პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟანრი ლოლაშვილი: "ცხელი ძაღლი” დააპატიმრეს იმის გამო, რომ სცენარი დაწერილი იყო ჟვანიას მკვლელობაზე"
ჟანრი ლოლაშვილი: "ცხელი ძაღლი” დააპატიმრეს იმის გამო, რომ სცენარი დაწერილი იყო ჟვანიას მკვლელობაზე"

რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, 2013 წელს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ აკ­რძა­ლუ­ლი სე­რი­ა­ლის "ცხე­ლი ძაღ­ლის" მე-4 სე­ზო­ნი გავა. ფილმში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მკვლე­ლო­ბაა ასა­ხუ­ლი. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ქა­ლია, მას სა­კუ­თა­რი დაც­ვის წევ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით მან­ქა­ნა­ში კლა­ვენ და კონ­სპი­რა­ცი­ულ ბი­ნა­ში სიკ­ვდი­ლის ინ­სცე­ნი­რე­ბას აწყო­ბენ. რო­გორც სე­რი­ა­ლის რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის ავ­ტო­რი ამ­ბო­ბენ, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფილმში აღ­წე­რი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ამ და­აფრ­თხო, რად­გან იგი საკ­მა­ოდ ახ­ლოს აღ­მოჩ­ნდა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის რე­ა­ლურ ვერ­სი­ას­თან.

ზაზა ურუ­შა­ძე, ფილ­მის რე­ჟი­სო­რი:

- ეს ფილ­მი გა­და­ვი­ღეთ 2006 წელს, 2007 წელს და­ვამ­თავ­რეთ მონ­ტა­ჟი და ამის შემ­დეგ ფილ­მი და­ა­პა­ტიმ­რეს. კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი არა­ვის უთ­ქვამს, თუმ­ცა, მა­შინ­ვე მივ­ხვდით, რას უკავ­შირ­დე­ბო­და ეს - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფილმში პრო­ტო­ტი­პე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ, აქ გად­მო­ცე­მუ­ლი იყო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სიკ­ვდი­ლის აკ­რძა­ლუ­ლი ვერ­სია. სე­რი­ალ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ქა­ლია და მის როლს ნინო ბურ­დუ­ლი თა­მა­შობს. მას მან­ქა­ნა­ში კლა­ვენ, მკვლე­ლო­ბა­ში დაც­ვის წევ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, შემ­დეგ გვა­მი მი­აქვთ კონ­სპი­რა­ცი­ულ ბი­ნა­ში, სა­დაც აწყო­ბენ საყ­ვა­რელ მა­მა­კაც­თან ერ­თად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბას.

- რო­გორ გაჩ­ნდა იდეა, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბუ­ლი­ყო ფილ­მი? ეს ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა შე­გიკ­ვე­თათ?

- არა­ვი­თა­რი შეკ­ვე­თა არ ყო­ფი­ლა. როცა მე­სა­მე სე­ზო­ნი და­ვას­რუ­ლეთ, ვი­ფიქ­რეთ, რომ მა­ყუ­რებ­ლის­თვის ეს სი­უ­ჟე­ტი სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და. აქ მხო­ლოდ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მკვლე­ლო­ბა არ არის, სხვა სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლე­ბი­ცაა. ეტყო­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ვი­ღა­ცამ ამ პერ­სო­ნა­ჟებ­ში სა­კუ­თა­რი თავი ამო­იც­ნო, ვი­ღა­ცას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მკვლე­ლო­ბის ამ ვერ­სი­ის გაჟ­ღე­რე­ბა არ ესი­ა­მოვ­ნა. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ არ ვიც­ნობ­დით ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებს, არ ვი­ცო­დით, რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში, თუმ­ცა, როცა სცე­ნა­რის­ტე­ბი ამა­ზე მუ­შა­ობ­დნენ, ხალ­ხში გავ­რცე­ლე­ბულ ვერ­სი­ებს ით­ვა­ლის­წი­ნებ­დნენ.

ფილ­მი 2007 წლის ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნე­ბის დროს და­ა­პა­ტიმ­რეს. ერთი წლის წინ კი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" მი­ვიდ­ნენ ვი­ღაც ტი­პე­ბი, კუდ-ის თუ სოდ-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და არა მხო­ლოდ ფილ­მის 12 სე­რია, მას­ტერკლა­სის კა­სე­ტე­ბი, რი­თაც ეთერ­ში უშ­ვე­ბენ ფილ­მს, არა­მედ მთე­ლი სა­მუ­შაო მა­სა­ლა, თა­ვის დუბ­ლე­ბი­ა­ნად წა­შა­ლეს. ეს იყო 70-სა­ა­თი­ა­ნი და­უ­მონ­ტა­ჟე­ბე­ლი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რეს იმის გამო, რომ ფილ­მი ხე­ლახ­ლა არ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი­ყო. ასე­თი რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს მომ­ხდა­რა. კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­საც კი არ მსმე­ნია. ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" გა­და­მა­ლუ­ლი იყო ფილ­მის ორი­გი­ნა­ლი კა­სე­ტა, რა­საც ახლა გა­უშ­ვე­ბენ.

ვი­მე­ო­რებ, სე­რი­ალ­ში არ ყო­ფი­ლა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლე­ბი, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ჩვენს მიერ აღ­წე­რი­ლი მკვლე­ლო­ბა არ­ცთუ ძა­ლი­ან და­შო­რე­ბუ­ლი იყო რე­ა­ლო­ბას.

- "ცხე­ლი ძაღ­ლის" მე-5 სე­ზო­ნი უკვე სხვა რე­ჟი­სორ­მა გა­და­ი­ღო. რა­ტომ მოხ­და ეს?

- მე თა­ვად ვთქვი უარი სე­რი­ა­ლის შემ­დე­გი სე­ზო­ნის გა­და­ღე­ბა­ზე, რად­გან სხვა ფილმზე ვმუ­შა­ობ­დი. ეს იყო სა­ში­ნე­ლე­ბა, მრა­ვალ­სე­რი­ა­ნი სა­ტე­ლე­ვი­ზიო მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი და­იბ­ლო­კა იმის გამო, რომ ხალ­ხს ზუ­რაბ ჟვა­ნია არ გახ­სე­ნე­ბო­და. რა­ტომ ჰქონ­და ასე­თი შიში ხე­ლი­სუფ­ლე­ბას? ამან ხომ უფრო მეტი ეჭ­ვე­ბი გა­ა­ჩი­ნა? ვე­ლო­დი, რომ ფილ­მი დღის სი­ნათ­ლეს იხი­ლავ­და და მარ­თლაც, იან­ვრი­დან ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" სე­რი­ალს ეთერ­ში გა­უშ­ვებს.

კოტე ჯან­დი­ე­რი, სცე­ნა­რის ავ­ტო­რი:

- სე­რი­ალ "ცხე­ლი ძაღ­ლის" ყვე­ლა სე­ზო­ნის სი­უ­ჟე­ტი ეხ­მი­ა­ნე­ბა ცხოვ­რე­ბი­სე­ულ მოვ­ლე­ნებს. ფილმში წა­მო­წე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი იმ პე­რი­ოდ­ში რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის ანა­რეკ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ მე­ო­თხე სე­ზონს, სა­დაც პრე­მი­ერ-მი­ნისტრს კლა­ვენ, ის არა­ვი­თარ რე­ა­ლურ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს არ და­ფუძ­ნე­ბია, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ჩვე­ნი ლო­გი­კუ­რად გა­მარ­თუ­ლი ფან­ტა­ზია ძა­ლი­ან ახ­ლოს აღ­მოჩ­ნდა სი­ნამ­დვი­ლეს­თან.

როცა ჩვენ ამა­ზე და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" მფლო­ბე­ლი ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი იყო. ცხა­დია, არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ვუ­თხა­რით, რა სი­უ­ჟე­ტი იქ­ნე­ბო­და ფილმში. არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა დაგ­ვთან­ხმდა, მაგ­რამ მუ­შა­ო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უკვე გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი იყო. ბად­რი ელო­და ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნებს და შემ­დეგ აპი­რებ­დნენ ფილ­მის გაშ­ვე­ბას, მაგ­რამ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 7 ნო­ემ­ბერს "იმედ­ში" შე­ვარ­და "სპეც­ნა­ზი", პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯახს ტე­ლე­კომ­პა­ნია წა­არ­თვეს და სე­რი­ა­ლი და­ა­პა­ტიმ­რეს. ჩვენ გვე­გო­ნა, რომ ფილ­მი სა­ერ­თოდ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ვი­ღა­ცამ გა­და­არ­ჩი­ნა.

- სე­რი­ალ­ში პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მან­ქა­ნა­ში კლა­ვენ. ეს თქვე­ნი ფან­ტა­ზი­აა თუ რა­ი­მე მა­სა­ლას და­ეყ­რდე­ნით?

- ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი არ ყო­ფი­ლა უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა. არ­სე­ბულ­მა ვერ­სი­ებ­მა ჩვენს ფან­ტა­ზი­ას გარ­კვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა მის­ცა, თუმ­ცა, რო­გორც გი­თხა­რით, აღ­მოჩ­ნდა, რომ ფილმში ჩვენს მიერ აღ­წე­რი­ლი მკვლე­ლო­ბის ვერ­სია ძა­ლი­ან ახ­ლოს ყო­ფი­ლა სი­ნამ­დვი­ლეს­თან, წი­ნა­აღდმეგ შემ­თხვე­ვა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ასე­თი რე­აქ­ცია არ მოჰ­ყვე­ბო­და. მე და აწ გარ­დაც­ვლი­ლი ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძე ვა­მა­ყობ­დით, რომ ჩვენ იმ ერ­თა­დერ­თი ფილ­მის ავ­ტო­რე­ბი ვართ, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბამ და­ა­პა­ტიმ­რა. სულ გვქონ­და იმე­დი, რომ ფილ­მი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და.

გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, რომ ფილ­მი ეკ­რან­ზე არ გა­ვი­და. მისი აკ­რძალ­ვა იყო სრუ­ლი მა­რაზ­მი. რა უბე­დუ­რე­ბაა, ფილ­მი აიკ­რძა­ლოს იმის გამო, რომ ვი­ღა­ცამ რა­ღაც პა­რა­ლე­ლე­ბი გა­ავ­ლო.

ამა­ვე დროს ჩვენ ვის­მენ­დით ამა­ყად სა­უ­ბარს იმის შე­სა­ხებ, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა ვართ. რა თქმა უნდა, მთე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კო­ლექ­ტი­ვი აღ­ვშფოთ­დით, მაგ­რამ რა უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა? რაც უნდა გვე­ფა­ფხუ­რა, აზრი არ ჰქონ­და.

ჟან­რი ლო­ლაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- ფილ­მი და­ა­პა­ტიმ­რეს იმის გამო, რომ სცე­ნა­რი და­წე­რი­ლი იყო ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბა­ზე და შე­ე­შინ­დათ. ხომ იცით, სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ში რო­გორც ხდე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. ამათ ფილ­მი კი არა, სიმ­ღე­რე­ბიც აკ­რძა­ლეს. ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის სიმ­ღე­რა აკ­რძა­ლეს, რა­ზეა ლა­პა­რა­კი! ესე­ნი არი­ან უგუ­ნუ­რე­ბის ბრბო, იმი­ტო­მაც 9 წლის მან­ძილ­ზე ვე­რა­ფე­რი გა­ა­კე­თეს. ხალ­ხის შან­ტაჟს, და­ჭე­რებს, მკვლე­ლო­ბებს, ქო­ნე­ბის წარ­თმე­ვას მო­უნ­დნენ და ახლა უკ­ვირთ, რა­ტომ უნდა ვა­გოთ პა­სუ­ხიო.

ნუკ­რი ქან­თა­რია, რე­ჟი­სო­რი, პარ­ლა­მენ­ტა­რი:

- ამ ფილმში ეპი­ზო­დურ როლს ვას­რუ­ლებ, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ფილ­მი არც მი­ნა­ხავს, ჩემი ეპი­ზო­დე­ბიც კი არ მაქვს ნა­ნა­ხი, რად­გან სა­ა­კაშ­ვილ­მა ფილ­მი და­ა­პა­ტიმ­რა. ეს ფაქ­ტი არის დას­ტუ­რი იმი­სა, რომ 9 წე­ლი­წა­დი ტო­ტა­ლი­ტა­რულ რე­ჟიმ­ში ვცხოვ­რობ­დით. პი­რო­ბას გაძ­ლევთ, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით არა­ფე­რი აიკ­რძა­ლე­ბა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს იმ მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი­საც კი ეში­ნია, რო­მე­ლიც ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ახ­სე­ნებს, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ის ახლა, როცა იცის, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე დღე-დღე­ზე გა­იხ­სნე­ბა.

გოგა ჟვა­ნია, გარ­დაც­ვლი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ძმა, პარ­ლა­მენ­ტა­რი:

- ფილ­მის შე­სა­ხებ მსმე­ნია, თუმ­ცა, ნა­ნა­ხი არ მაქვს და ვერც ვე­რა­ნა­ირ კო­მენ­ტარს გა­ვა­კე­თებ. ერთ რა­მეს ვი­ტყვი, თუ ჩემი ძმის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვინ­მეს რა­ი­მე აქვს სათ­ქმე­ლი, გა­მო­ძი­ე­ბას მი­მარ­თოს.

- ბა­ტო­ნო გოგა, რა ეტაპ­ზეა გა­მო­ძი­ე­ბა, რო­დის გა­იხ­სნე­ბა საქ­მე?

- ზუს­ტი დრო არ ვიცი, მაგ­რამ ეს მოხ­დე­ბა მალე. 2013 წელი ნამ­დვი­ლად იქ­ნე­ბა ის წელი, როცა და­ზუს­ტე­ბით გა­ვი­გებთ, რო­გორ მოკ­ლეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ჟვა­ნია.

თეა ასა­თი­ა­ნი

გა­ზე­თი "ასა­ვალ და­სა­ვა­ლი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ჟანრი ლოლაშვილი: "ცხელი ძაღლი” დააპატიმრეს იმის გამო, რომ სცენარი დაწერილი იყო ჟვანიას მკვლელობაზე"

ჟანრი ლოლაშვილი: "ცხელი ძაღლი” დააპატიმრეს იმის გამო, რომ სცენარი დაწერილი იყო ჟვანიას მკვლელობაზე"

როგორც შევიტყვეთ, 2013 წელს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სააკაშვილის ხელისუფლების მიერ აკრძალული სერიალის "ცხელი ძაღლის" მე-4 სეზონი გავა. ფილმში პრემიერ-მინისტრის მკვლელობაა ასახული. პრემიერ-მინისტრი ქალია, მას საკუთარი დაცვის წევრების დახმარებით მანქანაში კლავენ და კონსპირაციულ ბინაში სიკვდილის ინსცენირებას აწყობენ. როგორც სერიალის რეჟისორი და სცენარის ავტორი ამბობენ, სააკაშვილის ხელისუფლება ფილმში აღწერილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობის ვერსიამ დააფრთხო, რადგან იგი საკმაოდ ახლოს აღმოჩნდა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის რეალურ ვერსიასთან.

ზაზა ურუშაძე, ფილმის რეჟისორი:

- ეს ფილმი გადავიღეთ 2006 წელს, 2007 წელს დავამთავრეთ მონტაჟი და ამის შემდეგ ფილმი დააპატიმრეს. კონკრეტული მიზეზი არავის უთქვამს, თუმცა, მაშინვე მივხვდით, რას უკავშირდებოდა ეს - მიუხედავად იმისა, რომ ფილმში პროტოტიპები არ არსებობენ, აქ გადმოცემული იყო პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის აკრძალული ვერსია. სერიალში პრემიერ-მინისტრი ქალია და მის როლს ნინო ბურდული თამაშობს. მას მანქანაში კლავენ, მკვლელობაში დაცვის წევრები მონაწილეობენ, შემდეგ გვამი მიაქვთ კონსპირაციულ ბინაში, სადაც აწყობენ საყვარელ მამაკაცთან ერთად პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების ინსცენირებას.

- როგორ გაჩნდა იდეა, რომ პრემიერ-მინისტრის სიკვდილის შესახებ გადაღებულიყო ფილმი? ეს ბადრი პატარკაციშვილმა შეგიკვეთათ?

