საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გააკეთებდა კახა კუკავა, იუსტიციის მინისტრად რომ დაენიშნათ
რას გააკეთებდა კახა კუკავა, იუსტიციის მინისტრად რომ დაენიშნათ

"პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის­გან გან­ზე გავ­დე­ქი, რად­გან ასე უფრო ობი­ექ­ტუ­რი ვიქ­ნე­ბი. ვცდი­ლობ, ზო­მი­ე­რად კრი­ტი­კუ­ლი ვიყო, მაგ­რამ იმა­ზე თვა­ლე­ბის და­ხუჭ­ვა, რაც დღე­სა­ვით ნა­თე­ლია, არ შე­მიძ­ლია", - აცხა­დებს "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი კახა კუ­კა­ვა, რო­მე­ლიც მოს­კო­ვი­დან ახ­ლა­ხან დაბ­რუნ­და. ამ­ბობს, რომ რუს კო­ლე­გებ­თან მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებ­და, და­ნარ­ჩენ­ზე კი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფომ უნდა მი­ი­ღოს.

- 2012 წელი ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი იყო იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ქვე­ყა­ნამ ეს ჭირი მო­ი­შო­რა, თუმ­ცა ახლა ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გო­რი იქ­ნე­ბა 2013 წელი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. ჩვენ გვახ­სოვს, რო­გორ აჟი­ტი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით 2003 წელს, რო­დე­საც ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" მო­ვიდ­ნენ. ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მათ შო­რის მეც ეს გუნ­დი ძლი­ე­რი გვე­გო­ნა, მაგ­რამ შემ­დეგ ყვე­ლამ ვნა­ხეთ, რომ მწა­რედ მოგ­ვა­ტყუ­ეს, ამი­ტომ ახლა მთა­ვა­რია, ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იმ მო­ლო­დი­ნის გა­მარ­თლე­ბა და იმ და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა შეძ­ლოს, რი­თაც არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა. თუმ­ცა იმ ნა­ბი­ჯე­ბით, რა­საც ისი­ნი აკე­თე­ბენ, დიდი იმე­დი არ მაქვს, რამე უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლოს. ჯერ­ჯე­რო­ბით მწვა­ვე კრი­ტი­კას მა­ინც მო­ვე­რი­დე­ბი და უბ­რა­ლოდ ვი­ტყვი, რომ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი სკეპ­ტი­ციზ­მით ვარ გან­წყო­ბი­ლი. თუმ­ცა კი, ბევ­რი რამ არ მომ­წონს, რა­საც ისი­ნი აკე­თე­ბენ.

- რა არის თქვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი?

- მი­ნის­ტრე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ნიშ­ნეს, ერთი-ორის გა­მოკ­ლე­ბით, უბ­რა­ლოდ, არაფ­რის მაქ­ნი­სე­ბი არი­ან. ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა მათ­გა­ნის გა­მოს­ვლა ძა­ლი­ან არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რია. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე იმ­დენ და­პი­რე­ბას იძ­ლე­ოდ­ნენ და ახლა ვე­რა­ფე­რი კონ­კრე­ტუ­ლი ვერ შეს­თა­ვა­ზეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა ისე­თი რა­ღა­ცე­ბი ილა­პა­რა­კა, ივა­ნიშ­ვი­ლი ერთი კვი­რა იმარ­თლებ­და თავს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე.

