ოზი ოსბორნის ქალიშვილმა, კელი ოსბორნმა განაცხადა, რომ მის ახალ საყვარელთან, მეთიუ მოსჰარტთან ძალიან ბედნიერია. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში რეალითი შოუს ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ როგორც იქნა, თავისი "პრინცი" იპოვა.
"როგორც იქნა, ვისწავლე, რომ მამაკაცს ჩემი შეყვარების უფლება უნდა მივცე. გავაცნობიერე, რომ ისე უნდა მომექცნენ, როგორც ვიმსახურებ. თუ თავად არ გჯერა, რომ ღირსეულ ურთიერთობას იმსახურებ, ვერც მიიღებ მას. უამრავ გოგონას არ სჯერა, რომ საუკეთესოს იმსახურებს და მათი მეგობარი მამაკაცები ამით სარგებლობენ. ამაში საკუთარმა გამოცდილებამ დამარწმუნა. როდესაც მეთიუს შევხვდი, გავაცნობიერე, რომ აქამდე არავინ მყვარებია", - განაცხადა კელი ოსბორნმა.
მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.