მართალია "ბინდი" დასრულდა, მაგრამ კრისტენ სტუარტისა და რობერტ პატინსონის ეკრანული ტანდემი გრძელდება. დასავლურ პრესაში წერენ, რომ წყვილი ფილმ "The Sandpiper"-ის რიმეიქში მიიღებს მონაწილეობას.
სურათი პირველად ეკრანებზე 1965 წელს გამოვიდა და მასში მთავარი როლები ლეგენდარულმა მსახიობებმა, ელიზაბეტ ტეილორმა და რიჩარდ ბარტონმა შეასრულეს. ახლა მათ საუკეთესო ეკრანულ წყვილად დასახელებული სტუარტი და პატინსონი შეცვლიან.
სიუჟეტი მხატვარ ლაურა რეინოლდსის გარშემო ვითარდება, რომელიც მარტო ზრდის შვილს, დენისს. ახალგაზრდა დედა შვილს სასწავლებლად კერძო აკადემიაში აწყობს, რომელსაც დოქტორი ედვარდ ჰიუიტი მართავს.
დოქტორს აღაფრთოვანებს ლაურას შეხედულება ცხოვრებასა და სიყვარულის თავისუფლებაზე და თავდავიწყებით უყვარდება აღსაზრდელის დედა.
"რობერტს ძალიან უნდა ამ ფილმში თამაში", - აცხადებს პატინსონის ახლო მეგობარი.
მომზადებულია HollywoodLife-ის მიხედვით.