სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო მერაბიშვილი - ტარიფებთან დაკავშირებით ხალხს უკეთესი მოლოდინი ჰქონდა
ვანო მერაბიშვილი - ტარიფებთან დაკავშირებით ხალხს უკეთესი მოლოდინი ჰქონდა

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ტა­რი­ფებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხალ­ხის მო­ტყუ­ე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

რო­გორც მე­რა­ბიშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ქარ­თველ ხალ­ხს ტა­რი­ფებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უკე­თე­სი მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და, ვიდ­რე მთავ­რო­ბა სთა­ვა­ზობს.

"ორ­თვი­ა­ნი გათ­ვლე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ ის აპი­რებს დე­ნის ტა­რი­ფის შემ­ცი­რე­ბას პირ­ვე­ლი და მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის 3,54 თეთ­რით. მე ელე­მენ­ტა­რუ­ლი გათ­ვლე­ბი გა­ვა­კე­თე. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქმის 40% ანუ 500 000 ოჯა­ხი დღეს არის პირ­ველ კა­ტე­გო­რი­ა­ში, ანუ 100 კი­ლო­ვა­ტამ­დე ელექტრო­ე­ნერ­გი­ას ხარ­ჯავს და იხ­დის შე­სა­ბა­მის ანა­ზღა­უ­რე­ბას. თვე­ში ასე­თი ოჯა­ხის­თვის ახა­ლი მთავ­რო­ბის რე­ფორ­მით გა­კეთ­დე­ბა ეკო­ნო­მია 3 ლარი და 54 თეთ­რით. ეს არის მო­ტყუ­ე­ბა ქარ­თვე­ლი ამომ­რჩევ­ლის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ქარ­თველ ხალ­ხს არ ჰქონ­და ასე­თი მო­ლო­დი­ნი მთავ­რო­ბის გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ცნო­ბის­თვის, ჯერ კი­დევ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ჩვენ­მა მთავ­რო­ბამ შე­ი­ტა­ნა პარ­ლა­მენ­ტში კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სხვა შე­ღა­ვა­თებ­თან ერ­თად სოფ­ლის პროგ­რა­მას, სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვის პროგ­რა­მას, თი­თო­ე­უ­ლი ოჯა­ხის­თვის 1000-ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რე­ბის გა­და­ცე­მას.

პრაქ­ტი­კუ­ლად დე­კემ­ბერ­ში 1000 ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რი ყვე­ლა ოჯახს ექ­ნე­ბო­და. თუ ამ ვა­უ­ჩერს გა­დავ­თვლი­დით თითო თვე­ზე, თითო ოჯა­ხი მი­ი­ღებ­და 23 ლარ შე­ღა­ვათს. მე მინ­და ყვე­ლამ შე­ა­და­როს 23 ლარი 3,54 თეთრთან", - გა­ნა­ცხა­და ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, შემ­ცი­რე­ბუ­ლი თან­ხა არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ბი­უ­ჯეტ­ში და არც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აპი­რებს ამ თან­ხის სა­კუ­თა­რი ჯი­ბი­დან გა­დახ­დას. "ეს მოჩ­ვე­ნე­ბი­თი შე­ღა­ვა­თი ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის და ჩვე­ნი მო­მავ­ლის ხარ­ჯზე", - გა­ნა­ცხა­და მე­რა­ბიშ­ვილ­მა.

ამას­თან, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" გა­მო­დის ინი­ცი­ა­ტი­ვით, რომ იან­ვრის ბო­ლოს ჩა­ტარ­დეს დიდი კონ­ფე­რენ­ცია ენერ­გე­ტი­კულ სა­კი­თხებ­ზე, რო­მელ­ზეც მთავ­რო­ბის წევ­რებ­საც იწ­ვევს.

"ჩვენ მო­ვიწ­ვევთ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ენერ­გე­ტი­კის ყვე­ლა სპე­ცი­ა­ლისტს. მო­ვიწ­ვევთ მთავ­რო­ბის წევ­რებ­საც, რათა და­ეს­წრონ ამ კონ­ფე­რენ­ცი­ას და ყვე­ლა მხა­რემ, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პირ­მა ერ­თად ვიმ­სჯე­ლოთ ენერ­გე­ტი­კის მო­მა­ვალ­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კა და ეკო­ნო­მი­კა არ არის მხო­ლოდ ერთი და ორი პარ­ტი­ის გა­და­სა­წყვე­ტი, ეს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­სა­წყვე­ტია. ამი­ტომ, ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად ვიმ­სჯე­ლებთ ამ სა­კი­თხებ­ზე ქარ­თველ და უცხო­ელ ენერ­გე­ტი­კო­სებ­თან ერ­თად. ჩვენ გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კას ჰქონ­დეს მო­მა­ვა­ლი და რე­ა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღოს ამის­გან მო­სახ­ლე­ო­ბამ", - გა­ნა­ცხა­და მე­რა­ბიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ვანო მერაბიშვილი - ტარიფებთან დაკავშირებით ხალხს უკეთესი მოლოდინი ჰქონდა

ვანო მერაბიშვილი - ტარიფებთან დაკავშირებით ხალხს უკეთესი მოლოდინი ჰქონდა

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი საქართველოს მთავრობას ტარიფებთან დაკავშირებით ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებს.

როგორც მერაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქართველ ხალხს ტარიფებთან დაკავშირებით უკეთესი მოლოდინი ჰქონდა, ვიდრე მთავრობა სთავაზობს.

"ორთვიანი გათვლების შემდეგ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ის აპირებს დენის ტარიფის შემცირებას პირველი და მეორე კატეგორიის მომხმარებლებისთვის 3,54 თეთრით. მე ელემენტარული გათვლები გავაკეთე. საქართველოს მოსახლეობის თითქმის 40% ანუ 500 000 ოჯახი დღეს არის პირველ კატეგორიაში, ანუ 100 კილოვატამდე ელექტროენერგიას ხარჯავს და იხდის შესაბამის ანაზღაურებას. თვეში ასეთი ოჯახისთვის ახალი მთავრობის რეფორმით გაკეთდება ეკონომია 3 ლარი და 54 თეთრით. ეს არის მოტყუება ქართველი ამომრჩევლის. დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს არ ჰქონდა ასეთი მოლოდინი მთავრობის გეგმებთან დაკავშირებით. ცნობისთვის, ჯერ კიდევ არჩევნებამდე ჩვენმა მთავრობამ შეიტანა პარლამენტში კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სხვა შეღავათებთან ერთად სოფლის პროგრამას, საყოველთაო დაზღვევის პროგრამას, თითოეული ოჯახისთვის 1000-ლარიანი ვაუჩერების გადაცემას.

პრაქტიკულად დეკემბერში 1000 ლარიანი ვაუჩერი ყველა ოჯახს ექნებოდა. თუ ამ ვაუჩერს გადავთვლიდით თითო თვეზე, თითო ოჯახი მიიღებდა 23 ლარ შეღავათს. მე მინდა ყველამ შეადაროს 23 ლარი 3,54 თეთრთან", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, შემცირებული თანხა არ არის გათვალისწინებული ბიუჯეტში და არც ბიძინა ივანიშვილი აპირებს ამ თანხის საკუთარი ჯიბიდან გადახდას. "ეს მოჩვენებითი შეღავათი ხორციელდება საქართველოს ენერგეტიკის და ჩვენი მომავლის ხარჯზე", - განაცხადა მერაბიშვილმა.

ამასთან, "ნაციონალური მოძრაობა" გამოდის ინიციატივით, რომ იანვრის ბოლოს ჩატარდეს დიდი კონფერენცია ენერგეტიკულ საკითხებზე, რომელზეც მთავრობის წევრებსაც იწვევს.

"ჩვენ მოვიწვევთ საქართველოში არსებულ ენერგეტიკის ყველა სპეციალისტს. მოვიწვევთ მთავრობის წევრებსაც, რათა დაესწრონ ამ კონფერენციას და ყველა მხარემ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ყველა დაინტერესებულმა პირმა ერთად ვიმსჯელოთ ენერგეტიკის მომავალზე. საქართველოს ენერგეტიკა და ეკონომიკა არ არის მხოლოდ ერთი და ორი პარტიის გადასაწყვეტი, ეს სრულიად საქართველოს გადასაწყვეტია. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე ქართველ და უცხოელ ენერგეტიკოსებთან ერთად. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს ენერგეტიკას ჰქონდეს მომავალი და რეალური სარგებელი მიიღოს ამისგან მოსახლეობამ", - განაცხადა მერაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"