კულ­ტუ­რის მი­ნისტრს რომ ვუ­ყუ­რებ, მის მი­მართ სიბ­რა­ლუ­ლის გრძნო­ბა მი­პყრობს, - ბა­ტონ ოდი­შა­რი­ას თვა­ლებ­ში აწე­რია, "რა მინ­დო­და წვე­ნებ­ში". იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ოთხი კაცი და­ი­ჭი­რა, მათ­გან სამი სა­ერ­თოდ არ იყო და­სა­ჭე­რი იმ ბრალ­დე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, რომ­ლე­ბიც მათ წა­უ­ყე­ნეს. მა­გა­ლი­თად, ახა­ლა­ი­ას წა­უ­ყე­ნეს სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბა, არა­და, იცი­ან, რომ და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი. ერთ-ერთი კი, თენ­გიზ გუ­ნა­ვა, ისეთ საქ­მე­ზე იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, რომ ამის გამო სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ნა­ხე­ვარ­მა მსოფ­ლი­ომ გა­აკ­რი­ტი­კა. გვა­რა­მი­ა­სა და მისი სუ­ლი­ე­რი ძმე­ბის და­კა­ვე­ბებ­ზეც მინ­და ვთქვა, - ნა­ხე­ვარ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იცის მათი "პატ­რი­ო­ტუ­ლი" მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ისე არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად და არა­და­მა­ჯე­რებ­ლად და­ა­კა­ვეს, რომ მგო­ნი, თა­ვა­დაც გა­ოგ­ნე­ბუ­ლი არი­ან. მათ ნე­ბის­მი­ერ ნა­ბი­ჯში არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ჩანს. ყვე­ლამ იცის, რომ თენ­გიზ გუ­ნა­ვას ია­რა­ღი ჩა­უ­დეს. მას შემ­დეგ ერთი თვე გა­ვი­და და არ ჰყოფ­ნით იმის პრინ­ცი­პუ­ლო­ბა, რომ აღი­ა­რონ და ის ადა­მი­ა­ნი და­ა­პა­ტიმ­რონ, ვინც მას ია­რა­ღი ჩა­უ­დო. ამის გა­კე­თე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რათა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ქვე­ყა­ნა­ში ამის პრაქ­ტი­კა აღ­კვე­თონ. თუ ამას იმი­ტომ აკე­თე­ბენ, რომ თა­ვი­სი­ა­ნე­ბი არი­ან და "აბა, ჩემს შვილს ხომ არ დავ­სჯის" პრინ­ცი­პით აფა­რე­ბენ ხელს, ასე­თი მე­თო­დე­ბით მუ­შა­ო­ბამ და­ღუ­პა თა­ვის დრო­ზე ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე და სულ ახ­ლა­ხან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. სა­ნო­ძე­სა და ახა­ლა­ი­ას­თვის ხე­ლის გა­და­ფა­რე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დაღ­მას­ვლა და ვერც "ხერ­ხე­მალ­მა" უშ­ვე­ლა. ასე რომ, მე ამას პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას კი არა, დე­ბი­ლიზმს და­ვარ­ქმევ­დი, სა­ა­კაშ­ვი­ლი, მე­რა­ბიშ­ვი­ლი ან ადე­იშ­ვი­ლი რომ და­ე­პა­ტიმ­რე­ბი­ნათ, შე­საძ­ლოა, მარ­თლა ამა­ზე გვე­სა­უბ­რა. რო­დე­საც აპა­ტიმ­რებ გუ­ნა­ვას, სტა­ტუ­სით მეშ­ვი­დე­ხა­რის­ხო­ვან ჩი­ნოვ­ნიკს, რის გა­მოც გაკ­რი­ტი­კებს ბა­რო­ზო, კლინ­ტო­ნი და რას­მუ­სე­ნი, ეს არის გა­უ­აზ­რე­ბე­ლი სვლა. ხომ უნდა და­ფიქ­რდე, ღირს თუ არა გუ­ნა­ვას­თვის ია­რა­ღის ჩა­დე­ბა იმის­თვის, რომ ნა­ხე­ვა­რი მსოფ­ლიო გაკ­რი­ტი­კებ­დეს?.. მით უმე­ტეს, რომ არ­სე­ბობს ყვე­ლას­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც ამ კა­ცი­სა და ბევ­რის სხვა კა­ცის და­კა­ვე­ბა სრუ­ლი­ად სა­მარ­თლი­ა­ნად შე­იძ­ლე­ბა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯერ­ჯე­რო­ბით ტრა­გი­კუ­ლი და დრა­მა­ტუ­ლი არ არის. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მა­ინც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი აქვს, თუმ­ცა, თუ ამ გე­ზით გა­ნაგ­რძო­ბენ მუ­შა­ო­ბას, მარ­ტში, აპ­რილ­სა და მა­ის­ში რა იქ­ნე­ბა, არა­ვინ იცის.

- და მა­ინც, რა­ტომ არ გა­მო­ი­ყე­ნა ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ?

- არ ვიცი, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ბათ ასო­ბით კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი იუ­რის­ტია, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლაფ­რის სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ში მოქ­ცე­ვას შეძ­ლებ­და. გავ­ბე­დავ და ვი­ტყვი, რომ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, სრუ­ლი­ად თა­ვი­სუფ­ლად გა­ვა­კე­თებ­დი იმას, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ცი­ხე­ში იქ­ნე­ბო­და და და­სავ­ლეთ­სა და ევ­რო­პას კი­თხვე­ბი აღარ ექ­ნე­ბო­დათ. იმის ნი­ა­დაგ­ზე, რა­საც ისი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში აკე­თებ­დნენ, ამის გა­კე­თე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტა­ლან­ტი კი არა, სა­შუ­ა­ლო დო­ნის იუ­რის­ტის ცოდ­ნა სჭირ­დე­ბო­და. თუმ­ცა ვერ შეძ­ლეს, რად­გან იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრად უნდა იყოს სხვა კან­დი­და­ტი, გა­მოც­დი­ლი კად­რი, რო­მე­ლიც ამას შეძ­ლებს. და­ბოღ­მი­ლის პო­ზი­ცი­ი­დან "სკრომ­ნი" ლა­პა­რა­კი და თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის თვა­ლე­ბის კუს­ვა საკ­მა­რი­სი არ არის ამის­თვის. მთე­ლი ევ­რო­პა მუ­შა­ობს ამ პრინ­ცი­პით, კად­რე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე აგე­ბენ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებს. გვახ­სოვს ალ­ბათ ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მი "ფე­ო­ლა", სა­დაც ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ჟი ამ­ბობს - "წა­ა­დი!" ისე უნდა უთხრას ვინ­მემ წუ­ლუ­კი­ანს, თო­რემ ცუ­დად იქ­ნე­ბა საქ­მე. წა­ვი­დეს სახ­ლში და და­ის­ვე­ნოს. მო­უხ­დე­ბა, ნა­მე­ტა­ნი გა­დაღ­ლი­ლი თვა­ლე­ბი აქვს ამ ბოლო დროს. იმა­ვეს ვე­ტყო­დი კა­ლა­ძეს, რო­მელ­მაც უნდა გაგ­ვა­ნა­თოს თურ­მე. ყვე­ლა მის სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლას ეტყო­ბა, რომ არ შე­უძ­ლია ამ კაცს მი­ნის­ტრო­ბა.

- ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კა­ლა­ძე ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი, ალ­ღო­ი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია და სწრა­ფი ადაპ­ტა­ცია შე­უძ­ლია...

- მა­შინ კა­ლა­ძე ყო­ფი­ლა, რაც ყო­ფი­ლა და პრე­ზი­დენ­ტა­დაც ხომ არ აგ­ვერ­ჩია?! არა­და, აქამ­დე ვი­ცო­დით, რომ ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო. მხო­ლოდ გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ასე­თი რა­მის გა­კე­თე­ბა, რომ სპორ­ტსმე­ნი ან ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი და­ი­ნიშ­ნოს ამ პოსტზე. რე­ი­გა­ნი ადრე მსა­ხი­ო­ბი იყო და შემ­დეგ დიდ პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვი­და, მაგ­რამ ის გე­ნი­ო­სი გახ­ლდათ და ეს მა­ლე­ვე და­უმ­ტკი­ცა მსოფ­ლი­ოს. ჩვენ კა­ლა­ძის შემ­თხვე­ვა­ში მა­ლე­ვე დავ­რწმუნ­დით იმა­ში, რომ გე­ნი­ო­სი კი არა, სა­შუ­ა­ლო დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იმის გამო ვაკ­რი­ტი­კებ­დით "ნა­ცი­ო­ნა­ლებს," რომ ენერ­გე­ტი­კა­ში მა­ფი­ო­ზურ გა­რი­გე­ბე­ბი ჰქონ­დათ და­დე­ბუ­ლი, კო­რუფ­ცი­ულ ბიზ­ნესს აწარ­მო­ებ­დნენ და მათ ჯი­ბე­ებ­ში მი­დო­და ეს თან­ხა. ახლა კი "ირ­კვე­ვა", რომ ამ სა­წყალ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" შაქ­რის, კა­რა­ქის, კვერ­ცხის, ზე­თის, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის, დე­ნი­სა და გა­ზის ბიზ­ნეს­ში წილი არ ჰქო­ნი­ათ. გა­მო­დის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბი, მე­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­გო­რი გაღ­ლე­ტი­ლიც მო­ვი­და, ისე­თი წა­ვი­დაო, მარ­თა­ლი ყო­ფი­ლა? არა­და, ყვე­ლამ ვი­ცით, რომ არ არის მარ­თა­ლი. თუ წუ­ლუ­კი­ა­ნი და კა­ლა­ძე კო­რუფ­ცი­უ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს ვერ პო­უ­ლო­ბენ, ხომ შე­იძ­ლე­ბა, სხვა, უფრო გა­მოც­დი­ლი კად­რე­ბი და­ნიშ­ნონ, ვი­საც მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

ქვე­ყა­ნა პი­რა­დი სიმ­პა­თი­ე­ბით არ იმარ­თე­ბა. მი­ნის­ტრე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ნიშ­ნით უნდა ინიშ­ნე­ბოდ­ნენ და არა იმის მი­ხედ­ვით, კარ­გი ღვი­ნო ვინ და­ა­ლე­ვი­ნა ორი თვის წინ ივა­ნიშ­ვი­ლის წრე­ში გავ­ლე­ნი­ან პი­როვ­ნე­ბას... ენერ­გე­ტი­კის მი­ნისტრს ნა­თუ­რა მა­ინც უნდა ჰქონ­დეს ერთხელ გა­მოც­ვლი­ლი. ქვე­ყა­ნა­ში ერ­თა­დერ­თი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რია და­ვით სერ­გე­ენ­კო. ვერ ვი­ტყვი, რომ გა­სა­გი­ჟე­ბე­ლი კად­რია, მაგ­რამ მის მუ­შა­ო­ბა­ში კონ­კრე­ტი­კა ჩანს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას უთხრა, რომ 5-ლა­რი­ა­ნი და­ზღვე­ვა იქ­ნე­ბა თე­ბერ­ვლი­დან და ივ­ლი­სი­დან მო­ი­მა­ტებ­სო. კი ბა­ტო­ნო, ეს ძა­ლი­ან ცო­ტაა, მაგ­რამ კაცს რომ ბრმა­ნაწ­ლა­ვი გა­უს­კდეს, არ მოკ­ვდე­ბა. სხვე­ბი კი და­დი­ან ჟი­ჟი­ლაშ­ვი­ლის გა­და­ცე­მა­ში და ენას იფხა­ნენ. კრი­მი­ნალ­მა მო­ი­მა­ტაო, კი­ვის ხალ­ხი, ტე­ლე­ვი­ზი­ით, პრე­სი­თა და რა­დი­ო­თი, რა­ზეც ჩვენ­მა "ალალ­მა" მოგ­ვი­გო, გა­გე­ბით მო­ე­კი­დე­თო. მარ­თა­ლია, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას­თვის იმ დო­ნის ავ­ტო­რი­ტე­ტი არ ვარ, რომ ჩემს რჩე­ვებს ყური ათხო­ვოს, მაგ­რამ მა­ინც ვე­ტყვი, ის მო­საზ­რე­ბა, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და მის შემ­დე­გაც გვეს­მო­და, - ივა­ნაშ­ვი­ლი კაი და გულ­წრფე­ლი ბი­ჭი­აო, პრობ­ლე­მებს ვერ მოგ­ვიგ­ვა­რებს და ქვეყ­ნის ასა­შე­ნებ­ლა­დაც საკ­მა­რი­სი არ არის. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, თუ ხალ­ხის სა­სი­კე­თოდ არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა და კრი­მი­ნალ­მაც იმა­ტა, გულ­წრფე­ლად ვე­უბ­ნე­ბი, რომ ამას გა­გე­ბით არა­ვინ მო­ე­კი­დე­ბა.

მისი რჩე­უ­ლი მი­ნის­ტრი თვა­ლე­ბის ქაჩ­ვით გვე­უბ­ნე­ბა, პო­ლი­ცი­ის 111 ეკი­პა­ჟი და­ვა­მა­ტეო, მაგ­რამ ამ პო­ლი­ცი­ე­ლებს მარ­თვა უნ­დათ. სტრუქ­ტუ­რა­ში დღემ­დე არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­ერ­თგვა­რო­ვან პო­ზი­ცი­ა­ზე არი­ან და მათ მკაც­რი ხელი სჭირ­დე­ბათ, რათა თა­ვი­ანთ სამ­სა­ხურ­ში კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბი იყ­ვნენ. კრი­მი­ნა­ლის მხრივ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა ნამ­დვი­ლად არ არის, მაგ­რამ რაც არის, და­სა­წყის­ში­ვე უნდა აღ­მო­ი­ფხვრას. პა­ტა­რა პრობ­ლე­მე­ბი უნდა გა­და­წყვი­ტოს მთავ­რო­ბამ, თო­რემ რო­დე­საც დიდი პრობ­ლე­მე­ბი ექ­ნე­ბა, ის უნდა გა­დად­გეს, რად­გან წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­დო­მებს მომ­დევ­ნო მთავ­რო­ბე­ბი აგ­ვა­რე­ბენ.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად "მნგრე­ველ­თა ბრი­გა­და" მო­ვი­და..

- ეს არის და­მარ­ცხე­ბუ­ლი გუნ­დის ლი­დე­რის სი­ტყვე­ბი. ისე კი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ყვე­ლა­ფერს და­ვაბ­რა­ლებთ, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ პი­არ­ში ძა­ლი­ან ძლი­ე­რია. ის, რომ მისი გუნ­დი ამ­დე­ნი წელი მარ­თავ­და ქვე­ყა­ნას, მისი კარ­გი პი­ა­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა... რო­დე­საც ივა­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებს, შუ­შის ხიდი უნდა ავი­ღოო, მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ში დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ რა­ღაც სა­კი­თხი ან ასე უნდა გა­და­წყვი­ტო, ან ისე. ამ ხიდს თუ ან­გრე­ვენ, და­ან­გრი­ონ, ან ნუ­ღარ ლა­პა­რა­კო­ბენ. მე ვე­სა­უბ­რე რამ­დე­ნი­მე მსხვილ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ჯგუფს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ის და­ბან­დე­ბას აპი­რებ­დნენ და პირ­და­პირ მი­თხრეს, რომ მათ­თვის მთა­ვა­რი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რი­ტო­რი­კაა. პი­რა­დად მე ხიდ­თან და­კავ­ში­რე­ბით იმ­დე­ნი პრობ­ლე­მა არ მაქვს, მაგ­რამ "შან­გრი­ლას" კაი გემ­რი­ე­ლად მი­ვან­გრ-მო­ვან­გრევ­დი. ჩემი აზ­რით, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, უბ­რა­ლოდ, გული მო­ფხა­ნა იმ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც ის ხიდი არ მოს­წონ­დათ, თო­რემ, რო­გორც ვა­ტყობ, მისი დან­გრე­ვა აუ­ცი­ლებ­ლო­ბად სუ­ლაც არ მი­აჩ­ნია. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კუ­ლუ­ა­რუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის კე­თე­ბა ოფი­ცი­ა­ლურ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე არ არის სწო­რი ტაქ­ტი­კა, რად­გან ის, რა­საც მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყა­ვის და­ლე­ვის დროს ლა­პა­რა­კობს, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის თემა არ უნდა გახ­დეს.

- ბოლო დღე­ებ­ში ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და პრე­ზი­დენ­ტი. მისი თქმით, ახალ მთავ­რო­ბას 2013 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი არ აქვს.

- ეს იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად სწორ მი­მარ­თუ­ლე­ბას აი­ღებს ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, რაც უნდა პი­ა­რი იკე­თოს სა­ა­კაშ­ვილ­მა და სულ მა­ლა­ყი გა­ა­კე­თოს ჰა­ერ­ში, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" პო­ლი­ტი­კუ­რი არე­ნი­დან გაქ­რე­ბი­ან.

შე­საძ­ლოა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის რა­ღაც პრო­ცენტს მარ­თლაც გა­უჩ­ნდეს მათ მი­მართ ნოს­ტალ­გია, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ხალ­ხს კობა ხა­ბაზს, ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურს, აკო მი­ნაშ­ვილს, გივი თარ­გა­მა­ძე­სა და გოკა გა­ბაშ­ვილს რომ გა­ახ­სე­ნე­ბენ, მზად იქ­ნე­ბი­ან, ერთი კი არა, ორი კა­ლა­ძე აი­ტა­ნონ.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რას გააკეთებდა კახა კუკავა, იუსტიციის მინისტრად რომ დაენიშნათ

რას გააკეთებდა კახა კუკავა, იუსტიციის მინისტრად რომ დაენიშნათ

"პოლიტიკური პროცესებისგან განზე გავდექი, რადგან ასე უფრო ობიექტური ვიქნები. ვცდილობ, ზომიერად კრიტიკული ვიყო, მაგრამ იმაზე თვალების დახუჭვა, რაც დღესავით ნათელია, არ შემიძლია", - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, რომელიც მოსკოვიდან ახლახან დაბრუნდა. ამბობს, რომ რუს კოლეგებთან მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებდა, დანარჩენზე კი გადაწყვეტილება სახელმწიფომ უნდა მიიღოს.

- 2012 წელი ძალიან დადებითი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანამ ეს ჭირი მოიშორა, თუმცა ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება 2013 წელი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ გვახსოვს, როგორ აჟიტირებული ვიყავით 2003 წელს, როდესაც ქვეყნის სათავეში "ნაციონალები" მოვიდნენ. ქართველ საზოგადოებას და მათ შორის მეც ეს გუნდი ძლიერი გვეგონა, მაგრამ შემდეგ ყველამ ვნახეთ, რომ მწარედ მოგვატყუეს, ამიტომ ახლა მთავარია, ახალმა ხელისუფლებამ იმ მოლოდინის გამართლება და იმ დაპირებების შესრულება შეძლოს, რითაც არჩევნებში გაიმარჯვა. თუმცა იმ ნაბიჯებით, რასაც ისინი აკეთებენ, დიდი იმედი არ მაქვს, რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს. ჯერჯერობით მწვავე კრიტიკას მაინც მოვერიდები და უბრალოდ ვიტყვი, რომ მოკრძალებული სკეპტიციზმით ვარ განწყობილი. თუმცა კი, ბევრი რამ არ მომწონს, რასაც ისინი აკეთებენ.

