მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილები საახალწლო იმიჯსა და ტრადიციებზე
ცნობილები საახალწლო იმიჯსა და ტრადიციებზე

ახა­ლი წლის შე­სა­გე­ბებ­ლად თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბა; ყვე­ლა ცდი­ლობს, ახა­ლი სა­მო­სით, ლა­მა­ზი სამ­კა­უ­ლით, სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო­ში შეხ­ვდეს და ჯა­დოს­ნურ ღა­მეს სა­უ­კე­თე­სო გან­წყო­ბი­ლე­ბაც და­ი­ბე­დოს. სა­დღე­სას­წა­უ­ლო გეგ­მებ­სა და ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს გა­ვე­სა­უბ­რე.

ეკო ფან­გა­ნი, მო­დე­ლი:

- ას­ტრო­ლო­გე­ბის სა­ა­ხალ­წლო რჩე­ვე­ბი სიმ­ბო­ლუ­რია და ახა­ლი წე­ლიც სიმ­ბო­ლურ დღე­სას­წა­უ­ლად მი­მაჩ­ნია. ასე თუ ისე, ახა­ლი წლის სა­ღა­მოს ჩა­საც­მე­ლი ტა­ნი­სა­მო­სის შე­ძე­ნი­სას, ძი­რი­თა­დად, ფე­რებს ვით­ვა­ლის­წი­ნებ. ახლა ამ­ბო­ბენ, - ვი­ნა­ი­დან გვე­ლის წელი მო­დის, მისი ტყა­ვის სა­მო­სი არ უნდა ჩა­ვიც­ვა­თო. ჰოდა, ასეთ რა­მეს მეც არ გა­ვა­კე­თებ...

- ახა­ლი წლის ღა­მეს რო­მე­ლი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­ძღო­ლა ხომ არ მო­გი­წევს?

- კი. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის"გალა-კონ­ცერ­ტის შემ­დეგ, ერთ-ერთ კლუბ-რეს­ტო­რან­ში გა­სარ­თო­ბი სა­ა­ხალ­წლო სა­ღა­მოს წამ­ყვა­ნი ვიქ­ნე­ბი... სა­ერ­თოდ, ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ერთი და იმა­ვე ტან­საც­მლით სი­ა­რუ­ლი არ მიყ­ვარს; სპორ­ტუ­ლად იშ­ვი­ა­თად ვიც­ვამ, ყო­ველ­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მოპ­რან­ჭუ­ლი ვარ ხოლ­მე. ყო­ველ ახალ წელს ვცდი­ლობ, სა­ღა­მოს კაბა ჩა­ვიც­ვა და შე­სა­ბა­მი­სი ფეხ­საც­მე­ლი, ვარ­ცხნი­ლო­ბა და მა­კი­ა­ჟიც მქონ­დეს. სა­ა­ხალ­წლოდ დი­ზა­ი­ნე­რე­ბი მო­დის ახალ ტენ­დენ­ცი­ებს ხომ გვთა­ვა­ზო­ბენ? ჰოდა, მათ რჩე­ვებს მეც ვით­ვა­ლის­წი­ნებ.

- რა­ი­მე სა­ა­ხალ­წლო ტრა­დი­ცია თუ გაქვს?

- დამ­დეგს ყო­ველ­თვის სახ­ლში ვხვდე­ბი და მერე მე­გობ­რებ­თან ერ­თად, გა­სარ­თო­ბად მივ­დი­ვარ ან ვმუ­შა­ობ. დე­დას აქვს ასე­თი ტრა­დი­ცია: ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რმა ნაძ­ვის ხეზე ახა­ლი სა­თა­მა­შო უნდა ჩა­მო­კი­დოს; 12 სა­ათ­ზე ერ­თმა­ნეთს აუ­ცი­ლებ­ლად, გო­ზი­ნა­ყი უნდა მი­ვარ­თვათ და ხელ­ში შამ­პა­ნუ­რით სავ­სე ჭიქა უნდა გვე­ჭი­როს... უკვე დიდი გოგო ვი­ყა­ვი, თოვ­ლის ბა­ბუ­ას­თვის ფეხ­საც­მელს რომ ვამ­ზა­დებ­დი, ახლა სან­ტა კლა­უ­სის­თვის წინ­და გვაქვს (იცი­ნის). სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რის მი­ღე­ბა ყო­ველ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა. ის ახალ სი­ხა­რულ­თან, ახალ წარ­მა­ტე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა.

რატი დურ­გლიშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი:

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ადრე ახალ წელს ქუ­ჩა­ში, დიდ კონ­ცერ­ტებ­ზე ვხვდე­ბო­დით, ახლა კი მგო­ნი, მსგავ­სი მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არ იგეგ­მე­ბა და 2013-ის დად­გო­მას ალ­ბათ, შინ აღ­ვნიშ­ნავ, შემ­დეგ კი მე და მაკა რამ­დე­ნი­მე რეს­ტო­რან­ში ვიმ­ღე­რებთ, ჩვენს საყ­ვა­რელ მსმე­ნელს მი­ვე­ფე­რე­ბით და ახალ წელს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მი­ვუ­ლო­ცავთ. შე­საძ­ლოა, თბი­ლი­სი­და­ნაც მოგ­ვიხ­დეს გას­ვლა... სა­ერ­თოდ, როცა ხალ­ხი ახალ წელს ქუ­ჩა­ში, ჩვენ­თან ერ­თად ეგე­ბე­ბა, ამით დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ; მათი მო­ღი­მა­რი სა­ხე­ე­ბის ყუ­რე­ბა მი­ხა­რია.

- ახა­ლი წლის­თვის ოჯა­ხის წევ­რებს სა­ჩუქ­რებს თუ უმ­ზა­დებ?

- ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია! ვგიჟ­დე­ბი, როცა ადა­მი­ა­ნებს სი­ხა­რულ­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბას ვა­ნი­ჭებ.

- სა­ა­ხალ­წლო სა­კონ­ცერ­ტო ტა­ნი­სა­მოსს რის მი­ხედ­ვით ირ­ჩევ?

- რო­დე­საც კონ­ცერტს მე­რია ატა­რებ­და, ისი­ნი ზრუ­ნავ­დნენ ჩვენს ჩაც­მუ­ლო­ბა­სა და იმიჯ­ზე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მათ­თან წამ­ყვა­ნი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ. ერთი მხრივ, ეს კარ­გი იყო, რად­გან კონ­ცერ­ტი მთლი­ა­ნად "შე­ფუ­თუ­ლი"გახ­ლდათ.

- ბევრ ადა­მი­ანს ტრა­დი­ცია აქვს, წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ გარ­დე­რო­ბი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­ნა­ახ­ლოს...

- მე ეს ტრა­დი­ცია მთე­ლი წელი მაქვს (იცი­ნის). "შო­პინ­გი"იმ­დე­ნად დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს, რომ ვცდი­ლობ, მა­ღა­ზი­ებს ხში­რად ვეს­ტუმ­რო. ახლა ირმა შა­რი­ქა­ძეს­თან ფო­ტო­სე­სია მაქვს და იმ­დე­ნი ტან­საც­მე­ლი მი­ვი­ტა­ნე, გა­გიჟ­და, - რო­დის ას­წრებ ამ ყვე­ლაფ­რის ჩაც­მა­სო?!

- დამ­დეგ ახალ წელს რო­გორ მი­უ­ლო­ცავ ქარ­თვე­ლებს?

- ღმერ­თმა ქნას, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ისე გამ­თლი­ა­ნე­ბუ­ლი­ყოს და ფეხ­ზე დამ­დგა­რი­ყოს, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ­სად გვე­ნა­ხოს. რო­დე­საც ხალ­ხს უჭირს, ქვე­ყა­ნა­ში მძი­მე ფონი იქ­მნე­ბა და ვი­სურ­ვებ­დი, რომ 2013 წელი ყვე­ლა ოჯახ­ში ბა­რა­ქი­ა­ნი, ბედ­ნი­ე­რი იყოს და რაც მთა­ვა­რია, ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლით გვე­ცხოვ­როს.

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა წი­ნას­წარ არ ვიცი, დამ­დეგს რო­გორ შე­ვე­გე­ბე­ბი. აქამ­დე ამ დღე­სას­წა­ულს ოჯახ­თან ერ­თად ვხვდე­ბო­დი, მერე კი მე­გობ­რებ­თან ერ­თად, გა­სარ­თო­ბად მივ­დი­ო­დი... როცა ქუ­ჩა­ში კონ­ცერ­ტე­ბი იმარ­თე­ბო­და, მა­შინ დამ­დეგს მეც გა­რეთ ვე­გე­ბე­ბო­დი. ახლა რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია არ მაქვს, მაგ­რამ ბავ­შვო­ბი­სას მეკვლე­ო­ბა მი­წევ­და - ოჯა­ხის წევ­რე­ბი "გამ­დგამ­დნენ"ხოლ­მე გა­რეთ და შინ ცოტა ხნის მერე შევ­დი­ო­დი (იცი­ნის). ახლა ოჯა­ხის მეკვლე­ე­ბი ჩემი შვი­ლე­ბი არი­ან.

- შენს შვი­ლებს რო­გო­რი თოვ­ლის ბა­ბუა ჰყავთ?

- უფ­როს­მა იცის, რომ მისი თოვ­ლის ბა­ბუა მე ვარ და მე­უბ­ნე­ბა: ძა­ლი­ან რომ არ და­ი­ხარ­ჯო, გე­ტყვი, რაც მინ­და და ის მი­ყი­დეო. აი, უმ­ცროსს კი მგო­ნი, ამ ჯა­დოს­ნუ­რი კა­ცის არ­სე­ბო­ბის ისევ სჯე­რა და "ნოყი­ერ"სა­ჩუქ­რებ­საც ითხოვს (იცი­ნის).

- სა­ა­ხალ­წლო სა­მოს­ზე ყო­ველ­თვის წი­ნას­წარ ზრუ­ნავთ?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყო­ველ წელს რო­მე­ლი­ღაც ფე­რია აქ­ტუ­ა­ლუ­რი. ამ მხრივ, ას­ტრო­ლო­გე­ბი­სა და დი­ზა­ი­ნე­რე­ბის რჩე­ვებს ვით­ვა­ლის­წი­ნებ ხოლ­მე... არ ვიცი, ახლა თბი­ლის­ში ვინ რას ამ­ბობს, მაგ­რამ სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ახ­ლა­ხან ჩა­მო­ვე­დი და იქ წი­თე­ლი ფე­რია აქ­ტუ­ა­ლუ­რი. სა­ერ­თოდ, ვფიქ­რობ, ქალს გარ­დე­რობ­ში ერთი წი­თე­ლი კაბა მა­ინც უნდა ჰქონ­დეს.

- ზოგს ასე­თი ტრა­დი­ცია აქვს - ახა­ლი წლის ღა­მეს აუ­ცი­ლებ­ლად, ოქ­როს სამ­კა­უ­ლი უნდა ეკე­თოს...

- როცა გავ­თხოვ­დი, მე­უღ­ლემ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ბე­ჭე­დი მა­ჩუ­ქა, რო­მელ­საც არას­დროს ვიხ­სნი. ასე­ვე, ყო­ველ­თვის მი­კე­თია ქორ­წი­ნე­ბის ბე­ჭე­დი და სა­ყუ­რე, რო­მე­ლიც მეჯ­ვა­რემ - ია ფა­რუ­ლა­ვამ მა­ჩუ­ქა. ალ­ბათ, ამ ნივ­თებს ახა­ლი წლის ღა­მე­საც ვერ შე­ვე­ლე­ვი.

გია ცი­ნა­ძე (მყუდ­რო), მსა­ხი­ო­ბი:

- ეს დღე­სას­წა­უ­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, რად­გან ბავ­შვო­ბას­თან და თი­ნე­ი­ჯე­რო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. მა­შინ­დე­ლი ემო­ცი­ე­ბი მაქვს გა­მო­ყო­ლი­ლი, თო­რემ რომ გი­თხრათ, - ახლა დამ­დეგს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვე­ლო­დე­ბი-მეთ­ქი, - მო­გა­ტყუ­ებთ...

ახალ წელს ტრა­დი­ცი­უ­ლად, ოჯახ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად აღ­ვნიშ­ნავ და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს გავ­ცემ. საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს, ახ­ლობ­ლებს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, სა­ჩუქ­რებ­საც ვუ­კე­თებ ხოლ­მე. რაც შე­ე­ხე­ბა ას­ტრო­ლო­გი­ურ რჩე­ვებს, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამით არ ვინ­ტე­რეს­დე­ბი და არც ვით­ვა­ლის­წი­ნებ.

ანა ქურ­თუ­ბა­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- ახა­ლი წელი ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, გა­მორ­ჩე­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლია. ახა­ლი ნაძ­ვის ხე და სა­თა­მა­შო­ე­ბი ეს-ესაა, სახ­ლში შე­მო­ვი­ტა­ნე; ნაძ­ვის ხის მორ­თვა ჩემ­თვის დიდი რი­ტუ­ა­ლია და ძა­ლი­ან მომ­წონს.

სა­ერ­თოდ, ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია ახალ წელს მე­გობ­რებ­თან ერ­თად, აბას­თუმ­ნის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვხვდე­ბო­დი. იქ უჩ­ვე­უ­ლო გა­რე­მოა და რაც მთა­ვა­რია, ყო­ველ­თვის არის თოვ­ლი, რაც ახალ წელს ძალ­ზე უხ­დე­ბა...

ამ­ჯე­რად ოჯახ­თან ერ­თად, გუ­რი­ა­ში მივ­დი­ვარ, სა­დაც ბე­ბია-ბა­ბუა, ბიძა, ბი­ცო­ლა, ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი - მოკ­ლედ, ლა­მის მთე­ლი სა­ნა­თე­სა­ვო დამ­ხვდე­ბა და კარ­გა­დაც მო­ვილ­ხენთ. მა­ნამ­დე კი თე­ატ­რში სპექ­ტაკ­ლი გვაქვს - "სა­შო­ბაო ზღა­პა­რი", სა­დაც თუ­თი­ყუ­შის როლს ვას­რუ­ლებ, "შუა ქა­ლაქ­ში"კი სა­ა­ხალ­წლო სე­რი­ე­ბი უნდა გა­და­ვი­ღოთ. ყვე­ლას ბედ­ნი­ერ ახალ წელს, წარ­მა­ტე­ბას, წინსვლა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას ვუ­სურ­ვებ!

ზაალ წუ­ლუ­კი­ძე (ვინი), ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- ჰო­როს­კო­პით გვე­ლი გახ­ლა­ვართ და ცხა­დია, 2013 წელს დიდი იმე­დი­თა და ოპ­ტი­მიზ­მით ვე­ლო­დე­ბი. 2012-ში თით­ქოს, რა­ღაც და­მაკ­ლდა, ყვე­ლა­ფე­რი ისე ვერ იყო, რო­გორც მინ­დო­და... სა­ა­ხალ­წლო ჩაც­მუ­ლო­ბას და ას­ტრო­ლო­გი­ურ რჩე­ვებს დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ. სან­ტას სა­მოსს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ვიც­ვამ, თუ თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის "ივენ­თი"ან სას­კო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა მიმ­ყავს...

ყვე­ლას მი­ვუ­ლო­ცავ დამ­დეგ ახალ წელს და დიდი იმე­დი მაქვს, რომ 2013-ში ტე­ლე­ეკ­რანს და­ვუბ­რუნ­დე­ბი.

ხა­ტია შა­მუ­გია, პარ­ფი­უ­მე­რი­უ­ლი კომ­პა­ნი­ის პიარ-მე­ნე­ჯე­რი:

- წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სის­თვის ვე­რას­დროს ვიც­ლი, რად­გან 31 დე­კემ­ბერს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო დღე მაქვს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში დედა მეხ­მა­რე­ბა, ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბა კი ოჯა­ხის და­ფი­ნან­სე­ბა და ნაძ­ვის ხის მორ­თვა გახ­ლავთ... ოჯახ­ში მეკვლე ყო­ველ­თვის მე ვარ, წელს კი ამის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვემ­ზა­დე­ბი, რად­გან გვე­ლის წელ­ში გახ­ლა­ვართ და­ბა­დე­ბუ­ლი.

რო­გორც წესი, ახა­ლი წლის ღა­მეს შინ ვე­გე­ბე­ბი, შემ­დეგ კი ესა თუ ის სა­ღა­მო ან კონ­ცერ­ტი მიმ­ყავს. ტრა­დი­ცი­უ­ლად, ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის სა­ჩუქ­რებს ვყი­დუ­ლობ. ჩემი შვი­ლი 4 წლის იყო, როცა მიხ­ვდა, სი­ნამ­დვი­ლე­ში ვინ გახ­ლდათ მისი თოვ­ლის ბა­ბუა და ყო­ველ­თვის წი­ნას­წარ ვიცი, რა სურს. ასე­ვე, ამ დღეს შინ ყო­ველ­თვის ვან­თებთ სან­თელს.

- ას­ტრო­ლო­გე­ბი­სა და დი­ზა­ი­ნე­რე­ბის რჩე­ვებს თუ ით­ვა­ლის­წი­ნებ?

- კი. ეს მეც­ნი­ე­რე­ბა ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს და გარ­კვე­ულ რჩე­ვებს ვით­ვა­ლის­წი­ნებ კი­დეც. ვიცი, რომ როცა მა­გა­ლი­თად, კურ­დღლის წე­ლია, სუფ­რა­ზე კურ­დღლის ხორ­ცი არ უნდა დავ­დო და ა.შ. შე­სა­ბა­მი­სად, გვე­ლის წელ­ში გვე­ლის ხორ­ცის კერ­ძი არ გვექ­ნე­ბა (იცი­ნის). რაც შე­ე­ხე­ბა ტა­ნი­სა­მო­სის ფე­რებს, ამა­საც ვაქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას. ისე, მე კი არა, კო­ლექ­ცი­ის შექ­მნი­სას მსოფ­ლი­ოს კუ­ტი­უ­რი­ე­ე­ბიც ას­ტრო­ლო­გი­ურ წელს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ხოლ­მე. 2013-ში ალ­ბათ ოქ­როს­ფე­რი, ვერ­ცხლის­ფე­რი და შავი იქ­ნე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი... და­ბო­ლოს, მინ­და თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის მკი­თხვე­ლებ­სა და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ბედ­ნი­ე­რი შობა-ახა­ლი წელი ვუ­სურ­ვო!

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები

ცნობილები საახალწლო იმიჯსა და ტრადიციებზე

ცნობილები საახალწლო იმიჯსა და ტრადიციებზე

ახალი წლის შესაგებებლად თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულად ემზადება; ყველა ცდილობს, ახალი სამოსით, ლამაზი სამკაულით, სასიამოვნო გარემოში შეხვდეს და ჯადოსნურ ღამეს საუკეთესო განწყობილებაც დაიბედოს. სადღესასწაულო გეგმებსა და ჩაცმულობაზე საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს გავესაუბრე.

ეკო ფანგანი, მოდელი:

- ასტროლოგების საახალწლო რჩევები სიმბოლურია და ახალი წელიც სიმბოლურ დღესასწაულად მიმაჩნია. ასე თუ ისე, ახალი წლის საღამოს ჩასაცმელი ტანისამოსის შეძენისას, ძირითადად, ფერებს ვითვალისწინებ. ახლა ამბობენ, - ვინაიდან გველის წელი მოდის, მისი ტყავის სამოსი არ უნდა ჩავიცვათო. ჰოდა, ასეთ რამეს მეც არ გავაკეთებ...

- ახალი წლის ღამეს რომელიმე ღონისძიების გაძღოლა ხომ არ მოგიწევს?

- კი. "ცეკვავენ ვარსკვლავების"გალა-კონცერტის შემდეგ, ერთ-ერთ კლუბ-რესტორანში გასართობი საახალწლო საღამოს წამყვანი ვიქნები... საერთოდ, ღონისძიებებზე ერთი და იმავე ტანსაცმლით სიარული არ მიყვარს; სპორტულად იშვიათად ვიცვამ, ყოველთვის მაქსიმალურად გამოპრანჭული ვარ ხოლმე. ყოველ ახალ წელს ვცდილობ, საღამოს კაბა ჩავიცვა და შესაბამისი ფეხსაცმელი, ვარცხნილობა და მაკიაჟიც მქონდეს. საახალწლოდ დიზაინერები მოდის ახალ ტენდენციებს ხომ გვთავაზობენ? ჰოდა, მათ რჩევებს მეც ვითვალისწინებ.

- რაიმე საახალწლო ტრადიცია თუ გაქვს?

- დამდეგს ყოველთვის სახლში ვხვდები და მერე მეგობრებთან ერთად, გასართობად მივდივარ ან ვმუშაობ. დედას აქვს ასეთი ტრადიცია: ოჯახის ყველა წევრმა ნაძვის ხეზე ახალი სათამაშო უნდა ჩამოკიდოს; 12 საათზე ერთმანეთს აუცილებლად, გოზინაყი უნდა მივართვათ და ხელში შამპანურით სავსე ჭიქა უნდა გვეჭიროს... უკვე დიდი გოგო ვიყავი, თოვლის ბაბუასთვის ფეხსაცმელს რომ ვამზადებდი, ახლა სანტა კლაუსისთვის წინდა გვაქვს (იცინის). საახალწლო საჩუქრის მიღება ყოველთვის სასიამოვნოა. ის ახალ სიხარულთან, ახალ წარმატებასთან ასოცირდება.

რატი დურგლიშვილი, მომღერალი:

- მოგეხსენებათ, ადრე ახალ წელს ქუჩაში, დიდ კონცერტებზე ვხვდებოდით, ახლა კი მგონი, მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები არ იგეგმება და 2013-ის დადგომას ალბათ, შინ აღვნიშნავ, შემდეგ კი მე და მაკა რამდენიმე რესტორანში ვიმღერებთ, ჩვენს საყვარელ მსმენელს მივეფერებით და ახალ წელს სრულიად საქართველოს მივულოცავთ. შესაძლოა, თბილისიდანაც მოგვიხდეს გასვლა... საერთოდ, როცა ხალხი ახალ წელს ქუჩაში, ჩვენთან ერთად ეგებება, ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ; მათი მოღიმარი სახეების ყურება მიხარია.

- ახალი წლისთვის ოჯახის წევრებს საჩუქრებს თუ უმზადებ?

- ეს აუცილებელია! ვგიჟდები, როცა ადამიანებს სიხარულსა და ბედნიერებას ვანიჭებ.

- საახალწლო საკონცერტო ტანისამოსს რის მიხედვით ირჩევ?

- როდესაც კონცერტს მერია ატარებდა, ისინი ზრუნავდნენ ჩვენს ჩაცმულობასა და იმიჯზე. მოგეხსენებათ, მათთან წამყვანი დიზაინერები თანამშრომლობდნენ. ერთი მხრივ, ეს კარგი იყო, რადგან კონცერტი მთლიანად "შეფუთული"გახლდათ.

- ბევრ ადამიანს ტრადიცია აქვს, წინასაახალწლოდ გარდერობი შეძლებისდაგვარად განაახლოს...

- მე ეს ტრადიცია მთელი წელი მაქვს (იცინის). "შოპინგი"იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რომ ვცდილობ, მაღაზიებს ხშირად ვესტუმრო. ახლა ირმა შარიქაძესთან ფოტოსესია მაქვს და იმდენი ტანსაცმელი მივიტანე, გაგიჟდა, - როდის ასწრებ ამ ყველაფრის ჩაცმასო?!

- დამდეგ ახალ წელს როგორ მიულოცავ ქართველებს?

- ღმერთმა ქნას, რომ ჩვენი ქვეყანა ისე გამთლიანებულიყოს და ფეხზე დამდგარიყოს, რომ მატერიალურად გაჭირვებული ადამიანი არსად გვენახოს. როდესაც ხალხს უჭირს, ქვეყანაში მძიმე ფონი იქმნება და ვისურვებდი, რომ 2013 წელი ყველა ოჯახში ბარაქიანი, ბედნიერი იყოს და რაც მთავარია, ერთმანეთის სიყვარულით გვეცხოვროს.

სალომე გოგიაშვილი, ტელეწამყვანი:

- პირველი შემთხვევაა, როცა წინასწარ არ ვიცი, დამდეგს როგორ შევეგებები. აქამდე ამ დღესასწაულს ოჯახთან ერთად ვხვდებოდი, მერე კი მეგობრებთან ერთად, გასართობად მივდიოდი... როცა ქუჩაში კონცერტები იმართებოდა, მაშინ დამდეგს მეც გარეთ ვეგებებოდი. ახლა რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია არ მაქვს, მაგრამ ბავშვობისას მეკვლეობა მიწევდა - ოჯახის წევრები "გამდგამდნენ"ხოლმე გარეთ და შინ ცოტა ხნის მერე შევდიოდი (იცინის). ახლა ოჯახის მეკვლეები ჩემი შვილები არიან.

- შენს შვილებს როგორი თოვლის ბაბუა ჰყავთ?

- უფროსმა იცის, რომ მისი თოვლის ბაბუა მე ვარ და მეუბნება: ძალიან რომ არ დაიხარჯო, გეტყვი, რაც მინდა და ის მიყიდეო. აი, უმცროსს კი მგონი, ამ ჯადოსნური კაცის არსებობის ისევ სჯერა და "ნოყიერ"საჩუქრებსაც ითხოვს (იცინის).

- საახალწლო სამოსზე ყოველთვის წინასწარ ზრუნავთ?

- მოგეხსენებათ, ყოველ წელს რომელიღაც ფერია აქტუალური. ამ მხრივ, ასტროლოგებისა და დიზაინერების რჩევებს ვითვალისწინებ ხოლმე... არ ვიცი, ახლა თბილისში ვინ რას ამბობს, მაგრამ საზღვარგარეთიდან ახლახან ჩამოვედი და იქ წითელი ფერია აქტუალური. საერთოდ, ვფიქრობ, ქალს გარდერობში ერთი წითელი კაბა მაინც უნდა ჰქონდეს.

- ზოგს ასეთი ტრადიცია აქვს - ახალი წლის ღამეს აუცილებლად, ოქროს სამკაული უნდა ეკეთოს...

- როცა გავთხოვდი, მეუღლემ ძალიან ლამაზი ბეჭედი მაჩუქა, რომელსაც არასდროს ვიხსნი. ასევე, ყოველთვის მიკეთია ქორწინების ბეჭედი და საყურე, რომელიც მეჯვარემ - ია ფარულავამ მაჩუქა. ალბათ, ამ ნივთებს ახალი წლის ღამესაც ვერ შეველევი.

გია ცინაძე (მყუდრო), მსახიობი:

- ეს დღესასწაული ძალიან მიყვარს, რადგან ბავშვობასთან და თინეიჯერობასთან ასოცირდება. მაშინდელი ემოციები მაქვს გამოყოლილი, თორემ რომ გითხრათ, - ახლა დამდეგს განსაკუთრებულად ველოდები-მეთქი, - მოგატყუებთ...

ახალ წელს ტრადიციულად, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად აღვნიშნავ და რაც შეიძლება მეტ სითბოსა და სიყვარულს გავცემ. საყვარელ ადამიანებს, ახლობლებს შეძლებისდაგვარად, საჩუქრებსაც ვუკეთებ ხოლმე. რაც შეეხება ასტროლოგიურ რჩევებს, სიმართლე გითხრათ, ამით არ ვინტერესდები და არც ვითვალისწინებ.

ანა ქურთუბაძე, მსახიობი:

- ახალი წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, გამორჩეული და განსაკუთრებული დღესასწაულია. ახალი ნაძვის ხე და სათამაშოები ეს-ესაა, სახლში შემოვიტანე; ნაძვის ხის მორთვა ჩემთვის დიდი რიტუალია და ძალიან მომწონს.

საერთოდ, ბოლო რამდენიმე წელია ახალ წელს მეგობრებთან ერთად, აბასთუმნის ობსერვატორიაში ვხვდებოდი. იქ უჩვეულო გარემოა და რაც მთავარია, ყოველთვის არის თოვლი, რაც ახალ წელს ძალზე უხდება...

ამჯერად ოჯახთან ერთად, გურიაში მივდივარ, სადაც ბებია-ბაბუა, ბიძა, ბიცოლა, ბიძაშვილები - მოკლედ, ლამის მთელი სანათესავო დამხვდება და კარგადაც მოვილხენთ. მანამდე კი თეატრში სპექტაკლი გვაქვს - "საშობაო ზღაპარი", სადაც თუთიყუშის როლს ვასრულებ, "შუა ქალაქში"კი საახალწლო სერიები უნდა გადავიღოთ. ყველას ბედნიერ ახალ წელს, წარმატებას, წინსვლასა და ჯანმრთელობას ვუსურვებ!

ზაალ წულუკიძე (ვინი), ტელეწამყვანი:

- ჰოროსკოპით გველი გახლავართ და ცხადია, 2013 წელს დიდი იმედითა და ოპტიმიზმით ველოდები. 2012-ში თითქოს, რაღაც დამაკლდა, ყველაფერი ისე ვერ იყო, როგორც მინდოდა... საახალწლო ჩაცმულობას და ასტროლოგიურ რჩევებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. სანტას სამოსს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიცვამ, თუ თინეიჯერების "ივენთი"ან სასკოლო ღონისძიება მიმყავს...

ყველას მივულოცავ დამდეგ ახალ წელს და დიდი იმედი მაქვს, რომ 2013-ში ტელეეკრანს დავუბრუნდები.

ხატია შამუგია, პარფიუმერიული კომპანიის პიარ-მენეჯერი:

- წინასაახალწლო სამზადისისთვის ვერასდროს ვიცლი, რადგან 31 დეკემბერს ჩვეულებრივი სამუშაო დღე მაქვს. საბედნიეროდ, კერძების მომზადებაში დედა მეხმარება, ჩემი მოვალეობა კი ოჯახის დაფინანსება და ნაძვის ხის მორთვა გახლავთ... ოჯახში მეკვლე ყოველთვის მე ვარ, წელს კი ამისთვის განსაკუთრებულად ვემზადები, რადგან გველის წელში გახლავართ დაბადებული.

როგორც წესი, ახალი წლის ღამეს შინ ვეგებები, შემდეგ კი ესა თუ ის საღამო ან კონცერტი მიმყავს. ტრადიციულად, ოჯახის წევრებისთვის საჩუქრებს ვყიდულობ. ჩემი შვილი 4 წლის იყო, როცა მიხვდა, სინამდვილეში ვინ გახლდათ მისი თოვლის ბაბუა და ყოველთვის წინასწარ ვიცი, რა სურს. ასევე, ამ დღეს შინ ყოველთვის ვანთებთ სანთელს.

- ასტროლოგებისა და დიზაინერების რჩევებს თუ ითვალისწინებ?

- კი. ეს მეცნიერება ძალიან მაინტერესებს და გარკვეულ რჩევებს ვითვალისწინებ კიდეც. ვიცი, რომ როცა მაგალითად, კურდღლის წელია, სუფრაზე კურდღლის ხორცი არ უნდა დავდო და ა.შ. შესაბამისად, გველის წელში გველის ხორცის კერძი არ გვექნება (იცინის). რაც შეეხება ტანისამოსის ფერებს, ამასაც ვაქცევ ყურადღებას. ისე, მე კი არა, კოლექციის შექმნისას მსოფლიოს კუტიურიეებიც ასტროლოგიურ წელს ითვალისწინებენ ხოლმე. 2013-ში ალბათ ოქროსფერი, ვერცხლისფერი და შავი იქნება აქტუალური... დაბოლოს, მინდა თქვენი ჟურნალის მკითხველებსა და მთელ საქართველოს ბედნიერი შობა-ახალი წელი ვუსურვო!

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება