მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეონა კონტრიძე რუსებმა სოულის თეთრ დედოფლად აღიარეს
თეონა კონტრიძე რუსებმა სოულის თეთრ დედოფლად აღიარეს

ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რომ ქარ­თვე­ლი თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე რუ­სეთ­ში ასე ძა­ლი­ან უყ­ვართ. ბოლო დროს არ მეს­მო­და ამ­ბე­ბი მის შე­სა­ხებ და ჩემს საყ­ვა­რელ ინ­ტერ­ნეტ­ში შევ­ძვე­რი. აღ­მოჩ­ნდა, რომ თე­ო­ნა ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს, ძი­რი­თა­დად - კორ­პო­რა­ტი­ულ წვე­უ­ლე­ბებ­ზე და რუ­სე­ბის საყ­ვა­რე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლია. მას თა­მა­მად უწო­დე­ბენ სო­უ­ლის თეთრ დე­დო­ფალს და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ პრი­მას.

ერთ დროს თე­ო­ნას სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა გა­უკ­ვა­ლა გზა, როცა აჩუ­ქა კომ­პო­ზი­ცია Just do it, მერე კი თვით ამე­რი­კე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლის გლო­რია გე­ი­ნო­რის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

"თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე, სუ­პერ­მუ­სი­კა­ლურ ოჯახ­ში და ერ­თდრო­უ­ლად და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი, ლა­პა­რა­კი და სიმ­ღე­რა. სა­ბავ­შვო ბაღ­შიც და მერე ან­სამ­ბლ "მზი­ურ­შიც" აბ­სო­ლუ­ტუ­რი პრი­მა ვი­ყა­ვი. სო­ლო­კა­რი­ე­რა კი სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა გა­მა­ბედ­ვი­ნა და მისი ნა­ჩუ­ქა­რი კომ­პო­ზი­ცია დღემ­დე ჩემი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. მერე უკვე გნე­სი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ვამ­თავ­რე მოს­კოვ­ში, სო­ლო­მოღ­ვა­წე­ო­ბა და­ვი­წყე მოს­კო­ვის კლუ­ბებ­ში, გა­ვი­მარ­ჯვე სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ნკურ­სებ­ში და სა­ხე­ლიც გა­ვით­ქვი", - ამ­ბობს თე­ო­ნა თა­ვის ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში.

თე­ო­ნამ ქარ­თვე­ლე­ბის შემ­დეგ რუსი მე­ლო­მა­ნე­ბი მო­ხიბ­ლა და რუ­სულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში ისე კარ­გად იგ­რძნო თავი, ქარ­თუ­ლი ესტრა­დის­კენ აღარ გა­მო­უ­ხე­დავს. თა­მა­მი და ხან­და­ხან სკან­და­ლუ­რი თე­ო­ნას გა­მოს­ვლე­ბი ჯა­ზის, ბლუ­ზი­სა და ეთ­ნო­მუ­სი­კის ნა­ზა­ვია და მას "მუ­სი­კა­ლურ გულ­წრფე­ლო­ბა­საც" უწო­დე­ბენ.

თე­ო­ნას თა­ვი­სი ჯგუ­ფი ჰყავს და გარ­და იმი­სა, რომ ჯაზ­სა და სო­ულს მღე­რის, საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის ცნო­ბილ კომ­პო­ზი­ცი­ებ­საც ას­რუ­ლებს, რომ­ლე­ბიც დიდი მო­თხოვ­ნით სარ­გებ­ლობს. მით უმე­ტეს, რომ ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რე­ბი ჯაზ­თან და ლა­თი­ნოს­თან არის შე­ზა­ვე­ბუ­ლი და ისეა გა­და­კე­თე­ბუ­ლი, ბევ­რი ვერ ცნობს.

თე­ო­ნას ხში­რად ეკი­თხე­ბი­ან, ასე­თი ენერ­გია მისი ქარ­თუ­ლი ტემ­პე­რა­მენ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბა თუა. "ალ­ბათ ასეა, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ასე­თი ხა­სი­ა­თი მქონ­და და სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც კი ჩემი ენერ­გია მე­ტის­მე­ტი იყო. მე ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტიც არ მაქვს, უკვე 15 წე­ლია იქ არ ვცხოვ­რობ. მე მაქვს ქარ­თვე­ლის მენ­ტა­ლი­ტე­ტი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს. ჩემ­ზე ბევ­რმა კულ­ტუ­რამ მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა, მათ შო­რის ამე­რი­კულ­მა, რო­მელ­ზეც ვგიჟ­დე­ბი".

თე­ო­ნა ორ შვილს ზრდის მოს­კოვ­ში, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს და რო­გორც ამ­ბობს, მისი მთა­ვა­რი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო მხო­ლოდ და მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლია.

DJ ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

თეონა კონტრიძე რუსებმა სოულის თეთრ დედოფლად აღიარეს

თეონა კონტრიძე რუსებმა სოულის თეთრ დედოფლად აღიარეს

ძალიან გამიხარდა, რომ ქართველი თეონა კონტრიძე რუსეთში ასე ძალიან უყვართ. ბოლო დროს არ მესმოდა ამბები მის შესახებ და ჩემს საყვარელ ინტერნეტში შევძვერი. აღმოჩნდა, რომ თეონა ძალიან აქტიურად მუშაობს, ძირითადად - კორპორატიულ წვეულებებზე და რუსების საყვარელი შემსრულებელია. მას თამამად უწოდებენ სოულის თეთრ დედოფალს და თანამედროვეობის განუმეორებელ პრიმას.

ერთ დროს თეონას სოსო პავლიაშვილმა გაუკვალა გზა, როცა აჩუქა კომპოზიცია Just do it, მერე კი თვით ამერიკელი შემსრულებლის გლორია გეინორის მოწონება დაიმსახურა.

"თბილისში დავიბადე, სუპერმუსიკალურ ოჯახში და ერთდროულად დავიწყე სიარული, ლაპარაკი და სიმღერა. საბავშვო ბაღშიც და მერე ანსამბლ "მზიურშიც" აბსოლუტური პრიმა ვიყავი. სოლოკარიერა კი სოსო პავლიაშვილმა გამაბედვინა და მისი ნაჩუქარი კომპოზიცია დღემდე ჩემი სავიზიტო ბარათია. მერე უკვე გნესინების სახელობის მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე მოსკოვში, სოლომოღვაწეობა დავიწყე მოსკოვის კლუბებში, გავიმარჯვე საერთაშორისო კო­ნკურსებში და სახელიც გავითქვი", - ამბობს თეონა თავის ინტერვიუებში.

თეონამ ქართველების შემდეგ რუსი მელომანები მოხიბლა და რუსულ შოუბიზნესში ისე კარგად იგრძნო თავი, ქართული ესტრადისკენ აღარ გამოუხედავს. თამამი და ხანდახან სკანდალური თეონას გამოსვლები ჯაზის, ბლუზისა და ეთნომუსიკის ნაზავია და მას "მუსიკალურ გულწრფელობასაც" უწოდებენ.

თეონას თავისი ჯგუფი ჰყავს და გარდა იმისა, რომ ჯაზსა და სოულს მღერის, საბჭოთა პერიოდის ცნობილ კომპოზიციებსაც ასრულებს, რომლებიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს. მით უმეტეს, რომ ცნობილი სიმღერები ჯაზთან და ლათინოსთან არის შეზავებული და ისეა გადაკეთებული, ბევრი ვერ ცნობს.

თეონას ხშირად ეკითხებიან, ასეთი ენერგია მისი ქართული ტემპერამენტის დამსახურება თუა. "ალბათ ასეა, თუმცა ყოველთვის ასეთი ხასიათი მქონდა და საქართველოსთვისაც კი ჩემი ენერგია მეტისმეტი იყო. მე ქართული მენტალიტეტიც არ მაქვს, უკვე 15 წელია იქ არ ვცხოვრობ. მე მაქვს ქართველის მენტალიტეტი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. ჩემზე ბევრმა კულტურამ მოახდინა გავლენა, მათ შორის ამერიკულმა, რომელზეც ვგიჟდები".

თეონა ორ შვილს ზრდის მოსკოვში, აქტიურად მუშაობს და როგორც ამბობს, მისი მთავარი შთაგონების წყარო მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულია.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება