პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ხუხაშვილი - სააკაშვილის ხელისუფლებისა და ბიზნესის ურთიერთობაში კრიმინალური სქემები მოქმედებდა
გია ხუხაშვილი - სააკაშვილის ხელისუფლებისა და ბიზნესის ურთიერთობაში კრიმინალური სქემები მოქმედებდა

სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის, გია ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ბიზ­ნე­სის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი სქე­მე­ბი მოქ­მე­დებ­და.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კვლე­ვით­მა ინ­სტი­ტუტ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ბიზ­ნე­სის ურ­თი­ერ­თო­ბის ანა­ტო­მია შე­ის­წავ­ლა და ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სამი კრი­მი­ნა­ლუ­რი სქე­მა გა­მო­ავ­ლი­ნა.

"ბიზ­ნე­სებს აი­ძუ­ლებ­დნენ არაპრო­ფი­ლუ­რი ხარ­ჯე­ბის გა­წე­ვას, სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­ში ფუ­ლის ჩა­დე­ბას. ბიზ­ნე­სი­დან თან­ხე­ბი ქე­შით სხვა­დას­ხვა სა­ლა­რო­ებ­ში პირ­და­პირ მი­ე­დი­ნე­ბო­და. ხდე­ბო­და პირ­და­პი­რი ინ­ტეგ­რა­ცია ბიზ­ნეს­ში წი­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის კუ­თხით. სქე­მე­ბი ეწყო­ბო­და პრო­კუ­რა­ტუ­რის მეშ­ვე­ო­ბით. "ხორ­ცის მან­ქა­ნა­ში" ბიზ­ნე­სის გა­ტა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი იყო პრო­კუ­რა­ტუ­რა. ეს იყო მთლი­ა­ნად და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სის­ტე­მა. ამას მე და­ვარ­ქმევ­დი კო­ლექ­ტი­ურ სა­ა­კაშ­ვილს. ეს იყო გარ­ყვნი­ლი და გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი რე­ჟი­მი", - აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ბიზ­ნეს­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კომ­პო­ნენ­ტი ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენ­და ფას­წარ­მოქ­მნა­ზე და ახლა ბა­ზარ­ზე პრო­დუქ­ტე­ბის გა­ი­ა­ფე­ბა სწო­რედ პო­ლი­ტი­კუ­რი კომ­პო­ნენ­ტის "ამოგ­დე­ბით" არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კვლე­ვის შე­დე­გად ბევ­რი ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლა დაგ­როვ­და, თუმ­ცა კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი მა­სა­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას არ აპი­რებს.

"თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" კონ­ტრარ­გუ­მენ­ტებს მო­იყ­ვანს, არ მი­ი­ღონ ქარ­თუ­ლი "ვი­კი­ლიქ­სი", ასეთ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა, მა­სა­ლე­ბის ნა­წი­ლი გა­სა­ჯა­როვ­დეს", - აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კვლე­ვის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და სა­ელ­ჩო­ებს გა­ეგ­ზავ­ნე­ბათ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

გია ხუხაშვილი - სააკაშვილის ხელისუფლებისა და ბიზნესის ურთიერთობაში კრიმინალური სქემები მოქმედებდა

გია ხუხაშვილი - სააკაშვილის ხელისუფლებისა და ბიზნესის ურთიერთობაში კრიმინალური სქემები მოქმედებდა

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარის, გია ხუხაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისა და ბიზნესის ურთიერთობაში კრიმინალური სქემები მოქმედებდა.

როგორც ხუხაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო ორი თვის განმავლობაში კვლევითმა ინსტიტუტმა სააკაშვილის ხელისუფლებისა და ბიზნესის ურთიერთობის ანატომია შეისწავლა და ამ ურთიერთობაში სამი კრიმინალური სქემა გამოავლინა.

"ბიზნესებს აიძულებდნენ არაპროფილური ხარჯების გაწევას, სხვადასხვა პროექტებში ფულის ჩადებას. ბიზნესიდან თანხები ქეშით სხვადასხვა სალაროებში პირდაპირ მიედინებოდა. ხდებოდა პირდაპირი ინტეგრაცია ბიზნესში წილების გადანაწილების კუთხით. სქემები ეწყობოდა პროკურატურის მეშვეობით. "ხორცის მანქანაში" ბიზნესის გატარების მექანიზმი იყო პროკურატურა. ეს იყო მთლიანად დანაშაულებრივი სისტემა. ამას მე დავარქმევდი კოლექტიურ სააკაშვილს. ეს იყო გარყვნილი და გაფუჭებული რეჟიმი", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ბიზნესში პოლიტიკური კომპონენტი ზეგავლენას ახდენდა ფასწარმოქმნაზე და ახლა ბაზარზე პროდუქტების გაიაფება სწორედ პოლიტიკური კომპონენტის "ამოგდებით" არის გამოწვეული.

გია ხუხაშვილის განცხადებით, კვლევის შედეგად ბევრი ფაქტობრივი მასალა დაგროვდა, თუმცა კვლევითი ინსტიტუტი მასალების გამოქვეყნებას არ აპირებს.

"თუ "ნაციონალური მოძრაობა" კონტრარგუმენტებს მოიყვანს, არ მიიღონ ქართული "ვიკილიქსი", ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, მასალების ნაწილი გასაჯაროვდეს", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, კვლევის შემაჯამებელი დოკუმენტი ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს გაეგზავნებათ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა