მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უყვარს თუ არა თამთა ჭელიძეს რატი დურგლიშვილი
უყვარს თუ არა თამთა ჭელიძეს რატი დურგლიშვილი

ჭო­რე­ბი რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ეს უკვე კარ­გად ცნო­ბი­ლი ამ­ბა­ვია. ეს ჩემ­მა მე­გობ­რებ­მაც დიდი ხა­ნია იცი­ან და რო­გორც კი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს მოჰ­კრა­ვენ ყურს, მა­შინ­ვე მიყ­ვე­ბი­ან. გა­სულ კვი­რას მე­გო­ბარ­მა მომ­ღე­რალ თამ­თა ჭე­ლი­ძე­ზე მაც­ნო­ბა ფრი­ად სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი. მე­გო­ბა­რი სან­დო წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით მიყ­ვე­ბო­და, თამ­თა უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რატი დურ­გლიშ­ვილ­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რა­ტის კი არ აინ­ტე­რე­სებს და თამ­თას ამის გამო დეპ­რე­სია აქ­ვსო. ინ­ფორ­მა­ტო­რი იმა­საც ამ­ტკი­ცებს თამ­თა დღე­საც კი ცრემ­ლე­ბით ჰყვე­ბა, რომ რატი მის მი­მართ გულ­გრი­ლი­აო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, სულ მცი­რე იმე­დიც არ მქონ­და, რომ ამ ამ­ბავს თამ­თა და­ა­დას­ტუ­რებ­და, მაგ­რამ მა­ინც და­ვუ­რე­კე და მის შე­სა­ხებ გა­გო­ნი­ლი ამ­ბა­ვი შე­უ­ლა­მა­ზებ­ლად და პირ­და­პირ მო­ვუ­ყე­ვი.

-თამ­თა, ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რო­გორც წესი, ბევ­რს ჭო­რა­ო­ბენ. შენ შე­სა­ხებ მო­რი­გი ჭორი გა­ვი­გე. არ ვიცი, ჭო­რია თუ სი­მარ­თლე. ამ­ბო­ბენ, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ.

-მე?.. ტყუ­ი­ლია.

-ისიც გა­ვი­გე, ვინ გიყ­ვარს.

-და ვინ მიყ­ვარს?

-ამ­ბო­ბენ, რომ რატი დურ­გლიშ­ვილ­ზე ხარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

-ვა­ი­მე, ეს ჭორი არ დამ­თავ­რდა. ტყუ­ი­ლია. თან ამ­ბო­ბენ, რომ მე ვარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ცალ­მხრი­ვად, არა? (იცი­ნის).

-რა­ტომ­ღაც ამ­ბო­ბენ, რომ რატი გულ­გრი­ლია შენ მი­მართ და თურ­მე ამ ყვე­ლაფ­რის გამო დეპ­რე­სი­აც გქო­ნია.

-(იცი­ნის) ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა ეს ყვე­ლა­ფე­რი. მე და რატი მე­გობ­რე­ბი ვართ და ყო­ველ­თვის მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. ეს ჭორი უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია გრძელ­დე­ბა და უკვე აღარც მე­ცი­ნე­ბა... ძა­ლი­ან თა­მა­მად მი­თხა­რი ყვე­ლა­ფე­რი. ჩემ ად­გი­ლას შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღაც ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი­ყო.

-რა­ტის დიდი ხა­ნია იც­ნობ? ად­რეც გა­მი­გია თქვენ შე­სა­ხებ ჭორი.

-წლე­ბია, კარ­გი და ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბი ვართ.

-კარ­გია, რომ ეს ჭორი ჩემ­გან არ გა­გი­გია.

-უბ­რა­ლოდ, თქვენ­გან პირ­ვე­ლად გა­ვი­გე, რომ ცალ­მხრი­ვად ვყო­ფილ­ვარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, ასე­თი დე­ტა­ლე­ბი ვინ მო­გა­წო­დათ.

-ამას, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვერ გა­გიმ­ხელ.

-ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­გო­ნი­ლია. ახლა, ცოტა არ იყოს, გავ­ბრაზ­დი. მაგ­რამ არა უშავს. ეს ჩემ­თვის ნაც­ნო­ბი სი­ტუ­ა­ცი­აა.

-ე.ი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ხარ და ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე ფიქ­რობ...

-ახალ სიმ­ღე­რებ­ზე ვმუ­შა­ობ, რომ­ლის დამ­თავ­რე­ბა­საც არ და­ად­გა საშ­ვე­ლი და მგო­ნია, რომ და­წყნარ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კი არ ვარ და ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია, არც ვყო­ფილ­ვარ. აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ.

-რა­ტის თუ ჰყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი? მე რო­გორც ვიცი, ამ­ჯე­რად რატი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია გო­გო­ნა­თი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი სახე არ არის.

-მე რა ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ვფლობ, რატი ამ­ჯე­რად შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არაა. ჩვენ ორი დღის წინ შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს და რატი რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყოს, ნამ­დვი­ლად მე­ტყო­და. ჩვენ ისე­თი მე­გობ­რე­ბი ვართ, როცა ვი­ღა­ცით ვარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი, ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბი და რა­ტიც ყო­ველ­თვის მიყ­ვე­ბა. ერ­თმა­ნეთს ასეთ რა­მე­ებს არ ვუ­მა­ლავთ.

ქეთი მე­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

უყვარს თუ არა თამთა ჭელიძეს რატი დურგლიშვილი

უყვარს თუ არა თამთა ჭელიძეს რატი დურგლიშვილი

ჭორები რომ ძალიან მიყვარს, ეს უკვე კარგად ცნობილი ამბავია. ეს ჩემმა მეგობრებმაც დიდი ხანია იციან და როგორც კი საინტერესო ამბავს მოჰკრავენ ყურს, მაშინვე მიყვებიან. გასულ კვირას მეგობარმა მომღერალ თამთა ჭელიძეზე მაცნობა ფრიად საინტერესო ამბავი. მეგობარი სანდო წყაროზე დაყრდნობით მიყვებოდა, თამთა უკვე რამდენიმე წელია, რატი დურგლიშვილზეა შეყვარებული, რატის კი არ აინტერესებს და თამთას ამის გამო დეპრესია აქვსო. ინფორმატორი იმასაც ამტკიცებს თამთა დღესაც კი ცრემლებით ჰყვება, რომ რატი მის მიმართ გულგრილიაო. სიმართლე გითხრათ, სულ მცირე იმედიც არ მქონდა, რომ ამ ამბავს თამთა დაადასტურებდა, მაგრამ მაინც დავურეკე და მის შესახებ გაგონილი ამბავი შეულამაზებლად და პირდაპირ მოვუყევი.

-თამთა, ცნობილ ადამიანებზე, როგორც წესი, ბევრს ჭორაობენ. შენ შესახებ მორიგი ჭორი გავიგე. არ ვიცი, ჭორია თუ სიმართლე. ამბობენ, რომ შეყვარებული ხარ.

-მე?.. ტყუილია.

-ისიც გავიგე, ვინ გიყვარს.

-და ვინ მიყვარს?

-ამბობენ, რომ რატი დურგლიშვილზე ხარ შეყვარებული.

-ვაიმე, ეს ჭორი არ დამთავრდა. ტყუილია. თან ამბობენ, რომ მე ვარ შეყვარებული ცალმხრივად, არა? (იცინის).

-რატომღაც ამბობენ, რომ რატი გულგრილია შენ მიმართ და თურმე ამ ყველაფრის გამო დეპრესიაც გქონია.

-(იცინის) ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი. მე და რატი მეგობრები ვართ და ყოველთვის მეგობრები ვიყავით. ეს ჭორი უკვე რამდენიმე წელია გრძელდება და უკვე აღარც მეცინება... ძალიან თამამად მითხარი ყველაფერი. ჩემ ადგილას შეიძლება, ვიღაც ძალიან გაბრაზებულიყო.

-რატის დიდი ხანია იცნობ? ადრეც გამიგია თქვენ შესახებ ჭორი.

-წლებია, კარგი და ერთგული მეგობრები ვართ.

-კარგია, რომ ეს ჭორი ჩემგან არ გაგიგია.

-უბრალოდ, თქვენგან პირველად გავიგე, რომ ცალმხრივად ვყოფილვარ შეყვარებული. ძალიან მაინტერესებს, ასეთი დეტალები ვინ მოგაწოდათ.

-ამას, რასაკვირველია, ვერ გაგიმხელ.

-ეს ყველაფერი მოგონილია. ახლა, ცოტა არ იყოს, გავბრაზდი. მაგრამ არა უშავს. ეს ჩემთვის ნაცნობი სიტუაციაა.

-ე.ი. შეყვარებული არ ხარ და ამ ეტაპზე მხოლოდ შემოქმედებაზე ფიქრობ...

-ახალ სიმღერებზე ვმუშაობ, რომლის დამთავრებასაც არ დაადგა საშველი და მგონია, რომ დაწყნარდება სიტუაცია და ყველაფერი კარგად იქნება. შეყვარებული კი არ ვარ და ძალიან დიდი ხანია, არც ვყოფილვარ. აბსოლუტურად თავისუფალი ვარ.

-რატის თუ ჰყავს შეყვარებული? მე როგორც ვიცი, ამჯერად რატი დაინტერესებულია გოგონათი, რომელიც ცნობილი სახე არ არის.

-მე რა ინფორმაციასაც ვფლობ, რატი ამჯერად შეყვარებული არაა. ჩვენ ორი დღის წინ შევხვდით ერთმანეთს და რატი რომ შეყვარებული იყოს, ნამდვილად მეტყოდა. ჩვენ ისეთი მეგობრები ვართ, როცა ვიღაცით ვარ გატაცებული, ყოველთვის ვეუბნები და რატიც ყოველთვის მიყვება. ერთმანეთს ასეთ რამეებს არ ვუმალავთ.

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება