საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბუტა რობაქიძე პატრულის მთვრალმა თანამშრომელმა მოკლა
ბუტა რობაქიძე პატრულის მთვრალმა თანამშრომელმა მოკლა

ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ზუ­რაბ ბაქ­რა­ძეს­თან

2004 წლის 23 ნო­ემ­ბერს, თბი­ლის­ში მოკ­ლუ­ლი 19 წლის ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა ისევ აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. უკვე აშ­კა­რაა, მა­შინ პატ­რუ­ლის იმი­ჯი რომ არ შე­ლა­ხუ­ლი­ყო, გრი­გოლ ბა­შა­ლე­იშ­ვი­ლის ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბას თა­ვი­სი სა­ხე­ლი არ და­ერ­ქვა, პი­რი­ქით, - ძა­ლოვ­ნებ­მა სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ბუტა და მისი მე­გობ­რე­ბი, კრი­მი­ნა­ლე­ბად შე­რა­ცხეს. ახალ­გაზ­რდებს თვალ­წინ მე­გობ­რის მოკ­ვლა არ აკ­მა­რეს, ია­რა­ღე­ბი ჩა­უ­ლა­გეს და ამ ბრალ­დე­ბით, ისი­ნი ცი­ხე­შიც გა­მო­კე­ტეს. ახლა პრო­კუ­რა­ტუ­რა იმ ხალ­ხის ვი­ნა­ო­ბას ად­გენს, ვინც მა­შინ ეს და­ნა­შა­უ­ლი შე­თი­თხნა.

საქ­მის გა­ყალ­ბე­ბა­ში ბრა­ლი უკვე წა­უ­ყე­ნეს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მა­შინ­დელ ხელ­მძღვა­ნელს, ზუ­რაბ მი­ქა­ძეს, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლემ იგი 16.000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ, პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მი­ქა­ძემ გა­მო­ძი­ე­ბას უკვე მის­ცა ჩვე­ნე­ბა. მისი ად­ვო­კა­ტის თქმით, მან ის პი­რიც და­ა­სა­ხე­ლა, ვინც უშუ­ა­ლოდ ია­რა­ღის ჩა­დე­ბის ბრძა­ნე­ბა გას­ცა. ამ საქ­მე­ში ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, ზუ­რაბ ბაქ­რა­ძის გვარ­მაც გა­იჟ­ღე­რა და ით­ქვა, რომ მას მი­ქა­ძე ამ­ხელს.

ბაქ­რა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა, მაგ­რამ ის მზად არის, რო­ბა­ქი­ძის საქ­მის ირ­გვლივ, პრო­კუ­რა­ტუ­რას ჩვე­ნე­ბა მის­ცეს. სა­ყუ­რა­დღე­ბოა ერთი გა­რე­მო­ე­ბა: შს სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, გუ­რამ დო­ნა­ძე ამ საქ­მეს­თან ყო­ველ­გვარ კავ­შირს უარ­ყოფს. აცხა­დებს, რომ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ის ტყუ­ის. მის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბა უკვე მის­ცეს ვი­დე­ო­პატ­რუ­ლის ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა. უფრო მე­ტიც, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოპე­რა­ტორს გა­და­ღე­ბუ­ლიც კი ჰქონ­და კად­რე­ბი, სა­დაც ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის ხმა ის­მო­და. ეს კა­სე­ტა მა­შინ დო­ნა­ძემ გა­აქ­რო და საქ­მის შე­თი­თხვნის შემ­დეგ გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი უჩ­ვე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას. დო­ნა­ძემ გა­მო­ძი­ე­ბას წა­რუდ­გი­ნა ცნო­ბა, რომ იმ დღეს თბი­ლის­ში სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბო­და და მივ­ლი­ნე­ბა­ში იყო წა­სუ­ლი, მაგ­რამ რო­გორც ირ­კვე­ვა, ეს ცნო­ბაც ყალ­ბია.

კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც დო­ნა­ძის შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ყოფ­ნას ადას­ტუ­რებს, ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ზუ­რაბ ბაქ­რა­ძეა. იგი აცხა­დებს, რომ დო­ნა­ძე იქ თა­ვი­სი თვა­ლით ნახა და რე­ა­ლუ­რად ის იყო სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი. დო­ნა­ძე უკვე და­ი­ბა­რეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, მაგ­რამ ის სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლია და ამ­ბობს, რომ სას­წავ­ლებ­ლად იმ­ყო­ფე­ბა. აშ­კა­რაა, მას არა­ერ­თი საქ­მის ირ­გვლივ მო­უ­წევს თა­ვის მარ­თლე­ბა, მათ შო­რის - გირ­გვლი­ა­ნის და რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბე­ბის საქ­მე­ებ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ტონ ზუ­რაბ ბაქ­რა­ძეს, ის კი­ე­ვი­დან თა­ვად დაგ­ვი­კავ­შირ­და; მის წი­ნა­აღ­მდეგ გავ­რცე­ლე­ბულ ბრალ­დე­ბას აბ­სურ­დულს უწო­დებს. გთა­ვა­ზობთ ექ­სკლუ­ზი­უ­რად, სკან­და­ლურ ინ­ტერ­ვი­უს ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თან.

ზუ­რაბ ბაქ­რა­ძე:

- რო­გორც კი ჩემ­მა გვარ­მა ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­იჟ­ღე­რა, პირ­ველ რიგ­ში, საქ­მის გა­მომ­ძი­ებ­ლის ვი­ნა­ო­ბა და­ვად­გი­ნე. საქ­მის ერთ-ერთ გა­მომ­ძი­ე­ბელს, ბა­კურ ჩი­ქო­ვანს და­ვუ­კავ­შირ­დი და ვუ­თხა­რი, - რა­ხან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვიმ­ყო­ფე­ბი, არ იფიქ­როთ, გა­მო­ძი­ე­ბას ვე­მა­ლე­ბი და არ მსურს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა-მეთ­ქი. ჩემი სა­კონ­ტაქ­ტო მო­ნა­ცე­მე­ბი მი­ვე­ცი. ნე­ბის­მი­ერ დროს შე­გიძ­ლი­ათ და­მი­კავ­შირ­დეთ, მზად ვარ, იმ წუთ­ში გა­მოვფრინ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში და ჩვე­ნე­ბა მივ­ცე-მეთ­ქი. რაც შე­ე­ხე­ბა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის ფაქტს: იმ დროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ვი­ყა­ვი. ჩვენ ზუ­რაბ მი­ქა­ძის­გან არ შეგ­ვი­ტყვია მომ­ხდა­რი. ჩემს უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნელ ლე­ვან გვა­ზა­ვას­თან ერ­თად ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, რო­მე­ლიც ამა­ვე დროს, შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გახ­ლდათ. ბა­ტონ ლე­ვანს ქა­ლა­ქის მო­რი­გემ აც­ნო­ბა, - დი­დუ­ბე­ში, კერ­ძოდ, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე ადა­მი­ა­ნი სა­ვა­რა­უ­დოდ, პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლის მიერ უნდა იყოს მოკ­ლუ­ლიო. ასე­ვე ჩვენ­თან ერ­თად იყ­ვნენ: ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი და­ვით იაშ­ვი­ლი, დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა და ისა­ნი-სამ­გო­რის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი და­ვით ბე­დია. მა­შინ­ვე გა­ვე­დით შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე. შე­ტყო­ბი­ნე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 40-50 წუთ­ში იქ ვი­ყა­ვით. იქ დაგ­ვხვდნენ: გუ­რამ დო­ნა­ძე, ზუ­რაბ მი­ქა­ძე, რო­მე­ლიც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი იყო; პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, გარ­დაც­ვლი­ლი და მას­თან ერ­თად, ახალ­გაზ­რდა "ბავ­შვე­ბი", ძირს დაყ­რი­ლე­ბი და ია­რა­ღის მთე­ლი არ­სე­ნა­ლი. სხვა­თა შო­რის, მა­შინ ლო­გი­კუ­რად შე­კი­თხვაც გა­მიჩ­ნდა და ზუ­რაბ მი­ქა­ძეს კი­დე­ვაც ვუ­თხა­რი, - ყო­ჩაღ, შენ­მა ორმა თა­ნამ­შრო­მელ­მა ამ­დე­ნი არ­სე­ნა­ლით ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის და­კა­ვე­ბა თუ შეძ­ლო-მეთ­ქი.

- თქვე­ნი მტკი­ცე­ბით, ია­რა­ღე­ბი უკვე ჩა­ლა­გე­ბუ­ლი იყო?

- ია­რა­ღე­ბი ად­გილ­ზე იყო. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე გა­სა­ო­ცა­რი ის არის, რომ რა­ტომ­ღაც, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ზუ­რაბ მი­ქა­ძემ გა­აჟ­ღე­რა, თით­ქოს ზუ­რაბ ბაქ­რა­ძის მი­თი­თე­ბით გა­კეთ­და ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ლო­გი­კუ­რად

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ბუტა რობაქიძე პატრულის მთვრალმა თანამშრომელმა მოკლა

ბუტა რობაქიძე პატრულის მთვრალმა თანამშრომელმა მოკლა

ექსკლუზიური ინტერვიუ ზურაბ ბაქრაძესთან

2004 წლის 23 ნოემბერს, თბილისში მოკლული 19 წლის ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურა ისევ აქტიურად მუშაობს. უკვე აშკარაა, მაშინ პატრულის იმიჯი რომ არ შელახულიყო, გრიგოლ ბაშალეიშვილის ჩადენილ ქმედებას თავისი სახელი არ დაერქვა, პირიქით, - ძალოვნებმა სრულიად უდანაშაულო ბუტა და მისი მეგობრები, კრიმინალებად შერაცხეს. ახალგაზრდებს თვალწინ მეგობრის მოკვლა არ აკმარეს, იარაღები ჩაულაგეს და ამ ბრალდებით, ისინი ციხეშიც გამოკეტეს. ახლა პროკურატურა იმ ხალხის ვინაობას ადგენს, ვინც მაშინ ეს დანაშაული შეთითხნა.

საქმის გაყალბებაში ბრალი უკვე წაუყენეს საპატრულო პოლიციის მაშინდელ ხელმძღვანელს, ზურაბ მიქაძეს, თუმცა მოსამართლემ იგი 16.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, პატიმრობიდან გაათავისუფლა. მიქაძემ გამოძიებას უკვე მისცა ჩვენება. მისი ადვოკატის თქმით, მან ის პირიც დაასახელა, ვინც უშუალოდ იარაღის ჩადების ბრძანება გასცა. ამ საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის, ზურაბ ბაქრაძის გვარმაც გაიჟღერა და ითქვა, რომ მას მიქაძე ამხელს.

ბაქრაძე საქართველოში არ იმყოფება, მაგრამ ის მზად არის, რობაქიძის საქმის ირგვლივ, პროკურატურას ჩვენება მისცეს. საყურადღებოა ერთი გარემოება: შს სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი, გურამ დონაძე ამ საქმესთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა, მაგრამ როგორც ჩანს, ის ტყუის. მის წინააღმდეგ ჩვენება უკვე მისცეს ვიდეოპატრულის ყოფილმა თანამშრომლებმა. უფრო მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, ოპერატორს გადაღებულიც კი ჰქონდა კადრები, სადაც იარაღიდან გასროლის ხმა ისმოდა. ეს კასეტა მაშინ დონაძემ გააქრო და საქმის შეთითხვნის შემდეგ გადაღებული კადრები უჩვენა საზოგადოებას. დონაძემ გამოძიებას წარუდგინა ცნობა, რომ იმ დღეს თბილისში საერთოდ არ იმყოფებოდა და მივლინებაში იყო წასული, მაგრამ როგორც ირკვევა, ეს ცნობაც ყალბია.

კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც დონაძის შემთხვევის ადგილზე ყოფნას ადასტურებს, ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ ბაქრაძეა. იგი აცხადებს, რომ დონაძე იქ თავისი თვალით ნახა და რეალურად ის იყო საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი. დონაძე უკვე დაიბარეს პროკურატურაში, მაგრამ ის საქართველოდან წასულია და ამბობს, რომ სასწავლებლად იმყოფება. აშკარაა, მას არაერთი საქმის ირგვლივ მოუწევს თავის მართლება, მათ შორის - გირგვლიანის და რობაქიძის მკვლელობების საქმეებზე. რაც შეეხება ბატონ ზურაბ ბაქრაძეს, ის კიევიდან თავად დაგვიკავშირდა; მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. გთავაზობთ ექსკლუზიურად, სკანდალურ ინტერვიუს ყოფილ მაღალჩინოსანთან.

ზურაბ ბაქრაძე:

- როგორც კი ჩემმა გვარმა ამ საქმესთან დაკავშირებით გაიჟღერა, პირველ რიგში, საქმის გამომძიებლის ვინაობა დავადგინე. საქმის ერთ-ერთ გამომძიებელს, ბაკურ ჩიქოვანს დავუკავშირდი და ვუთხარი, - რახან საქართველოში არ ვიმყოფები, არ იფიქროთ, გამოძიებას ვემალები და არ მსურს თანამშრომლობა-მეთქი. ჩემი საკონტაქტო მონაცემები მივეცი. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, მზად ვარ, იმ წუთში გამოვფრინდე საქართველოში და ჩვენება მივცე-მეთქი. რაც შეეხება რობაქიძის მკვლელობის ფაქტს: იმ დროს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე, კრიმინალური პოლიციის უფროსი ვიყავი. ჩვენ ზურაბ მიქაძისგან არ შეგვიტყვია მომხდარი. ჩემს უშუალო ხელმძღვანელ ლევან გვაზავასთან ერთად ვიმყოფებოდი, რომელიც ამავე დროს, შს მინისტრის მოადგილე გახლდათ. ბატონ ლევანს ქალაქის მორიგემ აცნობა, - დიდუბეში, კერძოდ, წერეთლის გამზირზე ადამიანი სავარაუდოდ, პატრულის თანამშრომლის მიერ უნდა იყოს მოკლულიო. ასევე ჩვენთან ერთად იყვნენ: ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი დავით იაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის უფროსი ირაკლი ფირცხალავა და ისანი-სამგორის პოლიციის უფროსი დავით ბედია. მაშინვე გავედით შემთხვევის ადგილზე. შეტყობინებიდან დაახლოებით 40-50 წუთში იქ ვიყავით. იქ დაგვხვდნენ: გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, რომელიც საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო; პატრულის თანამშრომლები, გარდაცვლილი და მასთან ერთად, ახალგაზრდა "ბავშვები", ძირს დაყრილები და იარაღის მთელი არსენალი. სხვათა შორის, მაშინ ლოგიკურად შეკითხვაც გამიჩნდა და ზურაბ მიქაძეს კიდევაც ვუთხარი, - ყოჩაღ, შენმა ორმა თანამშრომელმა ამდენი არსენალით ამდენი ადამიანის დაკავება თუ შეძლო-მეთქი.

- თქვენი მტკიცებით, იარაღები უკვე ჩალაგებული იყო?

- იარაღები ადგილზე იყო. ჩემთვის ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ რატომღაც, სასამართლო პროცესზე ზურაბ მიქაძემ გააჟღერა, თითქოს ზურაბ ბაქრაძის მითითებით გაკეთდა ყველაფერი, მაგრამ ლოგიკურად

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