- არავითარი შეკვეთა არ ყოფილა. როცა მესამე სეზონი დავასრულეთ, ვიფიქრეთ, რომ მაყურებლისთვის ეს სიუჟეტი საინტერესო იქნებოდა. აქ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის მკვლელობა არ არის, სხვა საინტერესო მასალებიცაა. ეტყობა, ხელისუფლებიდან ვიღაცამ ამ პერსონაჟებში საკუთარი თავი ამოიცნო, ვიღაცას პრემიერ-მინისტრის მკვლელობის ამ ვერსიის გაჟღერება არ ესიამოვნა. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცნობდით ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შესახებ გამოძიების მასალებს, არ ვიცოდით, რა მოხდა სინამდვილეში, თუმცა, როცა სცენარისტები ამაზე მუშაობდნენ, ხალხში გავრცელებულ ვერსიებს ითვალისწინებდნენ.

ფილმი 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს დააპატიმრეს. ერთი წლის წინ კი ტელეკომპანია "იმედში" მივიდნენ ვიღაც ტიპები, კუდ-ის თუ სოდ-ის თანამშრომლები და არა მხოლოდ ფილმის 12 სერია, მასტერკლასის კასეტები, რითაც ეთერში უშვებენ ფილმს, არამედ მთელი სამუშაო მასალა, თავის დუბლებიანად წაშალეს. ეს იყო 70-საათიანი დაუმონტაჟებელი მასალა, რომელიც მთლიანად გაანადგურეს იმის გამო, რომ ფილმი ხელახლა არ დამონტაჟებულიყო. ასეთი რამ საქართველოში არასდროს მომხდარა. კომუნისტების დროსაც კი არ მსმენია. ტელეკომპანია "იმედში" გადამალული იყო ფილმის ორიგინალი კასეტა, რასაც ახლა გაუშვებენ.

ვიმეორებ, სერიალში არ ყოფილა გამოყენებული ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შესახებ დოკუმენტური მასალები, თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენს მიერ აღწერილი მკვლელობა არცთუ ძალიან დაშორებული იყო რეალობას.

- "ცხელი ძაღლის" მე-5 სეზონი უკვე სხვა რეჟისორმა გადაიღო. რატომ მოხდა ეს?

- მე თავად ვთქვი უარი სერიალის შემდეგი სეზონის გადაღებაზე, რადგან სხვა ფილმზე ვმუშაობდი. ეს იყო საშინელება, მრავალსერიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი დაიბლოკა იმის გამო, რომ ხალხს ზურაბ ჟვანია არ გახსენებოდა. რატომ ჰქონდა ასეთი შიში ხელისუფლებას? ამან ხომ უფრო მეტი ეჭვები გააჩინა? ველოდი, რომ ფილმი დღის სინათლეს იხილავდა და მართლაც, იანვრიდან ტელეკომპანია "იმედი" სერიალს ეთერში გაუშვებს.

კოტე ჯანდიერი, სცენარის ავტორი:

- სერიალ "ცხელი ძაღლის" ყველა სეზონის სიუჟეტი ეხმიანება ცხოვრებისეულ მოვლენებს. ფილმში წამოწეული პრობლემები იმ პერიოდში რეალურ ცხოვრებაში აქტუალური პრობლემების ანარეკლია.

რაც შეეხება უშუალოდ მეოთხე სეზონს, სადაც პრემიერ-მინისტრს კლავენ, ის არავითარ რეალურ მტკიცებულებებს არ დაფუძნებია, თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენი ლოგიკურად გამართული ფანტაზია ძალიან ახლოს აღმოჩნდა სინამდვილესთან.

როცა ჩვენ ამაზე დავიწყეთ მუშაობა, ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი იყო. ცხადია, არხის ხელმძღვანელობას ვუთხარით, რა სიუჟეტი იქნებოდა ფილმში. არხის ხელმძღვანელობა დაგვთანხმდა, მაგრამ მუშაობის დასრულების შემდეგ პატარკაციშვილის ხელისუფლებასთან დამოკიდებულება უკვე გამძაფრებული იყო. ბადრი ელოდა ნოემბრის მოვლენებს და შემდეგ აპირებდნენ ფილმის გაშვებას, მაგრამ, მოგეხსენებათ, 7 ნოემბერს "იმედში" შევარდა "სპეცნაზი", პატარკაციშვილების ოჯახს ტელეკომპანია წაართვეს და სერიალი დააპატიმრეს. ჩვენ გვეგონა, რომ ფილმი საერთოდ განადგურებული იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაცამ გადაარჩინა.

- სერიალში პრემიერ-მინისტრს მანქანაში კლავენ. ეს თქვენი ფანტაზიაა თუ რაიმე მასალას დაეყრდენით?

- ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მიზეზი არ ყოფილა უბედური შემთხვევა. არსებულმა ვერსიებმა ჩვენს ფანტაზიას გარკვეული მიმართულება მისცა, თუმცა, როგორც გითხარით, აღმოჩნდა, რომ ფილმში ჩვენს მიერ აღწერილი მკვლელობის ვერსია ძალიან ახლოს ყოფილა სინამდვილესთან, წინააღდმეგ შემთხვევაში, ხელისუფლების მხრიდან ასეთი რეაქცია არ მოჰყვებოდა. მე და აწ გარდაცვლილი ნუგზარ შატაიძე ვამაყობდით, რომ ჩვენ იმ ერთადერთი ფილმის ავტორები ვართ, რომელიც მთავრობამ დააპატიმრა. სულ გვქონდა იმედი, რომ ფილმი პატიმრობიდან გათავისუფლდებოდა.

გიორგი ყიფშიძე, მსახიობი:

- ძალიან გამიკვირდა, რომ ფილმი ეკრანზე არ გავიდა. მისი აკრძალვა იყო სრული მარაზმი. რა უბედურებაა, ფილმი აიკრძალოს იმის გამო, რომ ვიღაცამ რაღაც პარალელები გაავლო.

ამავე დროს ჩვენ ვისმენდით ამაყად საუბარს იმის შესახებ, რომ დემოკრატიული ქვეყანა ვართ. რა თქმა უნდა, მთელი შემოქმედებითი კოლექტივი აღვშფოთდით, მაგრამ რა უნდა გაგვეკეთებინა? რაც უნდა გვეფაფხურა, აზრი არ ჰქონდა.

ჟანრი ლოლაშვილი, მსახიობი:

- ფილმი დააპატიმრეს იმის გამო, რომ სცენარი დაწერილი იყო ჟვანიას მკვლელობაზე და შეეშინდათ. ხომ იცით, სააკაშვილის დემოკრატიულ სახელმწიფოში როგორც ხდებოდა ეს ყველაფერი. ამათ ფილმი კი არა, სიმღერებიც აკრძალეს. ბიძინა კვერნაძის სიმღერა აკრძალეს, რაზეა ლაპარაკი! ესენი არიან უგუნურების ბრბო, იმიტომაც 9 წლის მანძილზე ვერაფერი გააკეთეს. ხალხის შანტაჟს, დაჭერებს, მკვლელობებს, ქონების წართმევას მოუნდნენ და ახლა უკვირთ, რატომ უნდა ვაგოთ პასუხიო.

ნუკრი ქანთარია, რეჟისორი, პარლამენტარი:

- ამ ფილმში ეპიზოდურ როლს ვასრულებ, სიმართლე გითხრათ, ფილმი არც მინახავს, ჩემი ეპიზოდებიც კი არ მაქვს ნანახი, რადგან სააკაშვილმა ფილმი დააპატიმრა. ეს ფაქტი არის დასტური იმისა, რომ 9 წელიწადი ტოტალიტარულ რეჟიმში ვცხოვრობდით. პირობას გაძლევთ, ჩვენი ხელისუფლების დროს პოლიტიკური მოტივით არაფერი აიკრძალება.

მიხეილ სააკაშვილს იმ მხატვრული ფილმისაც კი ეშინია, რომელიც ზურაბ ჟვანიას ახსენებს, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია ის ახლა, როცა იცის, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე დღე-დღეზე გაიხსნება.

გოგა ჟვანია, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმა, პარლამენტარი:

- ფილმის შესახებ მსმენია, თუმცა, ნანახი არ მაქვს და ვერც ვერანაირ კომენტარს გავაკეთებ. ერთ რამეს ვიტყვი, თუ ჩემი ძმის მკვლელობასთან დაკავშირებით ვინმეს რაიმე აქვს სათქმელი, გამოძიებას მიმართოს.

- ბატონო გოგა, რა ეტაპზეა გამოძიება, როდის გაიხსნება საქმე?

- ზუსტი დრო არ ვიცი, მაგრამ ეს მოხდება მალე. 2013 წელი ნამდვილად იქნება ის წელი, როცა დაზუსტებით გავიგებთ, როგორ მოკლეს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია.

თეა ასათიანი

გაზეთი "ასავალ დასავალი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება