პარტნიორები:

    კახა კალაძე - "3 თვის შემდეგ ელექტროენერგიის ტარიფმა, შესაძლოა, კიდევ უფრო დაიწიოს"

    კახა კალაძე - "3 თვის შემდეგ ელექტროენერგიის ტარიფმა, შესაძლოა, კიდევ უფრო დაიწიოს"

    3 თვის შემდეგ ელექტროენერგიის ტარიფმა, შესაძლოა, კიდევ უფრო დაიწიოს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

    მისი თქმით, იმაზე, რომ ტარიფების დაწევა უფრო მეტით შეიძლება, მეტყველებს მემორანდუმი, რომელიც გაფორმებულია და ის არის 3 თვით, 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით და ამ დროის განმავლობაში იქნება დეტალების შესწავლა.

    "არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლებელი გახდეს ტარიფის უფრო მეტით შემცირება. ზუსტად ამის გამო, ჩვენი მოთხოვნით, კომპანიები "თელასი" და "ენერგოპრო" წამოვიდნენ ჩვენს შეთავაზებაზე, რომ სამი თვით მომხდარიყო მემორანდუმის გაფორმება", - განაცხადა კალაძემ.

    ამასთან, მინისტრი გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, თითქოს მთავრობა მოსახლეობას ატყუებს. კალაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" 9 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და მათ თავისუფლად შეეძლოთ ტარიფების გადახედვა მოეხდინათ. მისივე განცხადებით, 2006 წელს მოხდა ტარიფების გადახედვა და ამის შემდეგ საერთოდ არ ყოფილა ტარიფებთან მიმართებაში რამე ცვლილება განხორციელებული.

    "ამიტომ, ნამდვილად სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ამდენი წლის განმავლობაში იხდიდა ამხელა ტარიფს, როდესაც ნამდვილად იყო ტარიფის დაწევის შესაძლებლობა", - აღნიშნა კახა კალაძემ და "ნაციონალურ მოძრაობას" სთხოვა, თავი შეიკაონ "უაზრო განცხადებებისგან", რომელსაც, მისი თქმით, ისინი ბოლო დღეებში აკეთებენ.

    "ინტერპრესნიუსი"

    დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

    თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

    როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