ჰოლივუდის მსახიობმა ეშტონ კატჩერმა საყვარელი ქალი და კოლეგა მილა კუნისი საშობაო არდადეგებზე აიოვას შტატში, მშობლიურ ქალაქში ჩაიყვანა.
მსახიობმა რამდენიმე დღის წინ დემი მურთან განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს ოფიციალურად მიმართა. როგორც მისი ახლო მეგობრები ყვებიან, ეშტონი ძალიან ღელავდა, ვიდრე ოჯახს საყვარელ ქალს წარუდგენდა.
"ერთი სული ჰქონდა, როდის ჩავიდოდა აიოვაში, რადგან იქ ხალხი თავს არ აბეზრებს, ადგილობრივები ცნობილი ადამიანის პირად ცხოვრებას პატივს სცემენ. ამიტომ მოუთმენლად ელოდა შვებულების დაწყებას", - აცხადებს Zimbio-ის წყარო.
მილა კუნისი ეშტონის ოჯახმა 14 წლის წინ გაიცნო, როდესაც კატჩერთან ერთად კომედიურ სერიალ That 70s Show-ში გადაიღეს, თუმცა საყვარელი ქალის სტატუსით წარდგენა მაინც სხვაა.
წყვილი ამ დღეებში აიოვაში Bed Bath & Beyond-ის მაღაზიაში სადღესასწაულო საყიდლებზე ნახეს.
"მათ ოჯახის წევრებისთვის საჩუქრები შეარჩიეს - ხალათები, ჩუსტები და სანთლები. ახლა აიოვაში ძალიან ცივა, დარწმუნებული ვარ, მათ ეს ყველაფერი გამოადგებათ. ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ, თავს მხიარულად გრძნობდნენ. ეშტონი მას ანთებული თვალებით უყურებდა", - განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
მომზადებულია Zimbio-ს მიხედვით.