პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Forbes-მა 2012 წლის ყველაზე მომგებიან ვარსკვლავთა რეიტინგი გამოაქვეყნა
Forbes-მა 2012 წლის ყველაზე მომგებიან ვარსკვლავთა რეიტინგი გამოაქვეყნა

ჟურ­ნალ­მა Forbes-მა კი­ნო­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი და ამა­ვე დროს ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის რე­ი­ტინ­გი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

მსა­ხი­ობ­თა შე­მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­სუ­ლი ყვე­ლა­ზე დიდი პრო­ექ­ტე­ბი­თა და არ­ტის­ტე­ბის­თვის გა­ცე­მუ­ლი ჰო­ნო­რა­რე­ბით გა­ნი­სა­ზღვრა.

პირ­ვე­ლი ად­გი­ლი რე­ი­ტინ­გში ნა­ტა­ლი პორ­ტმან­მა და­ი­კა­ვა. მან ჰო­ნო­რა­რის სა­ხით აღე­ბულ ყო­ველ ერთ დო­ლარ­ზე კი­ნოს­ტუ­დი­ებს 42.7 დო­ლა­რის მო­გე­ბა მო­უ­ტა­ნა. ეს ფილ­მე­ბია "შავი გედი" (ჰო­ნო­რა­რის სა­ხით მსა­ხი­ობს 13 მლნ დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­დეს, ხოლო კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა­ში ფილმმა 329 მლნ დო­ლა­რი მო­აგ­რო­ვა), "უფრო მეტი ვიდ­რე მხო­ლოდ სექ­სი" და "თქვე­ნო უმაღ­ლე­სო­ბავ".

მე­ო­რე ად­გი­ლი კრის­ტენ სტუ­არ­ტმა ერთ დო­ლარ­ზე 40.2 დო­ლა­რი­ა­ნი მო­გე­ბით და­ი­კა­ვა. გარ­და ამი­სა, 2012 წელს კრის­ტე­ნი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მსა­ხი­ო­ბი გახ­და. მისი კო­ლე­გე­ბი ფილ­მი­დან "ბინ­დი", რო­ბერტ პა­ტინ­სო­ნი და ტე­ი­ლორ ლონ­ტე­რი ასე­ვე მოხ­ვდნენ რე­ი­ტინ­გში, თუმ­ცა, მათ მე­ო­თხე და მე­ექ­ვსე ად­გი­ლე­ბი და­ი­კა­ვეს.

ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ან ვარ­სკვლავ­თა ტოპ-ათე­უ­ლი კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

1. ნა­ტა­ლი პორ­ტმა­ნი

2. კრის­ტენ სტუ­არ­ტი

3. შაია ლა­ბე­ფი

4. რო­ბერტ პა­ტინ­სო­ნი

5. დე­ნი­ელ რედკ­ლი­ფი

6. ტე­ი­ლორ ლონ­ტე­რი

7. ბრედ­ლი კუ­პე­რი

8. დუ­ე­ინ ჯონ­სო­ნი

9. ემი ადამ­სი

10. კე­ვინ ჯე­იმ­სი

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Forbes-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

Forbes-მა 2012 წლის ყველაზე მომგებიან ვარსკვლავთა რეიტინგი გამოაქვეყნა

Forbes-მა 2012 წლის ყველაზე მომგებიან ვარსკვლავთა რეიტინგი გამოაქვეყნა

ჟურნალმა Forbes-მა კინოკომპანიებისთვის ყველაზე მომგებიანი და ამავე დროს ყველაზე ძვირადღირებული მსახიობების რეიტინგი გამოაქვეყნა. 

მსახიობთა შემოსავლიანობა ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოსული ყველაზე დიდი პროექტებითა და არტისტებისთვის გაცემული ჰონორარებით განისაზღვრა.

პირველი ადგილი რეიტინგში ნატალი პორტმანმა დაიკავა. მან ჰონორარის სახით აღებულ ყოველ ერთ დოლარზე კინოსტუდიებს 42.7 დოლარის მოგება მოუტანა. ეს ფილმებია "შავი გედი" (ჰონორარის სახით მსახიობს 13 მლნ დოლარი გადაუხადეს, ხოლო კინოგაქირავებაში ფილმმა 329 მლნ დოლარი მოაგროვა), "უფრო მეტი ვიდრე მხოლოდ სექსი" და "თქვენო უმაღლესობავ".

მეორე ადგილი კრისტენ სტუარტმა ერთ დოლარზე 40.2 დოლარიანი მოგებით დაიკავა. გარდა ამისა, 2012 წელს კრისტენი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა. მისი კოლეგები ფილმიდან "ბინდი", რობერტ პატინსონი და ტეილორ ლონტერი ასევე მოხვდნენ რეიტინგში, თუმცა, მათ მეოთხე და მეექვსე ადგილები დაიკავეს.

ყველაზე მომგებიან ვარსკვლავთა ტოპ-ათეული კი ასე გამოიყურება:

1. ნატალი პორტმანი

2. კრისტენ სტუარტი

3. შაია ლაბეფი

4. რობერტ პატინსონი

5. დენიელ რედკლიფი

6. ტეილორ ლონტერი

7. ბრედლი კუპერი

8. დუეინ ჯონსონი

9. ემი ადამსი

10. კევინ ჯეიმსი

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება