პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ პრარაბი", ბუჩქებში დამალული საბანკო ასოციაცია და ბრძოლა თეფშების წინააღმდეგ
"მიხეილ პრარაბი", ბუჩქებში დამალული საბანკო ასოციაცია და ბრძოლა თეფშების წინააღმდეგ

2012 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვინ იცის, რა აღარ მოხ­და - ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბით და­წყე­ბუ­ლი, ყბა­და­ღე­ბუ­ლი "კო­ა­ბი­ტა­ცი­ით" დას­რუ­ლე­ბუ­ლი... უფრო მე­ტიც, 21 დე­კემ­ბერს ლა­მის ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო სამ­ყა­როს აღ­სას­რულს ელო­და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მა­ი­ას ტო­მის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა არ ას­რულ­და და გა­დავ­წყვი­ტეთ 2012 წლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბის შე­ჯა­მე­ბა ეკო­ნო­მი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, პრო­ფე­სორ ლადო პა­პა­ვას ვთხო­ვეთ:

- 2012 წელი იყო ძა­ლი­ან მძი­მე წელი ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კი­სათ­ვის: წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი, პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­ტა­ლი­ე­ბი და ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა თა­ვის­თა­ვად აი­სა­ხა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზეც. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე იყო გა­სუ­ლი წელი სა­ბან­კო, ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ფა­ქი­ზი სექ­ტო­რის­თვის, სა­უ­ბე­დუ­როდ, 2012 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო ომი გა­მო­უ­ცხა­და "ქარ­თუ ბანკს". თა­ნაც, ეს იყო ძა­ლი­ან ბინ­ძუ­რი ომი, და­წყე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბით, რო­მელ­მაც საფრ­თხე შე­უქ­მნა არა მხო­ლოდ ერთ ბანკს, არა­მედ მთლი­ა­ნად სა­ბან­კო სის­ტე­მას. ბუჩ­ქებ­ში და­ი­მა­ლა სა­ბან­კო ასო­ცი­ა­ცია, რო­მე­ლიც, წე­სით, უნდა გა­მო­ხა­ტავ­დეს და იცავ­დეს ბან­კე­ბის ინ­ტე­რე­სებს. მე მგო­ნი, დროა სა­ბან­კო ასო­ცი­ა­ცი­ა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ი­წყოს, ბან­კებ­მა კი მო­მა­ვალ­ში უფრო მეტი ერ­თი­ა­ნო­ბა შეძ­ლონ. კი­დევ უფრო მძი­მე შე­სა­ფა­სე­ბე­ლია ის ფაქ­ტი, რომ "ქარ­თუ ბან­კში" დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლი შე­ვი­და და ამ ბან­კის შეგ­ნე­ბულ გა­კოტ­რე­ბას მიჰ­ყო ხელი. ეს იყო, ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც 2012 წელს იქნა ჩა­დე­ნი­ლი.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად იცის, რომ სხვა და­ნა­შა­უ­ლე­ბიც ხდე­ბო­და.

- დიახ. ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლის სფე­როს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა ბრძო­ლა სა­ტე­ლი­ტუ­რი თეფ­შე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ერთი შე­ხედ­ვით, ეს მე­დი­ის პრობ­ლე­მა იყო, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში ეკო­ნო­მი­კურ და­ნა­შა­ულ­თა­ნაც გვქონ­და საქ­მე: სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა ვი­თომ ვერ გათ­ვა­ლა, რა სარ­გე­ბე­ლი უნდა ენა­ხა კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც ამ თეფ­შე­ბის შე­მო­ტა­ნი­თა და დის­ტრი­ბუ­ცი­ით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, სა­სა­მარ­თლომ კი მცდა­რი, უფრო სწო­რად, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

2012 წელი ასე­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო ფაქ­ტე­ბით, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შე­ი­ტყო, რა და­ნა­შა­ულს სჩა­დი­ო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" მთავ­რო­ბა. შე­ვი­ტყვეთ, რა ძვი­რი უჯ­დე­ბო­და ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი­სა და მისი თვითმფრი­ნა­ვე­ბის შე­ნახ­ვა, აგ­რეთ­ვე, ძა­ლი­ან ბევ­რი ფაქ­ტი, რომ­ლის გა­მოც რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი პა­სუ­ხის­გე­ბა­შიც არის მი­ცე­მუ­ლი. შე­უძ­ლე­ბე­ლია არ შე­ვე­ხო ყვე­ლა­ზე ნაღ­ვლი­ან მოვ­ლე­ნას, რო­მე­ლიც ნა­წი­ლობ­რივ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კას­თან: ბა­ტო­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უნ­დო­და, ყო­ფი­ლი­ყო აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი, სამ­წუ­ხა­როდ "პრა­რა­ბო­ბას" ვერ გას­ცდა. რა­ტომ? - ჩვე­ნი ერი­სათ­ვის ცნე­ბა "აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი" არ ნიშ­ნავს მარ­ტო მშე­ნებ­ლო­ბას. აღმშე­ნებ­ლო­ბა ნიშ­ნავს ქვეყ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბას, მის გამ­თლი­ა­ნე­ბას და სა­ხელ­მწი­ფოდ ქცე­ვას. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა კი ქვე­ყა­ნა კრი­ტი­კულ ზღვრამ­დე მი­იყ­ვა­ნა - ტე­რი­ტო­რი­ე­ბი რუ­სეთს ჩა­ა­ბა­რა, ხოლო ქვეყ­ნის შიგ­ნით უდი­დე­სი გან­ხეთ­ქი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. ამი­ტომ სა­ა­კაშ­ვი­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნას არა­ერ­თი ახა­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა შე­ე­მა­ტა, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი უფუნ­ქციო, უხა­რის­ხო და უგე­მოვ­ნოა, აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი მა­ინც ვერ გახ­და. ალ­ბათ კუ­რი­ო­ზია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ "მი­ხე­ილ აღ­მა­შე­ნებ­ლის" ნაც­ვლად "მი­ხე­ილ პრა­რა­ბი" მი­ვი­ღეთ.

- რას მი­იჩ­ნევთ ეკო­ნო­მი­კა­ში 2012 წლის კუ­რი­ო­ზად?

- რაც შე­ე­ხე­ბა 2012 წლის კუ­რი­ოზს, ალ­ბათ, გახ­სოვთ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რებ­მა რომ გა­ნა­ცხა­დეს, ეკო­ნო­მი­კურ ბლოკ­ში და­სა­ნიშ­ნი ხალ­ხი არ გვყავ­სო და ამ ხალ­ხის სა­ზღვარ­გა­რეთ ძებ­ნა და­ი­წყეს. კი­დევ კარ­გი, რომ ბო­ლოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის ეკო­ნო­მი­კუ­რი ბლო­კის ძი­რი­თა­დი ავ­ტო­რე­ბი, ბა­ტო­ნე­ბი ნო­დარ ხა­დუ­რი და და­ვით ნარ­მა­ნია მთავ­რო­ბა­ში მი­იწ­ვი­ეს.

- ბა­ტო­ნო ლადო, რა არის ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე დიდი საფრ­თხე?

- 2012 წელი გა­მო­ირ­ჩე­ო­და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის კლე­ბით, რაც ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა იმი­ტომ, რომ ეს იყო პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის პე­რი­ო­დი, თუმ­ცა ისიც უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ მე ამ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბას ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვუ­ყუ­რებ: ეს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ძი­რი­თა­დად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე და არა ეკო­ნო­მი­კის რე­ა­ლუ­რი სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ალ­ბათ, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი მო­მა­ვალ წელ­საც მცი­რე იქ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბაა, წინ კი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გვე­ლის. ყვე­ლა­ზე დიდი საფრ­თხე, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში 2012 წელს ჩა­მო­ყა­ლიბ­და, ეხე­ბა რო­გორც ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კას, ასე­ვე მთლი­ა­ნად სა­ხელ­მწი­ფოს - ეს საფრ­თხე პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კუ­თა­რი ხალ­ხის ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­დას­ვლა და მის მიერ ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბაა. ახ­ლა­ხან ამე­რი­კა­შიც ჩა­ტარ­და არ­ჩევ­ნე­ბი, დე­მოკ­რა­ტი ობა­მა ისევ გახ­და ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი და კონ­გრეს­ში ჰყავს უმ­რავ­ლე­სო­ბა რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის სა­ხით. რო­გორ, ამე­რი­კა ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფოა და ობა­მა ოპო­ზი­ცი­ა­შია? ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა და ე.წ. ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა ინი­ცი­რე­ბუ­ლია სწო­რედ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ. თა­ნაც, ის აკონ­ტრო­ლებს ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ეკო­ნო­მი­კურ ბერ­კე­ტებს, რო­გო­რიც არის ეროვ­ნუ­ლი ბან­კი, აუ­დი­ტის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი და სა­ელ­ჩო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ვი­თა­რე­ბას ძა­ბა­ვენ. ამი­ტომ, 2013 წელს ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით საფრ­თხით, რო­მელ­საც ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა ჰქვია.

- რა მი­გაჩ­ნი­ათ 2012 წლის ყვე­ლა­ზე და­დე­ბით მოვ­ლე­ნე­ბად?

- 2012 წლის წარ­მა­ტე­ბულ ეკო­ნო­მი­კურ პრო­ექ­ტად შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯე­ტის დამ­ტკი­ცე­ბა. ბა­ტონ­მა ნო­დარ ხა­დურ­მა, შე­სა­ნიშ­ნავ­მა ეკო­ნო­მის­ტმა, რო­მელ­საც მე დიდ პა­ტივს ვცემ, მო­ა­ხერ­ხა 5-6 დღე­ში შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა სა­მუ­შაო, რო­მელ­საც, წე­სით, 6-7 თვე სჭირ­დე­ბა. 2013 წლის ბი­უ­ჯე­ტი ხარ­ვე­ზე­ბის­გან და­ზღვე­უ­ლი არ არის, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ ბი­უ­ჯე­ტი გახ­და უფრო გამჭვირ­ვა­ლე: ის მუხ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ერ­ქვა ე.წ. სხვა ხარ­ჯე­ბი და ეს პრაქ­ტი­კუ­ლად კო­რუფ­ცი­უ­ლი ნა­წი­ლი იყო, უკვე და­ნარ­თებ­ში ცხრი­ლე­ბის სა­ხით არის გა­წე­რი­ლი. ასე რომ, ვფიქ­რობ: 2013 წლის ბი­უ­ჯე­ტის მი­ღე­ბა არის საკ­მა­ოდ და­დე­ბი­თი ნა­ბი­ჯი ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. ყვე­ლა­ზე სამ­ხი­ა­რუ­ლო რა იყო? - ალ­ბათ ის, რომ 2012 წელს ქვე­ყა­ნას ჰყავ­და სამი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. 2012 წლის და­სა­წყი­სის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნიკა გი­ლა­უ­რი ტრა­ბა­ხობ­და, ექ­სპორ­ტი იზ­რდე­ბაო, მაგ­რამ არა­სო­დეს უთ­ქვამს, რომ ექ­სპორ­ტის 30 პრო­ცენ­ტი იყო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და ჯარ­თი, რაც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ზრდას სუ­ლაც არ ნიშ­ნავს. ალ­ბათ, არა­ნაკ­ლებ ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლი იყო ის, რომ მე­ო­რე პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ანუ ვანო მე­რა­ბიშ­ვილს, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა "გაღ­ლე­ტი­ლი" უწო­და. ეტყო­ბა მან კარ­გად არ იცის, რომ გაღ­ლე­ტი­ლი ქარ­თუ­ლად მარ­ტო ღა­რიბს არ ნიშ­ნავს. ეს ნიშ­ნავს ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც "ქვი­დან ზეთს გა­მო­ა­დენს", ამ "გაღ­ლე­ტი­ლი" პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ის­ტო­რი­უ­ლი ფრა­ზა კი ასე­თი იყო: - "რამ­დე­ნა­დაც ფულს სუნი არ ას­დის, ამი­ტომ რუ­სულ კა­პი­ტალს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მი­ვე­სალ­მე­ბი­თო".

- შარ­შან კუ­რი­ო­ზად და­ა­სა­ხე­ლეთ ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში "შუქი ნა­გავს წერს", ეს უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნა წელ­საც დარ­ჩა.

- დიახ, ეს კუ­რი­ო­ზი ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩა. პარ­ლა­მენტს უნდა მი­ე­ღო ცვლი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც ეს უც­ნა­უ­რო­ბა აიკ­რძა­ლე­ბო­და, მაგ­რამ ეს არ გა­კეთ­და და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შუქი დღემ­დე წერს ნა­გავს, ოღონდ ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლოს "შე­ვე­ცო­დეთ" და ზამ­თრის­თვის და­სუფ­თა­ვე­ბის ტა­რი­ფი შეგ­ვიმ­ცი­რა.

- და­სას­რულ, 2013 წლის პროგ­ნო­ზი, თუ შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ რა მოხ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში?

- 2013 წელი საკ­მა­ოდ მძი­მე იქ­ნე­ბა. ქვე­ყა­ნა­ში ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბაა, სა­ა­კაშ­ვი­ლი იმუქ­რე­ბა, რომ მალე შეც­ვლის ვი­თა­რე­ბას და ამის დას­ტუ­რია და­სავ­ლეთ­ში აგო­რე­ბუ­ლი შავი პი­ა­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ. ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი რე­ვან­შის­თვის ემ­ზა­დე­ბა. აშ­კა­რაა, რომ ის ეც­დე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვოს. ხალ­ხი, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ეი­ფო­რი­ა­შია და ჰგო­ნია, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და­მარ­ცხდა, შე­იძ­ლე­ბა არ­ჩევ­ნებ­ზე არც მი­ვი­დეს, "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" კი სრულ მო­ბი­ლი­ზე­ბას გა­მო­ა­ცხა­დებს - ამის რე­ა­ლუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბა არ­სე­ბობს. ჩვენ უკვე ვი­ცით, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა არის კრი­მი­ნა­ლუ­რი მთავ­რო­ბა, მაგ­რამ და­სავ­ლე­თი­სათ­ვის ძნე­ლია იმის აღი­ა­რე­ბა, რომ მთე­ლი 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კრი­მი­ნალს უჭერ­და მხარს. ამი­ტომ, სა­კი­თხა­ვია - რა­ტომ გა­წყვი­ტა ივა­ნიშ­ვილ­მა კავ­ში­რი ლო­ბის­ტურ კომ­პა­ნი­ებ­თან და რა­ტომ და­უთ­მო ბურ­თი და მო­ე­და­ნი სა­ა­კაშ­ვილს, მით უმე­ტეს, რომ სა­ელ­ჩო­ებ­ში ისევ ის ხალ­ხი ზის, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის მუ­შა­ობს? აღ­მო­სავ­ლუ­რი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით 2013 გვე­ლის წე­ლია, გვე­ლი კი სიბ­რძნის სიმ­ბო­ლოა, შე­სა­ბა­მი­სად, მო­მა­ვალ წელს უნდა ვი­ყოთ ბრძენ­ნი იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი მტე­რი საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი და ცბი­ე­რია. და­სას­რულ, არ შე­მიძ­ლია არ გა­მოვ­ყო 2012 წლის სი­ტყვა, რო­მე­ლიც, ჩემი აზ­რით, არის ე.წ. კო­ჰა­ბი­ტა­ცია. სხვა­თა შო­რის, ამ სი­ტყვას შეც­დო­მით გა­მოთ­ქვა­მენ - სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს არის "კო­ა­ბი­ტა­ცია". თა­ნაც, ამ სი­ტყვას ყვე­ლა­ზე ხში­რად ის ხალ­ხი იყე­ნებს, რო­მელ­მაც საყ­ველ­პუ­რო ინ­გლი­სუ­რიც კი არ იცის - ალ­ბათ, ესეც თა­ვი­სე­ბუ­რი კუ­რი­ო­ზია, არა ეკო­ნო­მი­კუ­რი, მაგ­რამ მა­ინც...ქარ­თუ­ლად უნდა ვი­მე­ტყვე­ლოთ და ეს უბე­დუ­რი "კო­ა­ბი­ტა­ცია" ქარ­თუ­ლად - "თა­ნა­ცხოვ­რე­ბაა"!

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები

"მიხეილ პრარაბი", ბუჩქებში დამალული საბანკო ასოციაცია და ბრძოლა თეფშების წინააღმდეგ

"მიხეილ პრარაბი", ბუჩქებში დამალული საბანკო ასოციაცია და ბრძოლა თეფშების წინააღმდეგ

2012 წელს საქართველოში ვინ იცის, რა აღარ მოხდა - ხელისუფლების ცვლილებით დაწყებული, ყბადაღებული "კოაბიტაციით" დასრულებული... უფრო მეტიც, 21 დეკემბერს ლამის ნახევარი საქართველო სამყაროს აღსასრულს ელოდა, საბედნიეროდ, მაიას ტომის წინასწარმეტყველება არ ასრულდა და გადავწყვიტეთ 2012 წლის მნიშვნელოვანი მოვლენების შეჯამება ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ლადო პაპავას ვთხოვეთ:

- 2012 წელი იყო ძალიან მძიმე წელი ჩვენი ეკონომიკისათვის: წინასაარჩევნო პერიოდი, პოლიტიკური ბატალიები და ორხელისუფლებიანობა თავისთავად აისახა ქვეყნის ეკონომიკაზეც. განსაკუთრებით მძიმე იყო გასული წელი საბანკო, ქვეყანაში ყველაზე განვითარებული და ფაქიზი სექტორისთვის, საუბედუროდ, 2012 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გამოუცხადა "ქართუ ბანკს". თანაც, ეს იყო ძალიან ბინძური ომი, დაწყებული საკანონმდებლო ცვლილებით, რომელმაც საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ ერთ ბანკს, არამედ მთლიანად საბანკო სისტემას. ბუჩქებში დაიმალა საბანკო ასოციაცია, რომელიც, წესით, უნდა გამოხატავდეს და იცავდეს ბანკების ინტერესებს. მე მგონი, დროა საბანკო ასოციაციაში სერიოზული რეორგანიზაცია დაიწყოს, ბანკებმა კი მომავალში უფრო მეტი ერთიანობა შეძლონ. კიდევ უფრო მძიმე შესაფასებელია ის ფაქტი, რომ "ქართუ ბანკში" დროებითი მმართველი შევიდა და ამ ბანკის შეგნებულ გაკოტრებას მიჰყო ხელი. ეს იყო, ჩემი აზრით, ყველაზე სერიოზული ეკონომიკური დანაშაული, რომელიც 2012 წელს იქნა ჩადენილი.

- საზოგადოებამ კარგად იცის, რომ სხვა დანაშაულებიც ხდებოდა.

- დიახ. ეკონომიკური დანაშაულის სფეროს განეკუთვნება ბრძოლა სატელიტური თეფშების წინააღმდეგ. ერთი შეხედვით, ეს მედიის პრობლემა იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ეკონომიკურ დანაშაულთანაც გვქონდა საქმე: სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ვითომ ვერ გათვალა, რა სარგებელი უნდა ენახა კომპანიას, რომელიც ამ თეფშების შემოტანითა და დისტრიბუციით იყო დაკავებული, სასამართლომ კი მცდარი, უფრო სწორად, დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღო.

2012 წელი ასევე გამორჩეული იყო ფაქტებით, როდესაც საზოგადოებამ შეიტყო, რა დანაშაულს სჩადიოდა "ნაციონალური" მთავრობა. შევიტყვეთ, რა ძვირი უჯდებოდა ქვეყნის პრეზიდენტისა და მისი თვითმფრინავების შენახვა, აგრეთვე, ძალიან ბევრი ფაქტი, რომლის გამოც რამდენიმე მაღალჩინოსანი პასუხისგებაშიც არის მიცემული. შეუძლებელია არ შევეხო ყველაზე ნაღვლიან მოვლენას, რომელიც ნაწილობრივ არის დაკავშირებული ეკონომიკასთან: ბატონი სააკაშვილი, რომელსაც ძალიან უნდოდა, ყოფილიყო აღმაშენებელი, სამწუხაროდ "პრარაბობას" ვერ გასცდა. რატომ? - ჩვენი ერისათვის ცნება "აღმაშენებელი" არ ნიშნავს მარტო მშენებლობას. აღმშენებლობა ნიშნავს ქვეყნის გაძლიერებას, მის გამთლიანებას და სახელმწიფოდ ქცევას. მიხეილ სააკაშვილმა კი ქვეყანა კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანა - ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა, ხოლო ქვეყნის შიგნით უდიდესი განხეთქილება გამოიწვია. ამიტომ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანას არაერთი ახალი შენობა-ნაგებობა შეემატა, თუმცა ზოგიერთი უფუნქციო, უხარისხო და უგემოვნოა, აღმაშენებელი მაინც ვერ გახდა. ალბათ კურიოზია, მაგრამ ფაქტია, რომ "მიხეილ აღმაშენებლის" ნაცვლად "მიხეილ პრარაბი" მივიღეთ.

- რას მიიჩნევთ ეკონომიკაში 2012 წლის კურიოზად?

- რაც შეეხება 2012 წლის კურიოზს, ალბათ, გახსოვთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნების" ლიდერებმა რომ განაცხადეს, ეკონომიკურ ბლოკში დასანიშნი ხალხი არ გვყავსო და ამ ხალხის საზღვარგარეთ ძებნა დაიწყეს. კიდევ კარგი, რომ ბოლოს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ბლოკის ძირითადი ავტორები, ბატონები ნოდარ ხადური და დავით ნარმანია მთავრობაში მიიწვიეს.

- ბატონო ლადო, რა არის ქართულ ეკონომიკისათვის ყველაზე დიდი საფრთხე?

- 2012 წელი გამოირჩეოდა ინვესტიციების კლებით, რაც ბუნებრივი მოვლენაა იმიტომ, რომ ეს იყო პოლიტიკური დაპირისპირების პერიოდი, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მე ამ ინვესტიციების შემცირებას ოპტიმისტურად ვუყურებ: ეს ინვესტიციები ძირითადად ორიენტირებული იყო უძრავ ქონებაზე და არა ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე. ალბათ, ინვესტიციები მომავალ წელსაც მცირე იქნება იმიტომ, რომ ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა, წინ კი საპრეზიდენტო არჩევნები გველის. ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც ქვეყანაში 2012 წელს ჩამოყალიბდა, ეხება როგორც ქართულ ეკონომიკას, ასევე მთლიანად სახელმწიფოს - ეს საფრთხე პრეზიდენტ სააკაშვილის საკუთარი ხალხის ოპოზიციაში გადასვლა და მის მიერ ორხელისუფლებიანობის გამოცხადებაა. ახლახან ამერიკაშიც ჩატარდა არჩევნები, დემოკრატი ობამა ისევ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი და კონგრესში ჰყავს უმრავლესობა რესპუბლიკელების სახით. როგორ, ამერიკა ორხელისუფლებიანი სახელმწიფოა და ობამა ოპოზიციაშია? ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობა და ე.წ. ორხელისუფლებიანობა ინიცირებულია სწორედ სააკაშვილის მიერ. თანაც, ის აკონტროლებს ისეთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ბერკეტებს, როგორიც არის ეროვნული ბანკი, აუდიტის სახელმწიფო სამსახური, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები და საელჩოები, რომლებიც ვითარებას ძაბავენ. ამიტომ, 2013 წელს ვუახლოვდებით საფრთხით, რომელსაც ორხელისუფლებიანობა ჰქვია.

- რა მიგაჩნიათ 2012 წლის ყველაზე დადებით მოვლენებად?

- 2012 წლის წარმატებულ ეკონომიკურ პროექტად შეიძლება მივიჩნიოთ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება. ბატონმა ნოდარ ხადურმა, შესანიშნავმა ეკონომისტმა, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ, მოახერხა 5-6 დღეში შეესრულებინა სამუშაო, რომელსაც, წესით, 6-7 თვე სჭირდება. 2013 წლის ბიუჯეტი ხარვეზებისგან დაზღვეული არ არის, მაგრამ მთავარია, რომ ბიუჯეტი გახდა უფრო გამჭვირვალე: ის მუხლები, რომლებსაც ერქვა ე.წ. სხვა ხარჯები და ეს პრაქტიკულად კორუფციული ნაწილი იყო, უკვე დანართებში ცხრილების სახით არის გაწერილი. ასე რომ, ვფიქრობ: 2013 წლის ბიუჯეტის მიღება არის საკმაოდ დადებითი ნაბიჯი ეკონომიკური თვალსაზრისით. ყველაზე სამხიარულო რა იყო? - ალბათ ის, რომ 2012 წელს ქვეყანას ჰყავდა სამი პრემიერ-მინისტრი. 2012 წლის დასაწყისის პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ტრაბახობდა, ექსპორტი იზრდებაო, მაგრამ არასოდეს უთქვამს, რომ ექსპორტის 30 პროცენტი იყო ავტომობილები და ჯართი, რაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდას სულაც არ ნიშნავს. ალბათ, არანაკლებ ღიმილისმომგვრელი იყო ის, რომ მეორე პრემიერ-მინისტრს, ანუ ვანო მერაბიშვილს, ქვეყნის პრეზიდენტმა "გაღლეტილი" უწოდა. ეტყობა მან კარგად არ იცის, რომ გაღლეტილი ქართულად მარტო ღარიბს არ ნიშნავს. ეს ნიშნავს ადამიანს, რომელიც "ქვიდან ზეთს გამოადენს", ამ "გაღლეტილი" პრემიერ-მინისტრის ისტორიული ფრაზა კი ასეთი იყო: - "რამდენადაც ფულს სუნი არ ასდის, ამიტომ რუსულ კაპიტალს ჩვენს ქვეყანაში მივესალმებითო".

- შარშან კურიოზად დაასახელეთ ის, რომ საქართველოში "შუქი ნაგავს წერს", ეს უცნაური მოვლენა წელსაც დარჩა.

- დიახ, ეს კურიოზი ქვეყანაში დარჩა. პარლამენტს უნდა მიეღო ცვლილება, რომლითაც ეს უცნაურობა აიკრძალებოდა, მაგრამ ეს არ გაკეთდა და ჩვენს ქვეყანაში შუქი დღემდე წერს ნაგავს, ოღონდ ქალაქის საკრებულოს "შევეცოდეთ" და ზამთრისთვის დასუფთავების ტარიფი შეგვიმცირა.

- დასასრულ, 2013 წლის პროგნოზი, თუ შეიძლება ვივარაუდოთ რა მოხდება ქვეყანაში?

- 2013 წელი საკმაოდ მძიმე იქნება. ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა, სააკაშვილი იმუქრება, რომ მალე შეცვლის ვითარებას და ამის დასტურია დასავლეთში აგორებული შავი პიარი ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი რევანშისთვის ემზადება. აშკარაა, რომ ის ეცდება საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვოს. ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ ეიფორიაშია და ჰგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა, შეიძლება არჩევნებზე არც მივიდეს, "ნაცმოძრაობა" კი სრულ მობილიზებას გამოაცხადებს - ამის რეალური საშიშროება არსებობს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ სააკაშვილის მთავრობა არის კრიმინალური მთავრობა, მაგრამ დასავლეთისათვის ძნელია იმის აღიარება, რომ მთელი 9 წლის განმავლობაში კრიმინალს უჭერდა მხარს. ამიტომ, საკითხავია - რატომ გაწყვიტა ივანიშვილმა კავშირი ლობისტურ კომპანიებთან და რატომ დაუთმო ბურთი და მოედანი სააკაშვილს, მით უმეტეს, რომ საელჩოებში ისევ ის ხალხი ზის, რომელიც სააკაშვილისთვის მუშაობს? აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2013 გველის წელია, გველი კი სიბრძნის სიმბოლოა, შესაბამისად, მომავალ წელს უნდა ვიყოთ ბრძენნი იმიტომ, რომ ჩვენი მტერი საკმაოდ ძლიერი და ცბიერია. დასასრულ, არ შემიძლია არ გამოვყო 2012 წლის სიტყვა, რომელიც, ჩემი აზრით, არის ე.წ. კოჰაბიტაცია. სხვათა შორის, ამ სიტყვას შეცდომით გამოთქვამენ - სინამდვილეში ეს არის "კოაბიტაცია". თანაც, ამ სიტყვას ყველაზე ხშირად ის ხალხი იყენებს, რომელმაც საყველპურო ინგლისურიც კი არ იცის - ალბათ, ესეც თავისებური კურიოზია, არა ეკონომიკური, მაგრამ მაინც...ქართულად უნდა ვიმეტყველოთ და ეს უბედური "კოაბიტაცია" ქართულად - "თანაცხოვრებაა"!

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა