საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ნათია აბრამიას კანდიდატურას მხარს ქეთი მელუა უჭერს
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ნათია აბრამიას კანდიდატურას მხარს ქეთი მელუა უჭერს

ბრი­ტა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი, ქეთი მე­ლუა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს აქ­ტი­უ­რად ადევ­ნებს თვალს. ვარ­სკვლა­ვი ჩარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის არ­ჩევ­ნებ­ში და თა­ვის მხარ­და­ჭე­რას ერთ-ერთ კან­დინ­დატს, ნა­თია აბ­რა­მი­ას უცხა­დებს.

ქეთი მე­ლუ­ას გან­ცხა­დე­ბა ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ნა­თია აბ­რა­მი­ამ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­ავ­რცე­ლა.

"ძა­ლი­ან აღელ­ვე­ბუ­ლი ვარ ქეთი მე­ლუ­ას მხარ­და­ჭე­რით! მიყ­ვარ­ხარ ქეთი!", - და­წე­რა ნა­თია აბ­რა­მი­ამ და კო­მენ­ტა­რის ქვეშ ქეთი მე­ლუ­ას გან­ცხა­დე­ბის ასლი გა­ნა­თავ­სა.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს:

მე, ქეთი მე­ლუა, თვალ­ყურს ვა­დევ­ნებ­დი სზმ-ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ვა­კან­ტუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის არ­ჩევ­ნებს.

მინ­და, რომ მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ვუ­ცხა­დო ნა­თია აბ­რა­მი­ას, რო­გორც ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რის კან­დი­დატს ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და მე რომ დი­რექ­ტორ­თა სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რი ვიყო, ჩემს ხმას ნა­თია აბ­რა­მი­ას მივ­ცემ­დი.

ნა­თი­ამ "ფე­ის­ბუქ­ზე" რამ­დე­ნი­მე ათა­სი ხელ­მომ­წე­რი მო­აგ­რო­ვა ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მის მხარ­და­სა­ჭე­რად და ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, თუ ჩემი და მათი, რო­გორც აუ­დი­ტო­რი­ის და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­ურ წევრთა აზრი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

პა­ტი­ვის­ცე­მით

ქეთი მე­ლუა " - წერს ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი.

ქეთი მე­ლუ­ას გარ­და ნა­თია აბ­რა­მი­ას კან­დი­და­ტუ­რას მხარს უჭე­რენ: მსა­ხი­ო­ბი ნატა მურ­ვა­ნი­ძე, ბრი­ტა­ნე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­ბა­ლე­ტო და­სის პრი­მა ბა­ლე­რი­ნა ელე­ნე გლურ­ჯი­ძემ, მხატ­ვა­რი თეა ჯორ­ჯა­ძე და "ვოლტ დის­ნე­ის" მე­დია-დის­ტრი­ბუ­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი კა­ხა­ბერ აბა­ში­ძე.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბულ ღია კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლი 143 კან­დი­და­ტი­დან მე­ო­რე ტურ­ში 5 კან­დი­და­ტი გა­და­ვი­და.

კან­დი­და­ტებს შო­რის არი­ან: გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლი, თი­ნა­თინ რუ­ხა­ძე, ნა­თია აბ­რა­მია, მეგი თავ­დუ­მა­ძე, ნი­კო­ლოზ მა­ხა­რაშ­ვი­ლი. სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო ახალ დი­რექ­ტორს 6 წლის ვა­დით აირ­ჩევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ნათია აბრამიას კანდიდატურას მხარს ქეთი მელუა უჭერს

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ნათია აბრამიას კანდიდატურას მხარს ქეთი მელუა უჭერს

ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი, ქეთი მელუა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალს. ვარსკვლავი ჩართულია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევნებში და თავის მხარდაჭერას ერთ-ერთ კანდინდატს, ნათია აბრამიას უცხადებს.

ქეთი მელუას განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, ნათია აბრამიამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

"ძალიან აღელვებული ვარ ქეთი მელუას მხარდაჭერით! მიყვარხარ ქეთი!", - დაწერა ნათია აბრამიამ და კომენტარის ქვეშ ქეთი მელუას განცხადების ასლი განათავსა.                            

"საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს:

მე, ქეთი მელუა, თვალყურს ვადევნებდი სზმ-ს გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის არჩევნებს.

მინდა, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადო ნათია აბრამიას, როგორც ყველაზე შესაფერის კანდიდატს ამ თანამდებობაზე და მე რომ დირექტორთა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვიყო, ჩემს ხმას ნათია აბრამიას მივცემდი.

ნათიამ "ფეისბუქზე" რამდენიმე ათასი ხელმომწერი მოაგროვა ამ თანამდებობაზე მის მხარდასაჭერად და ძალიან დასაფასებელი იქნებოდა, თუ ჩემი და მათი, როგორც აუდიტორიის და ქართული საზოგადოების აქტიურ წევრთა აზრი გათვალისწინებული იქნება.

პატივისცემით

ქეთი მელუა " - წერს ქართველი მომღერალი.

ქეთი მელუას გარდა ნათია აბრამიას კანდიდატურას მხარს უჭერენ: მსახიობი ნატა მურვანიძე, ბრიტანეთის ნაციონალური საბალეტო დასის პრიმა ბალერინა ელენე გლურჯიძემ, მხატვარი თეა ჯორჯაძე და "ვოლტ დისნეის" მედია-დისტრიბუციის ვიცე-პრეზიდენტი კახაბერ აბაშიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველი 143 კანდიდატიდან მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა.

კანდიდატებს შორის არიან: გიორგი ბარათაშვილი, თინათინ რუხაძე, ნათია აბრამია, მეგი თავდუმაძე, ნიკოლოზ მახარაშვილი. სამეურვეო საბჭო ახალ დირექტორს 6 წლის ვადით აირჩევს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს