Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ახვლედიანი - რიყის თემაზე პრემიერის პირადი ინტერესები იკვეთება
მამუკა ახვლედიანი - რიყის თემაზე პრემიერის პირადი ინტერესები იკვეთება

საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ის გას­ხვი­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მისი და­კი­თხვა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია და ადრე უნდა მომ­ხდა­რი­ყო. ამის შე­სა­ხებ მა­მუ­კა ახვლე­დი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში და­კი­თხვა­ზე შეს­ვლამ­დე გა­ნუ­ცხა­და.

"მე და­კი­თხვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი მაქვს, პი­რი­ქით ვფიქ­რობ, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია ჩემი და­კი­თხვა, ადრე უნდა მომ­ხდა­რი­ყო, ვიდ­რე სხვა პი­რე­ბის და­კი­თხვა. მე მი­მაჩ­ნია, რომ ეს მა­ინც არის პო­ლი­ტი­კუ­რი დაკ­ვე­თა. სამ­წუ­ხა­როდ იკ­ვე­თე­ბა დღე­ვან­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბის მიერ დას­მულ ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს", - აღ­ნიშ­ნა ახვლე­დი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, 2006 წელს იგი იყო მი­წის მარ­თვი­სა და გან­კარ­გვის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე. კო­მი­სი­ის მიერ გა­მო­ცხად­და კონ­კურ­სი რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ის ასათ­ვი­სებ­ლად და ეს ტე­რი­ტო­რია კა­ნო­ნი­ე­რად გას­ხვის­და.

მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მი­წის ნორ­მა­ტი­უ­ლი ფასი იმ დრო­ის­თვის იყო 1 კვად­რა­ტულ მეტრზე 36 ლარი და რი­ყის ტე­რი­ტო­რია 54 ათას კვად­რა­ტულ მეტრს შე­ად­გენ­და. მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა მი­ლი­ონ ნა­ხე­ვა­რი იყო. ეს ტე­რი­ტო­რია კი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით 7 მლნ აშშ დო­ლა­რად გას­ხვის­და, რაც 900 პრო­ცენ­ტით უფრო ძვი­რი იყო, ვიდ­რე მა­შინ­დე­ლი ნორ­მა­ტი­უ­ლი ფასი.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნი რი­ყის გას­ხვი­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მოწ­მის სტა­ტუ­სით იკი­თხე­ბა.

"გა­მო­ძი­ე­ბით ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლია, რომ რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ის დიდი ნა­წი­ლი, ფარ­თით 43350 მ.კვ. 2006 წლის 6 ივ­ნისს თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით 7 000 000 აშშ დო­ლა­რად გას­ხვის­და ერთ-ერთ შპს-ზე. აღ­ნიშ­ნულ სა­წარ­მოს სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის გარ­და, ნა­კის­რი ჰქონ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის გა­და­ტა­ნა, სა­ფეხ­მავ­ლო ხი­დის აგე­ბა და რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ის სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა. 2008 წლის 30 დე­კემ­ბერს, ისე რომ აღ­ნიშ­ნულ შპს-ს არ ჰქონ­და და­წყე­ბუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, ხსე­ნე­ბუ­ლი მი­წის ფარ­თე­ბი თბი­ლი­სის მე­რი­ამ 17 000 000 აშშ დო­ლა­რად გა­მო­ის­ყი­და", - ნათ­ქვა­მია სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მამუკა ახვლედიანი - რიყის თემაზე პრემიერის პირადი ინტერესები იკვეთება

მამუკა ახვლედიანი - რიყის თემაზე პრემიერის პირადი ინტერესები იკვეთება

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი მიიჩნევს, რომ რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით მისი დაკითხვა დაგვიანებულია და ადრე უნდა მომხდარიყო. ამის შესახებ მამუკა ახვლედიანმა ჟურნალისტებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე შესვლამდე განუცხადა.

"მე დაკითხვის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით ვფიქრობ, დაგვიანებულია ჩემი დაკითხვა, ადრე უნდა მომხდარიყო, ვიდრე სხვა პირების დაკითხვა. მე მიმაჩნია, რომ ეს მაინც არის პოლიტიკური დაკვეთა. სამწუხაროდ იკვეთება დღევანდელი პრემიერ-მინისტრის პირადი ინტერესები ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა გამოძიების მიერ დასმულ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს", - აღნიშნა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, 2006 წელს იგი იყო მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის თავმჯდომარე. კომისიის მიერ გამოცხადდა კონკურსი რიყის ტერიტორიის ასათვისებლად და ეს ტერიტორია კანონიერად გასხვისდა.

მამუკა ახვლედიანის განცხადებით, მიწის ნორმატიული ფასი იმ დროისთვის იყო 1 კვადრატულ მეტრზე 36 ლარი და რიყის ტერიტორია 54 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა. მისი ღირებულება მილიონ ნახევარი იყო. ეს ტერიტორია კი, მოგვიანებით 7 მლნ აშშ დოლარად გასხვისდა, რაც 900 პროცენტით უფრო ძვირი იყო, ვიდრე მაშინდელი ნორმატიული ფასი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი რიყის გასხვისებასთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით იკითხება.

"გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ რიყის ტერიტორიის დიდი ნაწილი, ფართით 43350 მ.კვ. 2006 წლის 6 ივნისს თბილისის მერიის მიერ დადებული ხელშეკრულებით 7 000 000 აშშ დოლარად გასხვისდა ერთ-ერთ შპს-ზე. აღნიშნულ საწარმოს საფასურის გადახდის გარდა, ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება საკუთარი ხარჯებით განეხორციელებინა ავტომაგისტრალის გადატანა, საფეხმავლო ხიდის აგება და რიყის ტერიტორიის სარეკრეაციო ზონის განაშენიანება. 2008 წლის 30 დეკემბერს, ისე რომ აღნიშნულ შპს-ს არ ჰქონდა დაწყებული სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ხსენებული მიწის ფართები თბილისის მერიამ 17 000 000 აშშ დოლარად გამოისყიდა", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა