თელავის რაიონში სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაის" მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეული 60 000 ადამიანი, შესაძლოა, გეგმიური სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩეს, რადგან თელავის რაიონული საავადმყოფო, "ალდაგი ბისიაისთან" ხელშეკრულების გაწყვეტას აპირებს.
თელავის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე საჩიშვილის განცხადებით, "ალდაგი ბისიაის" თელავის რაიონული საავადმყოფოს 4 თვის დავალიანება აქვს დასაფარი, რის გამოც საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას და კომუნალური გადასახადების დაფარვას ვერ ახერხებს.