- რა არის თქვენთვის მიუღებელი?

- მინისტრები, რომლებიც დანიშნეს, ერთი-ორის გამოკლებით, უბრალოდ, არაფრის მაქნისები არიან. ჯერჯერობით ყველა მათგანის გამოსვლა ძალიან არაკომპეტენტურია. არჩევნებამდე იმდენ დაპირებას იძლეოდნენ და ახლა ვერაფერი კონკრეტული ვერ შესთავაზეს საზოგადოებას. განათლების მინისტრმა ისეთი რაღაცები ილაპარაკა, ივანიშვილი ერთი კვირა იმართლებდა თავს საზოგადოების წინაშე.

კულტურის მინისტრს რომ ვუყურებ, მის მიმართ სიბრალულის გრძნობა მიპყრობს, - ბატონ ოდიშარიას თვალებში აწერია, "რა მინდოდა წვენებში". იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოთხი კაცი დაიჭირა, მათგან სამი საერთოდ არ იყო დასაჭერი იმ ბრალდებების მიხედვით, რომლებიც მათ წაუყენეს. მაგალითად, ახალაიას წაუყენეს სრულიად აბსურდული ბრალდება, არადა, იციან, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი. ერთ-ერთი კი, თენგიზ გუნავა, ისეთ საქმეზე იყო დაკავებული, რომ ამის გამო საქართველოს ხელისუფლება ნახევარმა მსოფლიომ გააკრიტიკა. გვარამიასა და მისი სულიერი ძმების დაკავებებზეც მინდა ვთქვა, - ნახევარმა საქართველომ იცის მათი "პატრიოტული" მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ ეს ადამიანები ისე არაპროფესიონალურად და არადამაჯერებლად დააკავეს, რომ მგონი, თავადაც გაოგნებული არიან. მათ ნებისმიერ ნაბიჯში არაპროფესიონალიზმი ჩანს. ყველამ იცის, რომ თენგიზ გუნავას იარაღი ჩაუდეს. მას შემდეგ ერთი თვე გავიდა და არ ჰყოფნით იმის პრინციპულობა, რომ აღიარონ და ის ადამიანი დააპატიმრონ, ვინც მას იარაღი ჩაუდო. ამის გაკეთება მნიშვნელოვანია, რათა ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში ამის პრაქტიკა აღკვეთონ. თუ ამას იმიტომ აკეთებენ, რომ თავისიანები არიან და "აბა, ჩემს შვილს ხომ არ დავსჯის" პრინციპით აფარებენ ხელს, ასეთი მეთოდებით მუშაობამ დაღუპა თავის დროზე ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე და სულ ახლახან მიხეილ სააკაშვილი. სანოძესა და ახალაიასთვის ხელის გადაფარების შემდეგ დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" დაღმასვლა და ვერც "ხერხემალმა" უშველა. ასე რომ, მე ამას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას კი არა, დებილიზმს დავარქმევდი, სააკაშვილი, მერაბიშვილი ან ადეიშვილი რომ დაეპატიმრებინათ, შესაძლოა, მართლა ამაზე გვესაუბრა. როდესაც აპატიმრებ გუნავას, სტატუსით მეშვიდეხარისხოვან ჩინოვნიკს, რის გამოც გაკრიტიკებს ბაროზო, კლინტონი და რასმუსენი, ეს არის გაუაზრებელი სვლა. ხომ უნდა დაფიქრდე, ღირს თუ არა გუნავასთვის იარაღის ჩადება იმისთვის, რომ ნახევარი მსოფლიო გაკრიტიკებდეს?.. მით უმეტეს, რომ არსებობს ყველასთვის კარგად ცნობილი მტკიცებულებები, რომლითაც ამ კაცისა და ბევრის სხვა კაცის დაკავება სრულიად სამართლიანად შეიძლება.

ეს ყველაფერი ჯერჯერობით ტრაგიკული და დრამატული არ არის. ხელისუფლებას მაინც ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს, თუმცა, თუ ამ გეზით განაგრძობენ მუშაობას, მარტში, აპრილსა და მაისში რა იქნება, არავინ იცის.

- და მაინც, რატომ არ გამოიყენა ეს მტკიცებულებები ახალმა ხელისუფლებამ?

- არ ვიცი, დღეს საქართველოში ალბათ ასობით კვალიფიციური იურისტია, რომელიც ამ ყველაფრის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას შეძლებდა. გავბედავ და ვიტყვი, რომ იუსტიციის მინისტრი რომ ვყოფილიყავი, სრულიად თავისუფლად გავაკეთებდი იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყველა დამნაშავე მაღალჩინოსანი ციხეში იქნებოდა და დასავლეთსა და ევროპას კითხვები აღარ ექნებოდათ. იმის ნიადაგზე, რასაც ისინი ხელისუფლების სათავეში აკეთებდნენ, ამის გაკეთებას განსაკუთრებული ტალანტი კი არა, საშუალო დონის იურისტის ცოდნა სჭირდებოდა. თუმცა ვერ შეძლეს, რადგან იუსტიციის მინისტრად უნდა იყოს სხვა კანდიდატი, გამოცდილი კადრი, რომელიც ამას შეძლებს. დაბოღმილის პოზიციიდან "სკრომნი" ლაპარაკი და თეა წულუკიანის თვალების კუსვა საკმარისი არ არის ამისთვის. მთელი ევროპა მუშაობს ამ პრინციპით, კადრების პროფესიონალიზმზე აგებენ სახელმწიფო სტრუქტურებს. გვახსოვს ალბათ ცნობილი ქართული ფილმი "ფეოლა", სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს - "წაადი!" ისე უნდა უთხრას ვინმემ წულუკიანს, თორემ ცუდად იქნება საქმე. წავიდეს სახლში და დაისვენოს. მოუხდება, ნამეტანი გადაღლილი თვალები აქვს ამ ბოლო დროს. იმავეს ვეტყოდი კალაძეს, რომელმაც უნდა გაგვანათოს თურმე. ყველა მის სატელევიზიო გამოსვლას ეტყობა, რომ არ შეუძლია ამ კაცს მინისტრობა.

- ახალი ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ კალაძე ძალიან ჭკვიანი, ალღოიანი ადამიანია და სწრაფი ადაპტაცია შეუძლია...

- მაშინ კალაძე ყოფილა, რაც ყოფილა და პრეზიდენტადაც ხომ არ აგვერჩია?! არადა, აქამდე ვიცოდით, რომ ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება ასეთი რამის გაკეთება, რომ სპორტსმენი ან ხელოვანი ადამიანი დაინიშნოს ამ პოსტზე. რეიგანი ადრე მსახიობი იყო და შემდეგ დიდ პოლიტიკაში წავიდა, მაგრამ ის გენიოსი გახლდათ და ეს მალევე დაუმტკიცა მსოფლიოს. ჩვენ კალაძის შემთხვევაში მალევე დავრწმუნდით იმაში, რომ გენიოსი კი არა, საშუალო დონის ფეხბურთელია. წლების განმავლობაში იმის გამო ვაკრიტიკებდით "ნაციონალებს," რომ ენერგეტიკაში მაფიოზურ გარიგებები ჰქონდათ დადებული, კორუფციულ ბიზნესს აწარმოებდნენ და მათ ჯიბეებში მიდოდა ეს თანხა. ახლა კი "ირკვევა", რომ ამ საწყალ "ნაციონალებს" შაქრის, კარაქის, კვერცხის, ზეთის, მედიკამენტების, დენისა და გაზის ბიზნესში წილი არ ჰქონიათ. გამოდის, რომ სააკაშვილის სიტყვები, მერაბიშვილი, როგორი გაღლეტილიც მოვიდა, ისეთი წავიდაო, მართალი ყოფილა? არადა, ყველამ ვიცით, რომ არ არის მართალი. თუ წულუკიანი და კალაძე კორუფციული დანაშაულის ნიშნებს ვერ პოულობენ, ხომ შეიძლება, სხვა, უფრო გამოცდილი კადრები დანიშნონ, ვისაც მეტი გამოცდილება აქვს.

ქვეყანა პირადი სიმპათიებით არ იმართება. მინისტრები პროფესიონალიზმის ნიშნით უნდა ინიშნებოდნენ და არა იმის მიხედვით, კარგი ღვინო ვინ დაალევინა ორი თვის წინ ივანიშვილის წრეში გავლენიან პიროვნებას... ენერგეტიკის მინისტრს ნათურა მაინც უნდა ჰქონდეს ერთხელ გამოცვლილი. ქვეყანაში ერთადერთი კვალიფიციური კადრია დავით სერგეენკო. ვერ ვიტყვი, რომ გასაგიჟებელი კადრია, მაგრამ მის მუშაობაში კონკრეტიკა ჩანს, საზოგადოებას უთხრა, რომ 5-ლარიანი დაზღვევა იქნება თებერვლიდან და ივლისიდან მოიმატებსო. კი ბატონო, ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ კაცს რომ ბრმანაწლავი გაუსკდეს, არ მოკვდება. სხვები კი დადიან ჟიჟილაშვილის გადაცემაში და ენას იფხანენ. კრიმინალმა მოიმატაო, კივის ხალხი, ტელევიზიით, პრესითა და რადიოთი, რაზეც ჩვენმა "ალალმა" მოგვიგო, გაგებით მოეკიდეთო. მართალია, ბატონი ბიძინასთვის იმ დონის ავტორიტეტი არ ვარ, რომ ჩემს რჩევებს ყური ათხოვოს, მაგრამ მაინც ვეტყვი, ის მოსაზრება, რომელიც არჩევნებამდე და მის შემდეგაც გვესმოდა, - ივანაშვილი კაი და გულწრფელი ბიჭიაო, პრობლემებს ვერ მოგვიგვარებს და ქვეყნის ასაშენებლადაც საკმარისი არ არის. რამდენიმე თვის შემდეგ, თუ ხალხის სასიკეთოდ არაფერი შეიცვალა და კრიმინალმაც იმატა, გულწრფელად ვეუბნები, რომ ამას გაგებით არავინ მოეკიდება.

მისი რჩეული მინისტრი თვალების ქაჩვით გვეუბნება, პოლიციის 111 ეკიპაჟი დავამატეო, მაგრამ ამ პოლიციელებს მართვა უნდათ. სტრუქტურაში დღემდე არსებობენ ადამიანები, რომლებიც არაერთგვაროვან პოზიციაზე არიან და მათ მკაცრი ხელი სჭირდებათ, რათა თავიანთ სამსახურში კეთილსინდისიერები იყვნენ. კრიმინალის მხრივ მძიმე მდგომარეობა ნამდვილად არ არის, მაგრამ რაც არის, დასაწყისშივე უნდა აღმოიფხვრას. პატარა პრობლემები უნდა გადაწყვიტოს მთავრობამ, თორემ როდესაც დიდი პრობლემები ექნება, ის უნდა გადადგეს, რადგან წინა ხელისუფლების შეცდომებს მომდევნო მთავრობები აგვარებენ.

- მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არჩევნების შედეგად "მნგრეველთა ბრიგადა" მოვიდა..

- ეს არის დამარცხებული გუნდის ლიდერის სიტყვები. ისე კი, მიხეილ სააკაშვილს ყველაფერს დავაბრალებთ, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ პიარში ძალიან ძლიერია. ის, რომ მისი გუნდი ამდენი წელი მართავდა ქვეყანას, მისი კარგი პიარის დამსახურებაა... როდესაც ივანიშვილი აცხადებს, შუშის ხიდი უნდა ავიღოო, მსოფლიო პოლიტიკაში დამტკიცებულია, რომ რაღაც საკითხი ან ასე უნდა გადაწყვიტო, ან ისე. ამ ხიდს თუ ანგრევენ, დაანგრიონ, ან ნუღარ ლაპარაკობენ. მე ვესაუბრე რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფს, რომლებიც საქართველოში ინვესტიციის დაბანდებას აპირებდნენ და პირდაპირ მითხრეს, რომ მათთვის მთავარი შემაფერხებელი ახალი ხელისუფლების რიტორიკაა. პირადად მე ხიდთან დაკავშირებით იმდენი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ "შანგრილას" კაი გემრიელად მივანგრ-მოვანგრევდი. ჩემი აზრით, არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილმა, უბრალოდ, გული მოფხანა იმ ადამიანებს, რომელთაც ის ხიდი არ მოსწონდათ, თორემ, როგორც ვატყობ, მისი დანგრევა აუცილებლობად სულაც არ მიაჩნია. პრემიერ-მინისტრის კულუარული განცხადებების კეთება ოფიციალურ პრესკონფერენციებზე არ არის სწორი ტაქტიკა, რადგან ის, რასაც მეგობრებთან ერთად ყავის დალევის დროს ლაპარაკობს, პრესკონფერენციების თემა არ უნდა გახდეს.

- ბოლო დღეებში ძალიან აგრესიული გახდა პრეზიდენტი. მისი თქმით, ახალ მთავრობას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს.

- ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორ მიმართულებას აიღებს ივანიშვილის მთავრობა. ამ შემთხვევაში, რაც უნდა პიარი იკეთოს სააკაშვილმა და სულ მალაყი გააკეთოს ჰაერში, "ნაციონალები" პოლიტიკური არენიდან გაქრებიან.

შესაძლოა, საზოგადოების რაღაც პროცენტს მართლაც გაუჩნდეს მათ მიმართ ნოსტალგია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხალხს კობა ხაბაზს, ნუგზარ წიკლაურს, აკო მინაშვილს, გივი თარგამაძესა და გოკა გაბაშვილს რომ გაახსენებენ, მზად იქნებიან, ერთი კი არა, ორი კალაძე აიტანონ.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა