პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას საქმიანობენ ნაციონალი გოგონები და რას სთხოვს სოფო ნიჟარაძე ბიძინა ივანიშვილს
რას საქმიანობენ ნაციონალი გოგონები და რას სთხოვს სოფო ნიჟარაძე ბიძინა ივანიშვილს

ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნესს ერთი უც­ნა­უ­რი "და­ა­ვა­დე­ბა" სჭირს, პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მომ­ღერ­ლე­ბიც იც­ვლე­ბი­ან. ჯერ კი­დევ შე­ვარ­დნა­ძის დროს პო­პუ­ლა­რუ­ლი მომ­ღერ­ლე­ბის ნა­წი­ლი ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რამ­დე­ნი­მე წლით "ჩა­რე­ცხა", ნა­წილ­მა კი ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიც მო­ი­წყო თბი­ლი ბუდე.

"ჩა­რე­ცხილ­ე­ბი", რო­გორც მა­შინ პრე­ზი­დენ­ტმა უწო­დათ, ჯერ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ებ­ზე ვი­ხი­ლეთ, ახლა კი სო­ლო­კონ­ცერ­ტებ­საც მარ­თა­ვენ და ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც ხშ­ირად ჩნდე­ბი­ან.

მარ­თა­ლია, ივა­ნიშ­ვილს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ობ­ის მხარ­დამ­ჭე­რი მო­მღერ­ლე­ბი­დან არ­ა­ვინ "ჩა­უ­რე­ცხავს", მაგ­რამ ისი­ნი ნელ-ნელა, თა­ვის­თა­ვად მა­ინც ქრე­ბი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­სა და კონ­ცერ­ტებ­ზე ნაკ­ლე­ბად ჩნდე­ბი­ან და მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რო­ბენ ან და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხარ­დამ­ჭერ ათ­კა­ცი­ან აქ­ცი­ებ­ზე და­დი­ან.

სოფო ნი­ჟა­რა­ძე და ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი ამ ბოლო დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­მე­გობ­რდნენ. ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ სოფო პრე­ზი­დენ­ტის ფა­ვო­რი­ტი მომ­ღე­რა­ლი გახ­ლავთ და მის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­ცერ­ტი არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. ახალ­გაზ­რდა პრი­მა­დო­ნამ პო­პუ­ლა­რო­ბით თა­ვად ლელა წურ­წუ­მი­აც კი დაჩ­რდი­ლა, რად­გან სპე­ცი­ა­ლუ­რად სო­ფოს­თვის დად­გმულ მი­უ­ზიკ­ლებ­ში ბი­უ­ჯე­ტი­დან მი­ლი­ო­ნო­ბით ლარი იხარ­ჯე­ბო­და.

მარ­თა­ლია, ნი­ნას ამ­ხე­ლა სი­მაღ­ლე­ე­ბი არ და­უ­პყრია, მაგ­რამ ნა­ცი­ო­ნა­ლურ ფრთა­ში და­ფა­სე­ბუ­ლი კად­რი გახ­და და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბაც და­ი­წყო. ნი­ნას ისე შე­უყ­ვარ­და პრე­ზი­დენ­ტი, რომ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ტე­ლე­ფო­ნის ეკ­რან­ზე ფო­ნად მისი ფოტო ეყე­ნა. ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის და­სა­ცა­ვა­დაც არა­ერ­თი ბრძო­ლა გა­და­უ­ტა­ნია. ალ­ბათ ბევ­რს აღარც ახ­სოვს, რო­გორ მი­ა­ყე­ნეს ერთ-ერთ აქ­ცი­ა­ზე ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მომ­ღე­რალს ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა.

მა­შინ ნინა ბეწ­ვზე გა­დარ­ჩა, ამი­ტომ ჭკუა ის­წავ­ლა და ხალ­ხის და­მო­ძღვრა, თუ რო­გო­რი კარ­გია ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - პრე­სი­დან და­ი­წყო. ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი 5-ნომ­რი­ა­ნი მა­ი­სუ­რით მათ მხარ­დამ­ჭერ კონ­ცერ­ტებ­ზეც გა­მო­დი­ო­და და იმი­თაც იმუქ­რე­ბო­და, თუ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი არ გა­ი­მარ­ჯვე­ბენ, თავს მო­ვიკ­ლა­ვო.

სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ნი­ნას გულ­შე­მატ­კივ­რო­ბამ პარ­ტი­ას ვე­რა­ფე­რი უშ­ვე­ლა, მაგ­რამ ნინა ამ­ჯე­რად პო­ლი­ტი­კურ ფლანგზე გა­აქ­ტი­ურ­და. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან მო­წო­დე­ბე­ბი არ იკ­მა­რა და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე გა­მოჩ­ნდა. ტე­ლე­კა­მე­რე­ბის წინ კო­მენ­ტა­რე­ბიც არ და­ი­შუ­რა და სა­ღა­მოს "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ კე­დელ­ზე მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­გან მად­ლო­ბე­ბიც მი­ი­ღო.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ხომ ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლი პრო­ფე­სია ექ­სპერ­ტო­ბაა. რამ­დე­ნი­მე ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბა, შემ­დეგ ერთი-ორი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რი და მე­სა­მედ, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი არ დაგ­ზარ­დე­ბი­ან და, შენი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის ქვე­ვით მე­დი­ა­ექ­სპერტს, პო­ლი­ტი­კურ ექ­სპერტს ან სამ­ხედ­რო ექ­სპერტს მი­ა­წე­რენ. ნი­ნაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, პო­ლი­ტი­კურ ექ­სპერ­ტო­ბას უმიზ­ნებს, სხვა არა­ფე­რია მისი კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუქ­ზე" ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას "კუ­რი­ერ პ.ს."-ში გა­მოს­ვლის მერე მი­უ­ძღვნა:

"ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ "პ.ს."-ში თქვა, ბოლო ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო ბუქ­სა­ობ­და და ვერ გან­ვი­თარ­დაო. აბა, რო­დის გან­ვი­თარ­და, ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, 90-იან წლებ­ში?"

ყო­ჩაღ, ნინა, ნი­ნა­სი გე­ში­ნო­დეთ, მი­ნის­ტრე­ბო!!!

რო­გორც თავ­ში აღ­ვნიშ­ნე, ამ ბოლო დროს ნინა და სოფო და­მე­გობ­რდნენ. გარ­და პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბი­სა, კი­დევ ბევ­რი რამ აერ­თი­ა­ნებთ. მათ შო­რის ერთ-ერთი გახ­დო­მა და კარ­გი ტა­ნის და­ყე­ნე­ბის­კენ სწრაფ­ვაა. იმის დე­მონ­სტრი­რე­ბას, რომ ცხოვ­რე­ბა ძვე­ლე­ბუ­რად გრძელ­დე­ბა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ვე­რა­ფერს და­აკ­ლებთ, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი ხში­რად ახ­დე­ნენ. ნინა და სო­ფოც მო­დას არ ჩა­მორ­ჩნენ და "ფე­ის­ბუქ­ზე" ფიტ­ნესკლუბ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ატ­ვირ­თეს.

სოფო და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი (იქვე ნინა-ც)

გა­სულ კვი­რას ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა სოფო ნი­ჟა­რა­ძეს "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე უც­ნა­უ­რი ფოტო გა­მო­უქ­ვეყ­ნა. სო­ფოს და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფო­ტო­ე­ბი გვერ­დიგ­ვერ­დაა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და ზე­მო­დან აწე­რია:

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად სოფო ნი­ჟა­რა­ძეს ნიშ­ნავს. გა­და­დით ლინკზე და ნა­ხეთ დაწ­ვრი­ლე­ბით, თუ ტყუ­ი­ლი იყოს, შე­გიძ­ლი­ათ "ან­ლა­ი­ქი" გა­უ­კე­თოთ".

"რას ნიშ­ნავს ეს ყვე­ლა­ფე­რი, კონ­კრე­ტუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! თუ გაქვთ, ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, კი ნუ მა­პა­რებთ, პირ­და­პირ და­მი­რე­კეთ ნო­მერ­ზე..." - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ფო­ტოს ახალ­გაზ­რდა პრი­მა­დო­ნა და ხუ­თი­ა­ნე­ბით და ნუ­ლე­ბით შემ­დგა­რი ნო­მე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. სად იყო და სად არა, იქვე ნი­ნაც გაჩ­ნდა ფო­ტოს ქვე­ვით და და­ი­ჩივ­ლა:

"შენ კაი პონ­ტში ხარ სოფ, ან ცოლი ხარ, ან სა­ცო­ლე. მე პირ­და­პირ ნაშა, ამ სტა­ტუსს ვერ ავ­ცდი".

"რა ცოლი, რა სა­ცო­ლე, არ გა­მა­გი­ჟო ახლა, ისევ მი­ნის­ტრო­ბა მირ­ჩევ­ნია", - წერ­და სოფო ნი­ჟა­რა­ძე.

ასე რომ, სო­ფოს ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მი­ნის­ტრო­ბა უნდა, ნინა კი პო­ლი­ტი­კურ ექ­სპერ­ტო­ბას უმიზ­ნებს. ისე, ვერა ქო­ბა­ლია თუ იყო მდგრა­დი მი­ნის­ტრი და უც­ნა­უ­რად გამ­ქრა­ლი ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძე - ცი­ხე­ე­ბის დე­დო­ფა­ლი, დიდი ამ­ბა­ვი, სო­ფომ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრო­ბა­ზე წა­მო­ა­ყე­ნოს პრე­ტენ­ზია.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მომ­ღე­რალ­მა ფო­ტო წა­შა­ლა და სა­კუ­თარ გვერ­დზე შემ­დე­გი ტექ­სტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"მსგავს სი­სუ­ლე­ლე­ებს თავი და­ა­ნე­ბეთ და გაფრ­თხი­ლებთ, ვინც ასეთ ფო­ტო­ებს და­მი­დებს ან მომ­ნიშ­ნავს, ან გა­ავ­რცე­ლებს, დავბლო­კავ. და­ვი­ღა­ლე უკვე თქვე­ნი ბოდ­ვე­ბით, გემ­შვი­დო­ბე­ბით..."

ქეთი მე­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რას საქმიანობენ ნაციონალი გოგონები და რას სთხოვს სოფო ნიჟარაძე ბიძინა ივანიშვილს

რას საქმიანობენ ნაციონალი გოგონები და რას სთხოვს სოფო ნიჟარაძე ბიძინა ივანიშვილს

ქართულ შოუბიზნესს ერთი უცნაური "დაავადება" სჭირს, პოლიტიკური ცვლილებების პარალელურად, მომღერლებიც იცვლებიან. ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს პოპულარული მომღერლების ნაწილი ვარდების ხელისუფლებამ რამდენიმე წლით "ჩარეცხა", ნაწილმა კი ახალ ხელისუფლებაშიც მოიწყო თბილი ბუდე.

"ჩარეცხილ­ე­ბი", როგორც მაშინ პრეზიდენტმა უწოდათ, ჯერ "ქართული ოც­ნების" მხარდამჭერ აქციებზე ვიხილეთ, ახლა კი სოლოკონცერტებსაც მართავენ და ტელევიზიითაც ხშ­ირად ჩნდებიან.

მართალია, ივანიშვილს ნაციონალური მოძრაობ­ის მხარდამჭერი მო­მღერლებიდან არ­ა­ვინ "ჩაურეცხავს", მაგრამ ისინი ნელ-ნელა, თავისთავად მაინც ქრებიან. შესაბამისად, ტელეეკრანებსა და კონცერტებზე ნაკლებად ჩნდებიან და მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობენ ან დაკავებული პოლიტიკოსების მხარდამჭერ ათკაციან აქციებზე დადიან.

სოფო ნიჟარაძე და ნინა წკრიალაშვილი ამ ბოლო დროს განსაკუთრებულად დამეგობრდნენ. ყველასთვის ცნობილია, რომ სოფო პრეზიდენტის ფავორიტი მომღერალი გახლავთ და მის გარეშე საქართველოში არც ერთი მნიშვნელოვანი კონცერტი არ ჩატარებულა. ახალგაზრდა პრიმადონამ პოპულარობით თავად ლელა წურწუმიაც კი დაჩრდილა, რადგან სპეციალურად სოფოსთვის დადგმულ მიუზიკლებში ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯებოდა.

მართალია, ნინას ამხელა სიმაღლეები არ დაუპყრია, მაგრამ ნაციონალურ ფრთაში დაფასებული კადრი გახდა და კულტურის სამინისტროში მუშაობაც დაიწყო. ნინას ისე შეუყვარდა პრეზიდენტი, რომ რამდენიმე წლის წინ ტელეფონის ეკრანზე ფონად მისი ფოტო ეყენა. ნაციონალების დასაცავადაც არაერთი ბრძოლა გადაუტანია. ალბათ ბევრს აღარც ახსოვს, როგორ მიაყენეს ერთ-ერთ აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მომღერალს ლევან გაჩეჩილაძის მხარდამჭერებმა.

მაშინ ნინა ბეწვზე გადარჩა, ამიტომ ჭკუა ისწავლა და ხალხის დამოძღვრა, თუ როგორი კარგია ნაციონალური მოძრაობა - პრესიდან დაიწყო. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ნაციონალური 5-ნომრიანი მაისურით მათ მხარდამჭერ კონცერტებზეც გამოდიოდა და იმითაც იმუქრებოდა, თუ ნაციონალები არ გაიმარჯვებენ, თავს მოვიკლავო.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ნინას გულშემატკივრობამ პარტიას ვერაფერი უშველა, მაგრამ ნინა ამჯერად პოლიტიკურ ფლანგზე გააქტიურდა. სოციალური ქსელიდან მოწოდებები არ იკმარა და ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა. ტელეკამერების წინ კომენტარებიც არ დაიშურა და საღამოს "ფეისბუქის" საკუთარ კედელზე მხარდამჭერებისგან მადლობებიც მიიღო.

საქართველოში ხომ ყველაზე ადვილი პროფესია ექსპერტობაა. რამდენიმე ხმაურიანი განცხადება, შემდეგ ერთი-ორი სატელევიზიო ეთერი და მესამედ, ტელევიზიები არ დაგზარდებიან და, შენი სახელისა და გვარის ქვევით მედიაექსპერტს, პოლიტიკურ ექსპერტს ან სამხედრო ექსპერტს მიაწერენ. ნინაც, სავარაუდოდ, პოლიტიკურ ექსპერტობას უმიზნებს, სხვა არაფერია მისი კომენტარი, რომელიც "ფეისბუქზე" ირაკლი ალასანიას "კურიერ პ.ს."-ში გამოსვლის მერე მიუძღვნა:

"ირაკლი ალასანიამ "პ.ს."-ში თქვა, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში საქართველო ბუქსაობდა და ვერ განვითარდაო. აბა, როდის განვითარდა, ბატონო ირაკლი, 90-იან წლებში?"

ყოჩაღ, ნინა, ნინასი გეშინოდეთ, მინისტრებო!!!

როგორც თავში აღვნიშნე, ამ ბოლო დროს ნინა და სოფო დამეგობრდნენ. გარდა პოლიტიკური მოსაზრებებისა, კიდევ ბევრი რამ აერთიანებთ. მათ შორის ერთ-ერთი გახდომა და კარგი ტანის დაყენებისკენ სწრაფვაა. იმის დემონსტრირებას, რომ ცხოვრება ძველებურად გრძელდება და "ქართული ოცნება" ვერაფერს დააკლებთ, ნაციონალები ხშირად ახდენენ. ნინა და სოფოც მოდას არ ჩამორჩნენ და "ფეისბუქზე" ფიტნესკლუბში გადაღებული ფოტოები ატვირთეს.

სოფო და ბიძინა ივანიშვილი (იქვე ნინა-ც)

გასულ კვირას ერთ-ერთმა მომხმარებელმა სოფო ნიჟარაძეს "ფეისბუქის" გვერდზე უცნაური ფოტო გამოუქვეყნა. სოფოს და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ფოტოები გვერდიგვერდაა დამონტაჟებული და ზემოდან აწერია:

"ბიძინა ივანიშვილი კულტურის მინისტრად სოფო ნიჟარაძეს ნიშნავს. გადადით ლინკზე და ნახეთ დაწვრილებით, თუ ტყუილი იყოს, შეგიძლიათ "ანლაიქი" გაუკეთოთ".

"რას ნიშნავს ეს ყველაფერი, კონკრეტული შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! თუ გაქვთ, ბატონო ბიძინა, კი ნუ მაპარებთ, პირდაპირ დამირეკეთ ნომერზე..." - ასე გამოეხმაურა ფოტოს ახალგაზრდა პრიმადონა და ხუთიანებით და ნულებით შემდგარი ნომერი გამოაქვეყნა. სად იყო და სად არა, იქვე ნინაც გაჩნდა ფოტოს ქვევით და დაიჩივლა:

"შენ კაი პონტში ხარ სოფ, ან ცოლი ხარ, ან საცოლე. მე პირდაპირ ნაშა, ამ სტატუსს ვერ ავცდი".

"რა ცოლი, რა საცოლე, არ გამაგიჟო ახლა, ისევ მინისტრობა მირჩევნია", - წერდა სოფო ნიჟარაძე.

ასე რომ, სოფოს ახალ ხელისუფლებაში მინისტრობა უნდა, ნინა კი პოლიტიკურ ექსპერტობას უმიზნებს. ისე, ვერა ქობალია თუ იყო მდგრადი მინისტრი და უცნაურად გამქრალი ხათუნა კალმახელიძე - ციხეების დედოფალი, დიდი ამბავი, სოფომ კულტურის მინისტრობაზე წამოაყენოს პრეტენზია.

მოგვიანებით, მომღერალმა ფო­ტო წაშალა და საკუთარ გვერდზე შემდეგი ტექსტი გამოაქვეყნა:

"მსგავს სისულელეებს თავი დაანებეთ და გაფრთხილებთ, ვინც ასეთ ფოტოებს დამიდებს ან მომნიშნავს, ან გაავრცელებს, დავბლოკავ. დავიღალე უკვე თქვენი ბოდვებით, გემშვიდობებით..."

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება