კახეთის საოლქო პროკურატურის რიგითი პროკურორი ზურაბ ჯავახიშვილი, რომელიც ალექსი ბახუტოვის გახმაურებულ საქმეზე გამოძიებას ხელმძღვანელობდა, დააწინაურეს და თელავის პროკურორის მოადგილედ დანიშნეს. ბახუტოვის საქმე საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში არაერთხელ მოხვდა. მას ლაშა ჩოფიკაშვილის მკვლელობა წამების შედეგად აღიარებინეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მოგვიანებით ვითომ მოკლული ჩოფიკაშვილი ცოცხალი აღმოჩნდა.
თავდაპირველად ჩოფიკაშვილი სამართალდამცავებს არწმუნებდა, რომ მისთვის ხელი არავის უხლია, თუმცა მეორე დღეს, პროკურატურაში ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ბახუტოვმა მას ჯოხი ჩაარტყა თავში.
ლაშა ჩოფიკაშვილის ცოცხლად გამოჩენის შემდეგ ბახუტოვმა ჩვენება შეცვალა და ამჯერად მკვლელობის მცდელობა აღიარა.
"თუ არ ვაღიარებდი, ალბათ, დამტოვებდნენ, ან სამუდამო პატიმრობას მომცემდნენ, ან რა ვიცი მე თვითონ რას მოიფიქრებდნენ და რას გამიკეთებდნენ, უკვე იმათზე იყო დამოკიდებული, იმათ ხელში ვიყავი და მე რა შემეძლო", - ამბობს ალექსი ბახუტოვი.
რატომ დააწინაურეს ბახუტოვის საქმის პროკურორი, ზურაბ ჯავახიშვილი, ამ კითხვაზე კახეთის საინფორმაციო ცენტრი პასუხს საქართველოს მთავარი პროკურატურისგან ითხოვს.
სრული ვერსია