სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2012 წლის "ფეოლა", "დურუ ხუნჭუა" და "სულიკო"
2012 წლის "ფეოლა", "დურუ ხუნჭუა" და "სულიკო"

წლის მი­წუ­რულს "ყვე­ლა სი­ახ­ლე" ტრა­დი­ცი­უ­ლად გთა­ვა­ზობთ ამა თუ იმ სა­ხუ­მა­რო ნო­მი­ნა­ცი­ას. ვი­ნა­ი­დან პო­ლი­ტი­კა 2012 წელს, ისე­ვე რო­გორც ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი თემა იყო, გა­მარ­ჯვე­ბულ­თა შო­რის ძი­რი­თა­დად პო­ლი­ტი­კო­სე­ბი თუ ახალ­გა­პო­ლი­ტი­კო­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. მაშ, ასე:

წლის "ფე­ო­ლა" უკონ­კურ­სოდ გახ­და ყვე­ლა თა­მა­შის მომ­გე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ხოლო წლის "ხა­დუ­რის" წო­დე­ბა, პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრ ნო­დარ ხა­დურს ერგო.

წლის "მა­ღა­ლის," "ღრუ­ბელ-ღრუ­ბელ და­მა­ლო­ბა­ნას მო­თა­მა­შის" და "აღა ყა­დაღ ხა­ნის" ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში უალ­ტერ­ნა­ტი­ვო იყო ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ისე­ვე რო­გორც ნა­თია მო­გე­ლა­ძე ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "ყა­დაღ ხა­ნუ­მი".

ნო­მი­ნა­ცი­ა­ში წლის "დურუ ხუნ­ჭუა" გა­ი­მარ­ჯვა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, რო­მელ­საც კონ­კუ­რენ­ტი ვერც კი მო­ვუ­ძებ­ნეთ მას მერე, რაც ცნო­ბი­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­დაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "შვი­ლი­ვით ნა­ზარ­დი" ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სკაბ­რე­ზუ­ლი მჭევ­რმე­ტყვე­ლე­ბა ყვე­ლა მა­ნამ­დე მოს­მე­ნილს აღე­მა­ტე­ბა.

ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე "სადა ხარ, ჩემო სუ­ლი­კო" წარ­დგე­ნი­ლი იყ­ვნენ თავ­დაც­ვი­სა და იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრე­ბი: დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი და ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი, ასე­ვე კუდ-ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი სოსო თო­ფუ­რი­ძე, თუმ­ცა ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­ჯვე­ბა წი­ლად ხვდა ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს. უნო­მი­ნა­ცი­ოდ არ დარ­ჩე­ნი­ლა დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი, რო­მელ­მაც მო­ი­პო­ვა წო­დე­ბა კა­ცი­სა, რო­მე­ლიც "მივ­ლი­ნე­ბა­ში წა­ვი­და და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა".

ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე "ძმე­ბი" წარ­დგე­ნილ­ნი იყ­ვნენ ძმე­ბი ახა­ლა­ი­ე­ბი, ძმე­ბი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლე­ბი, ძმე­ბი კუბ­ლაშ­ვი­ლე­ბი და ძმე­ბი დო­ლი­ძე­ე­ბი. ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში სწო­რედ ძმებ­მა დო­ლი­ძე­ებ­მა გა­ი­მარ­ჯვეს ნე­პო­ტიზ­მის დახ­მა­რე­ბით, ანუ მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმ ნიშ­ნით, რომ სტა­ტი­ის ავ­ტო­რის მოგ­ვა­რე­ე­ბი არი­ან. შე­გახ­სე­ნებთ, ერთი მათ­გა­ნი - ვიქ­ტორ დო­ლი­ძე პარ­ლა­მენ­ტა­რია, მე­ო­რე, ლე­ვა­ნი კი - თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე.

ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "წლის შე­უმ­დგა­რი ჰა­რა­კი­რი" გა­ი­მარ­ჯვა ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და­მარ­ცხე­ბა კი ძა­ლი­ან იდარ­და, მაგ­რამ თავი მო­საკ­ლა­ვად მა­ინც ვერ გა­ი­მე­ტა.

ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "იგუ­ლა­ვა" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კვლა­ვაც თბი­ლი­სის მერი გიგი უგუ­ლა­ვაა, რომ­ლის წრე­გა­და­სუ­ლი გარ­თო­ბის ფო­ტო­ებ­მა ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე სწო­რედ 2012 წელს და­ი­პყრო.

და­სას­რულ, წლის "არ­სე­ნა" გახ­და დიდი ლე­ი­ბო­რის­ტი შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას თავს აწო­ნებ­და შემ­დე­გი ლო­ზუნ­გით: "მდი­დარს წა­ვარ­თმევთ, ღა­რიბს და­ვუბ­რუ­ნებთ". არ­სე­ნას ლექსში ვკი­თხუ­ლობთ, მდი­დარს რომ კაცი არ­თმევს და ღა­რიბს აძ­ლევს, ღმერ­თი რო­გორ წა­ახ­დენ­სო. ღმერ­თი­სა რა გი­თხრათ, მაგ­რამ ნა­თე­ლაშ­ვი­ლი არ­ჩევ­ნებ­მა კი წა­ახ­დი­ნა.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

2012 წლის "ფეოლა", "დურუ ხუნჭუა" და "სულიკო"

2012 წლის "ფეოლა", "დურუ ხუნჭუა" და "სულიკო"

წლის მიწურულს "ყველა სიახლე" ტრადიციულად გთავაზობთ ამა თუ იმ სახუმარო ნომინაციას. ვინაიდან პოლიტიკა 2012 წელს, ისევე როგორც ბოლო 20 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ყველაზე აქტუალური თემა იყო, გამარჯვებულთა შორის ძირითადად პოლიტიკოსები თუ ახალგაპოლიტიკოსებული ადამიანები არიან. მაშ, ასე:

წლის "ფეოლა" უკონკურსოდ გახდა ყველა თამაშის მომგები ბიძინა ივანიშვილი, ხოლო წლის "ხადურის" წოდება, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ერგო.

წლის "მაღალის," "ღრუბელ-ღრუ­ბელ დამალობანას მოთამაშის" და "აღა ყადაღ ხანის" ნომინაციებში უალტერნატივო იყო ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც ნათია მოგელაძე ნომინაციაში "ყადაღ ხანუმი".

ნომინაციაში წლის "დურუ ხუნჭუა" გაიმარჯვა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც კონკურენტი ვერც კი მოვუძებნეთ მას მერე, რაც ცნობილი ფარული ჩანაწერები გამოქვეყნდა, სადაც ბიძინა ივანიშვილის "შვილივით ნაზარდი" ღარიბაშვილის სკაბრეზული მჭევრმეტყველება ყველა მანამდე მოსმენილს აღემატება.

ნომინაციაზე "სადა ხარ, ჩემო სულიკო" წარდგენილი იყვნენ თავდაცვისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრები: დიმიტრი შაშკინი და ზურაბ ადეიშვილი, ასევე კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი სოსო თოფურიძე, თუმცა ამ ნომინაციაში გაიმარჯვება წილად ხვდა ზურაბ ადეიშვილს. უნომინაციოდ არ დარჩენილა დიმიტრი შაშკინი, რომელმაც მოიპოვა წოდება კაცისა, რომელიც "მივლინებაში წავიდა და აღარ დაბრუნებულა".

ნომინაციაზე "ძმები" წარდგენილნი იყვნენ ძმები ახალაიები, ძმები ბერძენიშვილები, ძმები კუბლაშვილები და ძმები დოლიძეები. ამ ნომინაციაში სწორედ ძმებმა დოლიძეებმა გაიმარჯვეს ნეპოტიზმის დახმარებით, ანუ მხოლოდ და მხოლოდ იმ ნიშნით, რომ სტატიის ავტორის მოგვარეები არიან. შეგახსენებთ, ერთი მათგანი - ვიქტორ დოლიძე პარლამენტარია, მეორე, ლევანი კი - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.

ნომინაციაში "წლის შეუმდგარი ჰარაკირი" გაიმარჯვა ნინა წკრიალაშვილმა, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხება კი ძალიან იდარდა, მაგრამ თავი მოსაკლავად მაინც ვერ გაიმეტა.

ნომინაციაში "იგულავა" გამარჯვებული კვლავაც თბილისის მერი გიგი უგულავაა, რომლის წრეგადასული გართობის ფოტოებმა ქართული ინტერნეტსივრცე სწორედ 2012 წელს დაიპყრო.

დასასრულ, წლის "არსენა" გახდა დიდი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი, რომელიც წინასაარჩევნოდ საქართველოს მოსახლეობას თავს აწონებდა შემდეგი ლოზუნგით: "მდიდარს წავართმევთ, ღარიბს დავუბრუნებთ". არსენას ლექსში ვკითხულობთ, მდიდარს რომ კაცი ართმევს და ღარიბს აძლევს, ღმერთი როგორ წაახდენსო. ღმერთისა რა გითხრათ, მაგრამ ნათელაშვილი არჩევნებმა კი წაახდინა.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"