მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე უფალი მაძლევს ძალას და ბევრ კეთილ ადამიანს მახვედრებს"
"მე უფალი მაძლევს ძალას და ბევრ კეთილ ადამიანს მახვედრებს"

ჩვენს მკი­თხველს ეხ­სო­მე­ბა, პატ­რი­არ­ქის 12 წლის სტი­ქა­რო­სა­ნი ნი­კო­ლოზ ჩლა­ი­ძე, რო­მელ­საც ორი­ვე ქვე­და კი­დუ­რი მუხლს ზე­მოთ ამ­პუ­ტი­რე­ბუ­ლი აქვს. რო­დე­საც ექი­მებ­მა ნი­კას დე­დას, სო­ფიო გუ­ლი­კაშ­ვილს უთხრეს, თან­და­ყო­ლი­ლი ანო­მა­ლი­ის გამო თქვე­ნი შვი­ლი მთელ სი­ცო­ცხლეს ეტ­ლში გა­ა­ტა­რებ­სო, დე­დამ მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, - ნი­კას კი­დუ­რე­ბის ამ­პუ­ტა­ცი­ას დას­თან­ხმდა. ასე ერ­ჩივ­ნა, ოღონდ თა­ვის დე­დი­სერ­თა ეტ­ლში არ ენა­ხა და თა­ნახ­მა იყო, მის პა­ტა­რას პრო­თე­ზე­ბით ევლო. ყო­ველ 6 თვე­ში ნი­კო­ლოზს ახა­ლი პრო­თე­ზი სჭირ­დე­ბა. პრო­თე­ზი კი ძა­ლი­ან ძვი­რი, 11 ათა­სი ლარი ღირს. ნი­კო­ლო­ზის ხელ­მოკ­ლე ოჯა­ხი ამ­ხე­ლა ხარჯს რო­გორ აუ­ვი­დო­და, მაგ­რამ ღვთის მად­ლით ამ­ქვეყ­ნად კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წყა­ლო­ბით პრო­თე­ზე­ბის­თვის სა­ჭი­რო ფული ჩნდე­ბო­და.

შარ­შან სა­ა­ხალ­წლოდ ნი­კო­ლოზ ჩლა­ი­ძემ "კვი­რის პა­ლიტ­რას" სურ­ვი­ლი გა­უმ­ხი­ლა, - მინ­და თოვ­ლის ბა­ბუ­ამ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი მა­ჩუ­ქო­სო. ნი­კას ნატ­ვრა ჩვენს გა­ზეთ­ში და­ი­ბეჭ­და თუ არა, არა­ერ­თი კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი დაგ­ვი­კავ­შირ­და, რო­მელ­თაც ნი­კას გა­ხა­რე­ბა მო­ინ­დო­მეს და... 1-ელ იან­ვარს დი­ლით ნი­კამ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი მი­ი­ღო.

სო­ფიო გუ­ლი­კაშ­ვი­ლი: - სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით სექ­ტემ­ბრი­დან ნი­კას ხატ­წე­რა­ზე უნდა ევლო მამა ისა­აკ­თან, მაგ­რამ ვერ შეძ­ლო. სა­ნამ ხატ­წე­რის გაკ­ვე­თილ­ზე მი­ვი­დო­დით, რამ­დე­ნი­მე ტრან­სპორ­ტის გა­მოც­ვლა გვი­წევ­და. ნი­კას კი ჩემს და­უხ­მა­რებ­ლად ძა­ლი­ან უჭირს ტრან­სპორ­ტში ას­ვლა-ჩა­მოს­ვლა. ერთხელ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი გა­ვა­ჩე­რეთ. შე­ვე­ცა­დეთ, ჩქა­რა ავ­სუ­ლი­ყა­ვით, თუმ­ცა, ნი­კას რო­გორც ყო­ველ­თვის გა­უ­ჭირ­და და მძღოლ­მა გვი­საყ­ვე­დუ­რა, ცოტა და­უჩ­ქა­რე­თო. ნი­კამ ცრემ­ლი­ა­ნი თვა­ლე­ბით შე­მომ­ხე­და და ჩა­მი­ლა­პა­რა­კა, დედა, გეხ­ვე­წე­ბი, არ თქვა, რომ პრო­თე­ზე­ბი მაც­ვი­აო. ამი­ტო­მაც სხვის ჭერ­ქვეშ შე­ხიზ­ნუ­ლებ­მა მან­ქა­ნის ყიდ­ვა გა­დავ­წყვი­ტეთ. ეს ნი­კას­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო და არა ფუ­ფუ­ნე­ბა. ორ­თე­ზის­ტთა და პრო­თე­ზის­ტთა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ბა­ტონ­მა გუტა ვა­შა­ძემ სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას თხოვ­ნით მი­მარ­თა, რომ ნი­კას ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში დახ­მა­რე­ბოდ­ნენ. ბა­ტონ გუ­ტას წე­რი­ლე­ბი "კვი­რის პა­ლიტ­რის" იმ ნომ­რებ­თან ერ­თად და­ვა­რი­გე, სა­დაც ნი­კა­ზე წერ­დით და... და­ი­წყო შე­მო­წი­რე­ბუ­ლო­ბე­ბი "გუდ­ვი­ლის­გან", "სო­კა­რის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან, შპს "ქარ­თუ უნი­ვერ­სა­ლი­დან", შპს "ეი ბი სი ფარ­მა­ცი­ის", შპს "დე­მა­სის", "ზოდი პლი­უ­სის" და კერ­ძო პი­რე­ბის­გან. კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­მო­წი­რულ თან­ხას ნა­სეს­ხე­ბი ფული და­ვა­მა­ტეთ და მან­ქა­ნა ვი­ყი­დეთ.

ნი­კო­ლო­ზი: - მან­ქა­ნის მარ­კა მე შე­ვარ­ჩიე. იცით, რა ლა­მა­ზია? და­ბა­ლი მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლა მი­ჭირს. ჩვე­ნი მან­ქა­ნა კი მა­ღა­ლია და და­უხ­მა­რებ­ლად გად­მოვ­დი­ვარ. ახლა უკვე მან­ქა­ნა გვყავს და დედა მა­ტა­რებს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"მე უფალი მაძლევს ძალას და ბევრ კეთილ ადამიანს მახვედრებს"

"მე უფალი მაძლევს ძალას და ბევრ კეთილ ადამიანს მახვედრებს"

ჩვენს მკითხველს ეხსომება, პატრიარქის 12 წლის სტიქაროსანი ნიკოლოზ ჩლაიძე, რომელსაც ორივე ქვედა კიდური მუხლს ზემოთ ამპუტირებული აქვს. როდესაც ექიმებმა ნიკას დედას, სოფიო გულიკაშვილს უთხრეს, თანდაყოლილი ანომალიის გამო თქვენი შვილი მთელ სიცოცხლეს ეტლში გაატარებსო, დედამ მძიმე გადაწყვეტილება მიიღო, - ნიკას კიდურების ამპუტაციას დასთანხმდა. ასე ერჩივნა, ოღონდ თავის დედისერთა ეტლში არ ენახა და თანახმა იყო, მის პატარას პროთეზებით ევლო. ყოველ 6 თვეში ნიკოლოზს ახალი პროთეზი სჭირდება. პროთეზი კი ძალიან ძვირი, 11 ათასი ლარი ღირს. ნიკოლოზის ხელმოკლე ოჯახი ამხელა ხარჯს როგორ აუვიდოდა, მაგრამ ღვთის მადლით ამქვეყნად კეთილი ადამიანების წყალობით პროთეზებისთვის საჭირო ფული ჩნდებოდა.

შარშან საახალწლოდ ნიკოლოზ ჩლაიძემ "კვირის პალიტრას" სურვილი გაუმხილა, - მინდა თოვლის ბაბუამ მობილური ტელეფონი მაჩუქოსო. ნიკას ნატვრა ჩვენს გაზეთში დაიბეჭდა თუ არა, არაერთი კეთილი ადამიანი დაგვიკავშირდა, რომელთაც ნიკას გახარება მოინდომეს და... 1-ელ იანვარს დილით ნიკამ მობილური ტელეფონი მიიღო.

სოფიო გულიკაშვილი: - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით სექტემბრიდან ნიკას ხატწერაზე უნდა ევლო მამა ისააკთან, მაგრამ ვერ შეძლო. სანამ ხატწერის გაკვეთილზე მივიდოდით, რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა გვიწევდა. ნიკას კი ჩემს დაუხმარებლად ძალიან უჭირს ტრანსპორტში ასვლა-ჩამოსვლა. ერთხელ სამარშრუტო ტაქსი გავაჩერეთ. შევეცადეთ, ჩქარა ავსულიყავით, თუმცა, ნიკას როგორც ყოველთვის გაუჭირდა და მძღოლმა გვისაყვედურა, ცოტა დაუჩქარეთო. ნიკამ ცრემლიანი თვალებით შემომხედა და ჩამილაპარაკა, დედა, გეხვეწები, არ თქვა, რომ პროთეზები მაცვიაო. ამიტომაც სხვის ჭერქვეშ შეხიზნულებმა მანქანის ყიდვა გადავწყვიტეთ. ეს ნიკასთვის აუცილებელი იყო და არა ფუფუნება. ორთეზისტთა და პროთეზისტთა ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ბატონმა გუტა ვაშაძემ სხვადასხვა ორგანიზაციას თხოვნით მიმართა, რომ ნიკას ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში დახმარებოდნენ. ბატონ გუტას წერილები "კვირის პალიტრის" იმ ნომრებთან ერთად დავარიგე, სადაც ნიკაზე წერდით და... დაიწყო შემოწირებულობები "გუდვილისგან", "სოკარის" თანამშრომლებისგან, შპს "ქართუ უნივერსალიდან", შპს "ეი ბი სი ფარმაციის", შპს "დემასის", "ზოდი პლიუსის" და კერძო პირებისგან. კეთილი ადამიანების შემოწირულ თანხას ნასესხები ფული დავამატეთ და მანქანა ვიყიდეთ.

ნიკოლოზი: - მანქანის მარკა მე შევარჩიე. იცით, რა ლამაზია? დაბალი მანქანიდან გადმოსვლა მიჭირს. ჩვენი მანქანა კი მაღალია და დაუხმარებლად გადმოვდივარ. ახლა უკვე მანქანა გვყავს და დედა მატარებს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"