პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოკა ყანდიაშვილი - "საზმაუწყებელი ისევ ნაციონალების პროპაგანდა-აგიტაციის ერთ-ერთი საშუალებაა"
კოკა ყანდიაშვილი - "საზმაუწყებელი ისევ ნაციონალების პროპაგანდა-აგიტაციის ერთ-ერთი საშუალებაა"

ჟურ­ნა­ლის­ტი კოკა ყან­დი­აშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კან­დი­და­ტე­ბის შერ­ჩე­ვას ეხ­მა­უ­რე­ბა:

"ა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი! რო­გო­რი სამ­წუ­ხა­როა, რომ დღეს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­სა­კა­ვებ­ლად - მხო­ლოდ ეს 5 ღირ­სე­უ­ლი კან­დი­და­ტი შე­ირ­ჩა. ზუს­ტად ვიცი, რაც ელის ამ - სამ­წუ­ხა­როდ სუ­ლისმღა­ფავ და მა­ინც მშობ­ლი­ურ ტე­ლე­ვი­ზი­ას. ამ­ჯე­რად უკვე უზარ­მა­ზა­რი ბი­უ­ჯე­ტით და ვა­ლე­ბით.

მა­ინც მაქვს იმე­დი, რომ იქ მოღ­ვა­წე, წე­სი­ე­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი (მა­ყუ­რე­ბე­ლი არ იც­ნობს ამ ხალ­ხს) გა­და­არ­ჩე­ნენ იმ სიმ­დიდ­რეს, რაც კი­დევ შე­მორ­ჩა ამ ის­ტო­რი­ულ ტე­ლე­არხს.

ყვე­ლას მინ­და გეს­მო­დეთ, რომ "არ­ჩე­უ­ლი დი­რექ­ტო­რი" - კვლავ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ არ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა და არა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ან ლე­გი­ტი­მა­ცი­ის მქო­ნე საბ­ჭო­სი მა­ინც! ეს არხი - ისევ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის პრო­პა­გან­და-აგი­ტა­ცი­ის ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბაა!

მე 9 წლის წინ წა­მო­ვე­დი ამ არ­ხი­დან და ღია ეთერ­ში გან­ვა­ცხა­დე, თუ რა რე­ა­ლო­ბა იყო იქ. მა­შინ ვთქვი - მე დავ­ბრუნ­დე­ბი, რო­დე­საც ეს არხი - აღარ იქ­ნე­ბა ისე­თი, რო­გორ­საც ვტო­ვებ-თქო. 9 წე­ლია არც კი შე­მი­ხე­დავს იმ შე­ნო­ბა­ში და არც ვა­პი­რებ! მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ მე დიდი ხნის წინ მივ­ხვდი - რომ სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბის სუნი - იმ შე­ნო­ბა­ში, ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბით, არ და ვერ ნი­ავ­დე­ბა!

გა­ა­ნი­ა­ვეთ, გა­ა­ნი­ა­ვეთ!", - წერს ყან­დი­აშ­ვი­ლი.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბულ ღია კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლი 143 კან­დი­და­ტი­დან მე­ო­რე ტურ­ში 5 კან­დი­და­ტი გა­და­ვი­და.

კან­დი­და­ტებს შო­რის არი­ან: გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლი, თი­ნა­თინ რუ­ხა­ძე, ნა­თია აბ­რა­მია, მეგი თავ­დუ­მა­ძე, ნი­კო­ლოზ მა­ხა­რაშ­ვი­ლი. მე­ო­რე ტურ­ში გა­სუ­ლი კან­დი­და­ტე­ბი გა­სა­უბ­რე­ბას გა­ივ­ლი­ან, რის შემ­დე­გაც სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო ახალ დი­რექ­ტორს 6 წლის ვა­დით აირ­ჩევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

კოკა ყანდიაშვილი - "საზმაუწყებელი ისევ ნაციონალების პროპაგანდა-აგიტაციის ერთ-ერთი საშუალებაა"

კოკა ყანდიაშვილი - "საზმაუწყებელი ისევ ნაციონალების პროპაგანდა-აგიტაციის ერთ-ერთი საშუალებაა"

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევას ეხმაურება:

"ა, საზოგადოებრივი მაუწყებელი! როგორი სამწუხაროა, რომ დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად - მხოლოდ ეს 5 ღირსეული კანდიდატი შეირჩა. ზუსტად ვიცი, რაც ელის ამ - სამწუხაროდ სულისმღაფავ და მაინც მშობლიურ ტელევიზიას. ამჯერად უკვე უზარმაზარი ბიუჯეტით და ვალებით.

მაინც მაქვს იმედი, რომ იქ მოღვაწე, წესიერი პროფესიონალები (მაყურებელი არ იცნობს ამ ხალხს) გადაარჩენენ იმ სიმდიდრეს, რაც კიდევ შემორჩა ამ ისტორიულ ტელეარხს.

ყველას მინდა გესმოდეთ, რომ "არჩეული დირექტორი" - კვლავ სააკაშვილის მიერ არჩეული იქნება და არა საზოგადოების ან ლეგიტიმაციის მქონე საბჭოსი მაინც! ეს არხი - ისევ ნაციონალების პროპაგანდა-აგიტაციის ერთ-ერთი საშუალებაა!

მე 9 წლის წინ წამოვედი ამ არხიდან და ღია ეთერში განვაცხადე, თუ რა რეალობა იყო იქ. მაშინ ვთქვი - მე დავბრუნდები, როდესაც ეს არხი - აღარ იქნება ისეთი, როგორსაც ვტოვებ-თქო. 9 წელია არც კი შემიხედავს იმ შენობაში და არც ვაპირებ! მადლობა ღმერთს, რომ მე დიდი ხნის წინ მივხვდი - რომ სველი წერტილების სუნი - იმ შენობაში, ყველა მნიშვნელობით, არ და ვერ ნიავდება!

გაანიავეთ, გაანიავეთ!", - წერს ყანდიაშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველი 143 კანდიდატიდან მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა.

კანდიდატებს შორის არიან: გიორგი ბარათაშვილი, თინათინ რუხაძე, ნათია აბრამია, მეგი თავდუმაძე, ნიკოლოზ მახარაშვილი. მეორე ტურში გასული კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან, რის შემდეგაც სამეურვეო საბჭო ახალ დირექტორს 6 წლის ვადით აირჩევს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს