პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იღბლიანი ჯენტლმენების" რიმეიქში დათო ბახტაძე მონაწილეობს
"იღბლიანი ჯენტლმენების" რიმეიქში დათო ბახტაძე მონაწილეობს

ფილმ "იღ­ბლი­ა­ნი ჯენტლმე­ნე­ბის" რი­მე­იქ­ში ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი დათო ბახ­ტა­ძე მო­ნა­წი­ლე­ობს. ბახ­ტა­ძე ჯა­ფა­რის როლს ას­რუ­ლებს, რო­მელ­საც ფილ­მის პირ­ველ ვერ­სი­ა­ში ვა­სი­ლი ალი­ბა­ბა­ე­ვი­ჩი ერ­ქვა. დათო ბახ­ტა­ძე მა­ყუ­რე­ბელს შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის მცი­რე დარ­ბა­ზი­და­ნაც ახ­სოვს, თუმ­ცა წარ­მა­ტე­ბა ჰო­ლი­ვუდ­მა მო­უ­ტა­ნა.

დათო ბახ­ტა­ძეს უმუ­შა­ვია ემი­ლი ჰირშთან, რე­ი­ჩელ ტე­ი­ლორ­თან, ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის­თან, მორ­გან ფრი­მენ­თან, სან­დრა ბა­ლოკ­თან, ტენ­დი ნი­უ­ტონ­თან. ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ცნო­ბილ ფილ­მებ­შიც გა­და­ი­ღეს, რო­გო­რი­ცაა "Wanted" და ოს­კა­რო­სა­ნი "Crash"-ი.

27 დე­კემ­ბერს, რუ­სე­თის კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე კარ­გად ნაც­ნო­ბი ძვე­ლი კო­მე­დი­ის ახა­ლი ეკ­რა­ნი­ზა­ცია "იღ­ბლი­ა­ნი ჯენტლმე­ნე­ბი 2" გა­მო­დის. ფილ­მის რე­ჟი­სო­რე­ბი ალექ­სან­დრე ბა­რა­ნო­ვი და დი­მიტ­რი კი­სი­ლი­ო­ვი არი­ან, ხოლო პრო­დი­უ­სე­რი ტი­მურ ბაკ­მამ­ბე­ტო­ვია.

სცე­ნა­რის­ტებ­მა: სლა­ვა სემ და ვლა­დი­მირ ნა­გორ­ნიმ ძვე­ლი "იღ­ბლი­ა­ნი ჯენტლმე­ნე­ბი­დან" მხო­ლოდ სი­უ­ჟე­ტი და­ი­ტო­ვეს, და­ნარ­ჩე­ბი კი - დი­ა­ლო­გე­ბი, რეპ­ლი­კე­ბი, ფრა­ზე­ბი, მუ­სი­კა და კი­ნოგ­მი­რე­ბი შეც­ვლი­ლია. ამ­ბა­ვიც რუ­სეთ­სა და ეგ­ვიპ­ტე­ში ვი­თარ­დე­ბა.

თა­ნა­მედ­რო­ვე "იღ­ბლი­ა­ნი ჯენტლმე­ნე­ბის" სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, სა­ბავ­შვო ცენ­ტრის ანი­მა­ტო­რი ლი­ო­შა ტრეშ­კი­ნი სა­ში­ში ქურ­დის და მკვლე­ლის, "სმა­ი­ლი­კის" ორე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა. "სმა­ი­ლი­კი" სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის მუ­ზე­უ­მი­დან ყა­ზა­ხე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლურ სიმ­ბო­ლოს იპა­რავს. ახალ­გაზ­რდა და ლა­მა­ზი პო­ლი­ცი­ის ლე­ი­ტე­ნან­ტი ირი­ნა სლა­ვი­ნა ტრეშ­კინს იჭერს და თა­ნა­მედ­რო­ვე, პო­ლი­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბით აი­ძუ­ლებს, გა­მო­ძი­ე­ბას და­ეხ­მა­როს.

დათო ბახ­ტა­ძის გარ­და, ფილმში მთა­ვარ რო­ლებს სერ­გეი ბეზ­რუ­კო­ვი, გოშა კუ­ცენ­კო, ან­ტონ ბოგ­და­ნო­ვი და მა­რი­ნა პეტ­რენ­კო ას­რუ­ლე­ბენ.

ფილ­მი "იღ­ბლი­ა­ნი ჯენტლმე­ნე­ბი 2" სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზეც გა­მოჩ­ნდე­ბა.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"იღბლიანი ჯენტლმენების" რიმეიქში დათო ბახტაძე მონაწილეობს

"იღბლიანი ჯენტლმენების" რიმეიქში დათო ბახტაძე მონაწილეობს

ფილმ "იღბლიანი ჯენტლმენების" რიმეიქში ქართველი მსახიობი დათო ბახტაძე მონაწილეობს. ბახტაძე ჯაფარის როლს ასრულებს, რომელსაც ფილმის პირველ ვერსიაში ვასილი ალიბაბაევიჩი ერქვა. დათო ბახტაძე მაყურებელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მცირე დარბაზიდანაც ახსოვს, თუმცა წარმატება ჰოლივუდმა მოუტანა.

დათო ბახტაძეს უმუშავია ემილი ჰირშთან, რეიჩელ ტეილორთან, ანჯელინა ჯოლისთან, მორგან ფრიმენთან, სანდრა ბალოკთან, ტენდი ნიუტონთან. ქართველი მსახიობი ცნობილ ფილმებშიც გადაიღეს, როგორიცაა "Wanted" და ოსკაროსანი "Crash"-ი.

27 დეკემბერს, რუსეთის კინოეკრანებზე კარგად ნაცნობი ძველი კომედიის ახალი ეკრანიზაცია "იღბლიანი ჯენტლმენები 2" გამოდის. ფილმის რეჟისორები ალექსანდრე ბარანოვი და დიმიტრი კისილიოვი არიან, ხოლო პროდიუსერი ტიმურ ბაკმამბეტოვია.

სცენარისტებმა: სლავა სემ და ვლადიმირ ნაგორნიმ ძველი "იღბლიანი ჯენტლმენებიდან" მხოლოდ სიუჟეტი დაიტოვეს, დანარჩები კი - დიალოგები, რეპლიკები, ფრაზები, მუსიკა და კინოგმირები შეცვლილია. ამბავიც რუსეთსა და ეგვიპტეში ვითარდება.

თანამედროვე "იღბლიანი ჯენტლმენების" სიუჟეტის მიხედვით, საბავშვო ცენტრის ანიმატორი ლიოშა ტრეშკინი საშიში ქურდის და მკვლელის, "სმაილიკის" ორეული აღმოჩნდება. "სმაილიკი" სანკტ-პეტერბურგის მუზეუმიდან ყაზახეთის ნაციონალურ სიმბოლოს იპარავს. ახალგაზრდა და ლამაზი პოლიციის ლეიტენანტი ირინა სლავინა ტრეშკინს იჭერს და თანამედროვე, პოლიციური მეთოდებით აიძულებს, გამოძიებას დაეხმაროს.

დათო ბახტაძის გარდა, ფილმში მთავარ როლებს სერგეი ბეზრუკოვი, გოშა კუცენკო, ანტონ ბოგდანოვი და მარინა პეტრენკო ასრულებენ.

ფილმი "იღბლიანი ჯენტლმენები 2" საქართველოს კინოეკრანებზეც გამოჩნდება.

გიორგი ბერიძე

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება