მსოფლიო

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ სჯერათ მსახიობ ბავშვებს თოვლის ბაბუის არსებობის
რატომ არ სჯერათ მსახიობ ბავშვებს თოვლის ბაბუის არსებობის

რატი გო­გა­ტიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ბარ­ბა­ქა­ძე და ქეთა ორ­ბე­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ბავ­შვე­ბი არი­ან. ბევრ ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელს ისი­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­ვით უყ­ვარს და კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ­თან "შეხ­ვედ­რას" სი­ხა­რუ­ლით ელის. გა­დავ­წყვი­ტეთ, გაგ­ვერ­კვია - პა­ტა­რე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად საყ­ვა­რელ დღე­სას­წა­ულს - ახალ წელს ეს პო­პუ­ლა­რუ­ლი ბავ­შვე­ბი რო­გორ ატა­რე­ბენ?

რატი გო­გა­ტიშ­ვი­ლი (ნიკა, სე­რი­ა­ლი­დან - "შუა ქა­ლაქ­ში"):

- იცი, თოვ­ლის პა­პის არ­სე­ბო­ბის მჯე­რა, მაგ­რამ იმის არ მჯე­რა, რომ დაფ­რი­ნავს და სა­ჩუქ­რე­ბი და­აქვს. უბ­რა­ლოდ, თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში, ლაპ­ლან­დი­ა­ში ზის... ვხუმ­რობ, რა თქმა უნდა (იცი­ნის). ერთხელ ეზო­ში ვი­ყა­ვი და და­ვი­ნა­ხე, ჩემს მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ ბავ­შვს სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუ­ქა­რი რო­გორ შე­უ­ტა­ნეს. ჰოდა, ყვე­ლა­ფერს მივ­ხვდი; მა­შინ 8-9 წლის ვი­ყა­ვი. წი­ნათ ვი­ჯე­ქი და ვე­ლო­დი, თოვ­ლის ბა­ბუ­ის ეტლი რო­დის გა­ივ­ლი­და. ახლა ვიცი, რომ სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რებს ნაძ­ვის ხეს­თან მშობ­ლე­ბი მახ­ვედ­რე­ბენ.

- სურ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ "თოვ­ლის პა­პას" რო­გორ ატყო­ბი­ნებ?

- წე­რი­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც ასე იწყე­ბა: "მამა და დედა, მინ­და, რომ მო­მი­ტა­ნოთ..." ან - "ჩემო თოვ­ლის ბა­ბუ­ე­ბო" (იცი­ნის)...

- სურ­ვილს ყო­ველ­თვის გის­რუ­ლე­ბენ?

- კი. ახლა მინ­და, რომ ლეკ­ვი მა­ჩუ­ქონ...

- თოვ­ლის პა­პის არ­სე­ბო­ბის, შენს პა­ტა­რა და­ი­კოს თუ სჯე­რა?

- ალ­ბათ კი.

- "ჩამ­ჭრელ" კი­თხვებს არ გის­ვამს?

- ერთხელ მკი­თხა: თოვ­ლის ბა­ბუ­ას რა­ტომ ვერ ვნა­ხუ­ლობ? ნაძ­ვის ხეს­თან რომ და­ვი­ძი­ნო, სა­ჩუ­ქარს და­მი­ტო­ვებ­სო? მთე­ლი ღამე ნაძ­ვის ხეს­თან ჯდო­მას აპი­რებ­და.

- ვინ გა­და­ა­ფიქ­რე­ბი­ნა?

- მე. ვუ­თხა­რი: გა­რეთ გა­ვი­დეთ, თოვ­ლია და რა­ღა­ცე­ბი ავა­ფეთ­ქოთ, გა­ვერ­თოთ-მეთ­ქი. ახალ წელს ყო­ველ­თვის ასე ვიქ­ცე­ვით.

- რატი, სე­რი­ალ­ში ერთხელ ლა­შამ და პა­ა­ტამ შენი პერ­სო­ნა­ჟი - ნიკა და­ათ­ვრეს. რე­ა­ლუ­რად, ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი თუ გა­გი­სინ­ჯავს?

- კი. ახალ წელს ჭიქა ღვი­ნოს ვსვამ, ხან­და­ხან კი სა­დღეგ­რძე­ლო­საც ვამ­ბობ.

ქეთა ორ­ბე­ლა­ძე (ტასო, სე­რი­ა­ლი­დან - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი"):

- ახა­ლი წლის მო­ახ­ლო­ე­ბა ძა­ლი­ან მი­ხა­რია! მომ­წონს, რომ თოვ­ლი მო­დის, ყვე­ლა­ფე­რი გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლია, "სი­ნათ­ლე­ზე" ზა­რე­ბი ჰკი­დია... მინ­და, თოვ­ლის ბა­ბუ­ამ კარ­გი სა­თა­მა­შო მო­მი­ტა­ნოს.

- თოვ­ლის პა­პას შეხ­ვედ­რი­ხარ?

- არა. თოვ­ლის პაპა არ არ­სე­ბობს!

- ეს ვინ გი­თხრა?

- თვი­თონ მივ­ხვდი. იმი­ტომ არ არ­სე­ბობს, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია. უბ­რა­ლოდ, თოვ­ლის ბა­ბუ­ის ტან­საც­მე­ლი აც­ვია, წვე­რე­ბი უკე­თია და ბავ­შვებს სა­ჩუქ­რებს ჩუქ­ნის. ამას ახა­ლი წლის ერთ-ერთ დღე­სას­წა­ულ­ზე მივ­ხვდი.

- რო­გორ მიხ­ვდი?

- ჩვე­ნი თოვ­ლის პაპა ბაბუ კი არა, გოგო იყო!

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხარ?

- კი: ის ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი - ნუკა გახ­ლდათ. უბ­რა­ლოდ, თოვ­ლის პა­პის ფორ­მა ეცვა და "ბარ­ბის" სახ­ლი მო­მი­ტა­ნა. ეს ამ­ბა­ვი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­ვი­ღე, რად­გან თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბა­ში მა­ნამ­დეც ეჭვი მე­პა­რე­ბო­და. ერთხელ სა­ბავ­შვო ბაღ­ში სა­ა­ხალ­წლო ზე­ი­მი მქონ­და. თოვ­ლის პაპა რომ და­ვი­ნა­ხე, ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, რად­გან ნამ­დვი­ლი მე­გო­ნა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ისიც ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლა.

- რა­ტომ შე­გე­შინ­და? თოვ­ლის პაპა ხომ კე­თი­ლია?

- რა ვიცი, აბა? მა­შინ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი.

- უკვე და­გეგ­მე - ახა­ლი წლის დღე­სას­წა­ულს რო­გორ გა­ა­ტა­რებ?

- ვიცი, რომ თოვ­ლის პა­პამ სა­ჩუქ­რე­ბით უნდა გა­მარ­თოს. ნაძ­ვის ხე უკვე მოვ­რთე. დე­დი­კოც მო­მეხ­მა­რა. ადრე მა­მი­კომ თოვ­ლის პა­პას­თვის მი­წე­რი­ლი ჩემი წე­რი­ლი ქუ­ჩა­ში დადო, თოვ­ლის ბა­ბუ­ამ კი აიღო, წა­ი­კი­თხა, ჩვენს კარ­ზე ზარი და­რე­კა, სა­ჩუქ­რე­ბი და­ტო­ვა და წა­ვი­და...

გი­ორ­გი ბარ­ბა­ქა­ძე (ჯეკო, სე­რი­ა­ლი­დან - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი"):

- ახა­ლი წლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვემ­ზა­დე­ბი. მომ­წონს, თოვ­ლი რომ მო­დის.

- თოვ­ლის პა­პის არ­სე­ბო­ბის ხომ გჯე­რა?

- არა და არც არა­სო­დეს მჯე­რო­და. სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბი დე­დას მო­აქვს ხოლ­მე.

- ახა­ლი წლის დღე­სას­წა­ულს რო­გორ ატა­რებ?

- კარ­გად. მე­გობ­რებ­თან ერ­თად "სა­ლუ­ტებს" ვის­ვრი, ქუ­ჩა­ში გვი­ა­ნო­ბამ­დე ვრჩე­ბით...

- ახალ წელს მეკვლე არ ხარ ხოლ­მე?

- ერთხელ ვი­ყა­ვი: მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი ახ­ლობ­ლის ოჯახს ვეს­ტუმ­რეთ. ჯერ კარ­თან ზარი დავ­რე­კეთ, მერე სახ­ლში შე­ვე­დით და კან­ფე­ტე­ბი ჭერ­ში ავ­ყა­რეთ. იმ ოჯა­ხის­თვის ის წელი წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ჩემს ოჯახ­ში მეკვლედ ჩემი რო­მე­ლი­მე მე­გო­ბა­რი ან ბი­ძაშ­ვი­ლი მო­დის ხოლ­მე.

- ტკბი­ლე­უ­ლი გიყ­ვარს?

- ტკბი­ლე­უ­ლი და სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სხვა­დას­ხვა კერ­ძის, მა­გა­ლი­თად - მწვა­დის, ხინ­კლის და­გე­მოვ­ნე­ბა მომ­წონს...

- ნაძ­ვის ხის მორ­თვა­ში თუ მო­ნა­წი­ლე­ობ?

- მთლი­ა­ნად მე ვრთავ ხოლ­მე.

- და-ძმა გყავს?

- კი, დაც მყავს და ძმაც. ისი­ნი ჩემ­ზე უფ­რო­სე­ბი არი­ან.

- მათ გი­თხრეს, - თოვ­ლის პაპა არ არ­სე­ბობ­სო?

- არა, ამას მე მივ­ხვდი!

- რო­გორ და­ვი­ჯე­რო, რომ თოვ­ლის პა­პის­თვის წე­რი­ლი არა­სო­დეს მი­გი­წე­რია?

- მე და ჩემ­მა და-ძმამ ერთხელ მივ­წე­რეთ. მა­შინ პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით. თოვ­ლის პა­პას ვე­ლო­სი­პე­დი და სხვა ნივ­თე­ბი ვთხო­ვე.

- თხოვ­ნა აგის­რუ­ლა?

- კი. გა­მო­გი­ტყდე­ბი: თოვ­ლის პა­პის არ­სე­ბო­ბის 7 წლამ­დე მჯე­რო­და, მერე კი შე­ვი­ტყვე, რომ არ არ­სე­ბობს. ჰოდა, აღარ მჯე­რა.

- რო­გორ შე­ი­ტყვე?

- დე­დამ მი­თხრა.

- წელს რა გინ­და, რომ "თოვ­ლის პა­პამ" გა­ჩუ­ქოს?

- აი­ფო­ნი ან აი­პა­დი.

- სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად, მთე­ლი წელი კარ­გად იქ­ცე­ვი ხოლ­მე?

- სკო­ლა­ში კარ­გად ვსწავ­ლობ. ისე, ცოტა ცელ­ქი კი ვარ...

- შენს და­ი­კო­ზეც გვი­ამ­ბე რამე - ტა­სოს ჰგავს?

- ალ­ბათ, ცო­ტა­თი ჰგავს: ტან­საც­მე­ლი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი უყ­ვარს.

- გიო, სკო­ლის სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ?

- ჩემ­მა სკო­ლამ ოლიმ­პი­ა­და­ზე, "ზღაპ­რე­ბის კონ­კურ­სში" ორ­ჯერ გა­ი­მარ­ჯვა.

- სა­ა­ხალ­წლო სპექ­ტაკლში ვის როლს ას­რუ­ლებ­დი?

- ერთ სპექ­ტაკლში შვი­ლიშ­ვი­ლის როლი შე­ვას­რუ­ლე, მე­ო­რე­ში - ღო­რის.

- თოვ­ლის პაპა სხვის­თვის თუ ყო­ფილ­ხარ?

- კი. ზოგ ბავ­შვს მისი არ­სე­ბო­ბის სჯე­რა. მათ თოვ­ლის პა­პის სა­ხე­ლით რა­ღა­ცებს ვჩუქ­ნი ხოლ­მე.

- გვი­თხა­რი - 2013 წელს რო­გორ შეხ­ვდე­ბი?

- "სა­ლუ­ტებს", "ბომ­ბებს" ვი­ყი­დი, სუფ­რას გა­ვა­ლა­მა­ზებ, ნაძ­ვის ხე­საც დავ­დგამ... ახალ წელს სა­ა­თის ისა­რი 12-ს რომ გა­დას­ცდე­ბა, ქე­იფს და­ვი­წყებ...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რატომ არ სჯერათ მსახიობ ბავშვებს თოვლის ბაბუის არსებობის

რატომ არ სჯერათ მსახიობ ბავშვებს თოვლის ბაბუის არსებობის

რატი გოგატიშვილი, გიორგი ბარბაქაძე და ქეთა ორბელაძე საქართველოში ყველაზე პოპულარული ბავშვები არიან. ბევრ ტელემაყურებელს ისინი ოჯახის წევრებივით უყვარს და კვირის განმავლობაში მათთან "შეხვედრას" სიხარულით ელის. გადავწყვიტეთ, გაგვერკვია - პატარებისთვის განსაკუთრებულად საყვარელ დღესასწაულს - ახალ წელს ეს პოპულარული ბავშვები როგორ ატარებენ?

რატი გოგატიშვილი (ნიკა, სერიალიდან - "შუა ქალაქში"):

- იცი, თოვლის პაპის არსებობის მჯერა, მაგრამ იმის არ მჯერა, რომ დაფრინავს და საჩუქრები დააქვს. უბრალოდ, თავის ქვეყანაში, ლაპლანდიაში ზის... ვხუმრობ, რა თქმა უნდა (იცინის). ერთხელ ეზოში ვიყავი და დავინახე, ჩემს მეზობლად მცხოვრებ ბავშვს საახალწლო საჩუქარი როგორ შეუტანეს. ჰოდა, ყველაფერს მივხვდი; მაშინ 8-9 წლის ვიყავი. წინათ ვიჯექი და ველოდი, თოვლის ბაბუის ეტლი როდის გაივლიდა. ახლა ვიცი, რომ საახალწლო საჩუქრებს ნაძვის ხესთან მშობლები მახვედრებენ.

- სურვილების შესახებ "თოვლის პაპას" როგორ ატყობინებ?

- წერილებით, რომლებიც ასე იწყება: "მამა და დედა, მინდა, რომ მომიტანოთ..." ან - "ჩემო თოვლის ბაბუებო" (იცინის)...

- სურვილს ყოველთვის გისრულებენ?

- კი. ახლა მინდა, რომ ლეკვი მაჩუქონ...

- თოვლის პაპის არსებობის, შენს პატარა დაიკოს თუ სჯერა?

- ალბათ კი.

- "ჩამჭრელ" კითხვებს არ გისვამს?

- ერთხელ მკითხა: თოვლის ბაბუას რატომ ვერ ვნახულობ? ნაძვის ხესთან რომ დავიძინო, საჩუქარს დამიტოვებსო? მთელი ღამე ნაძვის ხესთან ჯდომას აპირებდა.

- ვინ გადააფიქრებინა?

- მე. ვუთხარი: გარეთ გავიდეთ, თოვლია და რაღაცები ავაფეთქოთ, გავერთოთ-მეთქი. ახალ წელს ყოველთვის ასე ვიქცევით.

- რატი, სერიალში ერთხელ ლაშამ და პაატამ შენი პერსონაჟი - ნიკა დაათვრეს. რეალურად, ალკოჰოლური სასმელი თუ გაგისინჯავს?

- კი. ახალ წელს ჭიქა ღვინოს ვსვამ, ხანდახან კი სადღეგრძელოსაც ვამბობ.

ქეთა ორბელაძე (ტასო, სერიალიდან - "ჩემი ცოლის დაქალები"):

- ახალი წლის მოახლოება ძალიან მიხარია! მომწონს, რომ თოვლი მოდის, ყველაფერი გაბრწყინებულია, "სინათლეზე" ზარები ჰკიდია... მინდა, თოვლის ბაბუამ კარგი სათამაშო მომიტანოს.

- თოვლის პაპას შეხვედრიხარ?

- არა. თოვლის პაპა არ არსებობს!

- ეს ვინ გითხრა?

- თვითონ მივხვდი. იმიტომ არ არსებობს, რომ სინამდვილეში, ჩვეულებრივი ადამიანია. უბრალოდ, თოვლის ბაბუის ტანსაცმელი აცვია, წვერები უკეთია და ბავშვებს საჩუქრებს ჩუქნის. ამას ახალი წლის ერთ-ერთ დღესასწაულზე მივხვდი.

- როგორ მიხვდი?

- ჩვენი თოვლის პაპა ბაბუ კი არა, გოგო იყო!

- დარწმუნებული ხარ?

- კი: ის ჩვენი მეგობარი - ნუკა გახლდათ. უბრალოდ, თოვლის პაპის ფორმა ეცვა და "ბარბის" სახლი მომიტანა. ეს ამბავი ჩვეულებრივად მივიღე, რადგან თოვლის ბაბუის არსებობაში მანამდეც ეჭვი მეპარებოდა. ერთხელ საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმი მქონდა. თოვლის პაპა რომ დავინახე, ძალიან შემეშინდა, რადგან ნამდვილი მეგონა. სინამდვილეში, ისიც ადამიანი ყოფილა.

- რატომ შეგეშინდა? თოვლის პაპა ხომ კეთილია?

- რა ვიცი, აბა? მაშინ პატარა ვიყავი.

- უკვე დაგეგმე - ახალი წლის დღესასწაულს როგორ გაატარებ?

- ვიცი, რომ თოვლის პაპამ საჩუქრებით უნდა გამართოს. ნაძვის ხე უკვე მოვრთე. დედიკოც მომეხმარა. ადრე მამიკომ თოვლის პაპასთვის მიწერილი ჩემი წერილი ქუჩაში დადო, თოვლის ბაბუამ კი აიღო, წაიკითხა, ჩვენს კარზე ზარი დარეკა, საჩუქრები დატოვა და წავიდა...

გიორგი ბარბაქაძე (ჯეკო, სერიალიდან - "ჩემი ცოლის დაქალები"):

- ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ვემზადები. მომწონს, თოვლი რომ მოდის.

- თოვლის პაპის არსებობის ხომ გჯერა?

- არა და არც არასოდეს მჯეროდა. საახალწლო საჩუქრები დედას მოაქვს ხოლმე.

- ახალი წლის დღესასწაულს როგორ ატარებ?

- კარგად. მეგობრებთან ერთად "სალუტებს" ვისვრი, ქუჩაში გვიანობამდე ვრჩებით...

- ახალ წელს მეკვლე არ ხარ ხოლმე?

- ერთხელ ვიყავი: მე და ჩემი მეგობრები ახლობლის ოჯახს ვესტუმრეთ. ჯერ კართან ზარი დავრეკეთ, მერე სახლში შევედით და კანფეტები ჭერში ავყარეთ. იმ ოჯახისთვის ის წელი წარმატებული აღმოჩნდა. ჩემს ოჯახში მეკვლედ ჩემი რომელიმე მეგობარი ან ბიძაშვილი მოდის ხოლმე.

- ტკბილეული გიყვარს?

- ტკბილეული და საახალწლო სუფრა ძალიან მიყვარს. სხვადასხვა კერძის, მაგალითად - მწვადის, ხინკლის დაგემოვნება მომწონს...

- ნაძვის ხის მორთვაში თუ მონაწილეობ?

- მთლიანად მე ვრთავ ხოლმე.

- და-ძმა გყავს?

- კი, დაც მყავს და ძმაც. ისინი ჩემზე უფროსები არიან.

- მათ გითხრეს, - თოვლის პაპა არ არსებობსო?

- არა, ამას მე მივხვდი!

- როგორ დავიჯერო, რომ თოვლის პაპისთვის წერილი არასოდეს მიგიწერია?

- მე და ჩემმა და-ძმამ ერთხელ მივწერეთ. მაშინ პატარები ვიყავით. თოვლის პაპას ველოსიპედი და სხვა ნივთები ვთხოვე.

- თხოვნა აგისრულა?

- კი. გამოგიტყდები: თოვლის პაპის არსებობის 7 წლამდე მჯეროდა, მერე კი შევიტყვე, რომ არ არსებობს. ჰოდა, აღარ მჯერა.

- როგორ შეიტყვე?

- დედამ მითხრა.

- წელს რა გინდა, რომ "თოვლის პაპამ" გაჩუქოს?

- აიფონი ან აიპადი.

- საახალწლო საჩუქრების მისაღებად, მთელი წელი კარგად იქცევი ხოლმე?

- სკოლაში კარგად ვსწავლობ. ისე, ცოტა ცელქი კი ვარ...

- შენს დაიკოზეც გვიამბე რამე - ტასოს ჰგავს?

- ალბათ, ცოტათი ჰგავს: ტანსაცმელი და აქსესუარები უყვარს.

- გიო, სკოლის საახალწლო ღონისძიებებში არ მონაწილეობ?

- ჩემმა სკოლამ ოლიმპიადაზე, "ზღაპრების კონკურსში" ორჯერ გაიმარჯვა.

- საახალწლო სპექტაკლში ვის როლს ასრულებდი?

- ერთ სპექტაკლში შვილიშვილის როლი შევასრულე, მეორეში - ღორის.

- თოვლის პაპა სხვისთვის თუ ყოფილხარ?

- კი. ზოგ ბავშვს მისი არსებობის სჯერა. მათ თოვლის პაპის სახელით რაღაცებს ვჩუქნი ხოლმე.

- გვითხარი - 2013 წელს როგორ შეხვდები?

- "სალუტებს", "ბომბებს" ვიყიდი, სუფრას გავალამაზებ, ნაძვის ხესაც დავდგამ... ახალ წელს საათის ისარი 12-ს რომ გადასცდება, ქეიფს დავიწყებ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"