საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა - თბილისელები ვაუჩერით 2.5-ჯერ მეტ შეღავათს მიიღებენ, ვიდრე მთავრობის ინიციატივით არის განსაზღვრული
გიგი უგულავა - თბილისელები ვაუჩერით 2.5-ჯერ მეტ შეღავათს მიიღებენ, ვიდრე მთავრობის ინიციატივით არის განსაზღვრული

წლის ყვე­ლა­ზე ცივ თვე­ებ­ში თბი­ლი­სე­ლე­ბი მე­რი­ის კო­მუ­ნა­ლუ­რი ვა­უ­ჩე­რით ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­და­სა­ხად­ზე თით­ქმის 2.5-ჯერ მეტ შე­ღა­ვათს მი­ი­ღე­ბენ, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ტა­რი­ფე­ბის შემ­ცი­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით არის გან­სა­ზღვრუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, 2013 წლის თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ბი­უ­ჯე­ტის მი­ხედ­ვით, თბი­ლის­ში რე­გის­ტი­რე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი აბო­ნენ­ტი მე­რი­ის­გან 100-ლა­რი­ან კო­მუ­ნა­ლურ ვა­უ­ჩერს მი­ი­ღებს. მე­რის გან­ცხა­დე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი, რო­მელ­თაც 70 000-მდე სა­რე­ი­ტინ­გო ქულა აქვთ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, 250-ლა­რი­ან ვა­უ­ჩერს მი­ი­ღე­ბენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში, 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, თი­თო­ე­ულ ოჯახს სა­ა­ბო­ნენ­ტო ან­გა­რიშ­ზე 20 ლარი და­ე­რი­ცხე­ბა, სა­ი­და­ნაც 8 ლა­რი­თა და 45 თეთ­რით ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­და­სა­ხა­დი და­ი­ფა­რე­ბა. გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, წლის ყვე­ლა­ზე ცივ თვე­ებ­ში თბი­ლი­სე­ლე­ბი მე­რი­ის კო­მუ­ნა­ლუ­რი ვა­უ­ჩე­რით ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­და­სა­ხად­ზე თით­ქმის 2.5-ჯერ მეტ შე­ღა­ვათს მი­ი­ღე­ბენ, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ტა­რი­ფე­ბის შემ­ცი­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით არის გან­სა­ზღვრუ­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვით, ოჯა­ხე­ბი რომ­ლე­ბიც თვე­ში 300 კვტ-მდე ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მო­იხ­მა­რენ, სა­წყის ეტაპ­ზე, მხო­ლოდ 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, 3 ლა­რით და 54 თეთ­რით ნაკ­ლებს გა­და­იხ­დი­ან. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფის შემ­ცი­რე­ბა­ზე არ შე­ე­ხე­ბა თბი­ლის­ში მცხოვ­რებ იმ 50 000 ოჯახს, რომ­ლე­ბიც ე.წ. მე-3 კა­ტე­გო­რი­ის გა­დამ­ხდე­ლებს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან",- გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, თბი­ლის­ში მცხოვ­რებ იმ 40 000-ზე მეტ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯახს, რო­მელ­თა სა­რე­ი­ტინ­გო ქულა 70 000 არ აღე­მა­ტე­ბა, კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის და­სა­ფა­რად სა­ა­ბო­ნენ­ტო ან­გა­რიშ­ზე ასე­ვე 100 ლარი და­ე­რი­ცხე­ბათ. ამას­თა­ნა­ვე პი­რად ან­გა­რიშ­ზე ისი­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მა­ტე­ბით 150 ლარს მი­ი­ღე­ბენ.

მე­რი­ის კო­მუ­ნა­ლუ­რი ვა­უ­ჩე­რი 8 ლა­რის და 40 თეთ­რის თა­ნა­გა­დახ­დას და­სუფ­თა­ვე­ბის გა­და­სა­ხად­ზე, ხოლო ოჯა­ხის ერთ წევ­რზე წყლის ტა­რი­ფის ანა­ზღა­უ­რე­ბა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მე­რის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა­ფერ ამას­თან ერ­თად, ძა­ლა­ში რჩე­ბა ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში და­სუფ­თა­ვე­ბის ტა­რი­ფის გა­ნა­ხევ­რე­ბის შე­სა­ხებ, საკ­რე­ბუ­ლოს მიერ გა­სულ თვეს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრომ გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, კომ­პა­ნია "თე­ლას­თან" და "ენერ­გო-პრო"-სთან გა­ფორ­მე­ბუ­ლი დრო­ე­ბი­თი მე­მო­რან­დუ­მე­ბი, იმ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც 0-დან 300 კვ-მდე ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მო­იხ­მა­რენ, ტა­რი­ფის 3.5 თეთ­რით შემ­ცი­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რია აბო­ნენ­ტე­ბის 90%-ს მო­ი­ცავს.

შე­სა­ბა­მი­სად, კომ­პა­ნია "თე­ლა­სის" აბო­ნენ­ტე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც 0-დან 101კვ –მდე ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მო­იხ­მა­რენ, 1 კი­ლო­ვატ სა­ა­თი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ფა­სუ­რი 13,48 თეთ­რის ნაც­ვლად 9,94 თეთ­რი იქ­ნე­ბა.

მათ­თვის, ვინც 101-დან 301კვ-მდე ენერ­გი­ას მო­იხ­მარს, 1 კი­ლო­ვატ სა­ა­თი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ფასი 16 თეთ­რის ნაც­ვლად 12,46 თეთ­რი გახ­დე­ბა. 301კვ-ს ზე­მოთ მოხ­მა­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ფა­სუ­რი არ შემ­ცირ­დე­ბა და 17,70 თეთ­რი რჩე­ბა.

კომ­პა­ნია "ენერ­გოპ­როს" აბო­ნენ­ტე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც 0-დან 101კვ–მდე ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მო­იხ­მა­რენ, 1 კი­ლო­ვატ სა­ა­თი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ფა­სუ­რი 12,98 თეთ­რის ნაც­ვლად 9,44 თეთ­რით გა­ნი­სა­ზღვრა.

მათ­თვის, ვინც 101-დან 301კვ-მდე ენერ­გი­ას მო­იხ­მარს 1 კი­ლო­ვატ სა­ა­თი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ფა­სუ­რი 16,52 თეთ­რის ნაც­ვლად 12,98 თეთ­რით გა­ნი­სა­ზღვრა.

301 კვ-ს ზე­მოთ მოხ­მა­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ფა­სუ­რი არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა და გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 17,50 თეთ­რით.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ხე­თის ენერ­გო­დის­ტრი­ბუ­ცი­ას, ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, მთავ­რო­ბის უახ­ლო­ეს სხდო­მა­ზე იგეგ­მე­ბა შე­სა­ბა­მი­სი დად­გე­ნი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც მოხ­დე­ბა ტა­რი­ფე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბა და მათი გა­ტო­ლე­ბა კომ­პა­ნია "ენერ­გოპ­როს" ტა­რი­ფებ­თან.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გიგი უგულავა - თბილისელები ვაუჩერით 2.5-ჯერ მეტ შეღავათს მიიღებენ, ვიდრე მთავრობის ინიციატივით არის განსაზღვრული

გიგი უგულავა - თბილისელები ვაუჩერით 2.5-ჯერ მეტ შეღავათს მიიღებენ, ვიდრე მთავრობის ინიციატივით არის განსაზღვრული

წლის ყველაზე ცივ თვეებში თბილისელები მერიის კომუნალური ვაუჩერით ელექტროენერგიის გადასახადზე თითქმის 2.5-ჯერ მეტ შეღავათს მიიღებენ, ვიდრე საქართველოს მთავრობის ტარიფების შემცირების ინიციატივით არის განსაზღვრული, - ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2013 წლის თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, თბილისში რეგისტირებული თითოეული აბონენტი მერიისგან 100-ლარიან კომუნალურ ვაუჩერს მიიღებს. მერის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც 70 000-მდე სარეიტინგო ქულა აქვთ მინიჭებული, 250-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 5 თვის განმავლობაში, თითოეულ ოჯახს სააბონენტო ანგარიშზე 20 ლარი დაერიცხება, საიდანაც 8 ლარითა და 45 თეთრით ელექტროენერგიის გადასახადი დაიფარება. გიგი უგულავას განცხადებით, შესაბამისად, წლის ყველაზე ცივ თვეებში თბილისელები მერიის კომუნალური ვაუჩერით ელექტროენერგიის გადასახადზე თითქმის 2.5-ჯერ მეტ შეღავათს მიიღებენ, ვიდრე საქართველოს მთავრობის ტარიფების შემცირების ინიციატივით არის განსაზღვრული.

"საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივით, ოჯახები რომლებიც თვეში 300 კვტ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, საწყის ეტაპზე, მხოლოდ 3 თვის განმავლობაში, 3 ლარით და 54 თეთრით ნაკლებს გადაიხდიან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებაზე არ შეეხება თბილისში მცხოვრებ იმ 50 000 ოჯახს, რომლებიც ე.წ. მე-3 კატეგორიის გადამხდელებს მიეკუთვნებიან",- განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, თბილისში მცხოვრებ იმ 40 000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 არ აღემატება, კომუნალური გადასახადების დასაფარად სააბონენტო ანგარიშზე ასევე 100 ლარი დაერიცხებათ. ამასთანავე პირად ანგარიშზე ისინი წლის განმავლობაში დამატებით 150 ლარს მიიღებენ.

მერიის კომუნალური ვაუჩერი 8 ლარის და 40 თეთრის თანაგადახდას დასუფთავების გადასახადზე, ხოლო ოჯახის ერთ წევრზე წყლის ტარიფის ანაზღაურებასაც ითვალისწინებს.

მერის განცხადებით, ყველაფერ ამასთან ერთად, ძალაში რჩება ზამთრის პერიოდში დასუფთავების ტარიფის განახევრების შესახებ, საკრებულოს მიერ გასულ თვეს მიღებული გადაწყვეტილება.

ენერგეტიკის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კომპანია "თელასთან" და "ენერგო-პრო"-სთან გაფორმებული დროებითი მემორანდუმები, იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც 0-დან 300 კვ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფის 3.5 თეთრით შემცირებას ითვალისწინებს. აღნიშნული კატეგორია აბონენტების 90%-ს მოიცავს.

შესაბამისად, კომპანია "თელასის" აბონენტებისთვის, რომლებიც 0-დან 101კვ –მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კილოვატ საათი ელექტროენერგიის საფასური 13,48 თეთრის ნაცვლად 9,94 თეთრი იქნება.

მათთვის, ვინც 101-დან 301კვ-მდე ენერგიას მოიხმარს, 1 კილოვატ საათი ელექტროენერგიის ფასი 16 თეთრის ნაცვლად 12,46 თეთრი გახდება. 301კვ-ს ზემოთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური არ შემცირდება და 17,70 თეთრი რჩება.

კომპანია "ენერგოპროს" აბონენტებისათვის, რომლებიც 0-დან 101კვ–მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კილოვატ საათი ელექტროენერგიის საფასური 12,98 თეთრის ნაცვლად 9,44 თეთრით განისაზღვრა.

მათთვის, ვინც 101-დან 301კვ-მდე ენერგიას მოიხმარს 1 კილოვატ საათი ელექტროენერგიის საფასური 16,52 თეთრის ნაცვლად 12,98 თეთრით განისაზღვრა.

301 კვ-ს ზემოთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური არ შემცირებულა და განისაზღვრება 17,50 თეთრით.

რაც შეეხება კახეთის ენერგოდისტრიბუციას, ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მთავრობის უახლოეს სხდომაზე იგეგმება შესაბამისი დადგენილების მომზადება, რომლის შედეგადაც მოხდება ტარიფების სუბსიდირება და მათი გატოლება კომპანია "ენერგოპროს" ტარიფებთან.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"