პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - "მე შემეძლო ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების შეფერხება, მაგრამ ამას პროვოცირებას შეგნებულად ვუკეთებდი"
ბიძინა ივანიშვილი - "მე შემეძლო ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების შეფერხება, მაგრამ ამას პროვოცირებას შეგნებულად ვუკეთებდი"

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­კა­ვე­ბე­ბის შე­ფერ­ხე­ბა შე­ეძ­ლო, მაგ­რამ ამას პრო­ვო­ცი­რე­ბას შეგ­ნე­ბუ­ლად უწევ­და.

"მე შეგ­ნე­ბუ­ლად ვუ­კე­თებ­დი ამას პრო­ვო­ცი­რე­ბას. შე­გიძ­ლი­ათ ეს სი­ტყვა გა­მო­ი­ყე­ნოთ, მაგ­რამ აქვე გან­ვმარ­ტავ _ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელს არ ვუშ­ლი­დი პრო­ცე­სებს. მე შე­მეძ­ლო შე­ფერ­ხე­ბა, მეთ­ქვა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რად არაა გა­მარ­თლე­ბუ­ლი, მო­ვუს­მი­ნოთ ევ­რო­პე­ლებს და ამე­რი­კე­ლებს, ჯო­ბია ეს დრო­ში გავ­წე­ლოთ და ნუ გა­მო­ვიწ­ვევთ ახალ სა­ში­ნე­ლე­ბას­თქო", - აცხა­დებს ივა­ნიშ­ვი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მი­სი­ვე თქმით, ახალ მთავ­რო­ბას საქ­მე აქვს სის­ტე­მას­თან, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად. "ამ სის­ტე­მის მსხვერ­პლია ბევ­რი ყო­ფი­ლი ჩი­ნოვ­ნი­კი. ამ სის­ტე­მის მსხვერ­პლია თა­ვად მისი ძი­რი­თა­დი შემ­ქმნე­ლი - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი", - აღ­ნიშ­ნავს პრე­მი­ე­რი და აქვე გან­მარ­ტავს, რომ სა­ა­კაშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტა ად­ვი­ლი საქ­მე არ იყო, მაგ­რამ მისი გუნ­დის ბევ­რი წევ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით მან ეს გა­ა­კე­თა.

გარ­და ამი­სა, ინ­ტერ­ვი­უ­ში ივა­ნიშ­ვი­ლი თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას და პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ იმის მტკი­ცე­ბა­საც ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და პი­რა­დად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კო­ორ­დი­ნა­ცი­ით ხდე­ბა. ივა­ნიშ­ვი­ლის აზ­რით, აშ­კა­რად ჩანს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი რა­ღა­ცის­თვის ემ­ზა­დე­ბა. "აშ­კა­რად ჩანს, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა ახა­ლი აგ­რე­სია გა­მო­ავ­ლი­ნა და აშ­კა­რად ჩანს მისი რა­ღა­ცის­თვის მზა­დე­ბა", - დას­ძი­ნა პრე­მი­ერ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ბიძინა ივანიშვილი - "მე შემეძლო ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების შეფერხება, მაგრამ ამას პროვოცირებას შეგნებულად ვუკეთებდი"

ბიძინა ივანიშვილი - "მე შემეძლო ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების შეფერხება, მაგრამ ამას პროვოცირებას შეგნებულად ვუკეთებდი"

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების შეფერხება შეეძლო, მაგრამ ამას პროვოცირებას შეგნებულად უწევდა.

"მე შეგნებულად ვუკეთებდი ამას პროვოცირებას. შეგიძლიათ ეს სიტყვა გამოიყენოთ, მაგრამ აქვე განვმარტავ _ მხედველობაში მაქვს ის, რომ მაქსიმალურად ხელს არ ვუშლიდი პროცესებს. მე შემეძლო შეფერხება, მეთქვა, რომ პოლიტიკურად არაა გამართლებული, მოვუსმინოთ ევროპელებს და ამერიკელებს, ჯობია ეს დროში გავწელოთ და ნუ გამოვიწვევთ ახალ საშინელებასთქო", - აცხადებს ივანიშვილი ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში.

მისივე თქმით, ახალ მთავრობას საქმე აქვს სისტემასთან, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულებრივად. "ამ სისტემის მსხვერპლია ბევრი ყოფილი ჩინოვნიკი. ამ სისტემის მსხვერპლია თავად მისი ძირითადი შემქმნელი - მიხეილ სააკაშვილი", - აღნიშნავს პრემიერი და აქვე განმარტავს, რომ სააკაშვილთან ურთიერთობის გაწყვეტა ადვილი საქმე არ იყო, მაგრამ მისი გუნდის ბევრი წევრისგან განსხვავებით მან ეს გააკეთა.

გარდა ამისა, ინტერვიუში ივანიშვილი თვითმმართველობებთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას და პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ იმის მტკიცებასაც ეხმაურება, რომ აღნიშნული პროცესი "ქართული ოცნებისა" და პირადად პრემიერ-მინისტრის კოორდინაციით ხდება. ივანიშვილის აზრით, აშკარად ჩანს, რომ სააკაშვილი რაღაცისთვის ემზადება. "აშკარად ჩანს, რომ სააკაშვილმა ახალი აგრესია გამოავლინა და აშკარად ჩანს მისი რაღაცისთვის მზადება", - დასძინა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა