საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანიკო ხაზარაძე წინასაახალწლოდ ორი შვილის "დედა" გახდა
ნანიკო ხაზარაძე წინასაახალწლოდ ორი შვილის "დედა" გახდა

"ცელ­ქი ბავ­შვე­ბი" სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­თე­ატ­რებ­ში დე­კემ­ბრის ბო­ლოს გა­მო­ვა. ფილ­მი რე­ჟი­სორ ზურა მენ­თე­შაშ­ვილს კი­ნო­თე­ატ­რებ­მა და­უკ­ვე­თეს და პრო­დი­უ­სინ­გიც სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღეს. სცე­ნა­რის ავ­ტო­რი ხა­ტია ხოს­როშ­ვი­ლი გახ­ლავთ. თუკი გახ­სოვთ ცნო­ბი­ლი ფილ­მი მა­კო­ლეი კალ­კი­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, "მარ­ტო სახ­ლში", ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი სწო­რედ ამ იდე­ის გა­ქარ­თუ­ლე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა ცელ­ქი, ქარ­თულ ვერ­სი­ა­ში ერ­თის მა­გივ­რად ორი ბავ­შვია, რო­მელ­თა რო­ლებს ნიტა ლო­მი­ძე და ზუკა დარ­ჯა­ნია გა­ნა­სა­ხი­ე­რე­ბენ. მათ დედ-მა­მას კი ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე და დუტა სხირტლა­ძე ას­რუ­ლე­ბენ. ცოლ-ქმა­რი შვი­ლებს ბა­ბუ­ას, ლეო ან­თა­ძის გმირს და­უ­ტო­ვე­ბენ და აქ იწყე­ბა წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი. ფილ­მის გმი­რებს - ნა­ნი­კოს, ნი­ტა­სა და ზუ­კას გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე შევ­ხვდით, რო­დე­საც ერთ-ერთ სცე­ნას იღებ­დნენ ეკა ნი­ჟა­რა­ძის სახ­ლში.

ნა­ნი­კო:

- ესე­ნი ისე­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი არი­ან და ისე­თი ლექ­სი­კა აქვთ, შე­გიძ­ლია, ნე­ბის­მი­ე­რი შე­კი­თხვა და­უს­ვა.

ნიტა:

- მსა­ხი­ო­ბო­ბა არის ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ფე­სია. მე ყვე­ლას ვურ­ჩევ­დი, მსა­ხი­ო­ბი იყოს, მაგ­რამ ალ­ბათ ყვე­ლა არ აირ­ჩევ­და ამ პრო­ფე­სი­ას.

ნა­ნი­კო:

- რას ურ­ჩევ­დი, იმ დღეს დი­ლის რვა სა­ა­თამ­დე გა­და­ღე­ბა­ზე რომ იყა­ვი, მო­გე­წო­ნა?

ნიტა:

- ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. მინ­და ვიყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი გოგო და ყვე­ლას ამას­ვე ვუ­სურ­ვებ. გა­და­ღე­ბაც მომ­წონს, მს­ახი­ო­ბო­ბაც მინ­და და ასე­ვე პო­პუ­ლა­რო­ბაც.

- ზუკა, შენ მოგ­წონს მსა­ხი­ო­ბო­ბა?

- ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ ცოტა რთუ­ლი პრო­ფე­სი­აა, რად­გან გრა­ფი­კი არ გაქვს. თუკი ბევ­რი ადა­მი­ა­ნია გა­და­სა­ღე­ბი, და­გი­ბა­რე­ბენ სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე და გა­გიშ­ვე­ბენ დი­ლის რვა­ზე. რა თქმა უნდა, ეს მომ­წონს, მაგ­რამ ბო­ლო­ში მა­ინც გვე­ძი­ნე­ბა ხოლ­მე. ისე, მსა­ხი­ო­ბო­ბა მომ­წონს და მინ­და, რომ მსა­ხი­ო­ბი გა­მო­ვი­დე.

- ნა­ნი­კო, ნი­ტას ალ­ბათ აქამ­დეც იც­ნობ­დი, რად­გან ნიკა ლო­მი­ძი­სა და თეა გო­ბე­ჯიშ­ვი­ლის შვი­ლია. ზუ­კას შე­სა­ხებ გსმე­ნო­და?

- ორი­ვე ბავ­შვი ჩემ­თვის აღ­მო­ჩე­ნაა, მაგ­რამ მათ ამ ფილ­მამ­დე ვიც­ნობ­დი. ზუ­კაც ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბია და ნი­ტაც. ორი­ვე­ნი სცე­ნის ოს­ტა­ტე­ბი არი­ან. მათ­თან მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ მო­მე­ცა, ამით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ.

ზუკა:

- ჩვენ­თვი­საც!.. ვის­თვის არ არის ბედ­ნი­ე­რე­ბა ნა­ნი­კოს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბა? ვსვამ შე­კი­თხვას!..

ნიტა:

- რომ მი­დი­ხარ რე­ჟი­სორ­თან და გე­უბ­ნე­ბა, ნა­ნი­კოს­თან ერ­თად უნდა გა­და­გი­ღოო, რა ემო­ცია გექ­ნე­ბა?!.. ნა­ნი­კო ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

ნა­ნი­კო:

- ნი­ტამ "დღის შო­უ­ში" ჩვე­ნი ისე­თი იმი­ტა­ცია გა­ა­კე­თა, რომ ია ფა­რუ­ლა­ვა ჯი­ბე­ში ჩა­ის­ვა. 1-ელ ივ­ნისს "დღის შოუ" ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფორ­მა­ტით გა­დი­ო­და, თუმ­ცა წამ­ყვა­ნებს პა­ტა­რე­ბი გვცვლიდ­ნენ. ნიტა ია ფა­რუ­ლა­ვას ბავ­შვო­ბას გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და, ოღონდ იაზე ათ­ჯერ უკე­თე­სი იყო.

ნიტა:

- გა­და­ცე­მის მი­ხედ­ვით მი­ვამ­სგავ­სე. თან, შეს­ვე­ნე­ბი­სას მი­თხრეს, სტუ­მა­რი რომ და­ამ­თავ­რებს სიმ­ღე­რას, ადე­ქი და ტაში და­უ­კა­რიო. მეც ასე მო­ვი­ქე­ცი.

- ვიცი, რომ ზუკა "ოლი­ვერ­ში" მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ზუკა:

- დიახ, ამ მი­უ­ზიკლში კას­ტინ­გით მოვ­ხვდი. ყვე­ლას შე­ეძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. 2000 ბავ­შვი­დან ათე­ულ­ში გა­ვე­დი და ერთ-ერთ მთა­ვარ როლს ვას­რუ­ლებ. ჩემს ოჯახ­ში არა­ვინ არ არის მსა­ხი­ო­ბი. რვა კაცი მყავს, ყვე­ლა­ნი კბი­ლის ექი­მე­ბი არი­ან.

ნიტა:

- მე "მუ­სი­კის ჰან­გებ­ში" და წარ­მა­ტე­ბულ ფილმ "ანო და ვა­ნოს თავ­გა­და­სა­ვალ­ში" მაქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბა კარ­გად მახ­სენ­დე­ბა, მაგ­რამ მწვა­ნე კონ­ცხზე ხში­რად წვიმ­და და ტლა­პო­ე­ბი იყო (იცი­ნის). გარ­და ამი­სა, ტან­მო­ვარ­ჯი­შე ვარ. თურ­ქეთ­ში ვი­ყა­ვი ორ­ჯერ, ერთხელ მა­მი­კომ წა­მიყ­ვა­ნა დე­დას­თან, რო­მელ­საც იქ გა­მოს­ვლა ჰქონ­და, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში კი შე­ჯიბ­რე­ბა­ზე წა­ვე­დი, ჩემ­ზე ასა­კით დი­დებს ვე­ჯიბ­რე­ბო­დი და მე­ექ­ვსე ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე.

- დე­დი­კო­სა და მა­მი­კოს მოს­წონთ, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა გა­და­წყვი­ტე?

- დე­დი­კოს მოს­წონს, მაგ­რამ უნდა, რომ ცეკ­ვას გავ­ყვე, მა­მი­კო კი მე­უბ­ნე­ბა, რომ მსა­ხი­ო­ბი ვიყო, დე­დას არ და­უ­ჯე­რო, მე და­მი­ჯე­რე, კარგ პრო­ფე­სი­ას გირ­ჩე­ვო (იცი­ნის).

- ახლა გა­და­ღე­ბებ­ზე მი­თხა­რით რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა.

ნა­ნი­კო:

- დღეს მა­გა­რი გა­და­ღე­ბა გვქონ­და. ამ ორმა მხეც­მა იმ­დე­ნი ქნა, რომ ერთი კაცი სას­წრა­ფო­თი გა­იყ­ვა­ნეს, დედა და მამა კი პატ­რულ­მა წა­იყ­ვა­ნა. რო­გორც გინ­დათ, ისე გა­ი­გეთ. კი­ნა­ღამ ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს ნაძ­ვის ხეს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ყვე­ლა­ფე­რი ფილმში ხდე­ბა.

ნიტა:

- მთე­ლი ფილ­მი ძა­ლი­ან ცუ­დად ვიქ­ცე­ვით. ცე­ცხლს ვა­ჩენთ ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ა­ში. ცე­ცხლის ძა­ლი­ან მე­ში­ნია. პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, მა­მი­კომ ღა­მის სამ სა­ათ­ზე გა­და­ღე­ბა­ზე წა­მიყ­ვა­ნა. არ მი­თხრა, რომ ცე­ცხლში უნდა გა­და­ე­ღოთ ჩემ­თვის. გა­მაფრ­თხი­ლა, სა­ხა­ლი­სო გა­და­ღე­ბა­ზე მიმ­ყავ­ხა­რო. შეგ­ვიყ­ვა­ნეს ძველ სახ­ლში, რო­მელ­საც ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს, იქ შე­მაგ­დეს ჯა­რის­კაც­თან ერ­თად. სახ­ლი რომ იწ­ვო­და, ტყუ­ი­ლი და ნამ­დვი­ლი დე­დე­ბიც შოკ­ში იყ­ვნენ. ერთი ამ­ბობ­და, სად არის ჩემი შვი­ლიო, მე­ო­რე კი ამ­ბობ­და, ვა­ი­მე, რა სა­ცო­და­ვია ეს ბავ­შვი, გა­მო­იყ­ვა­ნეთ იქი­და­ნო.

ნა­ნი­კო:

- მა­მამ გაგ­წი­რა, შვი­ლო?!..

ნიტა:

- მე კი გა­მუ­რუ­ლი გა­მო­ვე­დი და ერთ კადრში კი­ნა­ღამ ჩა­მე­ძი­ნა.

- ნა­ნი­კო, შენი პერ­სო­ნა­ჟი გაგ­ვა­ცა­ნი.

- ჩემი პერ­სო­ნა­ჟი არის ამ ორი მხე­ცუ­ნას დედა, არა­ნაკ­ლე­ბი მხე­ცი. ოღონდ და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვი­დეს და არ აინ­ტე­რე­სებს, რა ბედი ეწე­ვა მის შვი­ლებს. მთლად კარ­გი დედა ვერ არის. ბა­ბუ­ას, ასე ვთქვათ, "შე­ტე­ნის" თა­ვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ბავ­შვებს. მი­დის და­სას­ვე­ნებ­ლად თა­ვის ქმარ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარს. ჩემს მე­უღ­ლეს დუტა თა­მა­შობს. გა­მოჩ­ნდე­ბა ფილმში, რომ ამ წყვილს ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან უყ­ვარს. დუტა ხი­ფა­თი­ა­ნი პერ­სო­ნა­ჟია, სულ ეცე­მა, ხან ცხვირს იტეხს, ხან რა ემარ­თე­ბა და ხან - რა და საშ­ვე­ლად მუდ­მი­ვად მა­მა­მისს უხ­მობს. სა­სა­ცი­ლო გმი­რია ძა­ლი­ან.

- გა­და­ღე­ბებ­ზე რა­ი­მე სა­ხა­ლი­სო ამ­ბა­ვი შე­გემ­თხვათ?

ზუკა:

- სა­ხა­ლი­სო, ანუ კუ­რი­ო­ზი ხომ?.. ჩემი იდეა იყო "განგნამ სტა­ილ­ზე" ცეკ­ვა. გვაქვს "ფე­ის­ბუქ­ზე" გვერ­დი "ცელ­ქი ბავ­შვე­ბი - ოპე­რა­ცია ახა­ლი წელი", შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ იქ ეს ვი­დეო. ჩვენს რე­ჟი­სორს გა­ვე­ხუმ­რეთ და გა­დავ­წყვი­ტეთ, მოგ­ვე­წყო სი­ურპრი­ზი. ერთი სცე­ნა გვაქვს ასე­თი, თოვ­ლის ბაბუ ურტყამს ნიკა გრი­გო­ლი­ას სკამს, ამ დროს ავ­ტე­ხეთ "ოპა განგნამ სტა­ი­ლის" ცეკ­ვა. მუ­სი­კაც მომ­ზა­დე­ბუ­ლი გვქონ­და. ლეო ან­თა­ძე­მაც და­ი­წყო ცეკ­ვა, აგ­ვყვა და ძა­ლი­ან მაგ­რად იცეკ­ვა.

ნა­ნი­კო:

- ესე­ნი სულ დატ­ვირ­თუ­ლე­ბი არი­ან. მე სამ­სა­ხურ­ში დავ­დი­ვარ და პა­რა­ლე­ლუ­რად მაქვს გა­და­ღე­ბე­ბი, ბავ­შვებს კი ბევ­რი სცე­ნა აქვთ. დღეს ვწუ­წუ­ნებ­დი, რად­გან დი­ლის ექვს სა­ათ­ზე ავ­დე­ქი, სამ­სა­ხურ­ში მი­ვე­დი, მერე გა­და­ღე­ბა მქონ­და. ესე­ნი კი მა­გა­რი ბავ­შვე­ბი არი­ან, დი­ლი­დან და­ღა­მე­ბამ­დე შე­უძ­ლი­ათ აქ ყოფ­ნა.

- ნა­ნი­კო, პირ­ვე­ლი რა სცე­ნა გა­და­ი­ღეთ?

- პირ­ვე­ლი სცე­ნა ასე­თი გვქონ­და, მე ზუ­კას ყური უნდა მო­მე­ქა­ჩა, დუ­ტას - ნი­ტა­სი. სულ ვე­ბო­დი­შე­ბო­დით, არ გატ­კენ­თო და ასე ყუ­რე­ბის აწე­ვით გა­და­ვი­ღეთ პირ­ვე­ლი სცე­ნა. ხომ არ გატ­კი­ნეთ, ბავ­შვე­ბო?.. ლეო ან­თა­ძემ კი ზუკა კი­ნა­ღამ და­ახ­რჩო (იცი­ნის).

ზუკა:

- ერთი ასე­თი სცე­ნა იყო - ამას ყვე­ლა შო­უ­ში ვამ­ბობ. სა­ში­ნე­ლი ფო­ლა­დის თეფ­შე­ბი იყო, დაგ­ვა­ხუ­რეს თავ­ზე, შიგ­ნით კი მა­კა­რო­ნი ეყა­რა. ლეო გვაწ­ვე­ბო­და, გვაწ­ვე­ბო­და და კი­ნა­ღამ წელ­ში გა­დაგვტე­ხა. ბო­ლოს და­ვი­წყე ყვი­რი­ლი აი, ასე - აა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­აა!..

- ნიტა, თმის ასე­თი უც­ნა­უ­რი ფერი სა­ი­დან გაქვს?

- ჩემი ფერი არ არის, ფილ­მის­თვის შემ­ღე­ბეს. წა­მიყ­ვა­ნეს სა­ლონ­ში და იქ დამ­სვეს. თავი და­მეწ­ვა და ეს იყო ერ­თა­დერ­თი ცუდი რამ, რაც ამას მოჰ­ყვა. სა­ერ­თოდ კი, ძა­ლი­ან კარ­გი იყო და მო­მე­წო­ნა შე­ღე­ბი­ლი თმა.

- თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი ვინ არი­ან, ბავ­შვე­ბო?

ზუკა:

- ეს რო­გორ? თა­მაშს გუ­ლის­ხმობთ, არ­ტის­ტო­ბა­სა და ხა­სი­ათს? მა­შინ კახი კავ­სა­ძე და რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე მომ­წონს ძა­ლი­ან. ნინო თარ­ხან-მო­უ­რა­ვი და თე­მი­კო ჭი­ჭი­ნა­ძეც უნდა და­ვა­სა­ხე­ლო. კი­დევ ბევ­რი საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი მყავს ქარ­თვე­ლე­ბი­დან.

ნიტა:

- მე თავი გა­მა­ნე­ბეთ. არც ერთი არ ვიცი ამათ­გან. "მუ­სი­კის ჰან­გებ­ში" ვინც თა­მა­შობ­და, ყვე­ლა მომ­წონს. ნატო მე­ტო­ნი­ძე მომ­წონს, მაგ­რამ ის ხომ მომ­ღე­რა­ლია და არა მსა­ხი­ო­ბი.

- ნი­ტას დედ-მამა და­დის გა­და­ღე­ბებ­ზე?

ნა­ნი­კო:

- ამას წი­ნათ თეა ვნა­ხე და მიყ­ვე­ბო­და, ბავ­შვი გა­ვუშ­ვი გა­და­ღე­ბებ­ზე, ღა­მის 5 სა­ა­თამ­დე ვე­ლო­დე, ვრე­კე გაბ­რა­ზე­ბულ­მა და ბო­ლოს დი­ლის 8 სა­ათ­ზე დაბ­რუნ­და სახ­ლშიო. ხე­დავ, რა ჯა­ფას სწე­ვენ?

ნიტა:

- სა­ნამ სახ­ლში დავ­ბრუნ­დე­ბო­დი, ათას­ჯერ და­რე­კეს მა­მამ და დე­დამ.

ზუკა:

- აბა, რას იზამ­დნენ, ბავ­შვი ხარ ჯერ.

- ნა­ნი­კო და დუტა რო­გო­რი "მშობ­ლე­ბი" არი­ან?

- ფილმშიც კარ­გე­ბი არი­ან და ისე ხომ ძა­ლი­ან კარ­გე­ბი. ნა­ნი­კო­თი და­ვი­წყებ - ვინც შემ­ხვედ­რია, მათ შო­რის ერთ-ერთი თბი­ლი ადა­მი­ა­ნია. დუ­ტაც თით­ქმის ასე­თი­ვეა.

ნა­ნი­კო:

- ჩემ­მა შვილ­მა რომ იცო­დეს, აქ ვარ და არ წა­მო­ვიყ­ვა­ნე, გამ­ლან­ძღავ­და. ძა­ლი­ან ელო­დე­ბა ფილ­მის გა­მოს­ვლას. ჩვე­ნი ფანი არ არის, მხო­ლოდ ამ ორის. გა­გიჟ­და, როცა ერთხელ სცე­ნა­რის კი­თხვა­ზე წა­ვიყ­ვა­ნე, რა კარ­გად თა­მა­შო­ბენ ბავ­შვე­ბიო.

- ლი­ლუს არ უნდა მსა­ხი­ო­ბო­ბა?

- ერთ-ერთ რეკ­ლა­მა­ში გა­დაგ­ვი­ღეს ამა­ვე სახ­ლში, ეკა ნი­ჟა­რა­ძეს­თან. მთე­ლი დღე აქ ვი­ყა­ვით გა­და­ღე­ბებ­ზე და არ იყო უკ­მა­ყო­ფი­ლო.

- შენი შვი­ლი ცელ­ქია?

- არა. არ ვამ­ბობ, რომ ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და ჭკვი­ა­ნია, მაგ­რამ დამ­ყო­ლი და დამ­ჯე­რი ბავ­შვია.

- ახალ წელს რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- დღეს მე და ზუ­კამ ვუ­ყუ­რეთ, პლა­ნე­ტა ნი­ბი­რუ რო­გორ ეჯა­ხე­ბა დე­და­მი­წას...

ზუკა:

- შოკ­მა და­მარ­ტყა! თუ გა­დავ­რჩით, ყვე­ლა­ზე მაგ­რად ვი­ზე­ი­მებ ახალ წელს.

ნიტა:

- მე ჩემ­თვის დავ­ჯდე­ბი წყნა­რად ნაძ­ვის ხეს­თან და და­ვე­ლო­დე­ბი, რო­დის მო­მი­ტანს თოვ­ლის ბა­ბუა სა­ჩუ­ქარს, გი­თხრათ, რა მინ­და? "აი­ფო­ნი" (იცი­ნის).

ნა­ნი­კო:

- თა­ვი­სი ჰო­ნო­რა­რით უნ­დო­და ყიდ­ვა და მე ვურ­ჩიე, თოვ­ლის ბა­ბუ­ას­თვის ეთხო­ვა. ხომ კარ­გი რჩე­ვა მო­გე­ცი, ნიტა (იცი­ნი­ან)?!..

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ნანიკო ხაზარაძე წინასაახალწლოდ ორი შვილის "დედა" გახდა

ნანიკო ხაზარაძე წინასაახალწლოდ ორი შვილის "დედა" გახდა

"ცელქი ბავშვები" საქართველოს კინოთეატრებში დეკემბრის ბოლოს გამოვა. ფილმი რეჟისორ ზურა მენთეშაშვილს კინოთეატრებმა დაუკვეთეს და პროდიუსინგიც საკუთარ თავზე აიღეს. სცენარის ავტორი ხატია ხოსროშვილი გახლავთ. თუკი გახსოვთ ცნობილი ფილმი მაკოლეი კალკინის მონაწილეობით, "მარტო სახლში", ქართველი ავტორები სწორედ ამ იდეის გაქართულებით არიან დაკავებული, თუმცა ცელქი, ქართულ ვერსიაში ერთის მაგივრად ორი ბავშვია, რომელთა როლებს ნიტა ლომიძე და ზუკა დარჯანია განასახიერებენ. მათ დედ-მამას კი ნანიკო ხაზარაძე და დუტა სხირტლაძე ასრულებენ. ცოლ-ქმარი შვილებს ბაბუას, ლეო ანთაძის გმირს დაუტოვებენ და აქ იწყება წინასაახალწლო თავგადასავლები. ფილმის გმირებს - ნანიკოს, ნიტასა და ზუკას გადასაღებ მოედანზე შევხვდით, როდესაც ერთ-ერთ სცენას იღებდნენ ეკა ნიჟარაძის სახლში.

ნანიკო:

- ესენი ისეთი განვითარებული ბავშვები არიან და ისეთი ლექსიკა აქვთ, შეგიძლია, ნებისმიერი შეკითხვა დაუსვა.

ნიტა:

- მსახიობობა არის ძალიან კარგი პროფესია. მე ყველას ვურჩევდი, მსახიობი იყოს, მაგრამ ალბათ ყველა არ აირჩევდა ამ პროფესიას.

ნანიკო:

- რას ურჩევდი, იმ დღეს დილის რვა საათამდე გადაღებაზე რომ იყავი, მოგეწონა?

ნიტა:

- ძალიან მომეწონა. მინდა ვიყო წარმატებული გოგო და ყველას ამასვე ვუსურვებ. გადაღებაც მომწონს, მს­ახიობობაც მინდა და ასევე პოპულარობაც.

- ზუკა, შენ მოგწონს მსახიობობა?

- ძალიან კარგია, მაგრამ ცოტა რთული პროფესიაა, რადგან გრაფიკი არ გაქვს. თუკი ბევრი ადამიანია გადასაღები, დაგიბარებენ საღამოს 9 საათზე და გაგიშვებენ დილის რვაზე. რა თქმა უნდა, ეს მომწონს, მაგრამ ბოლოში მაინც გვეძინება ხოლმე. ისე, მსახიობობა მომწონს და მინდა, რომ მსახიობი გამოვიდე.

- ნანიკო, ნიტას ალბათ აქამდეც იცნობდი, რადგან ნიკა ლომიძისა და თეა გობეჯიშვილის შვილია. ზუკას შესახებ გსმენოდა?

- ორივე ბავშვი ჩემთვის აღმოჩენაა, მაგრამ მათ ამ ფილმამდე ვიცნობდი. ზუკაც ჩამოყალიბებული მსახიობია და ნიტაც. ორივენი სცენის ოსტატები არიან. მათთან მუშაობის საშუალება რომ მომეცა, ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

ზუკა:

- ჩვენთვისაც!.. ვისთვის არ არის ბედნიერება ნანიკოსთან ერთად გადაღება? ვსვამ შეკითხვას!..

ნიტა:

- რომ მიდიხარ რეჟისორთან და გეუბნება, ნანიკოსთან ერთად უნდა გადაგიღოო, რა ემოცია გექნება?!.. ნანიკო ძალიან მიყვარს.

ნანიკო:

- ნიტამ "დღის შოუში" ჩვენი ისეთი იმიტაცია გააკეთა, რომ ია ფარულავა ჯიბეში ჩაისვა. 1-ელ ივნისს "დღის შოუ" ჩვეულებრივი ფორმატით გადიოდა, თუმცა წამყვანებს პატარები გვცვლიდნენ. ნიტა ია ფარულავას ბავშვობას განასახიერებდა, ოღონდ იაზე ათჯერ უკეთესი იყო.

ნიტა:

- გადაცემის მიხედვით მივამსგავსე. თან, შესვენებისას მითხრეს, სტუმარი რომ დაამთავრებს სიმღერას, ადექი და ტაში დაუკარიო. მეც ასე მოვიქეცი.

- ვიცი, რომ ზუკა "ოლივერში" მონაწილეობდა.

ზუკა:

- დიახ, ამ მიუზიკლში კასტინგით მოვხვდი. ყველას შეეძლო მონაწილეობის მიღება. 2000 ბავშვიდან ათეულში გავედი და ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებ. ჩემს ოჯახში არავინ არ არის მსახიობი. რვა კაცი მყავს, ყველანი კბილის ექიმები არიან.

ნიტა:

- მე "მუსიკის ჰანგებში" და წარმატებულ ფილმ "ანო და ვანოს თავგადასავალში" მაქვს მონაწილეობა მიღებული. ამ ფილმის გადაღება კარგად მახსენდება, მაგრამ მწვანე კონცხზე ხშირად წვიმდა და ტლაპოები იყო (იცინის). გარდა ამისა, ტანმოვარჯიშე ვარ. თურქეთში ვიყავი ორჯერ, ერთხელ მამიკომ წამიყვანა დედასთან, რომელსაც იქ გამოსვლა ჰქონდა, მეორე შემთხვევაში კი შეჯიბრებაზე წავედი, ჩემზე ასაკით დიდებს ვეჯიბრებოდი და მეექვსე ადგილი დავიკავე.

- დედიკოსა და მამიკოს მოსწონთ, რომ მსახიობობა გადაწყვიტე?

- დედიკოს მოსწონს, მაგრამ უნდა, რომ ცეკვას გავყვე, მამიკო კი მეუბნება, რომ მსახიობი ვიყო, დედას არ დაუჯერო, მე დამიჯერე, კარგ პროფესიას გირჩევო (იცინის).

- ახლა გადაღებებზე მითხარით რამდენიმე სიტყვა.

ნანიკო:

- დღეს მაგარი გადაღება გვქონდა. ამ ორმა მხეცმა იმდენი ქნა, რომ ერთი კაცი სასწრაფოთი გაიყვანეს, დედა და მამა კი პატრულმა წაიყვანა. როგორც გინდათ, ისე გაიგეთ. კინაღამ ცეცხლი წაუკიდეს ნაძვის ხეს. რასაკვირველია, ეს ყველაფერი ფილმში ხდება.

ნიტა:

- მთელი ფილმი ძალიან ცუდად ვიქცევით. ცეცხლს ვაჩენთ ტურისტულ კომპანიაში. ცეცხლის ძალიან მეშინია. პატარა რომ ვიყავი, მამიკომ ღამის სამ საათზე გადაღებაზე წამიყვანა. არ მითხრა, რომ ცეცხლში უნდა გადაეღოთ ჩემთვის. გამაფრთხილა, სახალისო გადაღებაზე მიმყავხარო. შეგვიყვანეს ძველ სახლში, რომელსაც ცეცხლი წაუკიდეს, იქ შემაგდეს ჯარისკაცთან ერთად. სახლი რომ იწვოდა, ტყუილი და ნამდვილი დედებიც შოკში იყვნენ. ერთი ამბობდა, სად არის ჩემი შვილიო, მეორე კი ამბობდა, ვაიმე, რა საცოდავია ეს ბავშვი, გამოიყვანეთ იქიდანო.

ნანიკო:

- მამამ გაგწირა, შვილო?!..

ნიტა:

- მე კი გამურული გამოვედი და ერთ კადრში კინაღამ ჩამეძინა.

- ნანიკო, შენი პერსონაჟი გაგვაცანი.

- ჩემი პერსონაჟი არის ამ ორი მხეცუნას დედა, არანაკლები მხეცი. ოღონდ დასასვენებლად წავიდეს და არ აინტერესებს, რა ბედი ეწევა მის შვილებს. მთლად კარგი დედა ვერ არის. ბაბუას, ასე ვთქვათ, "შეტენის" თავის არაჩვეულებრივ ბავშვებს. მიდის დასასვენებლად თავის ქმართან ერთად, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს. ჩემს მეუღლეს დუტა თამაშობს. გამოჩნდება ფილმში, რომ ამ წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარს. დუტა ხიფათიანი პერსონაჟია, სულ ეცემა, ხან ცხვირს იტეხს, ხან რა ემართება და ხან - რა და საშველად მუდმივად მამამისს უხმობს. სასაცილო გმირია ძალიან.

- გადაღებებზე რაიმე სახალისო ამბავი შეგემთხვათ?

ზუკა:

- სახალისო, ანუ კურიოზი ხომ?.. ჩემი იდეა იყო "განგნამ სტაილზე" ცეკვა. გვაქვს "ფეისბუქზე" გვერდი "ცელქი ბავშვები - ოპერაცია ახალი წელი", შეგიძლიათ ნახოთ იქ ეს ვიდეო. ჩვენს რეჟისორს გავეხუმრეთ და გადავწყვიტეთ, მოგვეწყო სიურპრიზი. ერთი სცენა გვაქვს ასეთი, თოვლის ბაბუ ურტყამს ნიკა გრიგოლიას სკამს, ამ დროს ავტეხეთ "ოპა განგნამ სტაილის" ცეკვა. მუსიკაც მომზადებული გვქონდა. ლეო ანთაძემაც დაიწყო ცეკვა, აგვყვა და ძალიან მაგრად იცეკვა.

ნანიკო:

- ესენი სულ დატვირთულები არიან. მე სამსახურში დავდივარ და პარალელურად მაქვს გადაღებები, ბავშვებს კი ბევრი სცენა აქვთ. დღეს ვწუწუნებდი, რადგან დილის ექვს საათზე ავდექი, სამსახურში მივედი, მერე გადაღება მქონდა. ესენი კი მაგარი ბავშვები არიან, დილიდან დაღამებამდე შეუძლიათ აქ ყოფნა.

- ნანიკო, პირველი რა სცენა გადაიღეთ?

- პირველი სცენა ასეთი გვქონდა, მე ზუკას ყური უნდა მომექაჩა, დუტას - ნიტასი. სულ ვებოდიშებოდით, არ გატკენთო და ასე ყურების აწევით გადავიღეთ პირველი სცენა. ხომ არ გატკინეთ, ბავშვებო?.. ლეო ანთაძემ კი ზუკა კინაღამ დაახრჩო (იცინის).

ზუკა:

- ერთი ასეთი სცენა იყო - ამას ყველა შოუში ვამბობ. საშინელი ფოლადის თეფშები იყო, დაგვახურეს თავზე, შიგნით კი მაკარონი ეყარა. ლეო გვაწვებოდა, გვაწვებოდა და კინაღამ წელში გადაგვტეხა. ბოლოს დავიწყე ყვირილი აი, ასე - ააააააააააააააააააააააა!..

- ნიტა, თმის ასეთი უცნაური ფერი საიდან გაქვს?

- ჩემი ფერი არ არის, ფილმისთვის შემღებეს. წამიყვანეს სალონში და იქ დამსვეს. თავი დამეწვა და ეს იყო ერთადერთი ცუდი რამ, რაც ამას მოჰყვა. საერთოდ კი, ძალიან კარგი იყო და მომეწონა შეღებილი თმა.

- თქვენი საყვარელი მსახიობები ვინ არიან, ბავშვებო?

ზუკა:

- ეს როგორ? თამაშს გულისხმობთ, არტისტობასა და ხასიათს? მაშინ კახი კავსაძე და რამაზ ჩხიკვაძე მომწონს ძალიან. ნინო თარხან-მოურავი და თემიკო ჭიჭინაძეც უნდა დავასახელო. კიდევ ბევრი საყვარელი მსახიობი მყავს ქართველებიდან.

ნიტა:

- მე თავი გამანებეთ. არც ერთი არ ვიცი ამათგან. "მუსიკის ჰანგებში" ვინც თამაშობდა, ყველა მომწონს. ნატო მეტონიძე მომწონს, მაგრამ ის ხომ მომღერალია და არა მსახიობი.

- ნიტას დედ-მამა დადის გადაღებებზე?

ნანიკო:

- ამას წინათ თეა ვნახე და მიყვებოდა, ბავშვი გავუშვი გადაღებებზე, ღამის 5 საათამდე ველოდე, ვრეკე გაბრაზებულმა და ბოლოს დილის 8 საათზე დაბრუნდა სახლშიო. ხედავ, რა ჯაფას სწევენ?

ნიტა:

- სანამ სახლში დავბრუნდებოდი, ათასჯერ დარეკეს მამამ და დედამ.

ზუკა:

- აბა, რას იზამდნენ, ბავშვი ხარ ჯერ.

- ნანიკო და დუტა როგორი "მშობლები" არიან?

- ფილმშიც კარგები არიან და ისე ხომ ძალიან კარგები. ნანიკოთი დავიწყებ - ვინც შემხვედრია, მათ შორის ერთ-ერთი თბილი ადამიანია. დუტაც თითქმის ასეთივეა.

ნანიკო:

- ჩემმა შვილმა რომ იცოდეს, აქ ვარ და არ წამოვიყვანე, გამლანძღავდა. ძალიან ელოდება ფილმის გამოსვლას. ჩვენი ფანი არ არის, მხოლოდ ამ ორის. გაგიჟდა, როცა ერთხელ სცენარის კითხვაზე წავიყვანე, რა კარგად თამაშობენ ბავშვებიო.

- ლილუს არ უნდა მსახიობობა?

- ერთ-ერთ რეკლამაში გადაგვიღეს ამავე სახლში, ეკა ნიჟარაძესთან. მთელი დღე აქ ვიყავით გადაღებებზე და არ იყო უკმაყოფილო.

- შენი შვილი ცელქია?

- არა. არ ვამბობ, რომ ყველაზე ლამაზი და ჭკვიანია, მაგრამ დამყოლი და დამჯერი ბავშვია.

- ახალ წელს რა გეგმები გაქვთ?

- დღეს მე და ზუკამ ვუყურეთ, პლანეტა ნიბირუ როგორ ეჯახება დედამიწას...

ზუკა:

- შოკმა დამარტყა! თუ გადავრჩით, ყველაზე მაგრად ვიზეიმებ ახალ წელს.

ნიტა:

- მე ჩემთვის დავჯდები წყნარად ნაძვის ხესთან და დაველოდები, როდის მომიტანს თოვლის ბაბუა საჩუქარს, გითხრათ, რა მინდა? "აიფონი" (იცინის).

ნანიკო:

- თავისი ჰონორარით უნდოდა ყიდვა და მე ვურჩიე, თოვლის ბაბუასთვის ეთხოვა. ხომ კარგი რჩევა მოგეცი, ნიტა (იცინიან)?!..

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება