პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
huffingtonpost - ქვეყნების სიაში, სადაც 2013 წელს გურმანები უნდა ჩავიდნენ, საქართველო მეორე ადგილზეა
huffingtonpost - ქვეყნების სიაში, სადაც 2013 წელს გურმანები უნდა ჩავიდნენ, საქართველო მეორე ადგილზეა

პო­პუ­ლა­რუ­ლი ამე­რი­კუ­ლი სა­ი­ტი huffingtonpost.com-ი გურ­მა­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ეპა­ტი­ჟე­ბა. სა­იტ­მა იმ 7 ქვეყ­ნის სია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­საც 2013 წელს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ეწ­ვი­ონ გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლო ამ სი­ა­ში ეს­პა­ნე­თის შემ­დეგ მე­ო­რე ად­გილ­ზეა.

"სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა კუ­ლი­ნა­რი­ის მხრივ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე იმე­დის­მომ­ცე­მი და მო­მა­ჯა­დო­ვე­ბე­ლი ად­გი­ლია. ამ პა­ტა­რა ქვეყ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლო მისი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის გავ­ლე­ნის ქვე­შაა, რის შე­დე­გა­დაც ხდე­ბა ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის საკ­ვე­ბის გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის ჩი­ნე­ბუ­ლი შერ­წყმა. თბი­ლის­ში თქვენ აუ­ცი­ლებ­ლად შე­გიყ­ვარ­დე­ბათ ხა­ჭა­პუ­რი - მდნა­რი ყვე­ლით ფარ­ში­რე­ბუ­ლი პი­ცის მსგავ­სი კერ­ძი. სხვა ტრა­დი­ცი­ულ კერ­ძებს შო­რის არის ხორ­ცი­ა­ნი ცო­მის გუფ­თე­ბი (ხინ­კა­ლი), წი­თე­ლი, ქინ­ძით შე­ზა­ვე­ბუ­ლი ლო­ბიო და ქვა­ნახ­შირ­ზე გა­მომ­ცხვა­რი პური.

და აქვე ღვი­ნო, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლია. ეთნო-ის­ტო­რი­კო­სე­ბის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ღვი­ნის და­სა­ყე­ნებ­ლად ვე­ნა­ხის მოვ­ლის უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რია აქვს, რო­მე­ლიც ჩვწ.აღ-მდე 5000 წლით თა­რიღ­დე­ბა", - წერს huffingtonpost.com-ი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი კი­დევ რამ­დე­ნი­მე აბ­ზაცს უძღვნის ქვევრში ქარ­თუ­ლი ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის ტექ­ნი­კას.

"აუ­ცი­ლებ­ლად მი­უ­ჯე­ქით ქარ­თულ სუფ­რას, სა­დაც ღვი­ნო­სა და საკ­ვებს ტრა­დი­ცი­უ­ლი მუ­სი­კა ერ­წყმის", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

ეს­პა­ნე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და, გურ­მა­ნე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში მოხ­ვდნენ ია­პო­ნია, პერუ, უკ­რა­ი­ნა, სი­ცი­ლია, გვა­ტე­მა­ლა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია huffingtonpost.com-ის მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

huffingtonpost - ქვეყნების სიაში, სადაც 2013 წელს გურმანები უნდა ჩავიდნენ, საქართველო მეორე ადგილზეა

huffingtonpost - ქვეყნების სიაში, სადაც 2013 წელს გურმანები უნდა ჩავიდნენ, საქართველო მეორე ადგილზეა

პოპულარული ამერიკული საიტი huffingtonpost.com-ი გურმანებს საქართველოში ეპატიჟება. საიტმა იმ 7 ქვეყნის სია გამოაქვეყნა, რომელსაც 2013 წელს აუცილებლად უნდა ეწვიონ გემრიელი კერძების მოყვარულები.

საქართველო ამ სიაში ესპანეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.

"საქართველოს რესპუბლიკა კულინარიის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი და მომაჯადოვებელი ადგილია. ამ პატარა ქვეყნის სამზარეულო მისი გეოგრაფიული მდებარეობის გავლენის ქვეშაა, რის შედეგადაც ხდება ახლო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის საკვების გემოვნური თვისებების ჩინებული შერწყმა. თბილისში თქვენ აუცილებლად შეგიყვარდებათ ხაჭაპური - მდნარი ყველით ფარშირებული პიცის მსგავსი კერძი. სხვა ტრადიციულ კერძებს შორის არის ხორციანი ცომის გუფთები (ხინკალი), წითელი, ქინძით შეზავებული ლობიო და ქვანახშირზე გამომცხვარი პური.

და აქვე ღვინო, რომელიც ქართულია. ეთნო-ისტორიკოსების ცნობით, საქართველოს ღვინის დასაყენებლად ვენახის მოვლის უძველესი ისტორია აქვს, რომელიც ჩვწ.აღ-მდე 5000 წლით თარიღდება", - წერს huffingtonpost.com-ი.

სტატიის ავტორი კიდევ რამდენიმე აბზაცს უძღვნის ქვევრში ქართული ღვინის დაყენების ტექნიკას.

"აუცილებლად მიუჯექით ქართულ სუფრას, სადაც ღვინოსა და საკვებს ტრადიციული მუსიკა ერწყმის", - წერს სტატიის ავტორი.

ესპანეთისა და საქართველოს გარდა, გურმანებისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაში მოხვდნენ იაპონია, პერუ, უკრაინა, სიცილია, გვატემალა.

მომზადებულია huffingtonpost.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს