პარტნიორები:

    როლანდ ახალაიას დაკითხვაზე დაბარება სამეგრელოში პროკურორად მისი მუშაობის პერიოდს უკავშირდება

    როლანდ ახალაიას დაკითხვაზე დაბარება სამეგრელოში პროკურორად მისი მუშაობის პერიოდს უკავშირდება

    როლანდ ახალაიას დაკითხვაზე დაბარება სამეგრელოში პროკურორად მისი მუშაობის პერიოდს უკავშირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.

    მისივე განმარტებით, კანონმდებლობა დეპუტატს, რომელიც დაკითხვაზე მოწმის სახითაა დაბარებული, გამოცხადებას ავადებულებს.

    "როლანდ ახალაია დაკითხვაზე ხვალ არის დაბარებული. დეტალებს, თუ რა შეკითხვებს დაუსვამენ მას და რასთან დაკავშირებით დაიკითხება, არ დავაკონკრეტებ. გეტყვით, რომ კანონის ფარგლებში ჩაბარდება მას უწყება და შეუძლია იყოლიოს ადვოკატი. დღევანდელი კანონმდებლობით დეპუტატს ევალება, როცა ის დაბარებულია დაკითხვაზე მოწმის სახით, გამოცხადდეს. მას კანონი ამისგან არ ათავისუფლებს. ახალაიას დაკითხვაზე დაბარება ეხება იმ პერიოდს, როცა ის პროკურორი იყო სამეგრელოში", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

    იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ როლანდ ახალაია კანონს დაიცავს, უწყებაში მივა და პროკურატურის ყველა შეკითხვას უპასუხებს.

    "ინტერპრესნიუსი"

    დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

    "სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

    პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