მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას უკრძალავენ ექიმები სალომე ღვინიაშვილს
რას უკრძალავენ ექიმები სალომე ღვინიაშვილს

შვი­დი წე­ლია სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი ახალ წელს თბი­ლის­ში არ შეხ­ვედ­რია. წელს მთე­ლი ოჯა­ხით თბი­ლის­ში ხვდე­ბა და ამი­ტომ ამ დღის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბა. მო­მა­ვა­ლი წლის­თვის კი ბევ­რი გეგ­მა აქვს. აპი­რებს სა­კუ­თა­რი გა­და­ცე­მის გა­კე­თე­ბას. "ტოპ გო­გო­დან" სა­ლო­მე თა­ვი­სი სურ­ვი­ლით წა­მო­ვი­და. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რებ­მა მისი შემ­ცვლე­ლიც მო­ნა­ხეს. თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლო­ში იჩივ­ლა, შე­იძ­ლე­ბა გა­და­ცე­მის ბედი შე­იც­ვა­ლოს.

რა­ტომ არ მოს­წონს სწო­რი თმა

- სა­ლო­მე, მშობ­ლე­ბი რას საქ­მი­ა­ნო­ბენ?

- დედა, ნინო გამ­ყრე­ლი­ძე, უცხო ენე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია. მამა - დათო ღვი­ნი­აშ­ვი­ლი, პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რია. სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში მო­ნუ­მენ­ტურ ფა­კულ­ტეტ­ზე კი­თხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს. მერე სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში იყო. რა­ღაც პე­რი­ო­დი ვიცე-მერი გახ­ლდათ. მთაწ­მინ­და-კრწა­ნი­სის რა­იო­ნის გამ­გებ­ლად მუ­შა­ობ­და შე­ვარ­დნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს. დე­დას არ უყ­ვარს სი­ტყვა დი­ა­სახ­ლი­სი, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ის დი­ა­სახ­ლი­სია. მა­მაც დრო­ე­ბით უმუ­შე­ვა­რია. მშობ­ლე­ბის სი­ყვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი 36 წლის წინ და­ი­წყო. მა­მი­და­ჩე­მი და დედა უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მე­გობ­რობ­დნენ. დე­დამ მა­მი­დას­თან სტუმ­რო­ბი­სას გა­იც­ნო მამა. შე­უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი და და­ქორ­წინ­დნენ. 22 იან­ვარს ერ­თად ცხოვ­რე­ბი­დან 36 წელი შე­უს­რულ­დე­ბათ. მყავს უფ­რო­სი და თა­თუ­ლი. სუ­რა­თი დე­და­სა და დას­თან ერ­თად მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი.

- დებს ვისი სა­ხე­ლე­ბი და­გარ­ქვეს?

- ჩემს დას სა­ხე­ლი ბე­ბი­ა­ჩე­მის - თა­თუ­ლი ღვი­ნი­აშ­ვი­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვეს. ჩემ­თვის სა­ლო­მე არა­ვის პა­ტივ­სა­ცე­მად არ და­ურ­ქმე­ვი­ათ. მაგ­რამ ჩემს პა­ტივ­სა­ცე­მად ახლა ჩემს დის­შვილს ჰქვია სა­ლო­მე. ჩემს ვაჟს მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი და­ვარ­ქვი.

- ვის ჰგავ­ხარ გა­რეგ­ნუ­ლად?

- ჩემს თავს ძა­ლი­ან ვამ­სგავ­სებ მა­მას. მა­მა­სა­ვით მა­ღა­ლი, გამ­ხდა­რი ვარ და მუქი ფე­რის კანი მაქვს. ძა­ლი­ან მამ­სგავ­სე­ბენ მა­მი­და­ჩემ­საც. ჩემს თავს დე­და­შიც ვპო­უ­ლობ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ უფრო მა­მას ვგა­ვარ.

- დას­თან ერ­თად ეს ფოტო წყნეთ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი...

- წყნეთ­ში აგა­რა­კი გვაქვს, სა­დაც ყოვ­ელ ზა­ფხულს ვი­კ­რი­ბე­ბით მთე­ლი ოჯა­ხი. ჩე­მი ბავ­შვო­ბის ზა­ფხუ­ლი წყნეთ­თან ასო­ცირ­დე­ბა და ახლა ასეა ჩემი შვი­ლე­ბის­თვის.

- ბევ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თმა გაქვს.

- თმის გამო ბავ­შვო­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბას ვიქ­ცევ­დი. ახლა ცოტა გას­წორ­და. ბავ­შვო­ბა­ში უფრო ხვე­უ­ლი მქონ­და. არას­დროს მნდო­მე­ბია, რომ სწო­რი თმა მქო­ნო­და. ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან ვაწ­ვა­ლებ­დი დე­დას და­ვარ­ცხნი­სას, თუმ­ცა ამას ჩემ­თვის დის­კომ­ფორ­ტი არ შე­უქ­მნია.

- ახლა არ გი­ჭირს და­ვარ­ცხნა?

- უკვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მაქვს ჩემი თმის და­ვარ­ცხნის მე­თო­დი. ისე, რო­გორც ყვე­ლა ადა­მი­ანს, მეც მინ­და ხან­და­ხან ცვლი­ლე­ბე­ბი. რამ­დენ­ჯერ­მე სა­ლონ­ში გა­ვის­წო­რე, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის მერე ისე­თი დის­კომ­ფორ­ტი ვიგ­რძე­ნი, რომ მა­შინ­ვე და­ვი­ბა­ნე, რომ ისევ დამ­ხვე­ო­და. სარ­კე­ში ჩემს თავს გას­წო­რე­ბულ თმა­ში ვერ ვუ­ყუ­რებ.

- შემ­დე­გი ფო­ტოს გა­და­ღე­ბის ის­ტო­რია რო­გო­რია?

- დე­და­ჩე­მის მა­მი­დას­თან ბავ­შვო­ბა­ში ხში­რად მივ­დი­ო­დით მე და ჩემი და. ფო­ტო­ებს გვაჭ­რე­ვი­ნებ­დნენ და მერე და­ფა­ზე ვაკ­რავ­დით. ერთ-ერთი ასე­თი გარ­თო­ბის შემ­დეგ მე და ჩემს დას სუ­რა­თი გა­დაგ­ვი­ღეს. პე­პი­ვით მაქვს ამ­ჯე­რად თმა (იცი­ნის). ჩემი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვავ­დე­ბა ჩემ­გან რო­გორც გა­რეგ­ნო­ბით, ისე ხა­სი­ა­თით. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, არაფ­რით არ ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს. ორი რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვართ. თმას რომ ვის­წო­რებ, გა­რეგ­ნო­ბით მხო­ლოდ მა­შინ მამ­სგავ­სე­ბენ თა­თუ­ლის.

რა აჩუ­ქა სოფო შე­ვარ­დნა­ძემ ბავ­შვო­ბა­ში

- ალ­ბომ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი ფოტო გაქვს. შემ­დე­გი სუ­რა­თი სა­დაა გა­და­ღე­ბუ­ლი?

- ოთხი წლის ასაკ­ში უკვე კარ­გად ვი­დე­ქი თხი­ლა­მუ­რებ­ზე, სუ­რა­თი ბა­კუ­რი­ან­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. ახლა უკვე კარ­გად დგა­ნან თხი­ლა­მუ­რებ­ზე, მაგ­რამ ჩემს თა­ო­ბა­ში ასე ად­რე­ულ ასაკ­ში ბევ­რი ვერ სრი­ა­ლებ­და კარ­გად. ცოტა რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, სპორ­ტულ სკო­ლა­ში შე­მიყ­ვა­ნეს. მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვი­ღებ­დი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლო­ბებ­ზე. ერთხელ მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­ვე­დი. პირ­ველ-მე­ო­რე ად­გი­ლებ­ზე ბა­კუ­რი­ა­ნე­ლე­ბი გა­ვიდ­ნენ. თხი­ლა­მუ­რებ­ზე სრი­ალს აღარ გავ­ყე­ვი, რად­გან, ფაქ­ტობ­რი­ვად, თავი უნდა გა­და­მე­დო. თან ფეხი მო­ვი­ტე­ხე და წე­ლის ტრავ­მა მი­ვი­ღე და დღემ­დე კორ­სე­ტი მი­კე­თია. ამი­ტომ ვარ­ჩიე, სხვა რამ გა­მე­კე­თე­ბი­ნა და ეს სპორ­ტი ჰო­ბის დო­ნე­ზე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. მარ­თა­ლია, ექი­მე­ბი მიკ­რძა­ლა­ვენ, მაგ­რამ ზამ­თარ­ში მივ­დი­ვარ ხოლ­მე ბა­კუ­რი­ან­ში და ისევ ვდგე­ბი თხი­ლა­მუ­რებ­ზე.

- შემ­დეგ ფო­ტოს რომ ვუ­ყუ­რებ, მგო­ნია, რომ ბავ­შვო­ბი­დან ფო­ტო­ა­პა­რა­ტის წინ პო­ზი­რე­ბა მოგ­წონ­და.

- ჩვენს ბავ­შვო­ბა­ში მშობ­ლებს სახ­ლში მოჰ­ყავ­დათ ფო­ტოგ­რა­ფი და ბავ­შვებს ისე უღებ­დნენ ფო­ტო­ებს. ეს ფოტო დე­დამ ერთ-ერთ ფო­ტოგ­რაფს გა­და­ა­ღე­ბი­ნა, მერე გა­ა­დი­დე­ბი­ნა და დღემ­დე უკი­დია სახ­ლში.

- მოგ­წონ­და ფო­ტოგ­რა­ფის სახ­ლში სტ­უმ­რო­ბა?

- სა­შინ­ლად არ მო­მწონ­და. და­ბა­დე­ბის დღ­ის ფო­ტო­ებ­ში არ­სად არ ვარ რა­ტომ­ღაც. თურ­მე ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა იმ­დე­ნად არ მიყ­ვარ­და, რომ სულ მა­გი­დის ქვეშ ვი­მა­ლე­ბო­დი. თო­თხმე­ტი წლი­დან მო­მე­წო­ნა ყურ­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა და ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა.

- სუ­რათ­ზე ვის­თან ერ­თად ხარ?

- ჩემს ბი­ძაშ­ვილ ერეკ­ლე გამ­ყრე­ლი­ძეს­თან მაქვს ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლი. სა­ბავ­შვო ბა­ღის ერთ-ერთ ზე­იმ­ზე ვართ, ყო­ველ­თვის მომ­წონ­და ბა­ლე­ტი. კაბა, რო­მე­ლიც ფო­ტო­ზე მაც­ვია, სოფო შე­ვარ­დნა­ძემ მა­ჩუ­ქა.

- მათ ოჯახ­თან ახ­ლობ­ლობთ?

- ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი ახ­ლობ­ლო­ბენ. სო­ფოს­თან მეც ვმე­გობ­რობ­დი და ეს კაბა რომ მა­ჩუ­ქა, ალ­ბათ თვი­თონ არც ახ­სოვს, მე კი ყვე­ლა ზე­იმ­ზე ეს კაბა მეც­ვა, ცო­ცხა­ლი თა­ვით არ მინ­დო­და, არ­ჩე­ვა­ნი სხვა კა­ბა­ზე გა­მე­კე­თე­ბი­ნა.

- დღემ­დე გრძელ­დე­ბა თქვე­ნი მე­გობ­რო­ბა?

- რა თქმა უნდა. უბ­რა­ლოდ, ახლა სოფო მოს­კოვ­შია და მეც სხვა საქ­მე­ე­ბი მაქვს. ხში­რად შეხ­ვედ­რას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებთ.

- სოფო შე­ვარ­დნა­ძის ნა­ჩუ­ქარ­მა კა­ბამ ბა­ლე­რი­ნო­ბის სურ­ვი­ლი არ გა­გი­ჩი­ნა?

- ბა­ლე­რი­ნო­ბა ძა­ლი­ან მინ­დო­და. ერთი პე­რი­ო­დი სხვა­ზე ვე­რა­ფერ­ზე ვფიქ­რობ­დი. სახ­ლში მქონ­და ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის უამ­რა­ვი ფოტო მი­სი­ვე ხელ­მო­წე­რე­ბით. თუმ­ცა დე­დამ ბა­ლეტ­ზე არ მა­ტა­რა. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ რთუ­ლი პრო­ფე­სი­აა. სპორ­ტსკო­ლა­ში მა­ტა­რეს, ბა­ლეტ­ზე - არა. თუმ­ცა ამის გამო გული არ მწყდე­ბა. ვერ ვი­ტყვი, რომ ბა­ლე­რი­ნო­ბას ვერ შევ­ძლებ­დი, მაგ­რამ ალ­ბათ რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და. პრინ­ციპ­ში ყვე­ლა პრო­ფე­სია რთუ­ლია, მაგ­რამ ბა­ლე­რი­ნო­ბა მა­ინც.

- რო­მელ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დით?

- 55-ე სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი.

- სუ­რა­თი, რო­გორც ვხვდე­ბი, ბოლო ზარ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი.

- ამ დროს უკვე ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი. სა­ში­ნე­ლი ტოკ­სი­კო­ზი მქონ­და, მაგ­რამ თავს ძალა და­ვა­ტა­ნე და ბოლო ზარ­ზე მი­ვე­დი. ძა­ლი­ან პა­ტა­რა გავ­თხოვ­დი. აკა­დე­მი­ა­ში ვა­ბა­რებ­დი. წინ­სა­ფარ­ზე სა­კუ­თა­რი ნა­ხა­ტი მაქვს. ჩემი თავი დავ­ხა­ტე.

- სკო­ლა­ში კარ­გად სწავ­ლობ­დი? რო­გორ მოხ­და, რომ სკო­ლი­დან გა­თხოვ­დი და ამის გამო გული არ დაგ­წყდა.

- მა­შინ ვერ ვხვდე­ბო­დი, რა სირ­თუ­ლე­ებ­ში ვდგამ­დი ფეხს. თექ­ვსმე­ტი წლის ასაკ­ში ყვე­ლა­ფე­რი ვარ­დის­ფრად მეჩ­ვე­ნე­ბო­და. თუმ­ცა ადრე გა­თხო­ვე­ბას ჩემ­თვის არა­ფერ­ში არ შე­უშ­ლია ხელი. არც კა­რი­ე­რა­ში და არც სწავ­ლა­ში. უბ­რა­ლოდ, სამ წე­ლი­წად­ში და­მენგრა ოჯა­ხი და ამის მი­ზე­ზი ის მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან ადრე გავ­თხოვ­დი. თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ტყუ­ი­ლად არა­ფე­რი ხდე­ბა და არ მაქვს გულ­ში ხინ­ჯად, რა­ტომ გავ­თხოვ­დი-მეთ­ქი. პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ არ ვნა­ნობ, რომ პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან მყავს და­თუ­ნა და ის ჩემი ცხოვ­რე­ბის აზრი და იმე­დია.

- რო­გორ ფიქ­რობ, ოჯა­ხის დან­გრე­ვის მი­ზე­ზი მარ­ტო ად­რე­ულ ასა­კი იყო თუ შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვი?

- ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით მეც და ჩემი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ტატო აბუ­ლა­ძეც. მე თექ­ვსმე­ტი წლის და ტატო - ცხრა­მე­ტის. დღეს რომ ვუ­ყუ­რებ თექ­ვსმე­ტი წლის ბავ­შვებს, ვხვდე­ბი, რომ ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი არი­ან. მაგ­რამ იმ ასაკ­ში ვერ ხვდე­ბი ამას. მახ­სოვს, ახა­ლი გა­თხო­ვი­ლი რომ ვი­ყა­ვი, სა­ლონ­ში მი­ვე­დი და ბე­ჭე­დი მე­კე­თა. ეს ფაქ­ტი ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და. სა­ლონ­ში ერ­თმა ქალ­მა მი­თხრა, რომ გა­იზ­რდე­ბი, მიხ­ვდე­ბი, რომ ახლა ძა­ლი­ან პა­ტა­რა ხარო. ახლა ვხვდე­ბი, რომ ის ქალი მარ­თა­ლი იყო და იმი­ტო­მაც ვერ აე­წყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. თუმ­ცა დღეს ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, პირ­ველ რიგ­ში, და­თუ­ნას გამო. მას ჰყავს მე­უღ­ლე, მე ჩემი ოჯა­ხი მაქვს. ვფიქ­რობ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ტრა­გე­დია არ მომ­ხდა­რა, პირ­ვე­ლი ოჯა­ხი რომ და­ინ­გრა. ეს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს.

რა­ტომ არ უნდა შვი­ლის ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა

- გა­თხო­ვე­ბამ სწავ­ლა­ში ხელი არ შე­მი­შა­ლაო, მი­თხა­რი...

- ვსწავ­ლობ­დი სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში მო­დე­ლი­რე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე. პა­რა­ლე­ლუ­რად თხუთ­მე­ტი წლი­დან ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ჩვე­ნე­ბებ­ში. გა­თხო­ვე­ბას ჩემ­თვის ხელი არა­ფერ­ში შე­უშ­ლია. ბავ­შვის გაზ­რდა­ში დედა მეხ­მა­რე­ბო­და. მე­უღ­ლეს რომ დავ­შორ­დი, ძა­ლი­ან მალე გა­ვი­ცა­ნი ზურა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი და ზუ­რას­თან ერ­თად ჩემი ცხოვ­რე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­იც­ვა­ლა. სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლამ მო­მი­წია. შვი­დი წელი ვი­ცხოვ­რეთ ინ­გლის­ში. იმ პე­რი­ოდ­ში სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა­ში პა­უ­ზა მქონ­და. შვი­ლე­ბი გა­ვა­ჩი­ნე. მთელ დროს ოჯახ­ში ვა­ტა­რებ­დი. თუმ­ცა ვა­ხერ­ხებ­დი, რომ მეს­წავ­ლა, რაც ძა­ლი­ან გა­მო­მად­გა. ჩა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში და ვცდი­ლობ, აქ­ტი­უ­რად ვი­ცხოვ­რო. კა­რი­ე­რას და პი­რად ცხოვ­რე­ბას ერ­თმა­ნეთს ვუ­თავ­სებ.

- დე­და­სა და დას­თან ერ­თად ფოტო რო­დის გაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი?

- და­ახ­ლო­ე­ბით ექ­ვსი წლის წინ. მა­შინ ტასო უკვე მყავ­და. რო­გორც ხე­დავ, სა­მი­ვე ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ. ინ­გლის­ში ერთი პე­რი­ო­დი ქე­რად შე­ვი­ღე­ბე თმა, ოღონდ ძა­ლი­ან ცოტა ხნით. აე­რო­პორ­ტში რომ ჩა­მო­ვე­დი, მა­მა­ჩემს შე­ე­შა­ლა და ისე მომ­მარ­თა, რო­გორც დე­და­ჩემს.

- სუ­რათ­ზე ჩანს, რომ ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ხარ. ზუ­რას გაც­ნო­ბამ­დე ფეხ­ბურ­თი გიყ­ვარ­და?

- ვერ ვი­ტყვი, რომ მიყ­ვარ­და ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და. უბ­რა­ლოდ, მა­მა­ჩე­მია ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. თუმ­ცა მე სა­ერ­თოდ ვერ ვერ­კვე­ო­დი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი რომ ვი­ყა­ვით, მი­თხრა, პრე­მი­ერ­ლი­გა­ში გა­და­ვე­დი­თო და სა­ერ­თოდ ვერ მივ­ხვდი, ამით რა მოხ­და. ვი­თომ ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, მაგ­რამ მა­შინ­ვე მა­მას და­ვუ­რე­კე და გა­მოვ­კი­თხე, პრე­მი­ერ­ლი­გა­ში რა ხდე­ბა-მეთ­ქი. ჩემ­თვის "დი­ნა­მო" სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი იყო. თუმ­ცა სი­ტუ­ა­ცი­ამ მო­ი­ტა­ნა და დღეს ნე­ბის­მი­ე­რი თა­მა­ში შე­მიძ­ლია ისე გან­ვი­ხი­ლო, რომ ბევრ მა­მა­კაცს გა­უ­ჭირ­დე­ბა. ზუ­რას რომ გავ­ყე­ვი ცო­ლად, თა­ვი­დან თა­მა­შებ­ზე დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ ვერ ვერ­თვე­ბო­დი. ჩემ­თვის მთა­ვა­რი იყო, რომ მო­ე­გო. ახლა, როცა ფეხ­ბურ­თი ვიცი, უკვე ინ­ტე­რე­სით ვა­დევ­ნებ თვალს.

- ინ­გლის­ში ცხოვ­რე­ბის დროს ყვე­ლა­ზე მე­ტად რა გა­გი­ჭირ­და?

- ექ­ვსი წელი მან­ჩეს­ტერ­ში ვცხოვ­რობ­დით და ბოლო წელი გა­და­ვე­დით ლონ­დონ­ში. პირ­ვე­ლი ორი წელი ინ­გლის­ში ცხოვ­რე­ბა გა­მი­ჭირ­და. მარ­თა­ლია, ინ­გლი­სუ­რი ვი­ცო­დი, მაგ­რამ მა­ნამ­დე ენას­თან შე­ხე­ბა არ მქო­ნია და ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. თან მან­ჩეს­ტერ­ში სა­ში­ნე­ლი აქ­ცენ­ტით ლა­პა­რა­კო­ბენ. მი­ჭირ­და მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის გა­რე­შე. თუმ­ცა მერე ნელ-ნელა მი­ვეჩ­ვიე. დღემ­დე ჩემ­თვის ინ­გლი­სი და მან­ჩეს­ტე­რი მე­ო­რე სახ­ლია. უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე. ვი­ცო­დი ყვე­ლა ად­გი­ლი, ისე­ვე რო­გორც თბი­ლის­ში ვიცი. ახლა ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა იქა­უ­რო­ბა და ვცდი­ლობ, ხში­რად ჩა­ვი­დე.

- და­თუ­ნას არ უნდა ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა?

- ფეხ­ბურ­თის ნიჭი ადა­მი­ანს ან აქვს, ან - არა. ძა­ლით ფეხ­ბურთს ვერ ას­წავ­ლი. და­თუ­ნას მა­თე­მა­ტი­კა უყ­ვარს. ზუ­რას ხათ­რით ნაკ­რე­ბის თა­მაშს სულ უყუ­რებს. ზუ­რას დედა ჰყვე­ბა ხოლ­მე, ვარ­ჯი­ში­დან რომ მო­დი­ო­და, ბუ­ცებს წმენ­დდა და სა­წოლ­თან აწყობ­და, ბურთს ფუ­შავ­და და ბა­ლი­შის ქვეშ ედოო. ეს სხვა სიყ­ვა­რუ­ლია, რაც და­თუ­ნას არ აქვს და არც ვა­ძა­ლებ, რომ შე­უყ­ვარ­დეს. ვფიქ­რობ, დე­დის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლია შვი­ლის ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა. ცო­ლის­თვი­საა რთუ­ლი და დე­დის­თვის უფრო რთუ­ლი იქ­ნე­ბა.

- შემ­დე­გი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ოჯა­ხუ­რი ფო­ტოა. გო­გო­ნე­ბიც თა­მა­შო­ბენ ფეხ­ბურთს.

- ჩემს გო­გო­ნებს ფეხ­ბურ­თი არ უყ­ვართ. გაპ­რან­ჭვა უფრო უყ­ვართ. ბიჭი არ ვა­ტა­რე ფეხ­ბურთზე და გო­გო­ნებს უფრო არ ვა­ტა­რებ. ბავ­შვო­ბა­ში სპორ­ტსკო­ლა­ში რომ დავ­დი­ო­დი, მა­შინ მა­თა­მა­შებ­დნენ ხოლ­მე და ამ­ბობ­დნენ, ნი­ჭი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლი იქ­ნე­ბო­დაო.

- ჩა­მოხ­ვე­დი თბი­ლის­ში და აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თე სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. იყა­ვი "ტოპ გო­გოს" ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი. ამ პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი "ტოპ გო­გოს" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რებს უჩი­ვის.

- ჩა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში და ამ პრო­ექ­ტში მოვ­ხვდი, რო­მელ­შიც მარ­თლა ძა­ლი­ან დიდი შრო­მა ჩავ­დე. ამ გო­გო­ნებს რო­გორც სა­კუ­თარ შვი­ლებს, ისე ვუვ­ლი­დი, მაგ­რამ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვერ და­ა­კა­მა­ყო­ფი­ლეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი მე არ მე­ხე­ბო­და. და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი წამ­ყვა­ნი ვი­ყა­ვი და გამ­ზა­დე­ბულ პრო­ექ­ტში მი­ვე­დი. ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­დე­ბა. ახლა პრო­ექ­ტის მე­ო­რე სე­ზონს იწყე­ბენ, მაგ­რამ ჩემ გა­რე­შე.

- პრო­ექ­ტში წამ­ყვა­ნო­ბა­ზე სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით თქვი უარი?

- კი. ამის ბევ­რი მი­ზე­ზი იყო, რო­მელ­ზეც ბევ­რი ლა­პა­რა­კი არ მინ­და. ალ­ბათ მე­ო­რე სე­ზო­ნი უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მე სხვა გეგ­მე­ბი მაქვს, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზი­ას უკავ­შირ­დე­ბა.

- ისიც მო­დე­ლებს და­უ­კავ­შირ­დე­ბა?

- არა, მაგ­რამ მო­დას­თან ახ­ლოს იქ­ნე­ბა. ჯერ ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად არაა გა­და­წყვე­ტი­ლი. ძა­ლი­ან ბევ­რი გეგ­მა მაქვს.

- "ტოპ გო­გო­ში" რო­გორც წამ­ყვანს პრე­ტენ­ზია არ გქო­ნია?

- რა თქმა უნდა, მქონ­და. თუნ­დაც ის, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს. მეც მქონ­და პრობ­ლე­მე­ბი პრო­ექ­ტში, მაგ­რამ არ მინ­და, ამა­ზე ლა­პა­რა­კი. ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წორ­დე­ბა.

- რო­დის და­ი­წყე­ბა "ტოპ გო­გოს" მე­ო­რე სე­ზო­ნი?

- ვიცი, რომ გა­და­ღე­ბებს იწყე­ბენ.

- ვინ და­ი­კა­ვებს შენს ად­გილს?

- სა­ვა­რა­უ­დოდ, ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლი. თუმ­ცა ეს მა­ნამ­დე იყო გა­და­წყვე­ტი­ლი, სა­ნამ პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო­ში იჩივ­ლებ­და და ახლა ეს შეც­ვლის თუ არა პრო­ექ­ტის ბედს, არ ვიცი.

- ახა­ლი წლის შეხ­ვედ­რას სად გეგ­მავ?

- ცა­მე­ტი წე­ლია, ზურა ახალ წელს თბი­ლის­ში არ შეხ­ვედ­რია, მე - შვი­დი. წელს პირ­ვე­ლი წე­ლია, როცა ახალ წელს შევ­ხვდე­ბით თბი­ლის­ში. ძა­ლი­ან ვემ­ზა­დე­ბი და გვინ­და ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში შევ­ხვდეთ. 1-ელ იან­ვარს მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­ვერ­თო­ბით, მაგ­რამ ჯერ არ ვი­ცით, სად წა­ვალთ.

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რას უკრძალავენ ექიმები სალომე ღვინიაშვილს

რას უკრძალავენ ექიმები სალომე ღვინიაშვილს

შვიდი წელია სალომე ღვინიაშვილი ახალ წელს თბილისში არ შეხვედრია. წელს მთელი ოჯახით თბილისში ხვდება და ამიტომ ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადება. მომავალი წლისთვის კი ბევრი გეგმა აქვს. აპირებს საკუთარი გადაცემის გაკეთებას. "ტოპ გოგოდან" სალომე თავისი სურვილით წამოვიდა. პროექტის ავტორებმა მისი შემცვლელიც მონახეს. თუმცა მას შემდეგ, რაც პირველი სეზონის გამარჯვებულმა სასამართლოში იჩივლა, შეიძლება გადაცემის ბედი შეიცვალოს.

რატომ არ მოსწონს სწორი თმა

- სალომე, მშობლები რას საქმიანობენ?

- დედა, ნინო გამყრელიძე, უცხო ენების სპეციალისტია. მამა - დათო ღვინიაშვილი, პროფესიით მხატვარია. სამხატვრო აკადემიაში მონუმენტურ ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს. მერე სახელმწიფო სამსახურში იყო. რაღაც პერიოდი ვიცე-მერი გახლდათ. მთაწმინდა-კრწანისის რა­იონის გამგებლად მუშაობდა შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს. დედას არ უყვარს სიტყვა დიასახლისი, მაგრამ ამჯერად ის დიასახლისია. მამაც დროებით უმუშევარია. მშობლების სი­ყვარულის ამბავი 36 წლის წინ დაიწყო. მა­მიდაჩემი და დედა უნივერსიტეტიდან მეგობრობდნენ. დედამ მამიდასთან სტუმრობისას გაიცნო მამა. შეუყვარდათ ერთმანეთი და დაქორწინდნენ. 22 იანვარს ერთად ცხოვრებიდან 36 წელი შეუსრულდებათ. მყავს უფროსი და თათული. სურათი დედასა და დასთან ერთად მაქვს გადაღებული.

- დებს ვისი სახელები დაგარქვეს?

- ჩემს დას სახელი ბებიაჩემის - თათული ღვინიაშვილის პატივსაცემად დაარქვეს. ჩემთვის სალომე არავის პატივსაცემად არ დაურქმევიათ. მაგრამ ჩემს პატივსაცემად ახლა ჩემს დისშვილს ჰქვია სალომე. ჩემს ვაჟს მამაჩემის სახელი დავარქვი.

- ვის ჰგავხარ გარეგნულად?

- ჩემს თავს ძალიან ვამსგავსებ მამას. მამასავით მაღალი, გამხდარი ვარ და მუქი ფერის კანი მაქვს. ძალიან მამსგავსებენ მამიდაჩემსაც. ჩემს თავს დედაშიც ვპოულობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მამას ვგავარ.

- დასთან ერთად ეს ფოტო წყნეთშია გადაღებული...

- წყნეთში აგარა­კი გვაქვს, სადაც ყოვ­ელ ზაფხულს ვი­კ­რი­ბებით მთელი ოჯახი. ჩე­მი ბავშვობის ზაფხული წყნეთთან ასოცირდება და ახლა ასეა ჩემი შვილებისთვის.

- ბევრისგან განსხვავებული თმა გაქვს.

- თმის გამო ბავშვობიდან ყურადღებას ვიქცევდი. ახლა ცოტა გასწორდა. ბავშვობაში უფრო ხვეული მქონდა. არასდროს მნდომებია, რომ სწორი თმა მქონოდა. ბავშვობაში ძალიან ვაწვალებდი დედას დავარცხნისას, თუმცა ამას ჩემთვის დისკომფორტი არ შეუქმნია.

- ახლა არ გიჭირს დავარცხნა?

- უკვე შემუშავებული მაქვს ჩემი თმის დავარცხნის მეთოდი. ისე, როგორც ყველა ადამიანს, მეც მინდა ხანდახან ცვლილებები. რამდენჯერმე სალონში გავისწორე, მაგრამ რამდენიმე საათის მერე ისეთი დისკომფორტი ვიგრძენი, რომ მაშინვე დავიბანე, რომ ისევ დამხვეოდა. სარკეში ჩემს თავს გასწორებულ თმაში ვერ ვუყურებ.

- შემდეგი ფოტოს გადაღების ისტორია როგორია?

- დედაჩემის მამიდასთან ბავშვობაში ხშირად მივდიოდით მე და ჩემი და. ფოტოებს გვაჭრევინებდნენ და მერე დაფაზე ვაკრავდით. ერთ-ერთი ასეთი გართობის შემდეგ მე და ჩემს დას სურათი გადაგვიღეს. პეპივით მაქვს ამჯერად თმა (იცინის). ჩემი და აბსოლუტურად განსხვავდება ჩემგან როგორც გარეგნობით, ისე ხასიათით. შეიძლება ითქვას, არაფრით არ ვგავართ ერთმანეთს. ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ვართ. თმას რომ ვისწორებ, გარეგნობით მხოლოდ მაშინ მამსგავსებენ თათულის.

რა აჩუქა სოფო შევარდნაძემ ბავშვობაში

- ალბომში ძალიან ბევრი კარგი ფოტო გაქვს. შემდეგი სურათი სადაა გადაღებული?

- ოთხი წლის ასაკში უკვე კარგად ვიდექი თხილამურებზე, სურათი ბაკურიანშია გადაღებული. ახლა უკვე კარგად დგანან თხილამურებზე, მაგრამ ჩემს თაობაში ასე ადრეულ ასაკში ბევრი ვერ სრიალებდა კარგად. ცოტა რომ წამოვიზარდე, სპორტულ სკოლაში შემიყვანეს. მონაწილეობას ვიღებდი საქართველოს პირველობებზე. ერთხელ მესამე ადგილზე გავედი. პირველ-მეორე ადგილებზე ბაკურიანელები გავიდნენ. თხილამურებზე სრიალს აღარ გავყევი, რადგან, ფაქტობრივად, თავი უნდა გადამედო. თან ფეხი მოვიტეხე და წელის ტრავმა მივიღე და დღემდე კორსეტი მიკეთია. ამიტომ ვარჩიე, სხვა რამ გამეკეთებინა და ეს სპორტი ჰობის დონეზე დარჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში. მართალია, ექიმები მიკრძალავენ, მაგრამ ზამთარში მივდივარ ხოლმე ბაკურიანში და ისევ ვდგები თხილამურებზე.

- შემდეგ ფოტოს რომ ვუყურებ, მგონია, რომ ბავშვობიდან ფოტოაპარატის წინ პოზირება მოგწონდა.

- ჩვენს ბავშვობაში მშობლებს სახლში მოჰყავდათ ფოტოგრაფი და ბავშვებს ისე უღებდნენ ფოტოებს. ეს ფოტო დედამ ერთ-ერთ ფოტოგრაფს გადააღებინა, მერე გაადიდებინა და დღემდე უკიდია სახლში.

- მოგწონდა ფოტოგრაფის სახლში სტ­უმრობა?

- საშინლად არ მო­მწონდა. დაბადების დღ­ის ფოტოებში არსად არ ვარ რატომღაც. თურმე ფოტოების გადაღება იმდენად არ მიყვარდა, რომ სულ მაგიდის ქვეშ ვიმალებოდი. თოთხმეტი წლიდან მომეწონა ყურდღების ცენტრში ყოფნა და ფოტოების გადაღება.

- სურათზე ვისთან ერთად ხარ?

- ჩემს ბიძაშვილ ერეკლე გამყრელიძესთან მაქვს ფოტო გადაღებული. საბავშვო ბაღის ერთ-ერთ ზეიმზე ვართ, ყოველთვის მომწონდა ბალეტი. კაბა, რომელიც ფოტოზე მაცვია, სოფო შევარდნაძემ მაჩუქა.

- მათ ოჯახთან ახლობლობთ?

- ჩვენი ოჯახები ახლობლობენ. სოფოსთან მეც ვმეგობრობდი და ეს კაბა რომ მაჩუქა, ალბათ თვითონ არც ახსოვს, მე კი ყველა ზეიმზე ეს კაბა მეცვა, ცოცხალი თავით არ მინდოდა, არჩევანი სხვა კაბაზე გამეკეთებინა.

- დღემდე გრძელდება თქვენი მეგობრობა?

- რა თქმა უნდა. უბრალოდ, ახლა სოფო მოსკოვშია და მეც სხვა საქმეები მაქვს. ხშირად შეხვედრას ვეღარ ვახერხებთ.

- სოფო შევარდნაძის ნაჩუქარმა კაბამ ბალერინობის სურვილი არ გაგიჩინა?

- ბალერინობა ძალიან მინდოდა. ერთი პერიოდი სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი. სახლში მქონდა ნინო ანანიაშვილის უამრავი ფოტო მისივე ხელმოწერებით. თუმცა დედამ ბალეტზე არ მატარა. ალბათ იმიტომ, რომ რთული პროფესიაა. სპორტსკოლაში მატარეს, ბალეტზე - არა. თუმცა ამის გამო გული არ მწყდება. ვერ ვიტყვი, რომ ბალერინობას ვერ შევძლებდი, მაგრამ ალბათ რთული იქნებოდა. პრინციპში ყველა პროფესია რთულია, მაგრამ ბალერინობა მაინც.

- რომელ სკოლაში სწავლობდით?

- 55-ე სკოლაში ვსწავლობდი.

- სურათი, როგორც ვხვდები, ბოლო ზარზეა გადაღებული.

- ამ დროს უკვე ფეხმძიმედ ვიყავი. საშინელი ტოკსიკოზი მქონდა, მაგრამ თავს ძალა დავატანე და ბოლო ზარზე მივედი. ძალიან პატარა გავთხოვდი. აკადემიაში ვაბარებდი. წინსაფარზე საკუთარი ნახატი მაქვს. ჩემი თავი დავხატე.

- სკოლაში კარგად სწავლობდი? როგორ მოხდა, რომ სკოლიდან გათხოვდი და ამის გამო გული არ დაგწყდა.

- მაშინ ვერ ვხვდებოდი, რა სირთულეებში ვდგამდი ფეხს. თექვსმეტი წლის ასაკში ყველაფერი ვარდისფრად მეჩვენებოდა. თუმცა ადრე გათხოვებას ჩემთვის არაფერში არ შეუშლია ხელი. არც კარიერაში და არც სწავლაში. უბრალოდ, სამ წელიწადში დამენგრა ოჯახი და ამის მიზეზი ის მგონია, რომ ძალიან ადრე გავთხოვდი. თუმცა ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ტყუილად არაფერი ხდება და არ მაქვს გულში ხინჯად, რატომ გავთხოვდი-მეთქი. პირველ რიგში, იმიტომ არ ვნანობ, რომ პირველი ქორწინებიდან მყავს დათუნა და ის ჩემი ცხოვრების აზრი და იმედია.

- როგორ ფიქრობ, ოჯახის დანგრევის მიზეზი მარტო ადრეულ ასაკი იყო თუ შეცდომები დაუშვი?

- ძალიან პატარები ვიყავით მეც და ჩემი პირველი მეუღლე ტატო აბულაძეც. მე თექვსმეტი წლის და ტატო - ცხრამეტის. დღეს რომ ვუყურებ თექვსმეტი წლის ბავშვებს, ვხვდები, რომ ძალიან პატარები არიან. მაგრამ იმ ასაკში ვერ ხვდები ამას. მახსოვს, ახალი გათხოვილი რომ ვიყავი, სალონში მივედი და ბეჭედი მეკეთა. ეს ფაქტი ძალიან მიხაროდა. სალონში ერთმა ქალმა მითხრა, რომ გაიზრდები, მიხვდები, რომ ახლა ძალიან პატარა ხარო. ახლა ვხვდები, რომ ის ქალი მართალი იყო და იმიტომაც ვერ აეწყო ჩვენი ურთიერთობა. თუმცა დღეს ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, პირველ რიგში, დათუნას გამო. მას ჰყავს მეუღლე, მე ჩემი ოჯახი მაქვს. ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ტრაგედია არ მომხდარა, პირველი ოჯახი რომ დაინგრა. ეს ყველა ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს.

რატომ არ უნდა შვილის ფეხბურთელობა

- გათხოვებამ სწავლაში ხელი არ შემიშალაო, მითხარი...

- ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში მოდელირების ფაკულტეტზე. პარალელურად თხუთმეტი წლიდან ვმონაწილეობდი ჩვენებებში. გათხოვებას ჩემთვის ხელი არაფერში შეუშლია. ბავშვის გაზრდაში დედა მეხმარებოდა. მეუღლეს რომ დავშორდი, ძალიან მალე გავიცანი ზურა ხიზანიშვილი და ზურასთან ერთად ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად შეიცვალა. საზღვარგარეთ წასვლამ მომიწია. შვიდი წელი ვიცხოვრეთ ინგლისში. იმ პერიოდში სამოდელო კარიერაში პაუზა მქონდა. შვილები გავაჩინე. მთელ დროს ოჯახში ვატარებდი. თუმცა ვახერხებდი, რომ მესწავლა, რაც ძალიან გამომადგა. ჩამოვედი თბილისში და ვცდილობ, აქტიურად ვიცხოვრო. კარიერას და პირად ცხოვრებას ერთმანეთს ვუთავსებ.

- დედასა და დასთან ერთად ფოტო როდის გაქვს გადაღებული?

- დაახლოებით ექვსი წლის წინ. მაშინ ტასო უკვე მყავდა. როგორც ხედავ, სამივე ძალიან განსხვავებულები ვართ. ინგლისში ერთი პერიოდი ქერად შევიღებე თმა, ოღონდ ძალიან ცოტა ხნით. აეროპორტში რომ ჩამოვედი, მამაჩემს შეეშალა და ისე მომმართა, როგორც დედაჩემს.

- სურათზე ჩანს, რომ ფეხბურთის გულშემატკივარი ხარ. ზურას გაცნობამდე ფეხბურთი გიყვარდა?

- ვერ ვიტყვი, რომ მიყვარდა ან მაინტერესებდა. უბრალოდ, მამაჩემია ფეხბურთის გულშემატკივარი. თუმცა მე საერთოდ ვერ ვერკვეოდი. შეყვარებულები რომ ვიყავით, მითხრა, პრემიერლიგაში გადავედითო და საერთოდ ვერ მივხვდი, ამით რა მოხდა. ვითომ ძალიან გამიხარდა, მაგრამ მაშინვე მამას დავურეკე და გამოვკითხე, პრემიერლიგაში რა ხდება-მეთქი. ჩემთვის "დინამო" საქართველოს ნაკრები იყო. თუმცა სიტუაციამ მოიტანა და დღეს ნებისმიერი თამაში შემიძლია ისე განვიხილო, რომ ბევრ მამაკაცს გაუჭირდება. ზურას რომ გავყევი ცოლად, თავიდან თამაშებზე დავდიოდი, მაგრამ ვერ ვერთვებოდი. ჩემთვის მთავარი იყო, რომ მოეგო. ახლა, როცა ფეხბურთი ვიცი, უკვე ინტერესით ვადევნებ თვალს.

- ინგლისში ცხოვრების დროს ყველაზე მეტად რა გაგიჭირდა?

- ექვსი წელი მანჩესტერში ვცხოვრობდით და ბოლო წელი გადავედით ლონდონში. პირველი ორი წელი ინგლისში ცხოვრება გამიჭირდა. მართალია, ინგლისური ვიცოდი, მაგრამ მანამდე ენასთან შეხება არ მქონია და ძალიან გამიჭირდა. თან მანჩესტერში საშინელი აქცენტით ლაპარაკობენ. მიჭირდა მეგობრებისა და ახლობლების გარეშე. თუმცა მერე ნელ-ნელა მივეჩვიე. დღემდე ჩემთვის ინგლისი და მანჩესტერი მეორე სახლია. უამრავი მეგობარი შევიძინე. ვიცოდი ყველა ადგილი, ისევე როგორც თბილისში ვიცი. ახლა ძალიან მენატრება იქაურობა და ვცდილობ, ხშირად ჩავიდე.

- დათუნას არ უნდა ფეხბურთელობა?

- ფეხბურთის ნიჭი ადამიანს ან აქვს, ან - არა. ძალით ფეხბურთს ვერ ასწავლი. დათუნას მათემატიკა უყვარს. ზურას ხათრით ნაკრების თამაშს სულ უყურებს. ზურას დედა ჰყვება ხოლმე, ვარჯიშიდან რომ მოდიოდა, ბუცებს წმენდდა და საწოლთან აწყობდა, ბურთს ფუშავდა და ბალიშის ქვეშ ედოო. ეს სხვა სიყვარულია, რაც დათუნას არ აქვს და არც ვაძალებ, რომ შეუყვარდეს. ვფიქრობ, დედისთვის ძალიან რთულია შვილის ფეხბურთელობა. ცოლისთვისაა რთული და დედისთვის უფრო რთული იქნება.

- შემდეგი ძალიან ლამაზი ოჯახური ფოტოა. გოგონებიც თამაშობენ ფეხბურთს.

- ჩემს გოგონებს ფეხბურთი არ უყვართ. გაპრანჭვა უფრო უყვართ. ბიჭი არ ვატარე ფეხბურთზე და გოგონებს უფრო არ ვატარებ. ბავშვობაში სპორტსკოლაში რომ დავდიოდი, მაშინ მათამაშებდნენ ხოლმე და ამბობდნენ, ნიჭიერი ფეხბურთელი იქნებოდაო.

- ჩამოხვედი თბილისში და აქტიურად ჩაერთე სამოდელო საქმიანობაში. იყავი "ტოპ გოგოს" ერთ-ერთი წამყვანი. ამ პროექტის გამარჯვებული "ტოპ გოგოს" პროექტის ავტორებს უჩივის.

- ჩამოვედი თბილისში და ამ პროექტში მოვხვდი, რომელშიც მართლა ძალიან დიდი შრომა ჩავდე. ამ გოგონებს როგორც საკუთარ შვილებს, ისე ვუვლიდი, მაგრამ გამარჯვებული ვერ დააკამაყოფილეს. ეს ყველაფერი მე არ მეხებოდა. დაქირავებული წამყვანი ვიყავი და გამზადებულ პროექტში მივედი. ვფიქრობ, ყველაფერი მოგვარდება. ახლა პროექტის მეორე სეზონს იწყებენ, მაგრამ ჩემ გარეშე.

- პროექტში წამყვანობაზე საკუთარი სურვილით თქვი უარი?

- კი. ამის ბევრი მიზეზი იყო, რომელზეც ბევრი ლაპარაკი არ მინდა. ალბათ მეორე სეზონი უფრო წარმატებული იქნება. მე სხვა გეგმები მაქვს, რომელიც ტელევიზიას უკავშირდება.

- ისიც მოდელებს დაუკავშირდება?

- არა, მაგრამ მოდასთან ახლოს იქნება. ჯერ ყველაფერი ზუსტად არაა გადაწყვეტილი. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს.

- "ტოპ გოგოში" როგორც წამყვანს პრეტენზია არ გქონია?

- რა თქმა უნდა, მქონდა. თუნდაც ის, რომ გამარჯვებული ვერ დააკმაყოფილეს. მეც მქონდა პრობლემები პროექტში, მაგრამ არ მინდა, ამაზე ლაპარაკი. ალბათ ყველაფერი გამოსწორდება.

- როდის დაიწყება "ტოპ გოგოს" მეორე სეზონი?

- ვიცი, რომ გადაღებებს იწყებენ.

- ვინ დაიკავებს შენს ადგილს?

- სავარაუდოდ, ნინო ცქიტიშვილი. თუმცა ეს მანამდე იყო გადაწყვეტილი, სანამ პირველი სეზონის გამარჯვებული სასამართლოში იჩივლებდა და ახლა ეს შეცვლის თუ არა პროექტის ბედს, არ ვიცი.

- ახალი წლის შეხვედრას სად გეგმავ?

- ცამეტი წელია, ზურა ახალ წელს თბილისში არ შეხვედრია, მე - შვიდი. წელს პირველი წელია, როცა ახალ წელს შევხვდებით თბილისში. ძალიან ვემზადები და გვინდა ოჯახურ გარემოში შევხვდეთ. 1-ელ იანვარს მეგობრებთან ერთად გავერთობით, მაგრამ ჯერ არ ვიცით, სად წავალთ.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება