სამხედრო
მოზაიკა
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - გადავწყვიტეთ, ხელი არ ვახლოთ პრეზიდენტის არც ერთ უფლებამოსილებას, გარდა ერთისა
დავით უსუფაშვილი - გადავწყვიტეთ, ხელი არ ვახლოთ პრეზიდენტის არც ერთ უფლებამოსილებას, გარდა ერთისა

ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ხელი არ ვახ­ლოთ პრე­ზი­დენ­ტის არც ერთ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას მისი ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე, ყვე­ლა კომ­პე­ტენ­ცია და­ვუ­ტო­ვოთ ხე­ლუხ­ლებ­ლად, გარ­და ერ­თი­სა - ერ­თპი­როვ­ნუ­ლად ვერ შეც­ვა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბის გა­რე­შე, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­მი­ე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვას პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნის ვა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. უსუ­ფაშ­ვი­ლის თქმით, ამის თა­ო­ბა­ზე სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტში შევა, რო­მე­ლიც უმ­რავ­ლე­სო­ბის მხრი­დან იქ­ნე­ბა ინი­ცი­რე­ბუ­ლი.

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ აღ­ნიშ­ნა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა საკ­მა­ოდ დე­ტა­ლუ­რად გან­მარ­ტა ამ ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ზე­ზი.

"მან ბრძა­ნა, რომ არას­დროს ყო­ფი­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ვან­შით, მაგ­რამ ჩვენ ვერც იმას და­ვუშ­ვებ­დით, დაგ­ვე­ხუ­ჭა თვა­ლი იმა­ზე, თუ რა ხდე­ბო­და ამ ქვე­ყა­ნა­ში ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და რა სის­ტე­მა, რა რე­ჟი­მი შე­იქ­მნა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და მისი ლი­დე­რე­ბის მხრი­დან. ამი­ტომ, ჩვენ არ და ვერ გა­ვი­ზი­ა­რებ­დით იმ რჩე­ვებს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ, 2-3 ოქ­ტომ­ბერსვე გვეთ­ქვა, რომ მორ­ჩა ყვე­ლა­ფე­რი, და­ვი­ვი­წყეთ ყვე­ლა­ფე­რი, აგერ არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბა, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა ააყ­ვა­ვა და ახლა ჩვენ აყ­ვა­ვე­ბულ ქვე­ყა­ნას უნდა გა­ვუ­ძღვეთ წინ. ამი­ტომ, გარ­კვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­და, რომ ბევ­რი რამ გამ­ხდა­რი­ყო აშ­კა­რა, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით გამ­ყა­რე­ბუ­ლი, რო­გორც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის­თვის. ჩვენ მი­ვიჩ­ნევთ, რომ ეს ეტა­პიც დას­რულ­და, ანუ რე­ჟი­მი, სის­ტე­მა სრუ­ლად არის გა­მომ­ზე­უ­რე­ბუ­ლი და ასე ვთქვათ, გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი. ამ ყვე­ლა­ფერ­მა კი თავი მო­ი­ყა­რა 2004 წლის იმ სა­ბე­დის­წე­რო სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ში. სა­ბე­დის­წე­რო იმი­ტომ, რომ იმ ცვლი­ლე­ბებ­მა ააც­დი­ნა გზას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და მისი ლი­დე­რი, რო­მე­ლიც დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით და დი­ა­დი გეგ­მე­ბით მო­ვი­და სა­თა­ვე­ში", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თქმით, ერთ კაცს, პრე­ზი­დენტს, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ეძ­ლე­ვა უფ­ლე­ბა იგ­ნო­რი­რე­ბა გა­უ­კე­თოს მო­სახ­ლე­ო­ბის ნე­ბას, "რო­მე­ლიც ორი­ო­დე თვის წინ იყო გა­მო­ხა­ტუ­ლი".

"თუ ამ ცდუ­ნე­ბას ვერ გა­უძ­ლებ­და პრე­ზი­დენ­ტი და ჩათ­ვლი­და, რომ ეს იყო სა­ჭი­რო და ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი სრუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­კოტ­რე­ბის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად, თუ ამ ნა­ბიჯს გა­დად­გამ­და, ამას მოჰ­ყვე­ბო­და პრო­ცე­სე­ბი, პირ­ველ რიგ­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხრი­დან",-გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, კო­ა­ლი­ცი­ამ გა­და­წყვი­ტა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბი შე­ა­ჩე­როს "არას­წორ გზა­ზე და არ და­უშ­ვას პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი".

"აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პარ­ლა­მენ­ტი მზა­დაა მო­იხ­სნას იმუ­ნი­ტე­ტი პარ­ლა­მენ­ტის 6 თვი­ა­ნი და­თხოვ­ნის შე­ზღუდ­ვის შე­სა­ხებ. თუ პრე­ზი­დენ­ტი გა­და­წყვეტს, რომ მა­ინც რა­ი­მე ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, მან სა­ქარ­თვე­ლო უნდა იხ­სნას და მთავ­რო­ბა შე­საც­ვლე­ლია, ჩვენ ვე­თან­ხმე­ბით, ოღონდ, ეს უნდა მოხ­დეს პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნით და ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გზით - მოქ­მე­დი მთავ­რო­ბი­სა და არა პრე­ზი­დენ­ტის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში. ჩვენ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და პრე­ზი­დენტს ვე­უბ­ნე­ბით- თუ ამა­ზე წამ­სვლე­ლე­ბი ხართ, კი ბა­ტო­ნო. ვნა­ხოთ ვინ დარ­ჩე­ბა მო­გე­ბუ­ლი და ვინ წა­გე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რად",-გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

დავით უსუფაშვილი - გადავწყვიტეთ, ხელი არ ვახლოთ პრეზიდენტის არც ერთ უფლებამოსილებას, გარდა ერთისა

დავით უსუფაშვილი - გადავწყვიტეთ, ხელი არ ვახლოთ პრეზიდენტის არც ერთ უფლებამოსილებას, გარდა ერთისა

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხელი არ ვახლოთ პრეზიდენტის არც ერთ უფლებამოსილებას მისი ვადის ამოწურვამდე, ყველა კომპეტენცია დავუტოვოთ ხელუხლებლად, გარდა ერთისა - ერთპიროვნულად ვერ შეცვალოს საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის ნების გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა პრემიერის ინიციატივას პარლამენტის დათხოვნის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით. უსუფაშვილის თქმით, ამის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში შევა, რომელიც უმრავლესობის მხრიდან იქნება ინიცირებული.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ დეტალურად განმარტა ამ ცვლილებების მიზეზი.

"მან ბრძანა, რომ არასდროს ყოფილა დაინტერესებული პოლიტიკური რევანშით, მაგრამ ჩვენ ვერც იმას დავუშვებდით, დაგვეხუჭა თვალი იმაზე, თუ რა ხდებოდა ამ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში და რა სისტემა, რა რეჟიმი შეიქმნა "ნაციონალური მოძრაობის" და მისი ლიდერების მხრიდან. ამიტომ, ჩვენ არ და ვერ გავიზიარებდით იმ რჩევებს, რომ არჩევნების შემდგომ, 2-3 ოქტომბერსვე გვეთქვა, რომ მორჩა ყველაფერი, დავივიწყეთ ყველაფერი, აგერ არის დემოკრატიული უმცირესობა, რომელმაც ქვეყანა ააყვავა და ახლა ჩვენ აყვავებულ ქვეყანას უნდა გავუძღვეთ წინ. ამიტომ, გარკვეული დრო დასჭირდა, რომ ბევრი რამ გამხდარიყო აშკარა, მტკიცებულებებით გამყარებული, როგორც ქართველი ხალხის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ეტაპიც დასრულდა, ანუ რეჟიმი, სისტემა სრულად არის გამომზეურებული და ასე ვთქვათ, გაშიშვლებული. ამ ყველაფერმა კი თავი მოიყარა 2004 წლის იმ საბედისწერო საკონსტიტუციო ცვლილებთან დაკავშირებულ საკითხებში. საბედისწერო იმიტომ, რომ იმ ცვლილებებმა ააცდინა გზას "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი, რომელიც დიდი ენთუზიაზმით და დიადი გეგმებით მოვიდა სათავეში", - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ერთ კაცს, პრეზიდენტს, კონსტიტუციურად ეძლევა უფლება იგნორირება გაუკეთოს მოსახლეობის ნებას, "რომელიც ორიოდე თვის წინ იყო გამოხატული".

"თუ ამ ცდუნებას ვერ გაუძლებდა პრეზიდენტი და ჩათვლიდა, რომ ეს იყო საჭირო და ერთადერთი გამოსავალი სრული პოლიტიკური გაკოტრებისგან თავის დასაცავად, თუ ამ ნაბიჯს გადადგამდა, ამას მოჰყვებოდა პროცესები, პირველ რიგში ქართველი ხალხის მხრიდან",-განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, კოალიციამ გადაწყვიტა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები შეაჩეროს "არასწორ გზაზე და არ დაუშვას პოლიტიკური კრიზისი".

"აქედან გამომდინარე, პარლამენტი მზადაა მოიხსნას იმუნიტეტი პარლამენტის 6 თვიანი დათხოვნის შეზღუდვის შესახებ. თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ მაინც რაიმე ხდება ქვეყანაში, მან საქართველო უნდა იხსნას და მთავრობა შესაცვლელია, ჩვენ ვეთანხმებით, ოღონდ, ეს უნდა მოხდეს პარლამენტის დათხოვნით და ახალი არჩევნების ჩატარების გზით - მოქმედი მთავრობისა და არა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული მთავრობის პირობებში. ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობას" და პრეზიდენტს ვეუბნებით- თუ ამაზე წამსვლელები ხართ, კი ბატონო. ვნახოთ ვინ დარჩება მოგებული და ვინ წაგებული პოლიტიკურად",-განაცხადა უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა