სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ გადააწყვეტინა თიკა ჯამბურიას კონკურსში მონაწილეობა
რამ გადააწყვეტინა თიკა ჯამბურიას კონკურსში მონაწილეობა

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტე პრო­ექ­ტში - "ახა­ლი ხმა" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- რამ­დე­ნი­მე წე­ლია, სცე­ნა­ზე არ ვმდგარ­ვარ და ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა ჩემი მსმე­ნე­ლი, აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი. მარ­თა­ლია, მე­გობ­რებ­თან ერ­თად კლუ­ბებ­ში ვმღე­რო­დი, მაგ­რამ ეს სულ სხვა საქ­მეა...

- რა­ტომ აირ­ჩიე მა­ინ­ცდა­მა­ინც "ახა­ლი ხმა"? რო­მე­ლი­მე სხვა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი არ გაგ­ჩე­ნია?

- ხში­რად ვა­დევ­ნებ­დი თვალს "ახა­ლი ხმის" ანა­ლო­გი­ურ უცხო­ურ გა­და­ცე­მებს, სა­ხელ­წო­დე­ბით - "ხმა" და ცხა­დია, ისიც ვიცი, რომ ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბი. სხვა­თა შო­რის, ჩემი არ იყოს, ბევრ მათ­განს კა­რი­ე­რა­ში "ჩა­ვარ­დნა" ჰქონ­და და უნ­დო­და, მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე ახა­ლი იმი­ჯით წარმდგა­რი­ყო... ჩემი და გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს და ვფიქ­რობ­დი, იქა­ურ "ხმა­ში" მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სწო­რედ მა­შინ თქვეს, რომ მსგავ­სი პრო­ექ­ტის გა­კე­თე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­შიც აპი­რებ­დნენ, მე კი რა თქმა უნდა, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ვარ­ჩიე დარ­ჩე­ნა.

- რო­გორ შეხ­ვდნენ შენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი?

- პრო­ექ­ტში ჩემი მო­ნა­ცე­მე­ბი და ვი­დეო ისე გავ­გზავ­ნე, რომ ამის შე­სა­ხებ არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და. რო­დე­საც კას­ტინგზე და­მი­ბა­რეს, ოჯა­ხის წევ­რებს მხო­ლოდ მა­შინ ვუ­თხა­რი, რა­საც ვა­პი­რებ­დი. დე­დას ცოტა არ იყოს, შე­ე­შინ­და და მი­თხრა: - ამ­დე­ნი ხა­ნია, არ გიმ­ღე­რია და ფორ­მა­ში არ იქ­ნე­ბი, არ გა­რის­კოო, - მაგ­რამ მე მა­ინც ჩემი გა­ვი­ტა­ნე. მო­სამ­ზა­დებ­ლად ცოტა დრო მქონ­და, ბოლო დღე­ებ­ში კი გავ­ცივ­დი და ხმა სა­ერ­თოდ დავ­კარ­გე... რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს სა­მე­გობ­რო წრეს - ისი­ნი ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბი­ან. ახლა კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი, რომ ყვე­ლა­ზე კარ­გი მე­გობ­რე­ბი მყავს.

- რო­გორ შეხ­ვდა სა­ზო­გა­დო­ე­ბა შენს ამ ნა­ბიჯს?

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრი ორად გა­ი­ყო: ზოგი მწერს, - ძა­ლი­ან მი­ხა­რია, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რომ მი­ი­ღე, შენ გგულ­შე­მატ­კივ­რო­ბო; ზოგი კი პი­რი­ქით, იმას ამ­ბობს, - თი­კას ამ პრო­ექ­ტში რა უნდა, ის ხომ "ძვე­ლი ხმა" არი­სო... პი­რა­დად მე, ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს უნდა მი­ე­ცეს შან­სი, გა­ა­კე­თოს ის, რაც უნდა, ხოლო რაც შენი საქ­მე არ არის, იმა­ში ცხვი­რი არ უნდა ჩაყო. არ მაქვს პრე­ტენ­ზია, რომ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ვარ და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვი­მარ­ჯვო. "ახალ ხმა­ში" ჩემ­ზე ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მე­ნატ­რე­ბო­და სცე­ნა და მსმე­ნე­ლი...

- თა­ვი­დან­ვე გქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი, რომ ნი­ნოს გუნდში იქ­ნე­ბო­დი, თუ რა თქმა უნდა, შენი ნამ­ღე­რი მა­საც შე­მო­ატ­რი­ა­ლებ­და?

- ყვე­ლა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა იცო­და, რომ ნი­ნოს გუნდში მინ­დო­და მოხ­ვედ­რა და გა­მი­მარ­თლა კი­დეც. ვფიქ­რობ, რომ პირ­ველ ტურ­ზე სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ნი­მუ­მი გა­ვა­კე­თე, რად­გა­ნაც წინა დღე­ებ­ში ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე; ამას ისიც და­ერ­თო, რომ სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ გა­ვი­გე, ჩემი მე­გო­ბა­რი მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე ვერ გა­და­ვი­და და ესეც გან­ვი­ცა­დე; იყო ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც...

- მო­ნა­წი­ლე­ებ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- კონ­კურ­სან­ტებს ერ­თმა­ნეთ­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ყო­ველ­დღე ვიკ­რი­ბე­ბით და ყველ­გან ერ­თად დავ­დი­ვართ. ნინო ყვე­ლა­ფერ­ში გვეხ­მა­რე­ბა, ჩვენ­ზე გა­და­ყო­ლი­ლია. "დე­დას" ვე­ძა­ხით და ისიც ამ­ბობს, რომ 14 შვი­ლი ჰყავს (იღი­მის). მოკ­ლედ ერთი ოჯა­ხი ვართ.

- "რინგზე" ნა­თია არინ­და­ულს შეხ­ვდი. რო­გორ ფიქ­რობ, ობი­ექ­ტუ­რად გა­დახ­ვე­დი შემ­დეგ ტურ­ში?

- ნა­თი­ას სა­ხით ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტი მყავ­და. ხში­რად ვუს­მენ ჩვენს დუ­ეტს და ვფიქ­რობ, - იქ­ნებ ნა­თი­ამ უკე­თე­სად იმ­ღე­რა-მეთ­ქი? თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მე გა­მი­მარ­თლა. ისე კი, "რინგზე" მარ­თლა კარ­გად ვიმ­ღე­რე... მე და ნა­თი­ას მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ვიდ­რე სცე­ნა­ზე გა­ვი­დო­დით, ორი­ვემ აღ­ვნიშ­ნეთ, რომ იმას კი არ ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვინ გა­და­ვი­დო­და შემ­დეგ ტურ­ში, არა­მედ მთა­ვა­რი იყო, დუ­ე­ტი შემ­დგა­რი­ყო; ბოლო წუ­თამ­დე ვამ­ხნე­ვებ­დით ერ­თმა­ნეთს.

- "ლაივ შო­უ­ზეც" გა­მო­ი­ჩი­ნე თავი. სა­ინ­ტე­რე­სოა, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე - ბექა ხო­ფე­რია თუ გგულ­შე­მატ­კივ­რობს?

- მოკ­ლედ, ბექა სულ ხსე­ნე­ბა­შია. მას­ზე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იმ­დენს ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ ვამ­ბობ ხოლ­მე: მგო­ნი, ისიც "ახა­ლი ხმის" მო­ნა­წი­ლეა-მეთ­ქი (იცი­ნის). ჩვენ შო­რის რაც იყო, დამ­თავ­რდა. ამას წი­ნათ, ბავ­შვის სა­ნა­ხა­ვად რომ მო­ვი­და, მა­შინ მი­თხრა, - პირ­ველ ტურს ვუ­ყუ­რეო. სხვა არა­ფე­რი ვიცი.

- რო­გო­რი მა­მაა?

- ბექა ასა­კით პა­ტა­რაა და ფაქ­ტობ­რი­ვად, შვილ­თან ერ­თად არ უცხოვ­რია: ნინა ორი თვის იყო, რო­დე­საც დავ­შორ­დით. ჰოდა, მარ­თა­ლია, ბო­ლომ­დე ვერ აღიქ­ვამს, რომ მშო­ბე­ლია, მაგ­რამ შვი­ლი ძა­ლი­ან უყ­ვარს...

- რო­გორც ვიცი, დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი გაქვს. ნი­ნას ვინ უვ­ლის?

- დედა მეხ­მა­რე­ბა, ნინა სულ მას­თან გახ­ლავთ. ვი­ნა­ი­დან ვიცი, რომ ჩემი შვი­ლი სან­დო ხელ­შია, სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რი მაქვს. თუმ­ცა, შვი­ლი სულ მე­ნატ­რე­ბა. დე­დას ხში­რად ვუ­რე­კავ და ვთხოვ ხოლ­მე, ნინა და­მა­ლა­პა­რა­კოს.

- უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რა ხდე­ბა? რო­გორც ვიცი, ბოლო კურ­სზე ხარ.

- მუ­სი­კი­სა და დრა­მის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ. ახლა სა­კურ­სო სპექ­ტაკლს ვდგამთ. სა­მუ­შაო იქაც ბევ­რი მაქვს. თუმ­ცა, "ახა­ლი ხმის" გამო შე­ღა­ვათს მი­წე­ვენ. იცი­ან, რომ რო­გორც კი პრო­ექ­ტი დამ­თავ­რდე­ბა, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში "გა­დავ­ცხოვ­რდე­ბი".

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რამ გადააწყვეტინა თიკა ჯამბურიას კონკურსში მონაწილეობა

რამ გადააწყვეტინა თიკა ჯამბურიას კონკურსში მონაწილეობა

- რატომ გადაწყვიტე პროექტში - "ახალი ხმა" მონაწილეობა?

- რამდენიმე წელია, სცენაზე არ ვმდგარვარ და ძალიან მომენატრა ჩემი მსმენელი, აპლოდისმენტები. მართალია, მეგობრებთან ერთად კლუბებში ვმღეროდი, მაგრამ ეს სულ სხვა საქმეა...

- რატომ აირჩიე მაინცდამაინც "ახალი ხმა"? რომელიმე სხვა პროექტში მონაწილეობის სურვილი არ გაგჩენია?

- ხშირად ვადევნებდი თვალს "ახალი ხმის" ანალოგიურ უცხოურ გადაცემებს, სახელწოდებით - "ხმა" და ცხადია, ისიც ვიცი, რომ ამ კონკურსში მონაწილეობენ ძალიან ცნობილი მომღერლები. სხვათა შორის, ჩემი არ იყოს, ბევრ მათგანს კარიერაში "ჩავარდნა" ჰქონდა და უნდოდა, მსმენელის წინაშე ახალი იმიჯით წარმდგარიყო... ჩემი და გერმანიაში ცხოვრობს და ვფიქრობდი, იქაურ "ხმაში" მიმეღო მონაწილეობა. სწორედ მაშინ თქვეს, რომ მსგავსი პროექტის გაკეთებას საქართველოშიც აპირებდნენ, მე კი რა თქმა უნდა, ჩემს ქვეყანაში ვარჩიე დარჩენა.

- როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას ოჯახის წევრები და მეგობრები?

- პროექტში ჩემი მონაცემები და ვიდეო ისე გავგზავნე, რომ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. როდესაც კასტინგზე დამიბარეს, ოჯახის წევრებს მხოლოდ მაშინ ვუთხარი, რასაც ვაპირებდი. დედას ცოტა არ იყოს, შეეშინდა და მითხრა: - ამდენი ხანია, არ გიმღერია და ფორმაში არ იქნები, არ გარისკოო, - მაგრამ მე მაინც ჩემი გავიტანე. მოსამზადებლად ცოტა დრო მქონდა, ბოლო დღეებში კი გავცივდი და ხმა საერთოდ დავკარგე... რაც შეეხება ჩემს სამეგობრო წრეს - ისინი ყველაფერში მეხმარებიან. ახლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაზე კარგი მეგობრები მყავს.

- როგორ შეხვდა საზოგადოება შენს ამ ნაბიჯს?

- საზოგადოების აზრი ორად გაიყო: ზოგი მწერს, - ძალიან მიხარია, ეს გადაწყვეტილება რომ მიიღე, შენ გგულშემატკივრობო; ზოგი კი პირიქით, იმას ამბობს, - თიკას ამ პროექტში რა უნდა, ის ხომ "ძველი ხმა" არისო... პირადად მე, ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს უნდა მიეცეს შანსი, გააკეთოს ის, რაც უნდა, ხოლო რაც შენი საქმე არ არის, იმაში ცხვირი არ უნდა ჩაყო. არ მაქვს პრეტენზია, რომ ყველაზე მაგარი ვარ და აუცილებლად უნდა გავიმარჯვო. "ახალ ხმაში" ჩემზე ნიჭიერი ბავშვებიც მონაწილეობენ. ამ პროექტში მონაწილეობის სურვილი გამიჩნდა მხოლოდ იმიტომ, რომ მენატრებოდა სცენა და მსმენელი...

- თავიდანვე გქონდა გადაწყვეტილი, რომ ნინოს გუნდში იქნებოდი, თუ რა თქმა უნდა, შენი ნამღერი მასაც შემოატრიალებდა?

- ყველა ჩემმა მეგობარმა იცოდა, რომ ნინოს გუნდში მინდოდა მოხვედრა და გამიმართლა კიდეც. ვფიქრობ, რომ პირველ ტურზე საკუთარი შესაძლებლობების მინიმუმი გავაკეთე, რადგანაც წინა დღეებში ძალიან ვინერვიულე; ამას ისიც დაერთო, რომ სცენაზე გასვლის წინ გავიგე, ჩემი მეგობარი მომდევნო ეტაპზე ვერ გადავიდა და ესეც განვიცადე; იყო ტექნიკური პრობლემებიც...

- მონაწილეებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- კონკურსანტებს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყოველდღე ვიკრიბებით და ყველგან ერთად დავდივართ. ნინო ყველაფერში გვეხმარება, ჩვენზე გადაყოლილია. "დედას" ვეძახით და ისიც ამბობს, რომ 14 შვილი ჰყავს (იღიმის). მოკლედ ერთი ოჯახი ვართ.

- "რინგზე" ნათია არინდაულს შეხვდი. როგორ ფიქრობ, ობიექტურად გადახვედი შემდეგ ტურში?

- ნათიას სახით ძლიერი კონკურენტი მყავდა. ხშირად ვუსმენ ჩვენს დუეტს და ვფიქრობ, - იქნებ ნათიამ უკეთესად იმღერა-მეთქი? თუმცა, ამ შემთხვევაში მე გამიმართლა. ისე კი, "რინგზე" მართლა კარგად ვიმღერე... მე და ნათიას მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ვიდრე სცენაზე გავიდოდით, ორივემ აღვნიშნეთ, რომ იმას კი არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ გადავიდოდა შემდეგ ტურში, არამედ მთავარი იყო, დუეტი შემდგარიყო; ბოლო წუთამდე ვამხნევებდით ერთმანეთს.

- "ლაივ შოუზეც" გამოიჩინე თავი. საინტერესოა, ყოფილი მეუღლე - ბექა ხოფერია თუ გგულშემატკივრობს?

- მოკლედ, ბექა სულ ხსენებაშია. მასზე ჟურნალისტები და პროექტის მონაწილეები იმდენს ლაპარაკობენ, რომ ვამბობ ხოლმე: მგონი, ისიც "ახალი ხმის" მონაწილეა-მეთქი (იცინის). ჩვენ შორის რაც იყო, დამთავრდა. ამას წინათ, ბავშვის სანახავად რომ მოვიდა, მაშინ მითხრა, - პირველ ტურს ვუყურეო. სხვა არაფერი ვიცი.

- როგორი მამაა?

- ბექა ასაკით პატარაა და ფაქტობრივად, შვილთან ერთად არ უცხოვრია: ნინა ორი თვის იყო, როდესაც დავშორდით. ჰოდა, მართალია, ბოლომდე ვერ აღიქვამს, რომ მშობელია, მაგრამ შვილი ძალიან უყვარს...

- როგორც ვიცი, დატვირთული დღის რეჟიმი გაქვს. ნინას ვინ უვლის?

- დედა მეხმარება, ნინა სულ მასთან გახლავთ. ვინაიდან ვიცი, რომ ჩემი შვილი სანდო ხელშია, სანერვიულო არაფერი მაქვს. თუმცა, შვილი სულ მენატრება. დედას ხშირად ვურეკავ და ვთხოვ ხოლმე, ნინა დამალაპარაკოს.

- უნივერსიტეტში რა ხდება? როგორც ვიცი, ბოლო კურსზე ხარ.

- მუსიკისა და დრამის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ახლა საკურსო სპექტაკლს ვდგამთ. სამუშაო იქაც ბევრი მაქვს. თუმცა, "ახალი ხმის" გამო შეღავათს მიწევენ. იციან, რომ როგორც კი პროექტი დამთავრდება, უნივერსიტეტში "გადავცხოვრდები".

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება