Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაგ მაკმილანი - "ჩვენთან მეკვლე მაღალი, შავგვრემანი და ლამაზი უნდა იყოს"
დაგ მაკმილანი  - "ჩვენთან მეკვლე მაღალი, შავგვრემანი და ლამაზი უნდა იყოს"

ბრი­ტა­ნეთ­ში დი­დ პა­ტივს სცე­მენ ტრა­დი­ცი­ებს, შე­სა­ბა­მი­სად, შობა-ახალ წელ­საც, რო­მე­ლიც, უპირ­ვე­ლე­სად, ოჯა­ხუ­რი დღე­სას­წა­უ­ლია და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ხვდე­ბი­ან. ბრი­ტა­ნულ-ქარ­თულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, სა­შო­ბაო გან­წყო­ბა­სა და წეს-ჩვე­უ­ლე­ბებ­ზე დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ელ­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაგ მაკ­მი­ლა­ნი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რო­გორ აფა­სებთ დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბი­სას დღე­ვან­დელ დო­ნეს?

- სა­ქარ­თვე­ლო დიდი ბრი­ტა­ნე­თის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რია. სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, კე­თილ­დღე­ო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ბოლო წლებ­ში გაძ­ლი­ერ­და. ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის მი­ნის­ტრე­ბი და სხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­ნი­ხი­ლა­ვენ ორი­ვე მხა­რის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს, რო­გო­რიც არის ვაჭ­რო­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბა, ენერ­გე­ტი­კა და ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბა ავ­ღა­ნეთ­ში. წელს დე­ვიდ ლი­დინგტო­ნი, დიდი ბრი­ტა­ნე­თის მი­ნის­ტრი ევ­რო­პის სა­კი­თხებ­ში, ეწ­ვია სა­ქარ­თვე­ლოს და ბიზ­ნე­სი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ლი­დე­რებს შეხ­ვდა. ნო­ემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრი­ტა­ნე­თი­დან სა­ვაჭ­რო მი­სი­ას ვუ­მას­პინ­ძლეთ, ორი ქვეყ­ნის ბიზ­ნე­სებს შო­რის კავ­ში­რის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად. ვაჭ­რო­ბის მო­ცუ­ლო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო და­ას­რუ­ლებს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ.

- რო­გორ აფა­სებთ ბოლო ხანს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს?

- 1-ლი ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს შე­დე­გად მოჰ­ყვა, ქვეყ­ნის უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მა მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით. სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბით, ეს გახ­ლდათ უმე­ტეს­წი­ლად, თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი. ეს დიდი მიღ­წე­ვა იყო, რა­მაც შექ­მნა მა­გა­ლი­თი რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნე­ბის­თვის. პარ­ტი­ე­ბის­თვის შემ­დე­გი გა­მოც­და იქ­ნე­ბა ერ­თობ­ლი­ვი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი მუ­შა­ო­ბა კონ­სო­ლი­და­ცი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის­თვის, რაც ქარ­თველ ხალ­ხს მეტ კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას მო­უ­ტანს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში რო­მელ­მა მოვ­ლე­ნამ მო­ახ­დი­ნა თქვენ­ზე ყვე­ლა­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა?

- 2012 ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი წელი იყო. ივ­ნის­ში აღ­ვნიშ­ნეთ მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბის, დე­დო­ფალ ელი­ზა­ბე­ტის ბრი­ლი­ან­ტის იუ­ბი­ლე (60 წელი ტახ­ტზე ას­ვლი­დან). აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ვარ მსოფ­ლი­ოს გა­მო­ძა­ხი­ლით და სა­ქარ­თვე­ლო­დან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის გულ­თბი­ლი მო­ლოც­ვით. ამ ზა­ფხულს ლონ­დონ­ში ჩა­ტარ­და ოლიმ­პი­უ­რი და პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი. ეს თა­მა­შე­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად წა­რი­მარ­თა, მაგ­რამ ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ქარ­თველ პა­რა­ო­ლიმ­პი­ე­ლებ­თან შეხ­ვედ­რა იყო. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა გა­მო­ავ­ლი­ნეს სა­ო­ცა­რი თავ­და­დე­ბა, შე­უ­პოვ­რო­ბა და ძა­ლის­ხმე­ვა. ისი­ნი ჩემ­თვის 2012 წლის გმი­რე­ბი არი­ან.

- რას იტყვით თქვენს მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს გარ­შე­მო? რო­მელ­მა კუ­თხემ მო­ახ­დი­ნა თქვენ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა? მარ­თლაც სა­ქარ­თვე­ლო­ში იქორ­წი­ნეთ?

- დიახ, მე და ჩემი ცოლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ქორ­წინ­დით აგ­ვის­ტო­ში. ქორ­წი­ლი ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ქარ­ხნის მა­რან­ში აღ­ვნიშ­ნეთ. ჩემი ცოლი ინ­გლი­სე­ლია, მე შოტ­ლან­დი­ე­ლი, მაგ­რამ ორი­ვე ბრი­ტა­ნე­ლე­ბი ვართ. ჩვენს სტუმ­რებს, ბრი­ტა­ნე­თი­დან და სა­ქარ­თვე­ლო­დან, სუფ­რა გა­ვუ­შა­ლეთ ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­თა და შოტ­ლან­დი­უ­რი ვის­კით. მე და ჩემ­მა ცოლ­მა ცეკ­ვა შე­ვას­რუ­ლეთ ოპე­რა "და­ი­სი­დან", შემ­დეგ კი ყვე­ლამ ერ­თად შოტ­ლან­დი­უ­რი "კე­ი­ლი" ვი­ცეკ­ვეთ, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რუ­ლია ქორ­წი­ლებ­ში. თაფ­ლო­ბის­თვე­ში რვა­დღი­ა­ნი ტური მო­ვა­წყვეთ ყაზ­ბე­გი­დან ომა­ლომ­დე. გზა­ზე ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხალ­ხი შეგ­ვხვდა. და­უ­ვი­წყა­რი წუ­თე­ბი გან­ვი­ცა­დე აწუნ­თის გა­და­სას­ვლელ­ზე, ზღვის დო­ნი­დან 3.400 მეტრზე, რო­დე­საც მყინ­ვარწვე­რის და ჭა­უ­ხის მწვერ­ვა­ლე­ბი და­სავ­ლე­თით მო­ჩან­და, ხოლო თუ­შე­თი აღ­მო­სავ­ლე­თით გვე­ლო­დე­ბო­და. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ნა­ხა­ო­ბაა! მი­ვიჩ­ნევ, რომ ეს მარ­შრუ­ტი მსოფ­ლიო დო­ნი­საა და იგი მთამ­სვლე­ლე­ბის­თვის პირ­ველ ათე­ულ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­დი­ო­დეს.

- სად აპი­რებთ სა­შო­ბაო არ­და­დე­გე­ბის გა­ტა­რე­ბას? სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ ხვდე­ბი­ან შო­ბას შოტ­ლან­დი­ა­ში, რო­მელ წეს-ჩვე­უ­ლე­ბას გა­მოჰ­ყოფ­დით, რო­მე­ლია თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი?

- ჩემ­თვის შობა ოჯა­ხუ­რი ზე­ი­მია, რო­მელ­საც საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ატა­რებ. ამ შო­ბას ჩემი ცო­ლის ოჯა­ხი ჩვენ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რებს თბი­ლის­ში. შო­ბას (25 დე­კემ­ბერს) ვი­სა­უზ­მებთ და სა­ჩუქ­რებს გავ­ხსნით, რომ­ლე­ბიც ჩვენს სახ­ლში, ნაძ­ვის ხის ქვეშ იქ­ნე­ბა მო­თავ­სე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა კუს ტბა­ზე გა­ვი­სე­ირ­ნოთ, მადა რომ აღ­ვიძ­რათ სა­შო­ბაო სა­დი­ლის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 3 სა­ათ­ზე, სუფ­რა­ზე ტრა­დი­ცი­უ­ლი ინ­და­უ­რი, შემ­წვა­რი კარ­ტო­ფი­ლი და ძირ­თეთ­რა გვექ­ნე­ბა. სა­ღა­მოს დე­დოფ­ლის ტრა­დი­ცი­ულ სა­შო­ბაო მო­ლოც­ვას მო­ვუს­მენთ (მისი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში 61-ე მო­ლოც­ვა იქ­ნე­ბა). მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩემს მშობ­ლებს და ბე­ბი­ას და­ვუ­რე­კავ შოტ­ლან­დი­ა­ში, შო­ბას მი­ვუ­ლო­ცავ და ერთი ჭიქა ვის­კით ვა­დღეგ­რძე­ლებ. მათ­თვის წლის ყვე­ლა­ზე დიდი დღე­სას­წა­უ­ლია "ჰოგ­მა­ნაი" (შოტ­ლან­დი­ა­ში ძვე­ლი წლის ბოლო დღეს ზე­ი­მო­ბენ). "ჰოგ­მა­ნა­ის" ერთ-ერთი ტრა­დი­ცია არის მეკვლე­ო­ბა. პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სახ­ლში შე­მო­ვა, უნდა იყოს მა­ღა­ლი, შავგვრე­მა­ნი და ლა­მა­ზი. თან უნდა ჰქონ­დეს ნახ­ში­რი (მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სახ­ლი თბი­ლი რომ იყოს) და სას­მე­ლი ზე­ი­მის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად. მეკვლემ სახ­ლში მთე­ლი წლით იღ­ბა­ლი უნდა მო­ი­ტა­ნოს. ვიცი, რომ ჩემი ოჯა­ხი შოტ­ლან­დი­ა­ში შე­სა­ფე­რი­სად გა­ა­ცი­ლებს 2012 წელს ვის­კით, შედ­ლუ­ხით და "კე­ი­ლით". მეც აქ იმა­ვეს გა­ვა­კე­თებ!

ინ­ტერ­ვიუ: "სა­ქარ­თვე­ლოს კე­თილ­დღე­ო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია"

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დაგ მაკმილანი - "ჩვენთან მეკვლე მაღალი, შავგვრემანი და ლამაზი უნდა იყოს"

დაგ მაკმილანი  - "ჩვენთან მეკვლე მაღალი, შავგვრემანი და ლამაზი უნდა იყოს"

ბრიტანეთში დი­დ პატივს სცემენ ტრადიციებს, შე­საბამისად, შობა-ახალ წელსაც, რომელიც, უპირველესად, ოჯახური დღესასწაულია და განსაკუთრებულად ხვდებიან. ბრიტანულ-ქართულ ურთიერთობებზე, სა­შობაო განწყობასა და წეს-ჩვეულებებზე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში დაგ მაკმილანი გვესაუბრება.

- როგორ აფასებთ დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობისას დღევანდელ დონეს?

- საქართველო დიდი ბრიტანეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველოს დემოკრატიული განვითარება, კეთილდღეობა და სტაბილურობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი ურთიერთობა ბოლო წლებში გაძლიერდა. ჩვენი ქვეყნების მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები რეგულარულად განიხილავენ ორივე მხარისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის ვაჭრობა, უსაფრთხოება, ენერგეტიკა და ერთობლივი მუშაობა ავღანეთში. წელს დევიდ ლიდინგტონი, დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში, ეწვია საქართველოს და ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შეხვდა. ნოემბერში საქართველოში ბრიტანეთიდან სავაჭრო მისიას ვუმასპინძლეთ, ორი ქვეყნის ბიზნესებს შორის კავშირის განსავითარებლად. ვაჭრობის მოცულობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც საქართველო დაასრულებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

- როგორ აფასებთ ბოლო ხანს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს?

- 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს შედეგად მოჰყვა, ქვეყნის უახლეს ისტორიაში პირველად, ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი გზით. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, ეს გახლდათ უმეტესწილად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს დიდი მიღწევა იყო, რამაც შექმნა მაგალითი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. პარტიებისთვის შემდეგი გამოცდა იქნება ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობა კონსოლიდაციისა და საქართველოს დემოკრატიული რეფორმების შემუშავებისთვის, რაც ქართველ ხალხს მეტ კეთილდღეობასა და სტაბილურობას მოუტანს.

- საქართველოში მუშაობის პერიოდში რომელმა მოვლენამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

- 2012 ღირსშესანიშნავი წელი იყო. ივნისში აღვნიშნეთ მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელიზაბეტის ბრილიანტის იუბილე (60 წელი ტახტზე ასვლიდან). აღტაცებული ვარ მსოფლიოს გამოძახილით და საქართველოდან უამრავი ადამიანის გულთბილი მოლოცვით. ამ ზაფხულს ლონდონში ჩატარდა ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები. ეს თამაშები არაჩვეულებრივად წარიმართა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი ქართველ პარაოლიმპიელებთან შეხვედრა იყო. ამ ადამიანებმა გამოავლინეს საოცარი თავდადება, შეუპოვრობა და ძალისხმევა. ისინი ჩემთვის 2012 წლის გმირები არიან.

- რას იტყვით თქვენს მოგზაურობაზე საქართველოს გარშემო? რომელმა კუთხემ მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება? მართლაც საქართველოში იქორწინეთ?

- დიახ, მე და ჩემი ცოლი საქართველოში დავქორწინდით აგვისტოში. ქორწილი ქართული ღვინის ქარხნის მარანში აღვნიშნეთ. ჩემი ცოლი ინგლისელია, მე შოტლანდიელი, მაგრამ ორივე ბრიტანელები ვართ. ჩვენს სტუმრებს, ბრიტანეთიდან და საქართველოდან, სუფრა გავუშალეთ ქართული ღვინითა და შოტლანდიური ვისკით. მე და ჩემმა ცოლმა ცეკვა შევასრულეთ ოპერა "დაისიდან", შემდეგ კი ყველამ ერთად შოტლანდიური "კეილი" ვიცეკვეთ, რომელიც პოპულარულია ქორწილებში. თაფლობისთვეში რვადღიანი ტური მოვაწყვეთ ყაზბეგიდან ომალომდე. გზაზე ულამაზესი ხედები და არაჩვეულებრივი ხალხი შეგვხვდა. დაუვიწყარი წუთები განვიცადე აწუნთის გადასასვლელზე, ზღვის დონიდან 3.400 მეტრზე, როდესაც მყინვარწვერის და ჭაუხის მწვერვალები დასავლეთით მოჩანდა, ხოლო თუშეთი აღმოსავლეთით გველოდებოდა. არაჩვეულებრივი სანახაობაა! მივიჩნევ, რომ ეს მარშრუტი მსოფლიო დონისაა და იგი მთამსვლელებისთვის პირველ ათეულში აუცილებლად უნდა შედიოდეს.

- სად აპირებთ საშობაო არდადეგების გატარებას? საინტერესოა, როგორ ხვდებიან შობას შოტლანდიაში, რომელ წეს-ჩვეულებას გამოჰყოფდით, რომელია თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?

- ჩემთვის შობა ოჯახური ზეიმია, რომელსაც საყვარელ ადამიანებთან ატარებ. ამ შობას ჩემი ცოლის ოჯახი ჩვენთან ერთად გაატარებს თბილისში. შობას (25 დეკემბერს) ვისაუზმებთ და საჩუქრებს გავხსნით, რომლებიც ჩვენს სახლში, ნაძვის ხის ქვეშ იქნება მოთავსებული. შეიძლება კუს ტბაზე გავისეირნოთ, მადა რომ აღვიძრათ საშობაო სადილისთვის დაახლოებით 3 საათზე, სუფრაზე ტრადიციული ინდაური, შემწვარი კარტოფილი და ძირთეთრა გვექნება. საღამოს დედოფლის ტრადიციულ საშობაო მოლოცვას მოვუსმენთ (მისი მმართველობის პერიოდში 61-ე მოლოცვა იქნება). მოგვიანებით ჩემს მშობლებს და ბებიას დავურეკავ შოტლანდიაში, შობას მივულოცავ და ერთი ჭიქა ვისკით ვადღეგრძელებ. მათთვის წლის ყველაზე დიდი დღესასწაულია "ჰოგმანაი" (შოტლანდიაში ძველი წლის ბოლო დღეს ზეიმობენ). "ჰოგმანაის" ერთ-ერთი ტრადიცია არის მეკვლეობა. პირველი ადამიანი, რომელიც სახლში შემოვა, უნდა იყოს მაღალი, შავგვრემანი და ლამაზი. თან უნდა ჰქონდეს ნახშირი (მთელი წლის განმავლობაში სახლი თბილი რომ იყოს) და სასმელი ზეიმის აღსანიშნავად. მეკვლემ სახლში მთელი წლით იღბალი უნდა მოიტანოს. ვიცი, რომ ჩემი ოჯახი შოტლანდიაში შესაფერისად გააცილებს 2012 წელს ვისკით, შედლუხით და "კეილით". მეც აქ იმავეს გავაკეთებ!

ინტერვიუ: "საქართველოს კეთილდღეობა და სტაბილურობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია"

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"