,/ ღმერ­თმა ბევ­რი გაგ­ვი­თე­ნოს შობა-ახალ წლის დი­ლაო!/ დი­დე­ბა ღმერ­თსა კი­დევ დავ­ლევ ერ­თსა,/ ღმერ­თმა ყვე­ლას გა­უ­მარ­ჯოს სტუ­მარ-მას­პინ­ძელ­სა", - იტყოდ­ნენ სუფ­რას­თან და მერე კაცი ღვი­ნოს აღარ და­ლევ­და.

- მხნედ გა­მო­ი­ყუ­რე­ბით, კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა გაქვთ, რაში მდგო­მა­რე­ობს თქვე­ნი მხნე­ო­ბის სა­ი­დუმ­ლო?

- უფ­ლის რწმე­ნა­ში, ლოც­ვას დიდი ძალა აქვს. ჩემი გო­გოც ხელს ძა­ლი­ან მი­წყობს. ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ბევ­რს ვშრო­მობ­დი: ხა­რებს ვუ­ძღვე­ბო­დი, ვთოხ­ნი­დი, ვბა­რავ­დი, ვაზს ვუვ­ლი­დი, ხე­ხილს ვამ­ყნობ­დი, აბ­რე­შუ­მი მომ­ყავ­და...

ჩემს შვი­ლებს ვას­წავ­ლე და მინ­და, ყვე­ლამ იცო­დეთ, მი­წა­ზე მუ­შა­ო­ბით რომ და­იღ­ლე­ბით, ხეს მი­ეყ­რდე­ნით და ის ბე­ჭე­ბი­დან "შე­გა­ტყო­ბი­ნებს" რომ ძა­ლას გაძ­ლევს. ამის ახლა ნაკ­ლე­ბად სწამთ, შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს გა­ე­ცი­ნოს კი­დეც, მაგ­რამ სი­მარ­თლეა!

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ ლა­პა­რა­კობთ, მაგ­რამ არ მინ­და, გა­დაგ­ღა­ლოთ. ბო­ლოს, რას გვე­ტყვით?

- ყვე­ლას გი­ლო­ცავთ დამ­დეგ ახალ წელს! აწი ჩვე­ნი საქ­მე სულ წაღ­მა წა­სუ­ლი­ყოს. სა­ქარ­თვე­ლოს გაძ­ლი­ე­რე­ბის და გამ­თლი­ა­ნე­ბის წელი დამ­დგა­რი­ყოს. ყვე­ლა­ნი ჩემს ასა­კამ­დე ჯან­მრთე­ლი სხე­უ­ლი­თა და საღი გო­ნე­ბით მი­გეღ­წი­ოთ.

- ჩვენც გი­ლო­ცავთ და მხნე­ო­ბას გი­სურ­ვებთ!

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?

"ჩემს ასაკამდე ჯანმრთელი სხეულითა და საღი გონებით მოგეყაროთ"

"ჩემს ასაკამდე ჯანმრთელი სხეულითა და საღი გონებით მოგეყაროთ"

ჩემი რესპონდენტი საუკუნის ტოლი ქალბატონი, სონა ცერცვაძე გახლავთ. ის ყველაზე "ახალგაზრდა" პარტიის - "ქართული ოცნების" უხუცესი წევრია. წარმოშობით ზესტაფონიდან არის, ზამთრის ცივ დღეებს კი წოდორეთში, ქალიშვილთან ატარებს. ჩვენი შეხვედრა სწორედ ამ სოფელში მოხდა. ოჯახში შესულს სონა ბებო ღიმილით შემომეგება. ისე მხნედ გამოიყურება, ძნელია დაიჯერო, რომ უკან საუკუნე მოიტოვა.

ბავშვობის გახსენება არ უყვარს. თერჯოლის რაიონის სოფელ სკანდეში კერძო სკოლაში სწავლობდა, მეოთხე კლასი რომ დაამთავრა, მიწისძვრა მოხდა და ყველა ბავშვი და მასწავლებელი რომელიც შენობაში იმყოფებოდა, დაიღუპა. ამ საცოდაობის გახსენებაზე ახლაც თვალზე ცრემლი ადგება. სხვაგან სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო. 20 კილომეტრი ფეხით ვეღარ ვიარე და უსწავლელი დავრჩიო, - ამბობს დანანებით.

- რომ წამოვიზარდე, მშობლებმა კერვა მასწავლეს. მერე საკერავი მანქანა მიყიდეს. კარგად ვკერავდი და ოჯახსაც ამ საქმიანობით ვინახავდი.

ოჯახი კი 16 წლისამ შექმნა. თერჯოლიდან ზესტაფონში გათხოვდა.

- მეუღლემ მშობლების სახლიდან რომ წამომიყვანა და ზესტაფონს მოვუახლოვდით, "ელექტრონები" (განათება) დავინახე, გამიკვირდა, ცოტა შემეშინდა კიდეც, ხანძარი ხომ არ არის-მეთქი? ამაზე ჩემმა მეუღლემაც და მაყრიონმაც ბევრი იცინა... კარგ ოჯახში შევედი. დედამთილმა საკუთარი შვილივით მიმიღო. ერთმანეთს კარგად გავუგეთ. გათხოვებიდან მალე ჩემი მეუღლე 2 წლით ჯარში გაიწვიეს. სანამ ის არ დაბრუნდა, დედაჩემის სახლში მარტო არ წავედი.

- რამდენი შვილი გყავთ?

- დალი, მათიკო, მზია და ნიკოლოზი. ბევრი შვილიშვილი და შვილთაშვილი მყავს, ვეღარც კი ვითვლი, მე-5 თაობას მოვესწარი. 2 წლის იყო ნიკოლოზი, როცა მეუღლე სამამულო ომში წაიყვანეს. მას შემდეგ მამას შვილები აღარ უნახავს.

სონა ბებომ 4 შვილი მარტომ გაზარდა.

- მეუღლე თქვენც აღარ გინახავთ?

- ახალ ათონში იყო და იქ ჩავაკითხე. მარტო წავედი. ჩასვლა როგორ მოვახერხე, ახლაც მიკვირს. რუსული ენაც არ ვიცოდი. ღამის 2 საათზე მივედი, სამხედროების მანქანამ წამიყვანა. ჩემოდანი გავხსენი, ჯარისკაცებს ჩურჩხელები და არაყი მივაწოდე. სულ არ გამომართვეს, დანარჩენი ქმარს წაუღე, მასთან ცარიელი ხომ არ მიხვალო?

სონა ბებო მორწმუნე ადამიანია. სიხარულით მეუბნება, რომ ძალიან ბევრ ეკლესიაშია ნამყოფი და რისი საშუალებაც ჰქონდა, ყველგან თანხა აქვს შეწირული. ცხოვრება შრომაში გალია, მაგრამ განვლილი 100 წლის მანძილზე, ერთი კვირა დღეც კი არ ახსოვს, ემუშაოს.

- კვირა უფლის დღეა, შაბათს საღამოს 5 საათიდან აღარ ვმუშაობდი. 1937 წელს ბოლშევიკების დავალებით ვიღაც კაცები ფურცლებით დადიოდნენ, შენი სახელი და გვარი უნდა დაგეწერა და მიგეთითებინა, იყავი თუ არა მორწმუნე. ხალხი შეშინებული იყო, ყველა წერდა, არ ვარ მორწმუნეო. მე არ შემშინებია და დავწერე, რომ ღმერთის, ეკლესიის მწამდა. ეს ქაღალდი უფროსობამ ნახა. იქ ჩვენი ოჯახის ნაცნობი იყო და მისთვის უთქვამთ, სონა ცერცვაძეს იცნობო? - ამ ქალს კაცის გული ჰქონიაო. ვიცოდი, მაშინ ამისთვის ხვრეტდნენ. დამხვრეტენ და დამხვრიტონ-მეთქი, - ვიფიქრე, მაგრამ გადავრჩი. ღმერთის მწამდა და საწინააღმდეგო როგორ დამეწერა, სარწმუნოებას ხომ არ უარვყოფდი? ეჰ! ცხოვრებაში ბევრი გაჭირვება მაქვს ნანახი, - იმდენი სიხარული რომ მენახა, გავგიჟდებოდი.

სონა ბებო, მთელი ცხოვრება მარხულობს. "ვერავინ შემაცდენს, - მარხვის დროს გულს არაფერი ეკარება", - ამბობს და მოძღვრისგან კურთხევის მიუხედავად, რძის პროდუქტის მიღებაზეც კი უარს აცხადებს. ერთ ბავშვობის დროინდელ ამბავს იხსენებს: სკოლის ეზოში ეკლესია იყო. ბოლშევიკები მოვიდნენ და სამრეკლო მოანგრიეს. ალიოშა ლოლაძე (ვის ეზოშიც სკოლა და ეკლესია იყო) დღე და ღამე ხის ბარით იდგა ეკლესიასთან და იცავდა. ასე გადაარჩინა ტაძარი დანგრევას. იმ კაცის ოჯახში, რომელმაც სამრეკლო ჩამოანგრია, დიდი საცოდაობა დატრიალდა, - ყველანი დაიხოცნენ...

ჩემი ხანდაზმული რესპონდენტი წუხს, რომ ბოლო დროს ქართველები ძალიან შეიცვალნენ; კრიტიკულად არის განწყობილი წინა ხელისუფლების მიმართ და მეკითხება:

- სააკაშვილი რომ აირჩიეს, მაშინ მოგწონდა მისი საქციელი?

- მაშინ ბევრს მოსწონდა სააკაშვილი, თქვენ - არა?

- რათი მომეწონებოდა? ეტყობოდა, რაც იქნებოდა... მოხუცებული ქალი ვატყობდი, რომ საქმე ცუდად მიდიოდა. დადიოდა გაუთავებლად ბათუმსა და თბილისს შორის. რა იყო ამდენი საფრენი იქ? ამდენი "დაჩები" რაისთვის უნდოდა? ვინ იცის კიდევ, რას მოიმოქმედებდა, მაგრამ ივანიშვილმა არ დააცადა, მაგას ვენაცვალე! ქართველი კაცი მოვიდა ხელისუფლებაში, ჩემი არც ბიძაშვილია, არც მამიდაშვილი, მაგრამ ზესტაფონში ხალხს რომ ხვდებოდა, მეც წავედი იმ შეხვედრაზე. ტრიბუნიდან ჩამოხტა და მაკოცა.

- რა გითხრათ?

- ბებია, ღმერთმა გაგახაროსო. მადლობა, რომ მოხვედიო. დავლოცე, დედაშვილობის გამჩენმა გამარჯვებული გამყოფოს-მეთქი. ღმერთმა ყველა კარგად უმყოფოს. ეგ რომ არ გამოჩენილიყო, ახლა დაღმართზე ვიქნებოდით დაშვებულები, ერთი ჩასრიალება გვაკლდა და წყალი წაგვიღებდა...

- რას ურჩევთ ივანიშვილს?

- მან ჩემზე კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს. ღმერთმა კარგად გვიმყოფოს, რომ ქართველი ხალხი წაღმა წამოვიდეს და გაიხაროს!

- ბევრი მოხუცებული ბრაზობს, პენსიის გაზრდას დაგვპირდნენ და რატომ არ გვიზრდიანო?

- რომ გაეზარდათ, კარგი იქნებოდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამას მალე გააკეთებენ. გოგი ქავთარაძე ჩემი ნათესავია. არჩევნებამდე ჩვენთან იყო მოსული და მკითხა: როგორ ფიქრობ, გავიმარჯვებთო? - რას ლაპარაკობ, აბა, რას ვიზამთ-მეთქი? მაშინ გავწევრდი "ქართულ ოცნებაში".

- ტელევიზორს უყურებთ?

- "კავკასიას" ვუყურებ, აქუბარდიას გადაცემა მომწონს, სიმართლეს ლაპარაკობს ეს კაცი. მასთან ნაირ-ნაირი სტუმარი მიდის და ისიც ლაპარაკობს, მაგრამ ვერავის ვერაფერი შეასმინა. აქუბარდია კარგი კაცია!

- თქვენს ახალგაზრდობაში შობა-ახალ წელს როგორ აღნიშნავდით?

- 6 იანვარს ღორს ვკლავდით და სანამ არ გახსნილდებოდა, ხორცს პირს არ ვაკარებდით. შობას, დილით, ეკლესიაში მივდიოდით, სანოვაგეც მიგვქონდა, მოძღვარი გვიკურთხებდა და მერე მივირთმევდით. ღმერთმა გაუმარჯოს კაცის მარჯვენას, ხარის ქედს, დედამიწის მოსავალს, ცის ნამს! - ასე იტყოდა ხოლმე ბაბუაჩემი. უსწავლელი იყო ბაბუაჩემი, წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ 15 წელი სოფლის მამასახლისი იყო... ადრე ჭამა-სმაც ზომიერი იცოდნენ. "მე ხომ მღებავი არა ვარ,/ რომ მოგიტანო ლილაო,/ ღმერთმა ბევრი გაგვითენოს შობა-ახალ წლის დილაო!/ დიდება ღმერთსა კიდევ დავლევ ერთსა,/ ღმერთმა ყველას გაუმარჯოს სტუმარ-მასპინძელსა", - იტყოდნენ სუფრასთან და მერე კაცი ღვინოს აღარ დალევდა.

- მხნედ გამოიყურებით, კარგი მეხსიერება გაქვთ, რაში მდგომარეობს თქვენი მხნეობის საიდუმლო?

- უფლის რწმენაში, ლოცვას დიდი ძალა აქვს. ჩემი გოგოც ხელს ძალიან მიწყობს. ახალგაზრდობაში ბევრს ვშრომობდი: ხარებს ვუძღვებოდი, ვთოხნიდი, ვბარავდი, ვაზს ვუვლიდი, ხეხილს ვამყნობდი, აბრეშუმი მომყავდა...

ჩემს შვილებს ვასწავლე და მინდა, ყველამ იცოდეთ, მიწაზე მუშაობით რომ დაიღლებით, ხეს მიეყრდენით და ის ბეჭებიდან "შეგატყობინებს" რომ ძალას გაძლევს. ამის ახლა ნაკლებად სწამთ, შეიძლება ვინმეს გაეცინოს კიდეც, მაგრამ სიმართლეა!

- ძალიან საინტერესოდ ლაპარაკობთ, მაგრამ არ მინდა, გადაგღალოთ. ბოლოს, რას გვეტყვით?

- ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! აწი ჩვენი საქმე სულ წაღმა წასულიყოს. საქართველოს გაძლიერების და გამთლიანების წელი დამდგარიყოს. ყველანი ჩემს ასაკამდე ჯანმრთელი სხეულითა და საღი გონებით მიგეღწიოთ.

- ჩვენც გილოცავთ და მხნეობას გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"