პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემო მჟავიას მძიმე სამი თვე - როგორ მიიღო ოჯახმა რუსი სარძლო
თემო მჟავიას მძიმე სამი თვე - როგორ მიიღო ოჯახმა რუსი სარძლო

არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 2 დღით ადრე თემო მჟა­ვია და და­ვით გო­გიშ­ვი­ლი მჟა­ვი­ას მო­ტო­ციკ­ლით, რო­მელ­საც თე­მომ "გლა­დი­ა­ტო­რი" და­არ­ქვა და "რე­ი­ტინ­გის" ერთ-ერთ ნო­მერ­ში პრე­ზენ­ტა­ცი­აც კი მო­ა­წყო, ავა­რი­ა­ში მოყ­ვნენ. თე­მოს კი­დუ­რებ­ზე ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, დათო ცოტა იო­ლად გა­მოძ­ვრა. თა­ბა­ში­რი და­ა­დეს ხელ­ზე. მას მერე იუ­მო­რის­ტი სა­წოლს მი­ე­ჯაჭ­ვა და ახ­ლა­ხან ყა­ვარ­ჯნე­ბის დახ­მა­რე­ბით წა­მოდ­გა. ამ მძი­მე სამ თვე­ზე თემო ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რებს, თან თა­ვის შეყ­ვა­რე­ბულ­საც გაგ­ვაც­ნობს.

- თემო, მოგ­ვი­ყე­ვი ავა­რი­ის დე­ტა­ლე­ბი, რო­გორ გა­დარ­ჩი?

- ავა­რი­ამ­დე ჩემს მო­ტოს - "გლა­დი­ა­ტორს" ვა­პი­ა­რებ­დი ჩვენს ინ­ტერ­ვი­უ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, აღარ არ­სე­ბობს ის მოტო.

- "გლა­დი­ა­ტორ­მა" გიმ­ტყუ­ნა თუ შენ უმტყუ­ნე?

- ტაქ­სის­ტმა გვიმ­ტყუ­ნა მეც და "გლა­დი­ა­ტორ­საც". ისეთ ად­გი­ლას ჩა­მო­უხ­ვია, სა­დაც ჯერ მან­ქა­ნას არ ჩა­მო­უხ­ვე­ვია და არც არას­დროს ჩა­მო­უხ­ვევს. ეს ის დღე იყო, "ლი­ბერ­თი ბანკს" ცე­ცხლი რომ ეკი­და ვა­კე­ში. ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე მოვ­დი­ო­დით. ძა­ლი­ან დიდი სა­ცო­ბე­ბი იყო და ნელა ვმოძ­რა­ობ­დით. წი­თელ­ზე გავ­ჩერ­დით მზი­ურ­თან. უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ვა­კის პარ­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით მივ­დი­ო­დით. აინ­თო მწვა­ნე და უკ­ნი­დან, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, და­ი­წყეს სიგ­ნა­ლე­ბი, წა­დიო. წა­ვე­დი. ამ დროს, სად იყო და სად არა, არ ვიცი, ვი­ღა­ცამ სა­ვარ­ცხე­ლი გად­მო­აგ­დო თუ რა მოხ­და (იცი­ნის), ჩემ წინ გვერ­დუ­ლად აღ­მოჩ­ნდა ტაქ­სი. ვერც მუხ­რუ­ჭი, ვერც მო­ტოს დაწ­ვე­ნა, ვერც გად­მოხ­ტო­მა ვერ მო­ვას­წა­რი. მერე მახ­სოვს ხმე­ბი, "კა­პო­ტი", ას­ფალ­ტი, ხალ­ხი, ოღონდ გო­ნე­ბა არ და­მი­კარ­გავს. მახ­სოვს, მარ­ცხე­ნა ხელი მტკი­ო­და, რომ დავ­ხე­დე, ხელი ვერ ვი­პო­ვე, მარ­ტო ძვლებს ვხე­დავ­დი. თურ­მე შიგ­ნით მქონ­და შე­ტე­ხი­ლი და ხელ­ზე ვი­წე­ქი. მე­გო­ნა, მომ­ძვრა ხელი. ფე­ხიც და­ახ­ლო­ე­ბით მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მქონ­და. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან არ მინ­და დავ­ზაფ­რო თქვე­ნი მკი­თხვე­ლი. ან ინ­ტერ­ვი­უს მი­ნა­წე­რი წა­უმ­ძღვა­რეთ, რომ ღა­მის 12 სა­ა­თის შემ­დეგ არ წა­ი­კი­თხონ და 18 წლამ­დე ბავ­შვებს ნუ წა­ა­კი­თხე­ბენ (იცი­ნის). მახ­სოვ­და რომ უკან დათო მეჯ­და და ვე­ძახ­დი, სად ხარ-მეთ­ქი. ამ დროს და­ვი­ნა­ხე, ვი­ღა­ცას ეჯდა მუხ­ლებ­ში და ასუ­ლი­ე­რებ­და. მგო­ნი, ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვას უტა­რებ­და (იცი­ნის). შე­იძ­ლე­ბა, სპე­ცი­ა­ლუ­რა­დაც ჩა­უჯ­და, კაი გოგო იყო. ბან­კის­კენ მი­მა­ვალ­მა სას­წრა­ფომ გა­ა­ჩე­რა და ჩა­მოხ­ტნენ მან­ქა­ნი­დან. ძა­ლი­ან მტკი­ო­და კი­დუ­რე­ბი და სას­წრა­ფოს ექიმს ვთხო­ვე, გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი გა­მი­კე­თე-მეთ­ქი. ამო­ი­ღო ამ­პუ­ლა და ამ დროს ვი­ღაც ახალ­გაზ­რდა ბიჭი მო­ცუნ­ცულ­და. სას­წრა­ფოს ექი­მიც ახალ­გაზ­რდა ბიჭი იყო. გა­უ­მარ­ჯოს ძმაო, დახ­მა­რე­ბა ხომ არ გინ­და, მერე ამ­პუ­ლა არ გა­და­აგ­დოო, ეუბ­ნე­ბა. გა­გიჟ­და ეს ექი­მი, მარ­ტო იყო თან. დახ­მა­რე­ბა მარ­თლა სჭირ­დე­ბო­და. სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოც­დი­ლე­ბა გაქ­ვსო, ჰკი­თხა. სა­მე­დი­ცი­ნო არა, მაგ­რამ სა­მო­ქა­ლა­ქო მაქვს, იცო­ცხლე, 18 წლი­დან გა­მოც­დი­ლი ვარო (იცი­ნის). მოკ­ლედ, მა­გა­რი ვინ­მე იყო. ამის მერე წა­მიყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

- და­თოც?

- არა, ერთ მან­ქან­ში ვერ ჩაგ­ვა­ტი­ეს. და­ბა­ლი "ხრუ­შოვ­კა" სას­წრა­ფო­ე­ბი რომ არის, მა­გით იყ­ვნენ. გზა­ში კი­დევ და­მი­მა­ტეს გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი. ბო­ლომ­დეც ვერ გა­მი­ყუ­ჩა და თან მაგ­რად იმოქ­მე­და, ტვი­ნი ამე­რია. ვყვი­რო­დი, ფეხი არ მო­მაჭ­რათ-მეთ­ქი. მო­ვი­და ექი­მი და ხე­ლით გა­მის­წო­რა ფეხი და ხელი. ძვლე­ბის ღრჭი­ა­ლი მეს­მო­და, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო. რენტგე­ნი გა­და­მი­ღეს, ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი ხომ არ გაქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლიო. არ აღ­მო­მაჩ­ნდა არა­ფე­რი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ხმა რომ ამო­ვი­ღე და ექი­მებ­საც გა­ვე­სა­უბ­რე, უცებ ვიგ­რძე­ნი, ვიხ­რჩო­ბო­დი. ისევ შე­მო­ი­ტა­ნეს რენტგე­ნის აპა­რა­ტი და აღ­მოჩ­ნდა, რომ ერთი ფილ­ტვი არ მუ­შა­ობ­და. მერე დრე­ნა­ჟი ჩა­მიდ­გეს. 6 სა­ათ­ზე მი­მიყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და 12 სა­ათ­ზე ოპე­რა­ცია და­ი­წყეს. დი­ლის 6 სა­ა­თამ­დე გრძელ­დე­ბო­და ოპე­რა­ცია. ახლა რკი­ნე­ბი მაქვს ფეხ­სა და ხელ­ში. ერთი წლის შემ­დეგ შე­მიძ­ლია ამო­ვი­ღო. სამი თვე გა­უნ­ძრევ­ლად ვი­წე­ქი. მერე მე­გობ­რე­ბი ეტ­ლით და­მა­ტა­რებ­დნენ. მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნე ეს წო­ლის პე­რი­ო­დი. რა წიგ­ნე­ბიც არ მქონ­და წა­კი­თხუ­ლი, წა­ვი­კი­თხე, რა ფილ­მე­ბიც არ მქონ­და ნა­ნა­ხი, ვნა­ხე. მუ­სი­კას ვუს­მენ­დი, თუმ­ცა სა­ში­ნე­ლი ნევ­რო­ზი შე­მომ­რჩა.

- ვინ გივ­ლი­და?

- ყვე­ლა. ჯერ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ვი­და ყვე­ლა, ვი­საც ვიც­ნობ­დი და არ ვიც­ნობ­დი. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, არ გიც­ნობთ, მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გეთ, არ შეგ­ვეძ­ლო, არ მოვ­სუ­ლი­ყა­ვი­თო. ყვე­ლას მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ამის­თვის. სახ­ლში მე­გობ­რე­ბი მო­რი­გე­ობ­დნენ. მშობ­ლე­ბი მივ­ლიდ­ნენ. მე­გობ­რე­ბიც რჩე­ბოდ­ნენ ჩემ­თან. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ცუდი ის იყო, რომ ავა­რი­ის დროს არ გა­ვი­თი­შე და ყვე­ლა დე­ტა­ლი მახ­სოვს. ექი­მებს ვეხ­ვე­წე­ბო­დი, გამ­თი­შეთ-მეთ­ქი, ისე, ჩა­ფხუ­ტი რომ არ მფა­რე­ბო­და, წა­სუ­ლი იყო ჩემი საქ­მე.

- შენი ნევ­რო­ზი რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და?

- ახ­ლაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა - უძი­ლო­ბა­ში, ცუდ ხა­სი­ათ­ში, ყვი­რილ­ში, რაც მა­ნამ­დე არა­ვის ახ­სოვს ჩემ­გან. ყვე­ლა ნერვს ვგრძნობ­დი თავ­ში. რე­ა­ნი­მა­ცი­ი­დან პა­ლა­ტა­ში რომ ჩა­მოვ­ყავ­დი, ექთან­მა მი­თხრა, გა­ი­გე, არ­ჩევ­ნე­ბი რომ მო­ვი­გე­თო. ეგ ხომ მა­ნამ­დეც ვი­ცო­დი-მეთ­ქი, ვუ­პა­სუ­ხე. გული დამ­წყდა იმა­ზე, რომ და­ვითს არ გა­უ­მარ­თლა ამ მხრივ. ის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სუ­ლის ადა­მი­ა­ნია, ჩარ­თუ­ლი იყო პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებ­ში და ჩემი "წყა­ლო­ბით" ამ პრო­ცე­სებს გა­მო­ე­თი­შა. ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის დრო­საც ჩარ­თუ­ლი იყო ამ პრო­ცე­სებ­ში და ბრმა­ნაწ­ლა­ვი ას­ტკივ­და. სა­ო­პე­რა­ცი­ოდ რომ შე­იყ­ვა­ნეს, შე­ვარ­დნა­ძე იყო პრე­ზი­დენ­ტი და რომ გა­მო­იყ­ვა­ნეს - სა­ა­კაშ­ვი­ლი. სულ თავ­ში ირტყამ­და ხე­ლებს, ახ­ლაც იგი­ვე და­ე­მარ­თა ჩემი "წყა­ლო­ბით" და დიდი ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო.

- ავა­რი­ის გამო ალ­ბათ გა­მო­ე­თი­შე სა­მუ­შაო პრო­ცე­სებს "ჯი-დი-ეს"-ში. რა ხდე­ბა სე­რი­ალ "ცუდ ბი­ჭებ­ში"?

- მარ­ტო მე კი არა, ყვე­ლა გა­მოვ­თი­შე ამ სე­რი­ალს. გა­და­ღე­ბე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია ჩემ გამო. "ჯი-დი-ესს" რაც შე­ე­ხე­ბა, გა­და­ცე­მე­ბი გა­დის უკვე ეთერ­ში; დი­ლის გა­და­ცე­მა - "ტო­პა­თე­უ­ლი", მალე კვი­რა დღეს გავა ეთერ­ში "ჯორ­ჯია ჯო­ბია". რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდებ­ზეა გათ­ვლი­ლი. წამ­ყვა­ნი ამი­კო იქ­ნე­ბა. ამი­კომ შექ­მნა რამ­დე­ნი­მე ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი, გა­იხ­სე­ნა ძვე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რომ­ლე­ბიც ენატ­რე­ბო­და თვი­თო­ნაც და ხალ­ხსაც. ამ გა­და­ცე­მა­ში იქ­ნე­ბა რუბ­რი­კე­ბი, მა­გა­ლი­თად, "თქვე­ნი შოუს" ყო­ფი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი კაკი და პა­რუ­ნა იქ­ნე­ბი­ან. იქ­ნე­ბა უც­ნა­უ­რი, სა­სა­ცი­ლო რე­კორ­დე­ბის რუბ­რი­კაც. აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ და ძა­ლი­ან მალე სრუ­ლი­ად შე­ივ­სე­ბა "ჯი-დი-ეს"-ის სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბადე.

- შენ რო­გორ მუ­შა­ობ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში?

- მარ­ტი­ვად. ვი­ღებ ჩემს ორ ყა­ვარ­ჯენს, ვჯდე­ბი ტაქ­სი­ში და მივ­დი­ვარ. სა­დამ­დეც "გავ­ქა­ჩავ", იქ ვარ. დიდი დატ­ვირ­თვაც არ შე­იძ­ლე­ბა. ისე­დაც ძა­ლი­ან მალე ავ­დე­ქი, უკ­ვირთ ექი­მებს. ახ­ლაც ეტ­ლში უნდა ვიჯ­დე. ექი­მე­ბის ვა­რა­უ­დით, ახა­ლი წლის მერე უნდა ავ­მდგა­რი­ყა­ვი ფეხ­ზე. აქვე მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ექი­მებს. იმ­დე­ნად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად გა­მი­კე­თეს ოპე­რა­ცია, თა­ბა­შირ­შიც კი არ მქონ­და ფეხი. მო­ვი­კი­თხავ ბა­ტონ შა­დი­მანს (იცი­ნის) და მად­ლო­ბა ბე­რას გვერ­დში დგო­მის­თვის. ყვე­ლა ხარ­ჯი, რაც ჩემს სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას დას­ჭირ­და, მან გა­და­ი­ხა­და.

- ახლა ეს გო­გო­ნა გაგ­ვა­ცა­ნი, შენს სახ­ლში რომ და­ფუს­ფუ­სებს და თავს გევ­ლე­ბა...

- ნას­ტია დივა აგ­ვის­ტო­ში გა­ვი­ცა­ნი.

- ბა­თუმ­ში?

- (იცი­ნის) არა. სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავს მე და ნას­ტი­ას, რო­მელ­საც ჰქვია და­ბა­ლი ღმერ­თი. ჩვენ შე­ვარ­ქვით. მამ­რო­ბი­თი სქე­სის არის. რო­გორც გა­ვი­გე, ნას­ტი­ას და მის და­ქა­ლებს აინ­ტე­რე­სებ­დათ, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო. და­ბალ ღმერ­თს სთხო­ვეს, გვი­მას­პინ­ძლეო. ამ ბიჭ­მა მი­თხრა, შენ­თვის სი­ურპრი­ზი მაქვს, სამი მა­გა­რი გოგო ჩა­მო­დის მოს­კო­ვი­დან, აბა, შენ იცი, დავ­ხვდეთ, დატ­რი­ალ­დიო. დავტრი­ალ­დი და იმის მერე ვტრი­ა­ლებ. თავ­ბრუ და­მახ­ვია ნას­ტი­ამ. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია, თბი­ლი. მის მერე 15-ჯერ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. თით­ქმის ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას ჩა­მო­დი­ო­და. მივ­ლი­და, მე­ფე­რე­ბო­და.

- ბი­ნაც იმი­ტომ შე­იც­ვა­ლე, რომ ნას­ტია მშობ­ლებ­თან არ მი­გეყ­ვა­ნა?

- უკვე დიდი ხა­ნია, და­მო­უ­კი­დებ­ლად ვცხოვ­რობ. დიდი ბიჭი ვარ უკვე. თავს თვი­თონ ვუვ­ლი. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მშობ­ლე­ბი არ მიყ­ვარს. უბ­რა­ლოდ, და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა მიყ­ვარს. ნას­ტი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მე­გობ­რო­ბით და­ვი­წყე, მერე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ძა­ლი­ან თბი­ლი და საყ­ვა­რე­ლია, გა­ნათ­ლე­ბუ­ლიც და ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და. ნას­ტია მუ­შა­ობს. მოს­კოვ­ში არის ასე­თი სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია "იან­დექ­სი" და იქ მუ­შა­ობს. ხვდე­ბა ბან­კის უფ­რო­სებს, რომ "და­კე­როს", ფული ჩა­დონ ამ კომ­პა­ნი­ა­ში.

- შენ რო­გორ "დაგ­კე­რა"?

- (იცი­ნის) ორი­ვემ "დავ­კე­რეთ" ერ­თმა­ნე­თი. მა­შინ ის პე­რი­ო­დი იყო, მო­ტო­თი რომ დავ­ქრო­დი. ჩა­მო­ვი­და, დახ­ვდა ბიჭი მო­ტო­თი, და­აქ­რო­ლებ­და აქეთ-იქით. შევ­თა­ვა­ზე, მარ­თვას გას­წავ­ლი-მეთ­ქი და იუ­ა­რა. მე იმის­თვის ვარ, სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი რომ მო­ვი­ტა­ნო და უკან ვიჯ­დეო, მი­თხრა.

- რა ჰქვია თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბას დღეს?

- ნას­ტია ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. ვგიჟ­დე­ბი, ჭკუა მე­კე­ტე­ბა, მათრთო­ლებს, მა­ბედ­ნი­ე­რებს.

- ქარ­თუ­ლი ას­წავ­ლე უკვე?

- პირ­ველ რიგ­ში, მიყ­ვარ­ხარ ვას­წავ­ლე.

ნას­ტია:

- "მიკ­ვარ­ხარ" ვიცი, კი­დევ თემო მჟა­ვია (იცი­ნის), სამი მთა­ვა­რი სი­ტყვა ვის­წავ­ლე - მიყ­ვარ­ხარ, თემო მჟა­ვია. კი­დევ ვიცი "თბი­ლო", "აქ და ახლა". იმი­ტომ, რომ ჩვენ დღე­ვან­დე­ლი დღით ვცხოვ­რობთ, სხვა არა­ფე­რი არ­სე­ბობს, გარ­და აწ­მყო დრო­ი­სა. ყვე­ლა­ფე­რი რომ გა­ივ­ლის, თუ გა­ივ­ლის, არა­ვინ იცის, რა დარ­ჩე­ბა იქი­დან. ამი­ტომ ვცხოვ­რობთ "აქ და ახლა".

- თემო, შენი ოჯა­ხი იც­ნობს ნას­ტი­ას?

- იც­ნობს. ავა­რი­ის მერე ხომ სახ­ლში ვი­წე­ქი და მა­ში­ნაც იყო ჩა­მო­სუ­ლი ნას­ტია. გა­იც­ნეს, უნ­დო­დათ თუ არ უნ­დო­დათ, რუსი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყო­ლო­და, მა­ინც გა­იც­ნეს. და­დე­ბი­თი რე­აქ­ცია ჰქონ­და ყვე­ლას. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ნას­ტი­ამ უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს ვინ­მე­ში?!

- სა­ყუ­რეს ვხე­დავ შენს ყურ­ზე. აქამ­დე არ შე­მიმ­ჩნე­ვია...

- ავა­რი­ამ­დე ცოტა ხნით ადრე გა­ვი­კე­თე, უარ­ყო­ფით რე­აქ­ცი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან ვე­ლო­დი, მაგ­რამ ავა­რი­ამ­დე არა­ვის ვყავ­დი ნა­ნა­ხი და ავა­რი­ის მერე სა­ყუ­რე­ზე ხომ აღარ და­მი­წყებ­დნენ ლა­პა­რაკს. რა­ხან ცო­ცხა­ლი ხარ, გქონ­დეს ყური გახ­ვრე­ტი­ლიო, მი­თხრეს. ფე­ხე­ბი და ფილ­ტვი მქონ­და გახ­ვრე­ტი­ლი და... ყურს ვინ­ღა ჩი­ო­და.

- თემო, რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა შენი და მო­ტოს ურ­თი­ერ­თო­ბა, კი­დევ აპი­რებ ყიდ­ვას?

- ამა­ზე ზუს­ტი პა­სუ­ხი არ მაქვს. ის ზუს­ტად ვიცი, რომ მო­ტო­ზე აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ჯდე­ბი, ჩა­ფხუტს და­ვი­ხუ­რავ, გა­ვი­ღი­მებ და გა­ვი­სე­ირ­ნებ ნელ-ნელა. ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც სულ მზეა და ქარ­თვე­ლი მძღო­ლე­ბი არ და­დი­ან.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

თემო მჟავიას მძიმე სამი თვე - როგორ მიიღო ოჯახმა რუსი სარძლო

თემო მჟავიას მძიმე სამი თვე - როგორ მიიღო ოჯახმა რუსი სარძლო

არჩევნებამდე 2 დღით ადრე თემო მჟავია და დავით გოგიშვილი მჟავიას მოტოციკლით, რომელსაც თემომ "გლადიატორი" დაარქვა და "რეიტინგის" ერთ-ერთ ნომერში პრეზენტაციაც კი მოაწყო, ავარიაში მოყვნენ. თემოს კიდურებზე ოპერაცია ჩაუტარდა, დათო ცოტა იოლად გამოძვრა. თაბაშირი დაადეს ხელზე. მას მერე იუმორისტი საწოლს მიეჯაჭვა და ახლახან ყავარჯნების დახმარებით წამოდგა. ამ მძიმე სამ თვეზე თემო ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრებს, თან თავის შეყვარებულსაც გაგვაცნობს.

- თემო, მოგვიყევი ავარიის დე­ტალები, როგორ გადარჩი?

- ავარიამდე ჩემს მოტოს - "გლადიატორს" ვაპიარებდი ჩვენს ინტერვიუში, სამწუხაროდ, აღარ არსებობს ის მოტო.

- "გლადიატორმა" გიმტყუნა თუ შენ უმტყუნე?

- ტაქსისტმა გვიმტყუნა მეც და "გლადიატორსაც". ისეთ ადგილას ჩამოუხვია, სადაც ჯერ მანქანას არ ჩამოუხვევია და არც არასდროს ჩამოუხვევს. ეს ის დღე იყო, "ლიბერთი ბანკს" ცეცხლი რომ ეკიდა ვაკეში. ჭავჭავაძეზე მოვდიოდით. ძალიან დიდი საცობები იყო და ნელა ვმოძრაობდით. წითელზე გავჩერდით მზიურთან. უნივერსიტეტიდან ვაკის პარკის მიმართულებით მივდიოდით. აინთო მწვანე და უკნიდან, როგორც ხდება ხოლმე, დაიწყეს სიგნალები, წადიო. წავედი. ამ დროს, სად იყო და სად არა, არ ვიცი, ვიღაცამ სავარცხელი გადმოაგდო თუ რა მოხდა (იცინის), ჩემ წინ გვერდულად აღმოჩნდა ტაქსი. ვერც მუხრუჭი, ვერც მოტოს დაწვენა, ვერც გადმოხტომა ვერ მოვასწარი. მერე მახსოვს ხმები, "კაპოტი", ასფალტი, ხალხი, ოღონდ გონება არ დამიკარგავს. მახსოვს, მარცხენა ხელი მტკიოდა, რომ დავხედე, ხელი ვერ ვიპოვე, მარტო ძვლებს ვხედავდი. თურმე შიგნით მქონდა შეტეხილი და ხელზე ვიწექი. მეგონა, მომძვრა ხელი. ფეხიც დაახლოებით მსგავს სიტუაციაში მქონდა. მოკლედ, ძალიან არ მინდა დავზაფრო თქვენი მკითხველი. ან ინტერვიუს მინაწერი წაუმძღვარეთ, რომ ღამის 12 საათის შემდეგ არ წაიკითხონ და 18 წლამდე ბავშვებს ნუ წააკითხებენ (იცინის). მახსოვდა რომ უკან დათო მეჯდა და ვეძახდი, სად ხარ-მეთქი. ამ დროს დავინახე, ვიღაცას ეჯდა მუხლებში და ასულიერებდა. მგონი, ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა (იცინის). შეიძლება, სპეციალურადაც ჩაუჯდა, კაი გოგო იყო. ბანკისკენ მიმავალმა სასწრაფომ გააჩერა და ჩამოხტნენ მანქანიდან. ძალიან მტკიოდა კიდურები და სასწრაფოს ექიმს ვთხოვე, გამაყუჩებელი გამიკეთე-მეთქი. ამოიღო ამპულა და ამ დროს ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მოცუნცულდა. სასწრაფოს ექიმიც ახალგაზრდა ბიჭი იყო. გაუმარჯოს ძმაო, დახმარება ხომ არ გინდა, მერე ამპულა არ გადააგდოო, ეუბნება. გაგიჟდა ეს ექიმი, მარტო იყო თან. დახმარება მართლა სჭირდებოდა. სამედიცინო გამოცდილება გაქვსო, ჰკითხა. სამედიცინო არა, მაგრამ სამოქალაქო მაქვს, იცოცხლე, 18 წლიდან გამოცდილი ვარო (იცინის). მოკლედ, მაგარი ვინმე იყო. ამის მერე წამიყვანეს საავადმყოფოში.

- დათოც?

- არა, ერთ მანქანში ვერ ჩაგვატიეს. დაბალი "ხრუშოვკა" სასწრაფოები რომ არის, მაგით იყვნენ. გზაში კიდევ დამიმატეს გამაყუჩებელი. ბოლომდეც ვერ გამიყუჩა და თან მაგრად იმოქმედა, ტვინი ამერია. ვყვიროდი, ფეხი არ მომაჭრათ-მეთქი. მოვიდა ექიმი და ხელით გამისწორა ფეხი და ხელი. ძვლების ღრჭიალი მესმოდა, ძალიან მტკივნეული იყო. რენტგენი გადამიღეს, შინაგანი ორგანოები ხომ არ გაქვს დაზიანებულიო. არ აღმომაჩნდა არაფერი დაზიანებული. ხმა რომ ამოვიღე და ექიმებსაც გავესაუბრე, უცებ ვიგრძენი, ვიხრჩობოდი. ისევ შემოიტანეს რენტგენის აპარატი და აღმოჩნდა, რომ ერთი ფილტვი არ მუშაობდა. მერე დრენაჟი ჩამიდგეს. 6 საათზე მიმიყვანეს საავადმყოფოში და 12 საათზე ოპერაცია დაიწყეს. დილის 6 საათამდე გრძელდებოდა ოპერაცია. ახლა რკინები მაქვს ფეხსა და ხელში. ერთი წლის შემდეგ შემიძლია ამოვიღო. სამი თვე გაუნძრევლად ვიწექი. მერე მეგობრები ეტლით დამატარებდნენ. მაქსიმალურად გამოვიყენე ეს წოლის პერიოდი. რა წიგნებიც არ მქონდა წაკითხული, წავიკითხე, რა ფილმებიც არ მქონდა ნანახი, ვნახე. მუსიკას ვუსმენდი, თუმცა საშინელი ნევროზი შემომრჩა.

- ვინ გივლიდა?

- ყველა. ჯერ საავადმყოფოში მოვიდა ყველა, ვისაც ვიცნობდი და არ ვიცნობდი. მეუბნებოდნენ, არ გიცნობთ, მაგრამ ეს ამბავი რომ გავიგეთ, არ შეგვეძლო, არ მოვსულიყავითო. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო ამისთვის. სახლში მეგობრები მორიგეობდნენ. მშობლები მივლიდნენ. მეგობრებიც რჩებოდნენ ჩემთან. როგორც ამბობენ, ცუდი ის იყო, რომ ავარიის დროს არ გავითიშე და ყველა დეტალი მახსოვს. ექიმებს ვეხვეწებოდი, გამთიშეთ-მეთქი, ისე, ჩაფხუტი რომ არ მფარებოდა, წასული იყო ჩემი საქმე.

- შენი ნევროზი რაში გამოიხატებოდა?

- ახლაც გამოიხატება - უძილობაში, ცუდ ხასიათში, ყვირილში, რაც მანამდე არავის ახსოვს ჩემგან. ყველა ნერვს ვგრძნობდი თავში. რეანიმაციიდან პალატაში რომ ჩამოვყავდი, ექთანმა მითხრა, გაიგე, არჩევნები რომ მოვიგეთო. ეგ ხომ მანამდეც ვიცოდი-მეთქი, ვუპასუხე. გული დამწყდა იმაზე, რომ დავითს არ გაუმართლა ამ მხრივ. ის რევოლუციური სულის ადამიანია, ჩართული იყო პოლიტიკურ მოვლენებში და ჩემი "წყალობით" ამ პროცესებს გამოეთიშა. ვარდების რევოლუციის დროსაც ჩართული იყო ამ პროცესებში და ბრმანაწლავი ასტკივდა. საოპერაციოდ რომ შეიყვანეს, შევარდნაძე იყო პრეზიდენტი და რომ გამოიყვანეს - სააკაშვილი. სულ თავში ირტყამდა ხელებს, ახლაც იგივე დაემართა ჩემი "წყალობით" და დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო.

- ავარიის გამო ალბათ გამოეთიშე სამუშაო პროცესებს "ჯი-დი-ეს"-ში. რა ხდება სერიალ "ცუდ ბიჭებში"?

- მარტო მე კი არა, ყველა გამოვთიშე ამ სერიალს. გადაღებები შეჩერებულია ჩემ გამო. "ჯი-დი-ესს" რაც შეეხება, გადაცემები გადის უკვე ეთერში; დილის გადაცემა - "ტოპათეული", მალე კვირა დღეს გავა ეთერში "ჯორჯია ჯობია". რომელიც ახალგაზრდებზეა გათვლილი. წამყვანი ამიკო იქნება. ამიკომ შექმნა რამდენიმე ახალი პერსონაჟი, გაიხსენა ძველი პერსონაჟები, რომლებიც ენატრებოდა თვითონაც და ხალხსაც. ამ გადაცემაში იქნება რუბრიკები, მაგალითად, "თქვენი შოუს" ყოფილი მსახიობები კაკი და პარუნა იქნებიან. იქნება უცნაური, სასაცილო რეკორდების რუბრიკაც. აქტიურად ვმუშაობთ და ძალიან მალე სრულიად შეივსება "ჯი-დი-ეს"-ის სატელევიზიო ბადე.

- შენ როგორ მუშაობ ამ მდგომარეობაში?

- მარტივად. ვიღებ ჩემს ორ ყავარჯენს, ვჯდები ტაქსიში და მივდივარ. სადამდეც "გავქაჩავ", იქ ვარ. დიდი დატვირთვაც არ შეიძლება. ისედაც ძალიან მალე ავდექი, უკვირთ ექიმებს. ახლაც ეტლში უნდა ვიჯდე. ექიმების ვარაუდით, ახალი წლის მერე უნდა ავმდგარიყავი ფეხზე. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ექიმებს. იმდენად პროფესიონალურად გამიკეთეს ოპერაცია, თაბაშირშიც კი არ მქონდა ფეხი. მოვიკითხავ ბატონ შადიმანს (იცინის) და მადლობა ბერას გვერდში დგომისთვის. ყველა ხარჯი, რაც ჩემს სამედიცინო მომსახურებას დასჭირდა, მან გადაიხადა.

- ახლა ეს გოგონა გაგვაცანი, შენს სახლში რომ დაფუსფუსებს და თავს გევლება...

- ნასტია დივა აგვისტოში გავიცანი.

- ბათუმში?

- (იცინის) არა. საერთო მეგობარი გვყავს მე და ნასტიას, რომელსაც ჰქვია დაბალი ღმერთი. ჩვენ შევარქვით. მამრობითი სქესის არის. როგორც გავიგე, ნასტიას და მის დაქალებს აინტერესებდათ, როგორ გამოიყურებოდა საქართველო. დაბალ ღმერთს სთხოვეს, გვიმასპინძლეო. ამ ბიჭმა მითხრა, შენთვის სიურპრიზი მაქვს, სამი მაგარი გოგო ჩამოდის მოსკოვიდან, აბა, შენ იცი, დავხვდეთ, დატრიალდიო. დავტრიალდი და იმის მერე ვტრიალებ. თავბრუ დამახვია ნასტიამ. ძალიან საყვარელია, თბილი. მის მერე 15-ჯერ ჩამოვიდა საქართველოში. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ჩამოდიოდა. მივლიდა, მეფერებოდა.

- ბინაც იმიტომ შეიცვალე, რომ ნასტია მშობლებთან არ მიგეყვანა?

- უკვე დიდი ხანია, დამოუკიდებლად ვცხოვრობ. დიდი ბიჭი ვარ უკვე. თავს თვითონ ვუვლი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობლები არ მიყვარს. უბრალოდ, დამოუკიდებლად ცხოვრება მიყვარს. ნასტიასთან ურთიერთობა მეგობრობით დავიწყე, მერე აღმოვაჩინე, რომ ძალიან თბილი და საყვარელია, განათლებულიც და ჩვენი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. ნასტია მუშაობს. მოსკოვში არის ასეთი სარეკლამო კომპანია "იანდექსი" და იქ მუშაობს. ხვდება ბანკის უფროსებს, რომ "დაკეროს", ფული ჩადონ ამ კომპანიაში.

- შენ როგორ "დაგკერა"?

- (იცინის) ორივემ "დავკერეთ" ერთმანეთი. მაშინ ის პერიოდი იყო, მოტოთი რომ დავქროდი. ჩამოვიდა, დახვდა ბიჭი მოტოთი, დააქროლებდა აქეთ-იქით. შევთავაზე, მართვას გასწავლი-მეთქი და იუარა. მე იმისთვის ვარ, სითბო და სიყვარული რომ მოვიტანო და უკან ვიჯდეო, მითხრა.

- რა ჰქვია თქვენს ურთიერთობას დღეს?

- ნასტია ჩემი შეყვარებულია. ვგიჟდები, ჭკუა მეკეტება, მათრთოლებს, მაბედნიერებს.

- ქართული ასწავლე უკვე?

- პირველ რიგში, მიყვარხარ ვას­წავლე.

ნასტია:

- "მიკვარხარ" ვიცი, კიდევ თემო მჟავია (იცინის), სამი მთავარი სიტყვა ვისწავლე - მიყვარხარ, თემო მჟავია. კიდევ ვიცი "თბილო", "აქ და ახლა". იმიტომ, რომ ჩვენ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ, სხვა არაფერი არსებობს, გარდა აწმყო დროისა. ყველაფერი რომ გაივლის, თუ გაივლის, არავინ იცის, რა დარჩება იქიდან. ამიტომ ვცხოვრობთ "აქ და ახლა".

- თემო, შენი ოჯახი იცნობს ნასტიას?

- იცნობს. ავარიის მერე ხომ სახლში ვიწექი და მაშინაც იყო ჩამოსული ნასტია. გაიცნეს, უნდოდათ თუ არ უნდოდათ, რუსი შეყვარებული მყოლოდა, მაინც გაიცნეს. დადებითი რეაქცია ჰქონდა ყველას. როგორ შეიძლება, ნასტიამ უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს ვინმეში?!

- საყურეს ვხედავ შენს ყურზე. აქამდე არ შემიმჩნევია...

- ავარიამდე ცოტა ხნით ადრე გავიკეთე, უარყოფით რეაქციას ოჯახის წევრებისგან ველოდი, მაგრამ ავარიამდე არავის ვყავდი ნანახი და ავარიის მერე საყურეზე ხომ აღარ დამიწყებდნენ ლაპარაკს. რახან ცოცხალი ხარ, გქონდეს ყური გახვრეტილიო, მითხრეს. ფეხები და ფილტვი მქონდა გახვრეტილი და... ყურს ვინღა ჩიოდა.

- თემო, როგორ გაგრძელდება შენი და მოტოს ურთიერთობა, კიდევ აპირებ ყიდვას?

- ამაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. ის ზუსტად ვიცი, რომ მოტოზე აუცილებლად დავჯდები, ჩაფხუტს დავიხურავ, გავიღიმებ და გავისეირნებ ნელ-ნელა. ისეთ ადგილას, სადაც სულ მზეა და ქართველი მძღოლები არ დადიან.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები