მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯულიანა მურის ქალიშვილი დედის ასლია
ჯულიანა მურის ქალიშვილი დედის ასლია

ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბის 52 წლის ჯუ­ლი­ა­ნა მუ­რის ქა­ლიშ­ვი­ლი დე­დის ას­ლია.

პა­პა­რა­ცებ­მა ჯუ­ლი­ა­ნა და 10 წლის ლივი ნიუ-იორკში კა­ლათ­ბურ­თის მატჩზე შე­ნიშ­ნეს. დედა-შვილს შო­რის გა­რეგ­ნუ­ლი მსგავ­სე­ბა ძა­ლი­ან დი­დია. პა­ტა­რა ლივს დე­დის მსგავ­სად წი­თუ­რი ლა­მა­ზი თმა და ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი აქვს. გო­გო­ნამ მა­მის მიერ გა­და­ღე­ბულ 2 ფილმში ეპი­ზო­დუ­რი რო­ლე­ბი შე­ას­რუ­ლა. ფილმში "The Rebound" კი ლი­ვის პარტნი­ო­რი ჰო­ლი­ვუ­დის კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვი კეტ­რინ ზეტა ჯონ­სი იყო.

მსა­ხი­ობ­სა და მის მე­უღ­ლეს რე­ჟი­სორ ბარტ ფრე­ინდლიხს ლი­ვის გარ­და, კი­დევ ერთი შვი­ლი - 15 წლის კა­ლე­ბი ჰყავთ. ჯუ­ლი­ა­ნა ამ­ბობს, რომ მის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა ოჯა­ხია.

"ოჯახს არას­დროს ვშორ­დე­ბი, მა­ში­ნაც კი, როცა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ვარ. ჩვე­ნი ოჯა­ხი სხვე­ბის­გან არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა, ერ­თა­დერ­თი, რაც ჩემს შვი­ლებს მე­ზობ­ლის ბავ­შვე­ბის­გან გა­ნას­ხვა­ვებს ისაა, რომ მათ თან მუ­დამ პა­პა­რა­ცე­ბი დაჰ­ყვე­ბა. სა­კუ­თარ თავს ხში­რად ვე­კი­თხე­ბი - რო­გორ ვმუ­შა­ობ? მაქვს დრო ფეხ­ბურ­თის მატჩს ვუ­ყუ­რო? ბავ­შვე­ბი პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლე­ბენ სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბას?", - გა­ნა­ცხა­და ჯუ­ლი­ა­ნამ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

თუმ­ცა ვარ­სკვლა­ვის ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის ასე­თი იდი­ლია არ სუ­ფევ­და. მსა­ხი­ო­ბი 25 წლის იყო, რო­დე­საც პირ­ვე­ლად გა­თხოვ­და. ვარ­სკვლა­ვი­სა და მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის, რე­ჟი­სორ ჯონ რუ­ბი­ნის ქორ­წი­ნე­ბა კრა­ხით დას­რულ­და. უიღ­ბლო ქორ­წი­ნე­ბამ ჯუ­ლი­ა­ნა­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და. დღემ­დე ამ ურ­თი­ერ­თო­ბას ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ შეც­დო­მას უწო­დებს და ამ­ბობს, რომ ოჯა­ხი იმი­ტომ და­ენგრა, რომ პა­ტა­რა ასაკ­ში გა­თხოვ­და. ყო­ფი­ლი ცოლ-ქმა­რი ერ­თმა­ნეთს დღემ­დე არ ელა­პა­რა­კე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია fashionbookmark.com-ის მი­ხედ­ვით.

ჯულიანა მურის ქალიშვილი დედის ასლია

ჯულიანა მურის ქალიშვილი დედის ასლია

ჰოლივუდის მსახიობის 52 წლის ჯულიანა მურის ქალიშვილი დედის ასლია.

პაპარაცებმა ჯულიანა და 10 წლის ლივი ნიუ-იორკში კალათბურთის მატჩზე შენიშნეს. დედა-შვილს შორის გარეგნული მსგავსება ძალიან დიდია. პატარა ლივს დედის მსგავსად წითური ლამაზი თმა და ცისფერი თვალები აქვს. გოგონამ მამის მიერ გადაღებულ 2 ფილმში ეპიზოდური როლები შეასრულა. ფილმში "The Rebound" კი ლივის პარტნიორი ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავი კეტრინ ზეტა ჯონსი იყო.

მსახიობსა და მის მეუღლეს რეჟისორ ბარტ ფრეინდლიხს ლივის გარდა, კიდევ ერთი შვილი - 15 წლის კალები ჰყავთ. ჯულიანა ამბობს, რომ მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ოჯახია.

"ოჯახს არასდროს ვშორდები, მაშინაც კი, როცა გადასაღებ მოედანზე ვარ. ჩვენი ოჯახი სხვებისგან არაფრით განსხვავდება, ერთადერთი, რაც ჩემს შვილებს მეზობლის ბავშვებისგან განასხვავებს ისაა, რომ მათ თან მუდამ პაპარაცები დაჰყვება. საკუთარ თავს ხშირად ვეკითხები - როგორ ვმუშაობ? მაქვს დრო ფეხბურთის მატჩს ვუყურო? ბავშვები პირნათლად ასრულებენ საშინაო დავალებას?", - განაცხადა ჯულიანამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

თუმცა ვარსკვლავის ცხოვრებაში ყოველთვის ასეთი იდილია არ სუფევდა. მსახიობი 25 წლის იყო, როდესაც პირველად გათხოვდა. ვარსკვლავისა და მისი პირველი მეუღლის, რეჟისორ ჯონ რუბინის ქორწინება კრახით დასრულდა. უიღბლო ქორწინებამ ჯულიანაზე ძალიან იმოქმედა. დღემდე ამ ურთიერთობას ცხოვრების ყველაზე დიდ შეცდომას უწოდებს და ამბობს, რომ ოჯახი იმიტომ დაენგრა, რომ პატარა ასაკში გათხოვდა. ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთს დღემდე არ ელაპარაკება.

მომზადებულია fashionbookmark.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება